10 ივნისი

2019

დავიცვათ დიღმის ტყე პარკი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 2957 ხელმოწერა
    2043
    5000
    ადრესატი: თბილისის მერია

    აღუდგეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი დიღმის ტყე-პარკის მთელ ტერიტორიას. გაუქმდეს კომპანია ,,ანაგისთვის’’ გაცემული ნებართვა მშენებლობაზე და მიწა დაუბრუნდეს ქალაქს.

    დიღმის ტყე-პარკი სრულიად განსხვავდება ქალაქის  სხვა სარეკრეაციო სივრცეებისგან.  შუა ქალაქში არსებობს ძალიან მდიდარი ეკოსისტემა,   ფაქტობრივად, ტყე. აქ იზრდება უიშვიათესი ჯიშის მცენარეები, რომელთაგანაც 14 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი.

    2019 წლის 15 მარტს საკრებულომ მიიღო ახალი გენერალური გეგმა,  რომლის მიხედვით,  დიღმის ტყე-პარკში 13000 კვ/მ ტერიტორიას მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი.   თბილისის მერიამ  ერთ-ერთ ნაკვეთზე (დღეს არსებული „კია მოტორსის“ შენობის ნაცვლად)  მრავალფუნქციური კომპლექსის „ორანჟერეის’’ მშენებლობის ნებართვა კომპანია ,,ანაგზე’’ გასცა. მრავალფუნქციური კომპლექსი მრავალჯერ აღემატება არსებულს და მხოლოდ დასახელებით არის „ორანჟერეა”, რეალურად  კი რესტორანია, დამატებითი კომერციული ობიექტებით, სადაც მარტო სამზარეულოსა და პროდუქტების შესანახი ბლოკის ფართობი 600 კვმ-ია. საერთო ფართობი კი - 6 476.26 კვ.მ. პროექტით გათვალისწინებულია 2 სცენა და 3 დარბაზი, საერთო დატვირთულობა 2000-ზე მეტ ადამიანზე. რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს აღმაშენებლის ხეივანში სატრასპორტო მოძრაობის გადატვირთვას.

    მერიის ნებართვით შეიძლება აშენდეს ტყე-პარკისთვის სრულიად შეუთავსებელი შენობა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არსებულ რეკრეაციულ გარემოს.   დიღმის ტყე-პარკს სასწრაფოდ სჭირდება გადარჩენა.   ჩვენი მოთხოვნებია:

    1.      არ დავუშვათ ახალი მშენებლობა და გადავარჩინოთ  დედაქალაქში, ფაქტობრივად, ერთადერთი მცირე ტყე;

    2.      დაუბრუნდეს დიღმის ტყე-პარკის სრულ ტერიტორიას (20.5 ჰა -ს, რომელიც ახლა მოქცეულია  დ. აღმაშენებლის ხეივანს, გ. ჭოხონელიძის, ლუბლიანას და ს. ახმეტელის ქუჩებს შორის) სტატუსი და მთელი ფართობი განისაზღვროს როგორც ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;

    3.      გაკეთდეს ყველაფერი, რათა დიღმის ტყე-პარკის სრული ტერიტორია დაუბრუნდეს თვითმმართველ ერთეულს და მუდმივად არ არსებობდეს ახალი მშენებლობის დაწყების საფრთხე. ამისათვის  აუცილებელია,  თბილისის მერიამ  დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება შპს „ანაგთან”  მათ მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ კომპენსაციის ან ადგილმონაცვლეობის თაობაზე.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ლია ფანცულაია საქართველო თბილისი 20/06/2019
    2
    ოლგა ტყებუჩავა საქართველო თბილისი 20/06/2019
    3
    გიორგი მაჩიტიძე საქართველო თბილისი 20/06/2019
    4
    ირაკლი ანდრონიკაშვილი საქართველო თბილისი 20/06/2019
    5
    ნინო ძოწენიძე საქართველო თბილისი 20/06/2019
    6
    ლაშა ბუტიკაშვილი საქართველო თბილისი 20/06/2019
    7
    ანა ლორთქიფანიძე საქართველო თბილისი 20/06/2019
    8
    მაია გუჯაბიძე საქართველო თბილისი 20/06/2019
    9
    ნინო ხარჩილავა საქართველო თბილისი 20/06/2019
    10
    Giorgi კვარაცხელია Georgia tbilisi 20/06/2019
    11
    მანანა მონიავა საქართველო თბილისი 20/06/2019
    12
    ქეთი სვანიძე საქართველო თბილისი 20/06/2019
    13
    ნიკოლოზ ნებიერიძე საქართველი თბილისი 20/06/2019
    14
    ნანა გაბისონია საქართველო თბილისი 20/06/2019
    15
    ირა იოაპიმიდი საქართველო თბილისი 20/06/2019
    16
    კირილე ტყებუჩავა საქართევლო თბილისი 20/06/2019
    17
    თემო შავერდოვი საქართველო თბილისი 20/06/2019
    18
    ნინო წულაია Georgia Tbilisi 20/06/2019
    19
    ნინო წულაია Georgia Tbilisi 20/06/2019
    20
    სოფო სოფო საქართველო თბილისი 20/06/2019