20 მარტი

2018

გიორგი
ხარაძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 499979 ხელმოწერა
    21
    500000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა

    აიკრძალოს აზარტული თამაშები!

    აზარტული თამაშები ოფიციალურად 1520 წელს საფრანგეთში მეფე ფრანცისკ I-ის ბრძანებით დაკანონდა. პირველი კაზინოები კი პარიზში 1765 წელს გაიხსნა. აზარტული თამაშების სახლები გართობასთან ერთად, უამრავი უკანონო საქმიანობის, მათ შორის შავი ფულის გათეთრების ყველაზე კარგი საშუალება იყო. იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში აზარტული თამაშების მანიით შეპყრობილი ერთი ადამიანი მაინც არ იყოს.

    აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ლუდომანია იგივე გემბლინგი ეწოდება. გემბლინგს ნარკომანიის გამოვლინებები ახასიათებს - კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს. გემბლინგით დაავადებულთა მახასიათებლებია: მძიმე კონფლიქტებისგან თავის დაღწევის უნარი, რასაც ტყუილით აღწევენ. კრიტიკულები არიან ოჯახის წევრების მიმართ. აზარტულად მოთამაშეები იღებენ ვალს და დარწმუნებულნი არიან, რომ თამაშით, ვალით აღებულ თანხას გააორმაგებენ, ვალსაც გაისტუმრებენ და მოგებულებიც დარჩებიან, მაგრამ რეალობა ასეთი არ არის. სამწუხარო ის არის, რომ ლუდომანიით დაავადებული ადამიანი ხშირად მთელი ფინანსური რესურსის დაკარგვის სანაცვლოდ იღებს აზარტით მინიჭებულ სიამოვნებას. ხშირია ფაქტები, როდესაც მოთამაშეს უძრავი თუ მოძრავი ქონების გაყიდვით აღებული ფული წაუგია კაზინოში და თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე.…

     

