18 თებერვალი

2019

watergunz
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 25640 ხელმოწერა
    4360
    30000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , თბილისის მერია

    ცივი იარაღი არ უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი

    დღეს, მხოლოდ თბილისში, 50-მდე მაღაზიაა, რომლებშიც ცივი იარაღი, მათ შორის დანა, კასტეტი, ელექტრო შოკი, ხელკეტი და სხვა თავისუფლად იყიდება. გაყიდვის ობიექტების დიდი ნაწილი სკოლებთან ახლოს მდებარეობს. კანონით არასწრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვა აკრძალულია, თუმცა, კანონი არ სრულდება. მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში, თბილისის სკოლებიდან  540 ბასრი საგანია ამოღებული.

    თბილისის მასშტაბით, დღის განმავლობაში, ქუჩაში 300-მდე დანა და სხვა ცივი იარაღი იყიდება და მათი მყიდველების დიდი ნაწილი არასრულწლოვნები არიან. ეს სწორედ ის დანებია, რომლებითაც შემდეგ ის გახმაურებული დანაშაულები ხდება, რომლებსაც სხვადასხვა მედია საშუალებით ასე ხშირად ვისმენთ. თითქოს, ამ მოცემულობას ჩვენ უკვე როგორც ჩვეულებრიობას ისე ვიღებთ.

    სოციალური პროექტით „მოგისმენიათ როგორ ჟღერს გულგრილობა?“ კრეატიული სააგენტო „watergunz” საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პეტიციაზე ხელის მოწერით შეიცვალოს არსებული მდგომარეობა, კერძოდ:

    1. გამკაცრდეს კანონი არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვის შესახებ.

    2. სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებთან ან მათ სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბაზრობებზე და სხვა ობიექტებში აიკრძალოს ცივი იარაღის რეალიზაცია.

    3. ცივი იარაღის რეალიზაცია მხოლოდ ლიცენზირებულ, სპეციალიზებულ მაღაზიებში გახდეს დასაშვები.

    4. ცივი იარაღის შესაძენად პირს სავალდებულოდ მოეთხოვოს ჯანმრთლებისა და ნასამართლეობის ცნობის წარდგენა. ასევე, განხორციელდეს ასეთი პირების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა, მათ მიერ შეძენილი იარაღის აღწერის მითითებით.

    მოაწერე ხელი პეტიციას

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ნიკა მგალობლიშვილი საქართველო თბილისი 19/06/2019
    2
    დიმიტრი ჯოხაძე საქართველო რუსთავი 19/06/2019
    3
    რუბენ ჯორბენაძე საქართველო ხულო 13/06/2019
    4
    Soso Ochxikidze Россия Брянск 12/06/2019
    5
    ნათია გულიაშვილი საქართველო თბილისი 11/06/2019
    6
    ირაკლი ნადარაია საქართველო თბილისი 09/06/2019
    7
    ევა მოდებაძე საქართველო თბილისი 06/06/2019
    8
    თამარ ბაქრაძე საქართველო თბილისი 05/06/2019
    9
    ირაკლი მაისურაძე Georgia Tbilisi 04/06/2019
    10
    ანა აბრამაშვილი საქართველო თბილისი 04/06/2019
    11
    სალომე ხოფერია საქართველო თბილისი 01/06/2019
    12
    გიორგი ღარიბაშვილი საქართველო თბილისი 28/05/2019
    13
    ნინო ხუსკივაძე საქართველო თბილისი 27/05/2019
    14
    მარი ტოგონიძე საქართველო ქუთაისი 13/05/2019
    15
    მარიამ ჩადუნაშვილი საქართველო თბილისი 12/05/2019
    16
    თეონა დარჩია საქართველო რუსთავი 12/05/2019
    17
    ვახტანგი წულუკიძე საქართველო თბილისი 12/05/2019
    18
    Tamila Nikoleishvili Saqartvelo Tbilisi 11/05/2019
    19
    დავით გიორგი ბართაია საქართველო თბილისი 11/05/2019
    20
    ბექს ჯიჯიაშვილი საქართველო თბილისი 11/05/2019