12 ივნისი

2017

რევმატოიდული ართრიტით
დაავადებულ პაციენტთა კავშირი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 888 ხელმოწერა
    1112
    2000
    ადრესატი: თბილისის საკრებულო , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

    მხარი დაუჭირე რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დაფინანსებას

    პეტიცია შემუშავებულია რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის მიერ და მიმართულია საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თხოვნით

     საფუძველი

    რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახსრების პროგრესირებადი, შეუქცევადი დაზიანება და  ქმედუუნარობის განვითარება. ყოველი მეასე ადამიანი დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით, ქალები 3-ჯერ ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები და დაავადება უპირატესად ვითარდება 35-60 წლის ასაკის ინდივიდებში.  გლობალური სტატისტიკის მიხედვით  რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა 2/3 აღენიშნება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ქმედუუნარობა, ხოლო 10%-ს - მძიმე ქმედუუნარობა. განვითარებად ქვეყნებში პაციენტთა ნახევარი დიაგნოზის დასმიდან 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და შესაბამისად საარსებო წყაროს. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია შემცირდეს 5-10 წლით.  რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო საშუალებები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს. პირველი ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და გლუკოკორტიკოსტეროიდები, იძლევა მხოლოდ სიმპტომურ შვებას, მაშინ, როცა მეორე ჯგუფის პრეპარატები (დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული მედიკამენტები და ბიოლოგიური პრეპარატები) განაპირობებენ  რევმატოიდული ართრიტის პროგრესირების შეფერხება/შეჩერებას და სახსრების ფუნქციის შენარჩუნებას.

    საერთაშორისო  რეკომენდაციების (EULAR, ACR)  მიხედვით მკურნალობა იწყება დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული  მედიკამენტებით. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული თერაპია შედეგს არ იძლევა, ეფექტი არასაკმარისია ან აღინიშნება აუტანლობა ამ პრეპარატებისადმი)საჭიროა მკურნალობის სქემას დაემატოს ბიოლოგიური მედიკამენტები.

    ბიოლოგიური პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიმსივნის მანეკროზებელი ფაქტორი ალფას ინჰიბიტორები, ინტერლეიკინის ინჰიბიტორები, B უჯრედებზე მიმართული პრეპარატები. აღნიშნული მედიკამენტები კარგიდან საუკეთესო შედეგს იძლევა დაავადების პროგრესირების შეფერხებისა და სახსრების ფუნქციის შენარჩუნების თვალსაზრისით, თუმცა მათი მაღალი ფასი განაპირობებს იმას, რომ მხოლოდ ერთეული პაციენტები იღებენ ადექვატურ მკურნალობას.

    საქართველოში ბიოლოგიური თერაპია არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამიტომ იგი არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა  უმრავლესობისთვის.  პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ ქმედუნარიანობა მხოლოდ იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო.

    თხოვნა

    ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით:

    სახელმწიფომ დააფინანსოს იმ რევმატოიდული ართრიტით დაავადებული  პაციენტების  ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც რეზისტენტულნი არიან დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული  მედიკამენტებით მკურნალობისადმი ან აღენიშნებათ აუტანლობა მათ მიმართ

    პეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და ვეთანხმები  ჩამოთვლილ დებულებებს.

     წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მაია ჯაჯანიძე საქართველო თბილისი 12/10/2019
    2
    მარინე სივსივაძე საქართველო რუსთავი 09/10/2019
    3
    ანა ჩემია საქართველო თბილისი 06/10/2019
    4
    მაკა ალანია საქართველო თბილისი 27/09/2019
    5
    ნინო აბრამიშვილი საქართველო თბილისი 10/09/2019
    6
    ეკატერინე ებრალიძე საქართველო თბილისი 28/08/2019
    7
    ეკა მელიქიშვილი საქართველო თბილისი 25/08/2019
    8
    თამარ გიორგაძე საქართველო თბილისი 12/08/2019
    9
    თამარი კვინიკაძე საქაეღველო თბილისი 08/08/2019
    10
    ანა ლებანიძე საქართველო თბილისი 07/07/2019
    11
    მარეხი ნოღაშვილი საქართველო თბილისი 30/06/2019
    12
    თეა ჩიქვინიძე საქართველო ბაღდათი 27/06/2019
    13
    ია ღიბრაძე საქართველო თბილისი 25/06/2019
    14
    ანი შეყრილაძე საქართველო თბილისი 25/06/2019
    15
    Xatuna Xalivegashviki Sakartvelo Kaspi 25/06/2019
    16
    არჩილ ინაური საქართველო გორი 17/06/2019
    17
    გია კვარაცხელია საქართველო წალენჯიხა 06/06/2019
    18
    ლელა ქავთარაძე საქართვეო თიანეთი 02/06/2019
    19
    ნინო გელაშვილი საქართველო საჩხერე 31/05/2019
    20
    სოფიო ქობალია რიდ საქართველო თბილისი 22/05/2019