    კაზინოში ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი დადის. დადიან ქალები, მოხუცები და ფეხმძიმეებიც კი. კაზინოებისთვის სასურველი კლიენტები ისინი არიან, ვინც კაზინოში 400-500 დოლარით შედიან, ე.წ. "სუფთა იგროკები", რომლებიც სულ მალე ხდებიან თამაშზე დამოკიდებულები. სათამაშო ბიზნესის წესია, მოთამაშეს დროის შეგრძნება დაკარგული ჰქონდეს, ამიტომ კაზინოში მზის შუქი არსაიდან შედის, ვერსად ნახავთ საათსაც.კაზინოებს ვიპკლიენტებიც ჰყავთ. ეს მოთამაშეთა ის კატეგორიაა, რომელიც დიდი ფსონით (დიდი ფულით) თამაშობს და კაზინოში უფრო გასართობად შედიან. ასეთ კლიენტებს სხვადასხვა პრივილეგია აქვთ, მაგალითად, მათთვის უფასოა სასმელი, რომელიც კაზინოს ბარებში ძალიან ძვირი ღირს; ზოგჯერ აქვთ კრედიტიც და ა.შ. კაზინოში მუდმივი ვიპკლიენტი არ არსებობს. გავა დრო და ის, ვინც თავიდან დიდი ფსონებით თამაშობდა, რიგით კლიენტად გადაიქცევა. 
    იწვევს თუ არა აზარტული თამაშების პროპაგანდა თვითმკვლელობის რაოდენობის მატებას? თემაზე გამოკითხვა ფორუმზე დადეს. ფორუმელების 74% ფიქრობს, რომ თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი აზარტული თამაშებია. იუზერების ნაწილი მიიჩნევს, რომ კაზინოების პროპაგანდა უნდა აიკრძალოს. მაგრამ სხვები წერენ, რომ კაზინოები სუიციდის მატებასთან არაფერ შუაში არაა.ადგილი, სადაც ადამიანები ფულს აგებენ ან იგებენ, სადაც ფორტუნას ცდიან, სადაც საათი არ არის. ეს ადგილი კაზინოა. დღეს საქართველოში ბევრი ადამიანია, რომლისთვისაც აზარტული თამაშები არა გართობის, არამედ გამდიდრების გზაა. დროთა განმავლობაში, ისინი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები ხდებიან და სწორედ აქ იწყება მათი ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები. იმისათვის რომ უკეთესად გავრკვეულიყავი კაზინოების შიდა სამზარეულოში გავეცანი პრესა.ჯი-ს მიერ ჩატარებულ ინტერვიუს კაზინო აჭარის მარკეტინგის მენეჯერ მაკა გოგრგაძესთან. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვგებულობთ რომ კაზინოში საშუალოდ დღეში 1000-1500 ადამიანი შედის, კლიენტების საშუალო ასაკია 35 წელი, ასევე საინტერესოა ის ფაქტი რომ არსებობს მუდმივი შავი სია და არსებობს დროებითი შავი სია, როდესაც კლიენტი სამჯერ ან მეტჯერ იქნება გაფრთხილებული და ექნება ერთ კვირიანი დისკვალიფიკაცია, შემდეგ ის ავტომატურად ხდება სამუდამო „შავი სიის“ კანდიდატი. როგორც მენეჯერმა აღნიშნა ყველაზე დიდი თანხა რაც კაზინოში წაუგიათ 40000 დოლარია ერთ დღეში, მისი თქმით ასეთივეა მოგებაც.
    კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა და პრემიერ - მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში კაზინოების აკრძალვის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ბათუმი აზარტული თამაშების ცენტრად იქცა. მისი თქმით, ამ სფეროდან შემოსული თანხა ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ია, რის გამოც ქვეყნის იმიჯი არ უნდა შეილახოს.
    ივანიშვილის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. როგორც მოგვიანებით, პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, აზარტულ თამშებთან დაკავშირებული ბიზნესი მოსაწესრიგებელია თუმცა ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ კაზინოები დაიხურება, მართალი არ არის. 
    საქართველოში სათამაშო ბიზნესი 2005 წლიდან რეგულირებულია რამდენიმე კანონით. მანამდე, იყო გარკვეული ბრძანებულებები, თუმცა კონკრეტული კანონი აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ არ არსებობდა.
    ამჟამად, საქართველოში სათამაშო ბიზნესს სამი კანონი არეგულირებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“. 
    რეგულირების მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ბიზნესის სახელმწიფო კონტროლი, მოქალაქეთა ინტერესების და მომხმარებელთა უფლების დაცვის გათვალისწინებით.
    არსებული განმარტებით, “აზარტული თამაშობები არის თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე და ტარდება ბანქოს დასტის, კამათლის, სათამაშო ბრობლის, სათამაშო აპარატის ან სხვა სათამაშო ინვეტარის მეშვეობით”.
    ყველა ტიპის აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობა საქართველოს კანონმდებლობით ნებართვას მოითხოვს. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის მიხედვით, ნებართვის გაცემას ექვემდებარება წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატის სალონის, ლოტოს და ბინგოს მოწყობა. 2011 წელს ამ კანონში ცვლილებები შევიდა არსებული კანონმდებლობით, 18 წლამდე ასაკის პირთათვის აზარტული თამაშში მონაწილეობის მიღება აკრძალულია. ასევე, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს ეკრძალება არასრულწლოვან პირებთან შრომითი ხელშეკრულების დადება, რომლის მიხედვითაც მათ ევალებათ თამაშების ჩატარების ადგილზე მუშაობა, თამაშობის ორგანიზების ან ჩატარების კონტროლი. საქართველოში კაზინოებში არ შეიძლება 21 წლამდე ადამიანის დაშვება, ხოლო ტოტალიზატორის შემთხვევაში ეს ზღვარი 18 წლამდეა. ექსპერტების შეფასებით, მას შემდეგ რაც ეს სფერო რეგულირებადი გახდა, აზარტული თამაშების კანონდარღვევითი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. საქართველოს მსგავსად აზარტული თამაშების საკითხი აქტუალურია მთელ მსოფლიოში, თუმცა ეს ბიზნესი სხვადასხვა მექანიზმებით რეგულირდება. 
