16 თებერვალი

2019

ხატია
მაღლაფერიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 1666 ხელმოწერა
    5334
    7000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , სოფლის მეურნეობის სამინისტრო , ენერგეტიკის სამინისტრო

    დავიცვათ გუდამაყრის ხეობა ჰესებისგან !!!!

    2019 წლის  11 იანვარს, გუდამაყრის ხეობაში, სოფელ კიტოხში მოეწყო  შპს  „სოლო ენერჯის“ მიერ მდინარე შავ არაგვზე და მდინარე ბაკურხევზე 8.35 მეგავატი სიმძლავრის ორი ჰესის -  „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ სკოპინგის ანგარიშის ფორმალური განხილვა.  განხილვის შესახებ მოსახლეობას არ მიუღია სათანადო ინფორმაცია არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.  გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2014 წლის მონაცემებით  (საყოველთაო აღწერის დოკუმენტი), ცხოვრობს 234 ადამიანი. ამათგან, ჩვენი ცნობით განხილვას ესწრებოდა მხოლოდ იმავე დღეს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული შვიდი მოსახლე.  მათთვის არ განუმარტავთ დეტალურად პროექტის შინაარსისა და რისკების შესახებ.

     

    როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი,  ორივე ჰესი დერივაციული ტიპისაა, რაც გულისხმობს მდინარის ბუნებრივი კალაპოტიდან მილებში გადასროლას. გუდამაყრის ხეობის  მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება ასეთი ტიპის  ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობას.

    მივიჩნევთ რომ:

    1. კანონით განსაზღვრული პროცედურების დარღვევითა და გვერდის ავლით დაწყებული საქმიანობა თავიდანვე ეჭვს ბადებს პროექტის მიმართ.

    2. გუდამაყარი წარმოადგენს შავი არაგვის ხეობას. სწორედ, შავი არაგვი  განსაზღვრავს ხეობის ლანდშაფტსა და კულტურულ ბიომრავალფეროვნებას. შავი არაგვის მილსადენში მოქცევა  გუდამაყრელებისთვის აღიქმება, როგორც დარტყმა ხეობის მთავარ არტერიაზე, გუდამაყრელების იდენტობაზე, თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე.

    3. ტურიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, შეუცვლელი პრიორიტეტია.  აღნიშნული ჰესების მშენებლობით მდინარე შავი არაგვის ჭალა მთლიანად იცვლის სახეს, ხეობა კარგავს განვითარების პოტენციალს. შეიზღუდება შავი არაგვის რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენებაც, რაც მარტივად ამოსაკითხია მშენებლობისა და ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშშივე.

    4. ჰესების, განსაკუთრებით „შავი არაგვის“ ჰესის,  საპროექტო ტერიტორია გამოიყენება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა პირუტყვის საძოვრად. მშენებლობის პროცესში და პროექტის განხორციელების შემდგომ, მწყემსებს შეეზღუდებათ გადაადგილება საძოვარ ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სოფლების დაცლასა და მიგრაციას.

    5. სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული პროცედურული დარღვევების გათვალისწინებით, დიდია ალბათობა იმისა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიც, რომელსაც კომპანია მოამზადებს, არ ასახავს რეალურ რისკებსა და საფრთხეებს მოსახლეობისათვის.

     

    ყოველივე აქედან გამომდინარე მოვითხოვთ, შეჩერდეს „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ 8.35 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა და აღნიშნული პროექტი უარყოფილ იქნას სამინისტროს მიერ.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ანზორ მაისურაძე გერმანია მიუხენი 16/08/2019
    2
    ლელა ნიკურაძე საქართველო თბილისი 11/08/2019
    3
    ნინო მაზიაშვილი საქართველო თბილისი 24/06/2019
    4
    ნანა ვალიშვილი საქართველო თბილისი 12/06/2019
    5
    ზვიად ბექაური საქართველო თბილისი 11/06/2019
    6
    მარიამ მაღრაძე საქართველო თბილისი 20/05/2019
    7
    ელგუჯა პაპკიაური საქართველო ჟინვალი 18/05/2019
    8
    ემზარ პაპკიაური საქართველო ჟინვალი 18/05/2019
    9
    მარი ტოგონიძე საქართველო ქუთაისი 13/05/2019
    10
    ხვიჩა ზაგშვილი საქართველო თბილისი 11/05/2019
    11
    გიორგი კოროშინაძე საქართველო თბილისი 10/05/2019
    12
    ალეკო ჯინჭარაძე საქართელო ოზურგეთი 06/05/2019
    13
    ვასილ ჩუბინიძე საქართველო თბილისი 05/05/2019
    14
    Stanislav Mezhdoyan Georgia Tbilisi 01/05/2019
    15
    მიხეილი აფციაური საქართველო თბილისი 26/04/2019
    16
    სანდრო კვინიკაძე საქართველო თბილისი 19/04/2019
    17
    ნატო ბექაური საქართველო თბილისი 15/04/2019
    18
    თამარი ბეროზაშვილი საქართველო თბილისი 12/04/2019
    19
    ინგა ბრეგვაძე საქართველო თბილისი 10/04/2019
    20
    Maka Luqunidze Italia Genova 09/04/2019