02 აგვისტო

2017

გიორგი
აფციაური
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 4992 ხელმოწერა
    8
    5000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი

    აიკრძალოს არალეგალური SMS მარკეტინგი

    Emoney, LibertyBank, ZETEBI, XUNDEBI, CRYSTALBET - ეს იმ კომპანიების სიაა, საიდანაც დღეს არალეგალური SMS-ები მომივიდა ჩემს მობილურ ტელეფონზე ჩემი თანხმობის გარეშე იმის შესახებ, რომ მათგან SMS-ების მიღება მსურდა. აღნიშნული ქმედება არის ადამიანის პირადი სივრცის დარღვევა, რის მიხვედრასაც სამართლის ხარისხი ნამდვილად არ სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის კანონმდებლობა არ არეგულირებს აღნიშნულ ბაზარს, კომპანიები შემოსავლის მიღების მიზნით არალეგალურად, არაეთიკურად და, რაც მთავარია, ადამიანების თანხმობის გარეშე მათი ტელეფონის ნომრებზე აგზავნიან SMS შეტყობინებებს. მე ამ ქმედებაში რამდენიმე შესაძლო დარღვევას ვხედავ:

    1. (განვმეორდები და დავამატებ, რომ) ადამიანების შეწუხება მათი თანხმობის გარეშე "არასწორია" და მისაბაძ დასავლურ ქვეყანათა უმეტესობაში კანონით დასჯადიც კი.
    2. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ადამიანთა პირადი ინფორმაციის არალეგალურად გაყიდვის ფაქტს. ამის ეჭვი მიჩნდება იქიდან, რომ მოსეული SMS-ების უმეტესობა სრულიად არაა კავშირში ჩემთან ე.ი. მათ კომპანასთან არანაირი კავშირი მქონია, და, ვოილა, საიდანღაციდან მაინც აქვთ ჩემი ნომერი... ზოგი ამბობს, რომ "ის ბოროტი კომპანიაა", რომელიც აგზავნის, ჩვენ რა შუაში ვართო. ჰმ... იმას საიდანღა აქვს? იქნებ შეიძინა ჩემი პირადი ინფორმაცია? იქნებ კიდევ სხვა ინფორმაცია აქვთ ჩემზე? ან შენზე და ნებისმიერ სხვა მოქალაქეზე. დაუშვებელია, კანონი არ კრძალავდეს ამდაგვარ, დღის შუქივით ნათელ შესაძლო კრიმინალს.

    დანარჩენი დარღვევები, რაც ამ არალეგალურ SMS მარკეტინგს ახლავს თან, ხელმომწერებმა მიამატონ კომენტარებში :)

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გიორგი გიგოლაშვილი საქართველო თბილისი 11/08/2018
    2
    მარიამ ზანგურაშვილი საქართველო თბილისი 05/05/2018
    3
    თეონა გუდაშვილი საქართველო თბილისი 11/04/2018
    4
    იური-გეორგიოს მეჟდოიანი საქართველო თბილისი 14/12/2017
    5
    ლაშა მაკარაშვილი საქართველო თბილისი 16/10/2017
    6
    აკაკი სტურუა საქართველო სამტრედია 17/08/2017
    7
    ანდრია პირველი საქართველო თბილისი 07/08/2017
    8
    გიორგი აფციაური 02/08/2017