    აზარტული თამაშები ძირითადად, ისლამურ ქვეყნებშია აკრძალული. მაგალითად, ირანში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, ეგვიპტეში. ასევე, მეზობელ აზერბაიჯანში.
    ყველა იმ ქვეყანაში სადაც აზარტული თამაშები დაშვებულია, ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს. არასრულწლოვანი პირის სათამაშო სახლებში დაშვება კანონით ისჯება, ამისთვის ადმინისტრაციული სასჯელები და ჯარიმებია გათვალისწინებული. ამერიკაში 1971 წლის საკონსტიტუციო ცვლილებამდე ასაკობრივი ზღვარი 21 წლამდე იყო, შემდეგ 18 წლით განისაზღვრა. თუმცა რამდენიმე შტატში ალკოჰოლური სასმელების მიღება და აზარტულ თამაშებში მონაწილეობა 21 წლამდე ისევ აკრძალულია. ასევე მოხდა გერმანიაში და საფრანგეთშიც, სადაც 1987 წლის შემდეგ ასაკობრივი ზღვარი 21 წლიდან 18 წლამდე შემცირდა.
    ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობს სპეციალური პირობები აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ. მაგალითად, დასახლებულ პუნქტში აკრძალულია კაზინოს მოწყობა. გამოყოფილია სპეციალური უბნები ქალაქის გარეთ სადაც სათამაშო სახლების აშენება დაშვებულია. თუმცა საქართველოში ამგვარი განსაკუთრებული პირობები არ არსებობს. არსებული კანონმდებლობა, ძირითადად, ნებართვების გაცემასა და მოსაკრებლების ამოღების პირობებს ადგენს. 
    რა დამოკიდებულება აქვთ სასულოერო პირებს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მე გავესაუბრე მარტყოფის ყოვლად წმინდა სამების სახელობის ტაძრის მოძღვარს მამა დავითს. ახლა კი შემოგთავაზებთ ამონარიდს მისი საუბრიდან:
    ''აზარტული თამაშები ადამიანში აღვიძებს შურს, აგრესიას და როგორც წესი მოთამაშეები ხშირად ავლენენ ურთიერთშეურაცმყოფელ ქმედებებს, ასევე რელიგია არ ეთანხმება იმას, რომ ადამიანებმა მოიპოვონ სიმდიდრე უშრომელად, გამართლების იმედად. როგორც პავლე მოციქული ამბობს: '' ვინც არ შრომობს, მან არ ჭამოს'', ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ოფლით ნაშრომი ფულით უნდა არჩინოს კაცმა ოჯახი და არა კაზინოში თუ ტოტალიზატორში მოგებულით, მით უმეტეს, როცა ამგვარ დაწესებულებაში მისვლით, აზარტული მოთამაშე პირიქით, იქით აგებს ფულს და არა იგებს. თუ ადამიანი ფულის მოყვარეა, ეშმაკი ამით სარგებლობს და უბრალო მოკვდავს ამდაგვარ საცდუნებელს აძლევს. მაგრამ თუ კაცი ძლიერია, უფლის მოშიშია, ცხოვრობს ქრისტიანულად, ლოცულობს, მარხულობს, მასზე ეშმაკი ვერასდროს გაიმარჯვებს. შირად კითხულობენ იმას თუ რატომ კრძალავს ეკლესია მაინცდამაინც კარტს და არა ჩადრაკს, დომინოს და ა.შ ხატებით თამაში უფრო ნაკლები ცოდვაა ვიდრე კარტით, რომელიც იუდას მოწაფეებმა გამოიგონეს ქრისტიანების შეცდომაში შესაყვანად. მასზე გამოსახულია ქრისტეს სიმბოლოები ( მაგალითად: აგური:რომელიც წითელი ფერისაა და ქრისტეს სამსჭვალავს განასახიერებს, ყვავი: ეს ის ღრუბელია რომელიც ძმარში ჩაულბეს ქრისტეს როდესაც წყავი ითხოვა, დამა- დედაოები, ვალეტი- წმინდა მოწამეები და ა.შ)"
    ხოლო რაც შეხება კითხვას თუ რა მიაჩნიათ ამ პრობლემის გადაჭრის გზად სასულიერო პირებს?
    "დაუძლურებული და დაავადებული სული მარხვითა და ლოცვით განიკურნება. ღრმა ეკლესიური, ქრისტიანული ცხოვრებით, სახარების კითხვით, სათნოებათა აღსრულებით ადამიანი აუცილებლად მოახერხებს ეშმაკი დაძლიოს, რადგან უფალი მის გვერდითაა და თუ ადამიანი ამას მოინდომებს, აუცილებლად შეძლებს. მოძღვართან სიმჭიდროვე ყოველთვის იხსნის ადამიანის სულს ამგვარი საცდუნებლებისგან. ეშმაკისეულით შეპყრობილი ადამიანი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ყოველთვის შეძლებს დაავადებული სულის განკურნებას. ამგვარი შემთხვევები არაერთხელ ყოფილა. დიდი მნიშვნელობა აქვს დაუძლურებული სულის ადამიანისთვის მონასტერში ყოფნას, იქ, მამების გვერდით, იგი აუცილებლად გაძლიერდება .
    აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მოხსნა, რასაკვირველია, შეიძლება, თუმცა, შემდგომში შესაძლოა გამოვლინდეს რეციდივი და ამ რეციდივსაც მუდმივად მკურნალობა დასჭირდება. დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ფსიქიკურ სიძლიერეს, თუ რამდენად ძლიერი გამოდგება იგი საკუთარ თავთან საბრძოლველად. 
    მე ასევე ჩავატარე ონლაინ გამოკითხვა 60 რესპონდენტთან, ამ შემთხვევაში მაინტერესებდა რეიტინგი თუ პროცენტულად როგორ გადანაწილდებოდა მოსაზრებები ხელისუფლების სამომავლო ქმედებებზე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. კითხვა იყო შემდეგი:
    ''ხელისუფლების რომელ პოზიციას უჭერთ მხარს, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით? "


