17 ივნისი

2019

მგზავრები vs ინტერ ტრანსი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 257 ხელმოწერა
    1243
    1500
    ადრესატი: ქალაქ რუსთავის მერია

    რუსთავი-თბილისს შორის სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად

    ქალაქ რუსთავის მერიას,საკრებულოს და ქალაქის მერს,ირაკლი ტაბაღუას:

    რუსთავის მოსახლეობა,გამოვთვამთ რა დიდ უკმაყოფილებას შპს“ინტერტრანსის“ მუშაობასთან დაკავშირებით,რასაც ემატება თბილისი-რუსთავის სამარშუტო ტაქსებზე მგზავრობის ტარიფის მოსალოდნელი გაზრდა, ამიტომ მოგიწოდებთ:

    1) მერიის შესაბამისმა სამსახურმა, როგორც ნებართვის გამცემმა, კომპანია"ინტერტრანსს" როგორც ნებართვის მიმღებს, დაუწესოს გონივრული ვადა იმ პირობების შესასრულებლად რომელიც საკრებულომ დაადგინა 2014 წლის10 თებერვალს N218 დადგენილებით(მათ შორის "არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა"). წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-7 მუხლის საფუძველზე, შეწყდეს აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრმლობა.

    2) ალტერნატიული ტრანსპორტის (M3კატეგორიის შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსები) დანიშვნამდე ძალაში დარჩეს საკრებულოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება, M2 კატეგორიის ავტობუსებისთვის, რუსთავ-თბილისს შორის მგზავრობის ტარიფად 1,5 ლარის ცნობის შესახებ.

    3) რადგან კომპანია „ინტერტრანს“-ზე დაკისრებული ჯარიმების გადახდა არ მოქმედებს დადებითად და იგი არ/ვერ ასწორებს შექმნილ სიტუაციას,მოვითხოვთ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს პირველ ჯერზე 1000ლარით,ყოველ შემდგომ განმეორებულ შემთხვევაზე კი გაორმაგდეს,გასამმაგდეს და ა.შ.

    4) მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს ინფორმაციის დეტალები შპს „ინტერტრანსი“ს დამფუძნებლების, მფლობელების, ინვესტიციის მოცულობის ( 2014-2019 წლებში) , ლიცენზიის გადასახადის, ბიუჯეტში შეტანილი თანხის და მძღოლებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესახებ.

    5) შეუწყდეს ინტერტრანსს მონოპოლიური ხელშეკრულება და იმ ლოტებზე,რომელზეც მუდმივად პრობლემებია და კომპანიას არ აქვს სურვილი დაიმატოს მანქანები, გასცეს ქალაქის მერიამ კერძო მფლობელებისთვის ლიცენზიები დროებით, სანამ სატრანსპორტო პრობლემა არ მოგვარდება და ჩაუწეროს ახალ ხელშეკრულებაში შემარულებელს,გათბობისა და გაგრილების სისტემის ჩართვის ვალდებულება.

    მოვითხოვთ რუსთაველებისთვის ხელოვნურად შექმნილი პრობლემის გადაჭრას, რათა კერძო კომპანიას არ მოეცეს უფლება შექმნას სატრანსპორტო კოლაფსი და იყოს სიტუაციის სუბიექტური განმკარგველი.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თამარი გავაშელიშვილი Georgia Tbilisi 16/10/2019
    2
    თეონა იაკობიშვილი საქართველო რისთავი 15/10/2019
    3
    ანჟელა ბარათაშვილი საქართველო რუსთავი 09/10/2019
    4
    სოფიო ჯელია საქართველო რუსთავი 09/10/2019
    5
    მიხეილ ზავრაშვილი საქართველო რუსთავი 09/10/2019
    6
    ომარი ომაროვი საქარველო რუსთავი 09/10/2019
    7
    ია სირაძე საქართველო რუსთავი 08/10/2019
    8
    გიორგი მალიძე საქართველო რუსთავი 08/10/2019
    9
    ნინო ხუციშვილი საქართველო რუსთავი 08/10/2019
    10
    ნაბი გუსეინოვი საქართველო რუსთავი 07/10/2019
    11
    მარიამ ქირია საქართველო თბილოსი 07/10/2019
    12
    ნათია დარჯანია საქართველო რუსთავი 07/10/2019
    13
    Muraz Isaev Georgia Rustavi 07/10/2019
    14
    თამილა ჩაბოშვილი საქართველო რუსთავი 07/10/2019
    15
    თინათინი სამხარაძე საქართველო რუსთავი 07/10/2019
    16
    სოფიო ბეშკენაძე საქართველო რუსთავი 07/10/2019
    17
    ტატიანა ბუხტიაროვა საქართველო რუსთავი 07/10/2019
    18
    irakli xucidhvili saqartvelo rustavi 07/10/2019
    19
    მარიამ ბიწაძე საქართველო რუსთავი 07/10/2019
    20
    გვანცა ჩარკვიანი საქართველო რუსთავი 07/10/2019