15 მაისი

2019

ნინო
ახვლედიანი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1000
    ადრესატი: საქართველოს საპატრიარქო

    დაგვეხმარეთ პატარა თეკლას გადარჩენაში

    მოგესალმებით დიდი მოწიწებით და პატივისცემით,

    პატარა თეკლა ხოსიტაშვილი 9 თვის გოგონაა, რომელსაც აქვს მძიმე დაავადება - სპინალური ამიოტროფია. ეს იშვიათი დაავადება სულ რამდენიმე წლის წინათ განუკურნებელი იყო. დღეს სიტუაცია შეცვლილია - არსებობს სამკურნალო პრეპარატი, თუმცა ძალიან ძვირადღირებული. თეკლას სასწრაფოდ სჭირდება მედიკამენტის (სპინრაზა) ინექციების კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ ამ სიცოცხლით სავსე პატარას. მისი მდგომარეობისთვის სხვა ალტერნატივა (აღნიშნული წამლის გარდა) არ არსებობს.
    ჩვენ, ვინც ამ წერილს ხელს ვაწერთ, მხოლოდ შორიდან ვიცნობთ ამ პატარა გოგონას, მისმა დედამ გაგვაცნო, როცა სასოწარკვეთილმა ყველას მოგვმართა დახმარებისთვის სოციალური ქსელით. მას შემდეგ უამრავმა ადამიანმა გაიზიარა და გულთან მიიტანა თეკლას მდგომარეობა. ჩვენ ვიცით, რომ თეკლა შეიძლებოდა ნებისმიერი ჩვენგანის შვილი ყოფილიყო. ჩვენც მშობლები ვართ და ვიცით, როგორია თეკლას დედის მდგომარეობა - არსებობს გადარჩენის იმედი და ეს იმედი ფინანსების არქონის გამო იკარგება. ჩვენ ყველამ მცირედი, რაც შეგვეძლო, გავიღეთ და საკმაოდ დიდი თანხა - 150 000 ევრო, უკვე შეგროვილია. მაგრამ საჭიროა კიდევ ამაზე ორჯერ მეტი. დრო არ იცდის, თეკლას მდგომარეობა მძიმეა. ამ სიტუაციაში, როცა აღარ ვიცით, რა ვქნათ, თქვენთან მოსვლა გადავწყვიტეთ, რომ გთხოვოთ დახმარება, თქვენს გარეშე ჩვენ ამ ბავშვს ვერ გადავარჩენთ. ჩვენ ვიფიქრეთ, იქნებ გვიშუამდგომლოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, რომ დაგვეხმაროს. მისი მსგავსი მეცენატის ან სახელმწიფო დონაციის გარეშე ამხელა თანხას დროულად ვერ შევაგროვებთ. ბოდიშს გიხდით, ასე რომ გავკადნიერდით, მაგრამ როგორც ყველაზე დიდი გაჭირვებისას დედასთან მივდივართ, ისე მოვედით თქვენთან, ჩვენს ეკლესიასთან და ამ პატარა გოგონას გადარჩენაში დახმარებას გთხოვთ. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ.

    უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებისთვის შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევხვდეთ თქვენს წარმომადგენელს. 
     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გვანცა ლომიშვილი საქართველო თბილისი 15/05/2019
    2
    ნატალი ყველაშვილი საქართველო თბილისი 15/05/2019
    3
    გვანცა სიბოშვილი საქართველო საგარეჯო 15/05/2019
    4
    ნინო რობაქიძე საქართველო თბილისი 15/05/2019
    5
    მერი აბულაძე Georgia Kutaisi 15/05/2019
    6
    გიორგი დოლენჯაშვილი საქართველო თბილისი 15/05/2019
    7
    თათია ნონიაძე საქართველო თეთრიწყარო 15/05/2019
    8
    ლალი დიასამიძე საქართველო საგარეჯო 15/05/2019
    9
    თინათინი ლომიძე საქართველო თბილისი 15/05/2019
    10
    ნინო ქამადაძე საქართველო ბათუმი 15/05/2019
    11
    ვაჟა მუქერია საქართველო თბილისი 15/05/2019
    12
    ამირანი გულაღაშვილი საქართველო საგარეჯო 15/05/2019
    13
    თინათინი შარიქაძე საქართველო თბილისი 15/05/2019
    14
    Дженни Гулуа Сакартвело Сенаки 15/05/2019
    15
    Ani Tchintchrauli Georgia Tbilisi 15/05/2019
    16
    maia romanadze saqartvelo tbilisi 15/05/2019
    17
    გივი კვანტალიანი საქართველო თბილისი 15/05/2019
    18
    ხატია თათრიშვილი საქართველო თბილისი 15/05/2019
    19
    ზურაბ ყორღანაშვილი საქართველო თბილისი 15/05/2019
    20
    მარიამ ყარყარაშვილი საქართველო თბილის 15/05/2019