23 ოქტომბერი

2016

Levan
Topuridze
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 49 ხელმოწერა
    1
    50
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი

    იუნონა გურულის ფანებს მოგვეცეს მისი ფოტოების განმეორებით დალაიქების საშუალება!

    ბატონო მარკ, 

    როგორც მოგეხსენებათ, ფეისბუკის მრავალრიცხოვან მომხმარებელს შორის არის ერთი ფრიად განსაკუთრებული მომხმარებელი - იუნონა გურული, რომელიც აღნიშნულ სოციალურ ქსელში დროდადრო ტვირთავს ხოლმე თავის ასევე განსაკუთრებულ ფოტოებს! თუმცა ჩვენ, იუნონა გურილის ფანებს არ გვეძლევა ქ-ნ გურულის მიერ განთავსებულ ფოტოებზე ლაიქების განმეორებით დასმის საშუალება! ეს კი თავის მხრივ დიდ მღელვარებასა და არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს საზოგადოებაში და ლახავს როგორც ჩვენი - იუნონა გურულის ფანების, ასევე ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას ორჯერ დაალაიქოს ქ-ნ გურულის ფოტოები. კერძოდ, ირღვევა ”ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კოვენციის” მე-7 მუხლის, 231-ე პუნქტის, ”ბ” შტრიხ ქვეპუნქტის მე-3 პწკარი, სადაც შავით თეთრზე სწერია, რომ ყველა ადამიანს აქვს იუნონა გურულის ფოტოს ორჯერ  დალაიქების უფლება!

    მოვითხოვთ მიიღოთ საჭირო ზომები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და გაატაროთ აუცილებელი ღონისძიებები, რათა მოხდეს იუნონა გურულის მიერ ფეისბუქზე განთავსებულ ფოტოებზე განმეორებითი დალაიქების რეჟიმის ჩართვა! წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეისბუქის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება მრავალათასიანი მიტინგები და მსვლელობები სტვენისა და შეძახილების: ”ძირს მარკი” თანხლებით! ასევე, ჩვენს მოთხოვნაზე უარისა და თქვენი საქართველოში ვიზიტის შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას, რომ არ გაჭამოთ ხინკალი!

    პატივისცემით, 

    იუნონა გურულის მხარდამჭერთა ჯგუფი

    P.S. წინამდებარე პეტიციის ასლები  გადაეგზავნა საქათველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტის ოფისს!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    Levan Topuridze 23/10/2016