14 ივნისი

2019

ახალი
ვექტორი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 5999 ხელმოწერა
    1
    6000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

    ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული ჩანაცვლებითი თერაპიების (მეთადონი და ბუპრენორფინი) პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის (და ოჯახის წევრების) მიმართვა

    ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული ჩანაცვლებითი თერაპიების (მეთადონი და ბუპრენორფინი) პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის (და ოჯახის წევრების) მიმართვა

       

    ეტიცია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ–ნ მამუკა ბახტაძეს,

     

    საქართველოში უკვე წლების მანძილზე მოქმედებს ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებას და ჩამანაცვლებელი პრეპარატის, მეთადონის და ბუპრენორფინი (სუბიქსინი) მიწოდების უზრუნველჰყოფას, როგორც ქალაქ თბილისში ასევე რეგიონებში. დღეის მონაცემებით სახელმწიფო პროგრამებში ჩართულია 12,000 (თორმეტი ათასამდე) ბენეფიციარი. გვინდა მადლიერებით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ პროგრამებზე ფინანსური ბარიერის გაუქმებამ 2015 წლიდან, კიდევ ათასობით ჩვენ მოქალაქეს მისცა საშუალება ესარგებლა ამ მეტად მნიშვნელოვანი სერვისით, როგორც კი მოიხსნა ფინანსური ბარიერი გასამმაგდა პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რიცხვი. ჩანაცვლებითმა თერაპიამ მოგვცა საშუალება მოგვეხდინა ჩვენი ყოფის ნორმალიზება და ჩვენი ქმედებების დეკრიმინალიზაცია. გავხდით უფრო სოციალურები/საზოგადოებაში ინტეგრირებული ვიდრე ვიყავით მანამდე, ჩვენ ოჯახებში დაიმკვიდრა სიმშვიდემ, შემცირდა ინფექციების გავრცელების რისკი. იმის განცდამ, რომ დილის გათენება გვიხარია, არ გვჭირდება იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოვიპოვოთ დღიური დოზის ფული საერთოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრების რითმი.

    თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება დამთვარდეს და ახალმა რეგულაციებმა, რომელიც 1 აპრილიდან შევიდა ძალაში მართვის მოწმობებთან დაკავშირებით დაგვაყენოს ურთულესი არჩევნის წინაშე: ან უნდა უარი ვთქვათ ჩანაცვლებითი თერაპიების სერვისზე, ან მანქანის მართვაზე, რომელიც ბევრი ჩვენთაგანისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა!

    ამავე დროს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ავტოტრანსპორტის მართვა, როგორც ნარკოტიკული თრობის ისე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში არის უპასუხისმგებლო ქმედება, რომლის შედეგად არა მარტო საკუთარ თავი არამედ სხვაც შეიძლება დააზიანო! მაგრამ პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის კოდექსით და „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით“ მხოლოდ მოხმარების ფაქტის გამო კვლავ კრიმინალიზაცია ეწინააღმდეგება ყველანაირ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტებს! შედარებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში საჭის მართვა ადმინისტრაციული სასჯელით ისჯება.

    ათეული წლებია მოქმედ სადამსჯელო და მავნებლურ ნარკო პოლიტიკას ადამიანების სიკვდილის გამომწვევი, ჯანმრთელობის და თავად მათი ოჯახების მომავლის განადგურების, ღირსების შელახვის, უსამართლობის განცდის, სრულიად ქვეყნის იმიჯის დიზიანების და საზოგადოებისთვის სხვადასხვა სახის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია. ხშირად გვესმის ევროპული მიდგომა, ევროპული სტანდარტი, რაც ბუნებრივია კარგია და გვახარებს. სამწუხაროდ ეს ევროპული მიდგომა დღემდე ვერ შეეხო ნარკოპოლიტიკას, ჯანდაცვის სერვისებს, რომელიც აუცილებელია ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემების გადასაწყვეტად.  გასაგებია, რომ არ ვართ მაღალი ეკონომიკური სტანდარტის ქვეყანა თუმცა კანონის ცვლილებას, რომელიც დამყარებული იქნება ზრუნვაზე, პრევენციულ ღონისძიბებზე, რომელიც აარიდებს მომავალ თაობებს ნარკოტიკებისგან გამოწვეულ ზიანს, ხოლო გამსაღებლებს და რეალიზატორებს აგებინებს პასუხს, ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება ჭირდება.

