24 ივლისი

2019

გელა
მთივლიშვილი, „მთის ამბების“ დამფუძნებელი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა

    გადავარჩინოთ ხევსურეთის ისტორიული სოფელი ამღა!

    პრემიერთან მაქ ერთი თხოვნაი, მინდა რომ გადასცეთ და გაიგან იმათ, რო აი, სახლებ ინგრევის და იქნება ხელ შეგვაშველან, დაგვეხმარან, თორემ დაინგრევის სოფელ. ეს სოფელი საზღვრის მცველ სოფელ არს. სოფელ რომ არ იქნების, ხალხ არ იქნების, სახლებ არ იქნების, შამავლენა და დაიკავებენ“, - პრემიერ-მინისტრთან ეს თხოვნა 77 წლის სანდუა წიკლაურმა გამოგვატანა. ის ერთადერთი ქალია, რომელიც სოფელ ამღას შემორჩა.

    ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, პირიქითა ხევსურეთში, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო.

    ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

    ამღა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. გვიანი შუა საუკუნეების ძეგლებიდან ერთ-ერთი საბეკურია, ხოგაის მინდის ნასახლარი. თქმულება ამბობს, რომ ვაჟა ფშაველას „გველისმჭამელს“ სწორედ ამღაში უცხოვრია.

    არხოტი დანარჩენ საქართველოს სამანქანო გზით პირველად 2017 წელს დაუკავშირდა. მანამდე სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობამდე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი მიდიოდა.

    უგზოობამ, უტელეფონობამ, უშუქობამ, უექიმობამ, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობამ სოფელი განადგურების პირას მიიყვანა.

    იმისთვის, რომ ამღა გადარჩეს, სულ რაღაც 20-მდე ხევსურული სახლია აღსადგენი, ეს კი  მთელი სოფელია.

    ამღის რეაბილიტაცია საზღვრისპირა სოფელში დააბრუნებს ამღიონებს, გააძლიერებს სოფელს, განავითარებს ტურიზმს, ხალხს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას კი შემოუნახავს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.

    მივმართავთ საქართველოს მთავრობას:

    გადაუდებელი ღონისძიების სახით, დაიწყოს პირიქითა ხევსურეთის სოფლის - ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი, რაც სოფლის არქიტექტურული ნაგებობების სრულფასოვან რესტავრაციასთან ერთად, სათანადო ინფრასტრუქტურულ მოწყობასაც გაითვალისწინებს.

    მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ: https://bit.ly/2LDKcDr

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თინათინი ჭინჭარაული საქართVელო თBილისი 26/07/2019
    2
    თეონა წიკლაური საქართველო თბილისი 26/07/2019
    3
    კახა გეჯაძე საქართველო თბილისი 26/07/2019
    4
    გიორგი მანაგაძე საქართველო ქუთაისი 26/07/2019
    5
    ალექსანდრე ფარადაშვილი საქართველო თბილისი 26/07/2019
    6
    თათია მარაული საქართველო თბილისი 26/07/2019
    7
    ეთო ჟვანია საქართველო ბორჯომი 26/07/2019
    8
    სოფო ღოლაძე საქართველო თბილისი 26/07/2019
    9
    ნინო სოხაძე საქართველო თბილისი 26/07/2019
    10
    Khatuna Pkhakadze Germany Dortmund 26/07/2019
    11
    მარიამ ებანოიძე საქართველო თბილისი 26/07/2019
    12
    ნატალია ჩხეიძე საქართველო თბილისი 26/07/2019
    13
    giorgi midodashvili saqartvelo gori 26/07/2019
    14
    ნინო გაბელაია საქართველო თბილისი 26/07/2019
    15
    ივიკო ხუციძე საქართველო თბილისი 26/07/2019
    16
    ანა აბაშიძე საქართველო თბილისი 26/07/2019
    17
    მარიამ ბარნაველი საქართველო თბილისი 26/07/2019
    18
    ნინო ბაგათელია საქართველო თბილისი 26/07/2019
    19
    მარიამ ლიქოკელი საქართველო თბილისი 26/07/2019
    20
    მამუკა არაბული საქართველო თბილისი 26/07/2019