05 აპრილი

2019

ახალი
ვექტორი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 1993 ხელმოწერა
    7
    2000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

    ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული ჩანაცვლებითი თერაპიების (მეთადონი და ბუპრენორფინი) პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის (და ოჯახის წევრების) მიმართვა

    საქართველოში უკვე წლების მანძილზე მოქმედებს ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებას და ჩამნაცვლებელი პრეპარატის, მეთადონის და ბუპრენორფინი (სუბიქსინი) მიწოდების უზრუნველჰყოფას, როგორც ქალაქ თბილისში ასევე რეგიონებში. დღეის მონაცემებით სახელმწიფო პროგრამებში ჩართულია 12,000 (თორმეტი ათასამდე)  ბენეფიციარი. გვინდა მადლიერებით ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ პროგრამებზე ფინანსურის ბარიერის გაუქმებამ კიდევ ათასობით ჩვენ მოქალაქეს მისცა საშუალება ესარგებლა ამ მეტად მნიშვნელოვანი სერვისით, როგორც კი მოიხსნა ფინანსური ბარიერი გასამმაგდა პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რიცხვი. ჩანაცვლებითმა თერაპიამ მოგვცა საშუალება მოგვეხდინა ჩვენი ყოფის ნორმალიზება და ჩვენი მოქმედებების დეკრიმინალიზაცია მოცემული პრეპარატებიდან გამომდინარე, გავხდით უფრო სოციალურები/საზოგადოებაში ინტეგრირებული ვიდრე ვიყავით მანამდე, ჩვენ ოჯახებში დაიმკვიდრა სიმშვიდემ, შემცირდა ინფექციების გავრცელების რისკი. იმის განცდამ, რომ დილის გათენება გვიხარია, არ გვჭირდება იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოვიპოვოთ დღიური დოზის ფული საერთოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრების რითმი.

    თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება დამთვარდეს და ახალმა რეგულციებმა, რომელიც 1 აპრილიდან შევიდა მართვის მოწმობებთან დაკავშირებით დაგვაყენოს ურთულესი არჩევნის წინაშე: ან უნდა უარი ვთქვათ ჩანაცვლებითი თერაპიების სერვისზე ან მანქანის მართვაზე, რომელიც ბევრი ჩვენთაგანისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა!

    ამავე დროს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ მანქანის მართვა არფხიზელ მდგომარეობაში არის უპასუხისმგებლო ქმედება, რომლის შედეგად არა მარტო საკუთარ თავს არამედ სხვაც შეიძლება დააზიანო! მაგრამ პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის კოდექსით და „ნოლოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით“ მხოლოდ მოხმარების ფაქტის გამო კვლავ კრიმინალიზაცია ეწინააღმდეგება ყვენალაირ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტებს!

    ათეული წლებია მოქმედ სადამსჯელო და მავნებლურ ნარკო პოლიტიკას ადამიანების სიკვდილის, ჯანმრთელობის და თავად მათი ოჯახების მომავლის განადგურების, ღირსების შელახვის, უსამართლობის განცდის, სრულიად ქვეყნის იმიჯის დიზიანების და საზოგადოებისთვის სხვადასხვა სახის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია!

    არ დავიღლებით!

    კიდევ ერთხელ და მრავალჯერ:

    გთხოვთ და მოგიწოდებთ შეასრულოთ საზოგადოების დაკვეთა და თქვენი საარჩევნო დაპირებები ხალხის წინაშე და შეცვალოთ ახალგაზრდების და მთლიანად საზოგადოების კრიმინალიზაციის ნარკოპოლიტიკა, მათი გაღარიბება და დემონიზაცია, გახადოთ ცივილიზებული და ჯანდაცვაზე დაფუძნებული, რომელიც ასევე იქნება ღირსეული და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე დაფუძნებული.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თიკა დალაქიშვილი საქართველო თბილისი 10/04/2019
    2
    ლევან ლოლაძე საქართველო თბილისი 07/04/2019
    3
    სდფასდფ სადფსდფ AშDDDშშ GEOღGIA 07/04/2019
    4
    Nugzari Beridze Saqartvelo Tbilisi 07/04/2019
    5
    მარია მოშკინა საქართველო თბილისი 07/04/2019
    6
    ეკა ფერაძე საქართველო თბილისი 07/04/2019
    7
    ახალი ვექტორი საქართველო თბილისი 05/04/2019