15 თებერვალი

2018

დავით
ბარბაქაძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 99921 ხელმოწერა
    79
    100000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , თბილისის მერია

    ჯანსაღი ცხოვრება - კრიმინალის წინააღმდეგ

    მსურს, გაგიზიაროთ იდეა, რომელმაც, აუცილებელია, საყოველთაო მნიშვნელობა შეიძინოს, რადგან ეს ეხება ყველა ჩვენგანს, ვისაც აწუხებს სასმელსა და ნარკოტიკებს თუ ქუჩურ გარჩევებს შეწირული თაობების ბედი. თავისთავად ცხადია, რომ ადამიანი, რომელიც სპორტით არის დაკავებული ნაკლებადაა თავის ენერგიასა თუ დროს მაქსიმალურად ამისაკენ მიმართავს და ნაკლებად „იხარჯება“ ზემოთ ნახსენებ ქუჩურ გარჩევებში.
    ამის ერთგვარი გამოყენება დიდი ხანია დაიწყეს მაღალგანვითარებად ქვეყნებში, სადაც მაქსიმალური ხელშეწყობაა ცხოვრების ამ სტილისა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და იარაღი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ცხოვრების ჯანსაღი წესი.

    შესაბამისად, მაქვს სურვილი, ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს, თუმცა, სახელმწიფოს ჩართულობა ამ ყველაფერში აუცილებელია. მან უნდა გახსნას სატრენაჟორო დარბაზები, სადაც ერთი თვის აბონიმენტი სიმბოლურად 10 ლარი ეღირება.
    ეს ის თანხაა, რომელსაც ყოველი ჩვენთაგანი შესწვდება. ბუნებრივია, შედეგი არ მოვა ერთ ან ორ თვეში, თუმცა ამ გზით ჩვენ შეგვიძლია ცხოვრების ჯანსაღი წესი ვაქციოთ ერთგვარ მოდად, მოდად, რომელიც ყოველ თაობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ საქმიანობაში როგორც სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესები უნდა გადაიკვეთოს, რადგან ნებისმიერი კრიმინოლოგის აზრით და ასევე უამრავი სტატისტიკით, როგორც უკვე ვახსენე, ადამიანი, რომელიც სპორტულ ცხოვრებას მისდევს ნაკლებადაა მიდრეკილი კრიმინალის ჩადენისკენ, რადგან მას არ „უწევს“ ვინმესთვის დამტკიცება, თუ როგორი ძლიერია, არ „უწევს“ სუსტის დაჩაგვრა რადგან ის ხედავს, რომ ამ გზით ვერ მოიპოვებს აღიარებას საზოგადოებაში, საზოგადოებაში სადაც ასე ვცდილობთ თავის დამკვიდრებას.

    სპორტული ცხოვრების წესი ჩვენს ახალგაზრდებს უბიძგებს ჯანმრთელი ცხოვრებისკენ და არა ნაკროტიკებისა თუ ალკოჰოლისაკენ. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი თაობა, თუმცა ჯანსაღი თაობა ვერსაიდან გაჩნდება, თუკი ჩვენ არ გვექნება ხელშეწყობა. ამიტომ, გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი, გაავრცელოთ ეს მანიფესტი, რომლის მიზანიცაა, მიიქციოს სახელმწიფოს ყურადღება. დავეხმაროთ ჩვენს საზოგადოებას საკუთარი შეცდომების გამოსწორებაში.

    დამატებითი კითხვებისთვის და შეკითხვებისთვის მოგვმარეთეთ:  https://www.facebook.com/jansagicxovrebakriminaliswinaagmdeg/

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ნინო ბაშარული საქართველო თბილისო 17/04/2018
    2
    რომანი ქველიძე German Munich 21/02/2018
    3
    თამარი ბერიშვილი საქართველო თბილისი 16/02/2018
    4
    ზურა ბერუკაშვილი საქართველო თბილისი 16/02/2018
    5
    ჰენრი კუპრაშვილი საქართველო თბილისი 16/02/2018
    6
    თიკა გუჯაბიძე საქართველო თბილისი 16/02/2018
    7
    ნიკო აკოლაშვილი საქართველო გორი 16/02/2018
    8
    გიორგი მალანია საქართველო თბილისი 16/02/2018
    9
    სულიკო ახვლედიანი საქართველო თბილისი 16/02/2018
    10
    გიორგი შაბურიშვილი საქართველო თბილისი 16/02/2018
    11
    გიორგი მანოშვილი საქართველო თბილისი 16/02/2018
    12
    გიორგი უგრეხელიძე საქართველო თბილისი 16/02/2018
    13
    დათო მერებაშვილი საქართველო მცხეთა 16/02/2018
    14
    გიგა კოჭლამაზაშვილი საქართველო თბილისი 16/02/2018
    15
    სერგო გელაშვილი საქართველო ქარელი 16/02/2018
    16
    ლაშა ერგემლიძე საქართველო თბილისი 16/02/2018
    17
    ელენე იაშვილი საქართველო თბილისი 16/02/2018
    18
    Amiran Shavladze Georgia Tbilisi 16/02/2018
    19
    ზაური ირემასჰვილი საქარტველო მცხეტა 15/02/2018
    20
    დავით ბაძაღუა საქართველო თბილისი 15/02/2018