    ბ-ნო პრემიერო  საქართველო არის მესამე ადგილზე ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე (რუსეთის და სეიშელის კუნძულების შემდეგ) ბოლო მონაცემებით ქვეყნაში ინექციური გზით მომხმარებელი ადამიანთა რაოდენობა 60 000 ათასამდე გაიზარდა და ესეთ ფონზე ერთი სრულყოფილი სარეაბილიტაციო ცენტრიც კი არ არსებობს ქვეყანაში (ბაზალეთის ცენტრი წლებია დაკონსრვებულია) .

    გამომდინარე ზემოთ თქმულიდან  მოგმართავთ შემდეგი თხოვნით და იმედს ვიტოვებთ ბ-ნო პრემიერო, რომ გულისყურით მოეკიდებით ჩვენ წუხილს და შემდეგი პრობლმების გადალახვაში დაგვეხმარებით:

    1.        გთხოვთ განახლდეს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამემტში რათა დასრულდეს ეს პროცესი და მივიღოთ დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა.

    2.       გაფართოვდეს სუბოქსონის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა და მოხდეს პროგრამებზე ფართო გეოგრაფიული არეალის უზრუნველყოფა.

    3.       გამარტივდეს პრეპარატის ხელზე გატანების პრაქტიკა ზუსტად ისე, როგორც ამას დასავლური ცივილზებული სტანდარტი გვეუბნება.

    4.        მოგვეცეს კონკრეტული განმარტება იმ პაციენტებს ვისაც ექიმის მიერ განსაზღრული აქვს სტაბილური დოზა და შესაბამისად არ ვართ ეიფორიის და თრობის ქვეშ რატომ გვეკრძალება მართვის უფლება.

    ბ-ნო პრემიერო მოგმართავთ თხოვნით განახორციელოთ პარლამენტში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა“ და დეპუტატების მიერ ინიცირებული პროცესის განახლება, რომელიც სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო შევიდა ჩიხში. ჩვენ ათეულობით ათასი ადამიანი, ჩვენი ოჯახის წევრები მოუთმენლად ველოდებით იმ დაბალანსებულ ნარკოპილიტიკას, რომელიც იქნება დაფუძნებული  ზრუნვაზე, ადამიანების საჭიროებაზე და არა მხოლოდ დევნაზე და დასჯაზე. უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა ნარკოტიკი იყო დასჯის იარაღი. თქვენ, როგორც მთავრობის მეთაურმა გთხოვთ აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით მიმართოთ და პროცესებში აქტიურად ჩართოთ:

    საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ბ-ნ ირაკლი კობახიძე

    საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქ-ნ თეა წულუკიანი

    საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

    ბ-ნ   დავით სერგეენკო

    შინგან საქმეთა მინისტრს ბ–ნ გიორგი გახარია

    ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ბ-ნ აკაკი ზოიძე

     

    ჩვენც პაციენტები, ჩვენი  მხარდამჭერი სამოქალაქო სექტორი გამოვთქვამთ მზაობას კვლავ აქტიურად ჩავერთოთ ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესში.

    გთხოვთ და მოგიწოდებთ შეასრულოთ საზოგადოების დაკვეთა და თქვენი საარჩევნო დაპირებები ხალხის წინაშე და შეცვალოთ ახალგაზრდების და მთლიანად საზოგადოების კრიმინალიზაციის ნარკოპოლიტიკა, მათი გაღარიბება და დემონიზაცია, გახადოთ ცივილიზებული და ჯანდაცვაზე დაფუძნებული, რომელიც ასევე იქნება ღირსეული და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე დაფუძნებული.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ახალი ვექტორი საქართველო თბილისი 14/06/2019