21 ივნისი

2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 563 ხელმოწერა
    437
    1000
    ადრესატი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია

    დატოვოს ირაკლი კობახიძემ იურიდიული ფაკულტეტი!

    20 ივნისს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია, რომელიც ეხმიანებოდა რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატის - სერგეი გავრილოვის  მიერ საქართველოს პარლამენტის მთავარი სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტათაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის გახსნას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით დაიწყო.

    სახელმწიფომ მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის, 31 ჟურნალისტი, ხოლო რამდენიმემ მიიღო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაზიანება.

    ჩვენ, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიგვაჩნია, რომ 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს- ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას, რასაც შედეგად მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალისმიერი დარბევა.

    მედიასაშუალებებით გავრცელებული პარლამენტის აპარატის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სტუმრების აეროპორტში დახვედრის, მათი დაცვით უზრუნველყოფის, გენერალური ასამბლეის ჩასატარებლად პარლამენტის შენობის მომზადებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების წინასწარ გაწერილი გეგმა თავისი ხელმოწერით დაამტკიცა ირაკლი კობახიძემ. 

    ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და სასწავლო პროგრამის ფარგლებში კითხულობს „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართლის“ კურსს.  გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ირაკლი კობახიძე არ იცნობს/არ იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას და ეჭვქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ევროატლანტიკურ კურსსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას,  ისე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მან მხოლოდ 21 ივნისს, საქართველოს მოქალაქეების დარბევის შემდეგ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვა თანამდებობა.

    ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მივიჩნევთ, რომ ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს აღარ აქვს უფლება უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ისაუბროს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებულ ღირებულებებზე, რადგან თავად დაშორებულია ამ ღირებულებებს.

    ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მოვუწოდებთ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას:

    1.არ მისცეს ირაკლი კობახიძეს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლექციების ჩატარების შესაძლებლობა;

    2.არ დაუთმოს ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტის სივრცე საჯარო ლექციის, კონფერენციისა და თუ სხვა ღონისძიების გასამართად/მონაწილეობის მისაღებად.

     

     

    შენიშვნა: წინამდებარე პეტიციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილს და არ წარმოადგენს ფაკულტეტის შეხედულებებს. 

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ლიკა თაბუკაშვილი საქართველო თბილისი 28/06/2019
    2
    შორენა ჯაფარიძე საქართველო თბილისი 27/06/2019
    3
    ნინო ლაგვილავა საქართველო თბილისი 26/06/2019
    4
    ანა მაჩაიძე საქართველო თბილისი 26/06/2019
    5
    მარიამ გაბრიჩიძე საქართველო თბილისი 24/06/2019
    6
    თინათინ კენკებაშვილი საქართველო თბილისი 24/06/2019
    7
    ნიკოლოზ საყვარელიძე საქართველო თბილისი 24/06/2019
    8
    Giorgi Geladze Georgia Tbilisi 24/06/2019
    9
    თინა შარაშენიძე საქართველი თბილისი 24/06/2019
    10
    გიორგი ქოქრაშვილი საქართველო თბილისი 24/06/2019
    11
    ციური ლაზარაშვილი საქართველო თბილისი 24/06/2019
    12
    ლუკა ხულელიძე საქართველო დუშეთი 24/06/2019
    13
    ლელა რეხვიაშვილი საქართველო თბილიაი 24/06/2019
    14
    მარიამ ბაინდურაშვილი საქართველო გორი 24/06/2019
    15
    გვანცა შამათავა საქართველო თბილისი 24/06/2019
    16
    მარიამ ავაზაშვილი საქართველო გორი 24/06/2019
    17
    არტაკ მატინიანი საქართველო რუსთავი 23/06/2019
    18
    მარიამი უსენაშვილი საქართველო თბილისი 23/06/2019
    19
    ნანა ჩანთAრია საქართელო თBილისი 23/06/2019
    20
    აკოპ არაქელიან საქართველო თბილისი 23/06/2019