13 ივლისი

2017

მაკა
ზედელაშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 4985 ხელმოწერა
    15
    5000
    ადრესატი: საქართველოს კათალიკოს პატრიარქს უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს

    შეწყდეს უსახლკარო ცხოველთა მიმართ აგრესია დაზიანება, დასხიჩრება მკვლელობა ადამიანთა მხრიდან

    • მიმართვა საქართველოს კათალიკოს პატრიარქს
    • თქვენო უწმინდესობავ თქვენ ხართ ჩვენი სულიერი მამა, კარგად იცით როგორ უყვარხართ ქართველ ხალხს და რა დიდი ძალა და მადლი აქვს თქვენს სიტყვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხალხის ჩვენი ერის უმეტესობა შევიდა რწმენაში და ბევრი ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება იმის გამო რაც ხდება დღეს დღეისობით ჩვენს ქვეყანაში. მომატებული აგრესია ხალხში. ქალებში, კაცებში, მოზარდებში პატარა ბავშვებში და ეს აგრესია გამიხატება უმეტესად მათი მხრიდან უსუსურ არსებებსზე უსახლკარო ცხოველებზე. მათ თხრიან თვალებს,ყრიან ცოცხლად ნაგვის ურნებში, მდინარეებში, ტბებში, ესვრიან ქვებს ასახიჩრებენ კლავენ და ამას ჩადიან ხშირად შეგნებულად და რაც ყველაზე საშინელებაა კიდევ ცხოველების მიმართ ზიზღს და სისტიკეს ბავშვები იძენენ სწორედ ოჯახებში მშობლებისაგან ან ბებია პაპებისგან.თქვენო უწმინდესობავ თქვენ ჩვენზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ როგორც ადამიანები ისევე ყოველივე ცოცხალი არსებები არიან უფლისგან მოვლენილები და შექმნილი და მათ ისეთივე უფლებები აქვთ ამ სამყაროში არსებობის როგორიც ჩვენ ადამიანებს. ვერც ერთი ბალახი, ყვავილი ან თუნდაც კენჭი ვერ მოევლინებოდა ამ ქვეყანას უფლის ნების გარეშე. ამაზე ბიბლიაშიც არა ერთი მაგალითია მოცემული, მაგალითად გავიხსენოთ თუნდაც ნოეს კიდობანი, როდესაც წარღვნა იყო მოსალოდნელი,როგორ გადაარჩინა ნოემ მრავალი შინაური თუ გარეული ცხოველები. როდესაც ისინი კიდობანში შეიყვანა. აქედან უკვე ნათლად ჩანს უფლის დიდი სიყვარული ცხოველთა სამყაროს მიმართ. ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ ბევრი მაგალითები. თქვენო უწმინდესობავ ჩვენ ცხოველთა დამცველებმა გვინდა მოგმართოთ თხოვნით იქნებ თქვენი საკვირაო ქადაგებების მერე ყოველ კვირას დაუთმოთ ამ თემას და დაავალოთ მოძღვრებს რომ მათაც მიუძვნან თავიანთი ქადაგებები ყოველ კვირა დღე დაუთმონ ამ თემას. მოუწოდონ მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ბავშვებს, დიდებს, პატარებს ,მოზარდებს, რომ უსახლარო ცხოველებს რომ დაინახავენ ქუჩაში ქვა კი არ უნდა ესროლონ და თავი კი არ უნდა გაუხეთქონ და მოკლან, არამედ დააპურონ ისინი დაუდგან წყლები რომ წყურვილით არ დაიხოცონ და უყვარდეთ და ზრუნავდნენ მათზე, როგორ უფლის მიერ შექმნილ არსებებზე
    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    დათო რუხაძე საქართველო ქუთაისი 24/09/2019
    2
    გიორგი გერმესაშვილი საქართველო თბილისი 23/03/2018
    3
    სალომე ნებიერიძე საქართველო თბილისი 12/10/2017
    4
    ლიკა მენაფირე საქართველო თბილისი 26/08/2017
    5
    ნიმო თოთაძე საქართველპ თბილისი 20/07/2017
    6
    გიორგი ვაჩნაძე საქართველო თბილისი 17/07/2017
    7
    სოფო სადრაძე საქართველო თბილისი 16/07/2017
    8
    ანა ჯღარკავა საქართველო თბილისი 16/07/2017
    9
    ლალი ქამუშაძე საქართველო თბილისი 15/07/2017
    10
    ციცი თეზელაშვილი საქართველო ბათუმი 14/07/2017
    11
    ირინა ლიკლიკაძე საქართველო რუსთავი 14/07/2017
    12
    Mzia Meszishvili Saberxneti Xania 14/07/2017
    13
    მედეა ლომსაძე საქართველო საგარეჯო 14/07/2017
    14
    Natali Slepakova საქართველო თბილისი 13/07/2017
    15
    მაკა ზედელაშვილი საქარღველო თბილისი 13/07/2017