21 თებერვალი

2018

ელგუჯა
მარღია
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 973 ხელმოწერა
    27
    1000
    ადრესატი: თბილისის საკრებულო , თბილისის მერია

    დაუბრუნდეს დედაქალაქს მისი მეისტორიე გაზეთი ,,თბილისი''

    მიმართვა ჩვენი დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს!

    ქალაქს უხდება დღესასწაული, თბილისს უხდება შემოდგომის ჟამს საზეიმო განწყობა. თბილისს შვენის ნაირფერად მორთული და ტკბილხმოვანი ძველი უბანი, მაგრამ...
    ამ ბოლოხანს მოზეიმე თბილისსა და თბილისელებს, მოლხენილ ერსა თუ ბერს დააკლდა მნიშვნელოვანი რამ - თავისი ჟამთააღმწერელი მეისტორიე...
    თბილისს ჰყავს მერი, საკრებულო, საპატიო და ჩვეულებრივი მოქალაქენი, აქვს ჩინებული მხატვრის, ბურჯანაძისეული გერბი, დროშა, გასაღები; მას აქვს ჩინებული ლაღიძისეული ოდა, მაგრამ...
    თბილისს უგალობდნენ პოეტები, მოგზაური კალმოსნებიც... ის ევროპა-აზიის გზის გასაყარზე წამომართული მშვენიერი და კოპწია ქალაქი ციხე-კოშკი გახლდათ, საუკუნეთა მანძილზე ღირსეულად რომ ატარებდა კავკასიის ცენტრის სახელს. მას შვენის დედაქალაქის სტატუსი, რადგანაც თავიდანვე იშვა - დედაქალაქად და... მას არა აქვს საკუთარი მეისტორიე გაზეთი - "თბილისი", რომელმაც უახლეს საუკუნეთა მიჯნაზე, ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნა აკადემიურობა და არ აჰყვა ყვითელი პრესის ცდუნებას. ამჟამინდელი ინფორმაციის ბუმის ეპოქაში, როცა ჩვენში ასე მომძლავრდა ელექტრონული მედიის ზღვარდაუდები ბოღმა და ღვარძლი, თბილისს არ გააჩნია საკუთარი ფარი - პირუთვნელი მეისტორიე. საზეიმო დღეებში ამ სიმძიმილმა, ამ დანაკლისმა განსაკუთრებულად იმძლავრა...
    ყოფილმა ორმა  მერმა "უთბილისოდ" დატოვა დედაქალაქი. ისინი ასეც შევლენ თბილისის ისტორიაში. იმედი მაქვს ამჟამინდელი მერი დაუბრუნებს სატახტო ქალაქს თავის ჟამთააღმწერელ გაზეთს, რომელსაც ამშვენებდა ამაყად მომავალი ფრთოსანი გონიოთი "ხელში", საქართველოს მთავარი ქალაქი აღმშენებელმა თაობამ შექმნა დედაქალაქად, მას ეტრფოდნენ და უგალობდნენ, იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ, ის ფერფლიდან აღადგინეს...
    ბატონო  კახა! ნუ გაგვიცრუებთ იმედს! დაუბრუნეთ დედაქალაქს თავისი ჟამთააღმწერელი მეისტორიე გაზეთი "თბილისი". თქვენ ასეც შეხვალთ თბილისის ისტორიაში.

    ნათელა არველაძე

    თეატრმცოდნე, პროფესორი
     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ირმა კუკავა საქართველო სამტრედია 24/03/2018
    2
    თამარი ღლონტი თურქეთი ბურსა 24/03/2018
    3
    პაატა კვანტიძე საქართველო თერჯოლა 25/02/2018
    4
    ივანე (მურად) მთვარელიძე საქართველო ხაშური 23/02/2018
    5
    მალხაზ მაჭავარიანი საქართველო ზესტაფონი 23/02/2018
    6
    მაია ფიფია საქართველო წალენჯიხა 23/02/2018
    7
    ალექსანდრე გველესიანი საქართველო თბილისი 22/02/2018
    8
    ეთერ შენგელია საქართველო თბილისი 22/02/2018
    9
    თამაზი ბარჯაძე საქართველო თბილისი 22/02/2018
    10
    მარინა ლათიბაშვილი საქართველო თბილისი 22/02/2018
    11
    დათა ჯახაია საქართველო თბილისი 22/02/2018
    12
    მანანა ლომაძე საქართველო თბილისი 22/02/2018
    13
    გურამი გორდეზიანი საქართველო ამბროლაური 22/02/2018
    14
    ლევან ბრეგაძე საქართველო თბილისი 22/02/2018
    15
    ბესიკ გვაზავა საქართველო თბილისი 22/02/2018
    16
    სალომე კაპანაძე საქართველო თბილისი 22/02/2018
    17
    რუსუდან სამუშია საქართველო თბილისი 22/02/2018
    18
    სოსო ჩოჩია უკრაინა კიევი 22/02/2018
    19
    რაულ ჩილაჩავა უკრაინა კიევი 22/02/2018
    20
    ლაშა არგვეთელი საქართველო საჩხერე 22/02/2018