16 მაისი

2019

სულხან
ცინცაძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 99998 ხელმოწერა
    2
    100000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს პრეზიდენტი , თბილისის მერია

    გლდანის 1 მიკ/რ-ში გაიხსნას ბ. ნიკიტა მჭედლიშვილის ბიუსტი სახელწოდებით ''ასეთები სადღა იბადებიან"

    ჩვენო თანამემამულენო, მოგეხსენებათ ბ. ნიკიტა მჭდლიშვილი რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი გლდანის განვითარებასა და პოპულარიზაციაში გადადის დიდ დიღომში. გთავაზობთ უკანასკელი პატივი მივაგოთ მადლიერმა თბილისელებმა და გავუხსნათ ბიუსტი მისსავე კორპუსთან. (განზრახ არ ვასახელებთ ზუსტ მისამართს რომ მადლიერმა გლდანელებმა არ შეაწუხობ და არ დაურღვიონ კომფორტი ჩვენ სასიქადულო ადამიანს.ისედაც ტკბილი ცხოვრება აქვს.)

    მოგეხსენებათ, ნიკიტა მჭედლიშვილი წლების განმავლობაში იტანჯებოდა გლდანში. ის 15 წელი ცხოვრობდა პირველ მიკროში, ბაზართან ახლოს. ბოლო წლებში მას გაუხსნეს კორპუსთან სპარის მარკეტი თუმცა ფასების გამო ხშირად ვერ ახეხებდა სარგებლობას ამ შესაძლებლობით. იგი ძირითადად მოიხმარდა ბინგოს ხიდთან არსებულ მარკეტს ''ბინგოს''. მან ამ მარკეტით სარგებლობა მას შემდეგ შეწყვიტა რაც 20 ლარიანი არ დაუშალეს. ახლა ძირითადად იყენებს მარკეტებს ''ორი ნაბიჯი, ''ნიკორა'' და გლდანი მოლში არსებულ ''უნივერსამს''. მის სახლთან და უფრო კერძოდ სპარის მაღაზიასთან მოხდა შემთვევა როცა მას და მის შეყვარებულს თავს დაესხნენ გავეშებული უსახლკარო ძაღლები. მისი შეყვარებული უმალვე მიიმალა და ნიკიტა ბრძოლის ველზე დატოვა. თუმცა, საბიდნიეროდ, მან მოახერხა და უმტკივნეულოდ და დაშავების გარეშე დატოვა ტერიტორია. (მისი შეყვარებული აცხადებს რომ იციდა ნიკიტას სიმამაცის ამბავი და გაეცალა ადგილს რათა ის სიმამაცე რაც მან იმ წუთებში გამოავლინდა შემდეგ სალაპარაკო არ გამხდარიყო, თუმცა იგი ძალიან ნანობს, ხაზგასმით ნანობს )

     

    ალბათ ყველა ხედავთ რა პირობებში უწევდა ამ დიად ადამიანს გლდანში ცხოვრება მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად ის მაინც უწევდა პოპულარიზაციას ამ ადგილს, მოყავდა უამრავი მეგობარი და უცხოელი რომელსაც რა თქმა უნდა მისი აწ უკვე ლეგენდარული შეყვარებული აცნობდა. აჩვენებდა საბჭოთა ბრუტალიზმს და აცნობდა უკვე ლეგენდარული იმპერიის ნარჩენებს.. გეტო, ეს დეფინიცია გლდანს სწორედ ბ. ნიკიტამ მისცა რაც სწრაფადვე აიტაცა მეინსტრიმულმა არტ ჯგუფებმა რომებიც სასტუმრო რუმსისა და სასტუმრო/კაფე სტამბის ტერიტორიაზე ყალიბდებოდა. 

     

    ასე რომ, მეგობრებო ერთად გავერთიანდეთ ამ დიდებული საქმის გარშემო. არ დავივიწყოთ ადამიანები რომლებმაც თბილისის იტორიას კვალიი დაამჩნიეს და რაც მტავარია დავაფასოთ ისინი. 

    ბიუსტს თავად ნიკიტა მჭედლიშვილი დაამზადებს რა თქმა უნდა შესაფერის ანაზღაურების სანაცვლოდ და გადასცემს მადლიერ გლდანელებს. 

    თბილისის მერიას,  უშუალოდ ბატონ კახი კალაძეს რომლის ინსტაგრამ სთორიშც რამდენჯერმე გამოჩნდა ბ. ნიკიტა ასევე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რადგანაც ის მუდამ იზიარებდა ევროპულ ტრადიციებს და რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს რომლსი სახელი ამ წამს არ მახსოვს მაგრამ როგორც კი გავიხსნებ აუცილებლად დავაედიტებ, უდიდესი პატივისცემით, ვთხოვთ თბილსელი ინტელიგენცია გამოყოს ხარჯები და წიხვედრობის დღესასწაულის აღნიშვნის პარგლებში გავხსნათ ეს დიადი ბიუსტი. 

     

    დიდი პატივისცემით,

    ნაძალადევის კოლორიტული გაერთიანება ''ჩვენ არ ვცოვრობთ ვაგზალზე'' 

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ნინო ნიკურაძე საქართველო თბილისი 16/05/2019
    2
    ანი მახათაძე საქართველო თბილისი 16/05/2019