    ა)აიკრძალოს


    ბ)შეიზღუდოს


    გ)არ შეიცვალოს


    შედეგები კი ასე გამოიყურება: აკრძალვას
    26% უჭერს მხარს, შეზღუდვას_61%, ხოლო არ შეიცვალოს 13% -მა დააფიქსირა. (ასევე ზოგიერთი რესპონდენტისგან მე დავიმსახურე კრიტიკაც :" რომ მეტი საქმე არ მაქვს და საქართველოს ბევრი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც გააჩნია")
    და ბოლოს, სიცოცხლე ბევრად უფრო აზარტული, რომ იყოს ქვეყანაში უნდა იყოს ნაკლები კაზინო, მაგრამ ის აზარტი რაც გვაქვს სიყვარულში უნდა გამოვავლინოთ.

    საინტერესო ფაქტები აზარტული თამაშების შესახებ:
    1) ამერიკის შეერთებული შტატების 37_ეპრეზიდენტ რიჩარდ ნიკსონს უყვარდა პოკერის თამაში. ზუსტად პოკერის დახმარებით მან შეაგროვა საჭირო თანხა წინასაარჩევნო კამპანიისთვის.რაც არ უნდა უცნაური იყოს, პოკერში მოგების მიზეზი ის კი არ არის თუ რამდენად კარგად ითამაშებ, არამედ ის, რომ გქონდეს უნარი მოწინააღმდეგე შეცდომაში შეიყვანო
    2) სულ პირველად კარტი გამოიგონეს ქრისტეს შობამდე 900 წელს აზიაში.

