28 მარტი

2017

მომავლის
სოფელი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 851 ხელმოწერა
    149
    1000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , ფინანსთა სამინისტრო

    გადანაწილდეს ფეხბურთის დაფინანსება ჯანდაცვასა და განათლებაზე

    პირობებში, როდესაც ერთის მხრივ ჯანდაცვის ბიუჯეტი მცირდება, დაავადებების პრევენცია კვლავ უმთავრესი გამოწვევაა სახელმწიფოსთვის, რეგიონებში არის ადგილები, სადაც ელემენტარული სამედიცინო მომსახურეობის მიღება შეუძლებელია და მეორეს მხრივ, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი მხოლოდ 1 მილიარდ 25 მილიონია (სოფლის საგანმანათლებლო დაწესებულებების დიდი ნაწილი კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხოლო მასწავლებლის ხელფასი ცუდი მოტივაციაა კარგი კადრების შესანარჩუნებლად), არასწორად მიგვაჩნია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N 107 დადგენილება, რის საფუძველზეც საქართველოში ფეხბურთის დაფინანსების პროგრამა 265 700 000 მილიონი ლარით განისაზღვრა.

    საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შედეგებზე მისი ბოლო 25 წლის მანძილზე "მიღწეული" წარმატებებიც მეტყველებს.
    სპორტი და "სანახაობა" ძალიან კარგია, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადასახადის გადამხდელთა ფულით უმთავრესი და ელემენტარული საჭიროებები დაფინანსდება.

    მიგვაჩნია, რომ საჭიროა მოხდეს მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა, დაკორექტირდეს ფეხბურთის განვითარების ბიუჯეტი და თანხის უდიდესი ნაწილი მიემართოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებისკენ.

    მე, როგორც გადასახადის გადამხდელი, თანახმა ვარ ფეხბურთის ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც სპორტის განვითარებისთვის დარჩება, მიემართოს ბავშვების ვარჯიშის, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების სპორტით დაკავების, ცხოვრების ჯანსაღი წესის რეალური პროპაგანდისთვის.
    ამით საზოგადოება მიიღებს ნაკლებ კრიმინალს, ჯანსაღ საზოგადოებას, უკეთეს ათლეტებს.

    ფეხბურთს სახელმწიფო სუბსიდირება არ სჭირდება, ამის კარგი მაგალითი რაგბის ნაკრებია, ვინც მცირე დაფინანსების, მოედნების სიმწირის და მონდომების წყალობით, გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა.

    ჩვენი ხედვა ასეთია:

    1. ყველა სახელმწიფო კლუბი განკერძოვდეს. 2. შეიქნას სახელმწიფოს და სხვების მიერ დაფინანსებული საპრიზო ფონდი რომელიც ყველა კლუბზე გადანაწილდება დაკავებული ადგილის მიხედვით. (რათა კლუბებმა შეძლონ არსებობა) 3. სანაცვლოდ კლუბებმა აიღონ ვალდებულება უფასოდ ავარჯიშონ ბავშვები.

    მიღებული შედეგები კი ასე წარმოგვიდგენია:

    1. კერძო კლუბებს ინტერესი ექნებათ სპორტთან ერთად ბიზნესით დაკავდნენ, ექნებათ გრძელვადიანი გეგმები. 2. ეცოდინებათ რომ დაკავებული ადგილის მიხედვით გარკვეულ თანხას მიიღებენ , რომლის პროგროგნოზირებაც მათთვის ადვილი იქნება და შესაბამისად მომავლის დაგეგმვაში დაეხმარება. თუ ბავშვები უფასოდ ივარჯიშებენ ღარიბ ბავშვებს რომლებიც ძალიან ბევრია ჩვენს საზოგადოებაში ექნებათ შანსი ცხოვრებაში სპორტით რამეს მიაღწიონ. ასევე,, სპორტი გახდება მასობრივი, და,, არაპირდაპირი დადებითი გავლენა ექნება ჯანრთელობისა და კრიმინალის საკითხებზე.. ამ ყველაფრისთვის როგორც გადასახადის გადამხდელი თანახმა ვართ ფული ბიუჯეტიდან გადავიხადოთ... აი ხარკის გადახდა კი არ გვსურს.

    უპირველესად, ეს გულშემატკივრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მოფრთხილება იქნება.

    ფეხბურთის განვითარების გეგმის შესახებ იხ. დადგენილება https://matsne.gov.ge/ka/document/view/3207934

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    პაატა კვანტიძე საქართველო თერჯოლა 25/02/2018
    2
    გიორგი დოლიაშვილი საქართველო თბილისი 15/07/2017
    3
    Mikheil Iashvili Saqartvelo Tbilisi 15/07/2017
    4
    ჟორჟი სალდადზე საქართველო ქუთაისი 15/07/2017
    5
    ხატია კაპანაძე საქართველო ქუთაისი 15/07/2017
    6
    ხატია კაპანაძს საქართველო ქუთაისი 15/07/2017
    7
    გიორგი ამბოკაძე საქართველო ქუთაისი 14/07/2017
    8
    გივი ახუაშვილი საქართველო თბილისი 14/07/2017
    9
    თორნიკე კულდანაშვილი საქართველო თბილისი 14/07/2017
    10
    ნიკა ახალაია საქართველო ზუგდიდი 14/07/2017
    11
    მიხეილ მჟავანაძე საქართველო თბილისი 14/07/2017
    12
    გიორგი დარჩიაშვილი საქართველო თბილისი 14/07/2017
    13
    Gela Pertia Saqartvelo Khobi 14/07/2017
    14
    ირაკლი ჯაბუა საქართველო ზუგდიდი 14/07/2017
    15
    კონსტანტინე გურული საქართველო თბილისი 16/06/2017
    16
    გიორგი კოტრიკაძე საქართველო თბილისი 19/05/2017
    17
    გიო მალანი საქართბელო ტბილისი 16/05/2017
    18
    გიორგი ჩხიროძე საქართველო თბილისი 11/05/2017
    19
    დათო მოგელაძე საქართველო ქუთაისი 08/05/2017
    20
    თორნიკე ფახურიძე საქართველო ბაღდათი 03/05/2017