27 მარტი

2019

ლევან
ქეთელაური
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1000
    ადრესატი: შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ შალვა კერესელიძეს, დუშეთის მუნიციპალურ ხელისუფლებას, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

    მოთხოვნა დუშეთის საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის საკითხზე

       იმ პეტიციის პასუხად, რომელიც ეხებოდა თბილისი-დუშეთის მიმართულებით სამგზავრო ღირებულების დარეგულირებას, მგზავრობის საფასური 2,5 ლარი, 2 კვირით, 2 ლარი გახდა. ამის შემდგომ, კონკურენციის თავისუფალი სივრცის არ არსებობის გამო, მგზავრობის ღირებულებამ კვლავ 2.5 ლარამდე მოიმატა. ქუჩაში გამოსული საზოგადოების პროტესტს, მეორე დღესვე, სამარშრუტო ტაქსების მხრიდან ბოიკოტი მოჰყვა. თოვლსა და ყინვაში გარეთ მდგომ სამსახურებსა და სასწავლებლებში მიმავალ მგზავრებს ქალაქის ცენტრზე დემონსტრაციულად მდგომი დაკეტილი ტრანსპორტი დაგვახვედრეს, ასე დასაჯეს ქალაქის საზოგადოება პროტესტის გამოხატვის გამო. იმავე დღეს, მოსახლეობის ძალისხმევით, ახალ ხაზზე შემოვიდა ალტერნატიული სამარშრუტო საშუალებები 2 ლარის ტარიფით. მომდევნო დღესვე ძველი ხაზის ღირებულება 1 (ერთი) ლარი გახდა, მაშინ როდესაც გაძვირების მოტივის ახსნისას, ისინი დაბეჯითებით გვიმტკიცებდნენ, რომ 2 ლარი არ ანაზღაურებდა მათ ხარჯებს.

         ამ დღიდან ქალაქი გაიხლიჩა, ადგილი აქვს საფრთხის შემცველ უწესრიგობას, დევნას და ურთიერთობას, რომელიც ძალიან შორსაა თავისუფალი ბიზნესისა და სამეწარმეო საქმიანობისაგან და რაშიც იკითხება იძულება, კრიმინალი. ეს მწარე რეალობა 3-4 წლის წინანდელი პროცესის გამეორებაა: იგივე სცენარით, იგივე მოქმედი პირებით.

          დავიღალეთ!

          მოვითხოვთ, ეს საქმიანობა გაათავისუფლოთ და დაიცვათ არაკანონიერი ჩარევებისაგან, უზრუნველყოთ, სამეწარმეო საქმიანობისათვის თავისუფალი სივრცე, სადაც თავისუფალი ბაზრის პრინციპებით იმოქმედებენ მხარეები და დაცული იქნება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

         ვითხოვთ, სასწრაფოდ დაარეგულიროთ საკითხი სამართლებრივ რეჟიმში ერთხელ და სამუდამოდ!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ირაკლი მაისაშვილი საქართველო თბილისი 30/03/2019
    2
    დავით მელიქიშვილი საქართველო თელავი 30/03/2019
    3
    ვახტანგ ბრეგვაძე საქართველო თბილისი 30/03/2019
    4
    სალომე გედევანიშვილი საქართველო თბილისი 30/03/2019
    5
    თემურ გელოვანი საქართველო თბილისი 30/03/2019
    6
    ილიკო პერტია საქართველო ფოთი 30/03/2019
    7
    ლაშა ორჯონიკიძე საქართველო რუსთავი 30/03/2019
    8
    ბეჩუნი პერტია საქართველო ზუგდიდი 30/03/2019
    9
    ნიკანდრო ქილია საქართველო ზუგდიდი 30/03/2019
    10
    გრაფი სეგედი საქართველო თბილისი 30/03/2019
    11
    ზურაბ ხულუზაური საქართველო დუშეთი 30/03/2019
    12
    ზვამბა ჯონჯოლია საქართველო ზუგდიდი 30/03/2019
    13
    კაჟა ბულავა საქართველო ფოთი 30/03/2019
    14
    რაჟა სარჩიმელია საქართველო ფოთი 30/03/2019
    15
    მუშნი ზარანდია საქართველო ფოთი 30/03/2019
    16
    დათა თუთაშხია საქართველო ზუგდიდი 30/03/2019
    17
    თეონა თადიაშვილი საქართველო დუშეთი 30/03/2019
    18
    გოგია გოგია საქართველო თბილისი 30/03/2019
    19
    ხატია ბოჭორიშვილი საქართველო რუსთავი 30/03/2019
    20
    ბაია ბოჭორიშვილი საქართველო რუსთავი 30/03/2019