10 ივნისი

2017

ანა
ჩადუნელი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 2200 ხელმოწერა
    17800
    20000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა

    ბახალასთვის

    გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) უსამართლო სისტემის მორიგი მსხვერპლია. სამართალდამცავებმა მას ოთხი თვის წინ ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს.

    გიორგის სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ (სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით შემცველობის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის).

    ბოლო დროის მსგავსი გახმაურებული საქმეების მსგავსად, მის საქმეშიც მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან. ისიც გაჩხრიკეს და ამოუღეს 0,3726 გრამი ბუპრენორფინი. ჩხრეკას (ბნელ და უკამერო ადგილას) მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. გიორგიც უშედეგოდ ითხოვდა ექსპერტიზა ჩატარებოდა, თუნდაც, მის ქურთუკს. 

    “რეპერების საქმემ” კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა როგორი სასტიკი და უსამართლოა არსებული სისტემა, როგორ წარმატებით აგრძელებს პოლიცია ნარკოტიკების “ჩადების” პრაქტიკას, როგორ უსპობს ახალგაზრდებს რაიმეს კეთების სურვილს და ჩვეულებრივ ჯალათად გვევლინება. განსაკუთრებით ცინიკურია სასჯელის ზომა (8-20 წელი ან უვადოდ!!!), მაშინ, როდესაც განზრახ მკვლელობისთვის სასჯელი 7დან 15 წლამდეა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა ყაჩაღობა, გაუპატიურება და სხვა.

    გიორგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მიუხედავად ძალიან დიდი და რეალური რისკისა წლები გაატაროს ციხეში, მზადაა ბოლომდე იბრძოლოს სიმართლისთვის! 

    19 ივნისს გიორგის მორიგი სასამართლო პროცესია. გიორგი არ უნდა იჯდეს ციხეში, გიორგი უნდა იყოს გარეთ, აკეთოს თავისი საქმე, რომელიც უყვარს და კარგად გამოსდის, იყოს თავის ოჯახთან და მეგობრებთან, უბრალოდ მიეცეს საშუალება იცხოვროს და თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში. 

    გიორგი გიორგანაშვილი არის 37 წლის. შესრულებული აქვს ათობით როლი მხატვრულ ფილმებში, თეატრში თუ სატელევიზიო სერიალებში. არის სოციალურად აქტიური და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი. გიორგი თავად, ყოველთვის გამოხატავდა პროტესტს უსამართლობის და უფლებების დარღვევის მიმართ, ყოველთვის იდგა იქ, სადაც იგი მეგობრებს და უბრალო ადამიანებს ჭირდებოდა. 

    ეხლა ჩვენი ჯერია ბახალას, და სხვა, მის მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს დავუდგეთ გვერდში. ეს მხოლოდ მათი დახმარება არ არის, ეს საკუთარ თავზე ზრუნვაა პირველ რიგში, რადგან ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს უსამართლობის მორიგი მსხვერპლი! 

    გვჯერა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ამოიღებს ხმას, მით უფრო მალე და მძლავრად მიწვდება ხალხის გზავნილი ხელისუფლებას. ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის სასტიკი და აუცილებლად დროულად შესაცვლელი! ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიციაში გამეფებული მახინჯი “ჩადების” პრაქტიკაც! უსამართლობა უნდა დასრულდეს!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    Bელა BაჰAშVილი MAროკო Bაგ 13/07/2019
    2
    ოთო აბულაძე საქართველო თბილისი 26/06/2019
    3
    გიორგი მურუსიძე საქართველო თბილისი 24/06/2019
    4
    ალექსი ხარატიშვილი საქართველო თბილისი 24/06/2019
    5
    დავით ფიფია საქართველო თბილისი 24/06/2019
    6
    კესა კვარაცხელია საქართველო თბილისი 22/06/2019
    7
    ბესიკი კობახიძე საქართველო თბილისი 06/06/2019
    8
    გიორგი ნაცვლიშვილი საქართველო საგარეჯო 28/05/2019
    9
    ნინი ქეი საქართველო თბილისი 15/05/2019
    10
    ვიქტორ ბახტაძე საქართველო თბილისი 17/04/2019
    11
    nini goglichadze საქართველო ქუთაისი 10/04/2019
    12
    ალექსანდრე ფარტენაძე საქართველო ბათუმი 13/03/2019
    13
    გიორგი ჭარელიშვილი საქართველო თბილისი 10/02/2019
    14
    ლადო მირო საქარტველო ტბილისი 06/02/2019
    15
    თამილა შავაძე საქართველო ბათუმი 05/02/2019
    16
    თორნიკე გოჩიტაშვილი საქართველო თბილისი 02/02/2019
    17
    ირაკლი ხიდეშელი საქართველო თბილისი 13/01/2019
    18
    გიორგი ბერუაშვილი საქართველო რუსთავი 31/12/2018
    19
    დავით არევაძე საქართვეკო თბილისი 22/12/2018
    20
    თათია ხუციშვილი საქართველო დედოფლისწყარო 14/12/2018