    3)ამბობენ, რომ პოკერს ჭუჭყიან ტანსაცმელში თუ ითამაშებ წარმატებას მოგიტანს… ხოლო თუ პოკერის თამაშის დროს შენთან ერთად ოთახში ძაღლი იქნება ეს ცუდის ნიშანია
    4)ამერიკის შეერთებული შტატების 43 პრეზიდენტიდან 19 პოკერს თამაშობდა.

    5)პოკერში ყველაზე დიდი ფულადი პრიზი მოიგო ჯეიმი გოლდმა 12, 000, 000 დოლარი. WSOP_ში 2006 წელს. ( WSOP –
    WORLD SERIES OF POKER )

    6)კვიპროსზე, ლიმოსოლში, ორმოცმა მოხუცმა ქალმა, რომელთა ასაკი 70-დან 98 წლამდე გახლდათ, სასამართლოდან უწყება მიიღო იმის გამო, რომ ისინი ბანქოს ფულზე თამაშობდნენ. ფსონი დიდი არ ყოფილა - სადღაც 5-დან 10 ევრომდე, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რათა ქალბატონები პოლიციაში დაებარებინათ.(როგორც იცით კვიპროსზე აზარტული თამაშები სასტიკად არის აკრძალული)
    7)პირველი სლოტ(სათამაშო) მანქანა 1899 წელს იყო მოგონებული ჩარლზ ფეის მიერ და იგი ლას-ვეგასში იქნა დადგმული მოგვიანებით.
    8)lasvegas-ში თაღლითობის ყოველი მესამე შემთხვევა სამორინეს თანამშრომლების მონაწილეობით ხდება, ამიტომაც უსაფრთხოების სამსახური ისეთივე მკაცრად ადევნებს თვალ-ყურს მომუშავე პერსონალს, როგორც სტუმრებს.
    9)ლას ვეგასის (მსოფლიოს გართობის ცენტრის) მოსახლეობის 82 პროცენტს მიაჩნია, რომ რელიგიური ხალხი არიან. (საინტერესოა რისი სწამთ?)
    10)ყოველ წელს, ლას ვეგასს სტუმრობს დაახლოებით 37.500.000 ადამიანი, თითო ადამიანი კი დაახლოებით აგებს 500-600 დოლარს.

    11)ლას ვეგაში 1701 სამორინე და 194.180 სათამაშო აპარატია.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თამთა გრიგალაშვილი საქართველო თბილისი 15/10/2019
    2
    ნატალია რობაქიძე საქარტველო ქუთაისი 22/01/2019
    3
    ნინი მანჯავიძე საქართველო თბილისი 24/04/2018
    4
    ზურაბ ინასარიძე საქართველო თბილისი 10/04/2018
    5
    ევან უშვერიძე საქართვეო წყალტუბო 05/04/2018
    6
    თამარ გველესიანი საქართველო თბილისი 29/03/2018
    7
    ქეთევან მიკროპულო საქართველო თბილისი 27/03/2018
    8
    ედუარდ კაზარიანი საქართველო თბილისი 27/03/2018
    9
    Natia Zhorzholiani Saqartvelo Tbilisi 26/03/2018
    10
    ბონდო ჭელიძე საქართველო ბათუმი 24/03/2018
    11
    თორნიკე მეტრეველი საქართველო რუსთავი 23/03/2018
    12
    გვანციკო პაპუკაშვილი საქართველო თბილისი 23/03/2018
    13
    თამთა აბაზაშვილი საქართველო თბილისი 23/03/2018
    14
    ბაბილინა ხითარიშვილი საქართველო რუსთავი 23/03/2018
    15
    სულხან ბაზერაშვილი საქართველო რუსთავი 23/03/2018
    16
    თიკო ბლიაძე საქართველო თბილისი 23/03/2018
    17
    ლელა ბუჩუკური საქართველო თბილისი 22/03/2018
    18
    ნიკა ვახანია საქართველო ყარსიმაანთკარი 22/03/2018
    19
    კონსტანტინე ცერცვაძე საქართველო თბილისი 21/03/2018
    20
    მანუჩარ ზარქუა საქართველო წალენჯიხა 20/03/2018