29 ივლისი

2019

სოფელი ტყემლოვანა
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    350
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა

    ვაღიაროთ რომ ჭიათურის რაიონის სოფელი ტყემლოვანა მაღალმთიანია

    ჭიათურის მუნიციპალიტეტის  მანდაეთის საკრებულოში შემავალი სოფელ ტყემლოვანის მცხოვრებლები  უკვე 3 წელია  მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ვითხოვთ, მაგრამ ამაოდ.  ყოველწლიურად გვპირდებიან, რომ აუცილებლად მოგვანიჭებენ, რადგან  ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ იმისათვის, რომ ეს სტატუსი მივიღოთ. ჩვენს რაიონში ზოგ ისეთ სოფლებს მისცეს სტატუსი, ვინც უფრო დაბლობზე ცხოვრობს  და ქალაქიდან 5-10 კილომეტრიც კი არ აშორებს. მაგალითად უსახელო,  წყალშავი, ბეგიაური .ეს სოფლები  არც სხვა კრიტერიუმებით არიან ჩვენზე წინ.  ჩვენ მათ არ ვედავებით,რატომ მიიღეს სტატუსი, მაგრამ ვედავებით, რომ მათზე მეტად  ჩვენს სოფელს ეკუთვნის ეს სტატუსი.

    სოფელი ტყემლოვანა მანდაეთის საკრებულოში შემავალი სოფელია. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 800 მეტრია. ამ ინფორმაციას ადასტურებს არაერთი კვლევა.   სოფელი  ქალაქს 25 კილომეტრითაა დაშორებული. მანდაეთის  საკრებულოში შედიან  სოფლები: მანდაეთი, მეჩხეთური, ქფილარი, ჩხირაული და ტყემლოვანა.   აქედან მხოლოდ ტყემლოვანას არა აქვს მაღალმთიანობის სტატუსი. ეს იმ დროს , როდესაც გარშემო ოთხ სოფელს იმავე საკრებულოში ეს სტატუსი მინიჭებული აქვს.  დემოგრაფიული, პერიფერიული და სხვა კრიტერიუმები ამ სოფლებს ერთნაირი აქვს. მანდაეთთან შედარებით ჩვენი კრიტერიუმი მეტადაა კიდევაც შესამჩნევი: ადმინასტრაციული ცენტრიდან უფრო დიდი მანძილით დაშორება.

     სოფლის მოსახლეობის შემცირების პროცესი განსაკუთრებით მკვეთრია ბოლო წლებში.  სოფელში არ არის  საბავშვო ბაღი,   მშობლები სოფლის სამეურნეო სამუშაოებზე მინდვრებში რომ მიდიან, იძულებულნი არიან, ჩვილი ბავშვები დილის ექვს საათზე გააღვიძონ და სამუშაოზე წაიყვანონ. საბავშვო ბაღი რომ არსებობდეს,  მაშინ ბავშვები სკოლაში უფრო მომზადებულები მივიდოდნენ. რთული მდგომარეობაა ახალგაზრდებისთვის: არანაირი სპორტი, არანაირი გასართობი. არც ბიბლიოთეკა. ერთარდერთი იმედი სკოლაა, მაგრამ ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რიცხოვნება. მაგალითისთვის; 10 წლის წინ სკოლაში სწავლობდა 180 მოსწავლე, დღეს  სწავლობს- 50. 10 წლის შემდეგ სავარაუდოდ იქნება 10.    სოფლის მოსახლე ახალგაზრდობა იძულებული ხდება, სოფლიდან წავიდეს. ახალგაზრდის სოფლად თვითრეალიზაციის არავითარი საშუალება არ არსებობს

     დემოგრაფიული მდგომარეობა  კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ყოველწლიურად არაერთი ოჯახი ტოვებს სოფელს და რამოდენიმე წელიწადში მხოლოდ ნამოსახლიღა დარჩება. არადა დღესდღეობით  სოფელი ტყემლოვანა განთქმულია, როგორც საუკეთესო  ქვევრის მწარმოებელ სოფლად.  დღეს, როდესაც  ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი შეიტანეს იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლთა სიაში, ახალმა საუკუნემ ახალი გაქანება მისცა მექვევრეობას. ევროპასთან კავშირის აღდგენის შემდეგ ქვევრის ღვინით დაინტერესებულმა დასავლეთმა ქვევრი მოითხოვა, ანუ ევროპის ბაზარი გაეხსნა საქონელს, რომლის შენების კულტურა უკვე დაკარგული გვქონდა. ქვევრის საუკეთესო ხელოსნის რამდენიმე ოჯახი შემორჩენილია სოფელში,  ოჯახების ახალგაზრდა თაობებმა რომ აითვისონ ეს ხელობა, მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. მაღალმთიანობის სტატუსი ამ მხრივ სოფლის განვითარებას დიდად შეუწყობს ხელს. ახალგაზრდა მეწარმეები სოფელს დაუბრუნდებიან და სოფელიც გაძლიერდება ქვეყნის საკეთილდღეოდ.
     მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი სასოფლო–სამეურნეო კრიტერიუმია  ის, რომ ტყემლოვანაში სასოფლო-სამეურნეო ან სახნავ-სათესი ფართობების ნახევარზე მეტის დამუშავება შეუძლებელია სტანდარტული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, რომელიც გამოიყენება ბარის პირობებში. უმეტესწილად იყენებენ ხარებს. ნიადაგი მოუსავლიანია, მხოლოდ სიმინდის კულტურა  ხარობს,  ისიც გაჭირვებით. უვე რამდენიმე წელია  გვალვების გამო მოსახლეობა თითქმის  მოსავლის გარეშე რჩება. რა თქმა უნდა სარწყავი სისტემა ჩვენთვის მიუწვდომელი ოცნებაა. ეს  ყოველივე მოსახლეობის. ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას მძინე ტვირთად აწვება.

     თუ პერიფერიულობის კრიტერიუმის მიხედვით ვიმსჯელებთ.  საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის მდგომარეობა  არასახარბიელოა..  მაგალითად,  ზამთრის პირობებში უმეტეს წილად სოფელი მოწყვეტილია   ადმინისტრაციული ცენტრიდან, რადგან თოვლის საფარი 2-3 მეტრსაც აღწევს. სოფელში არ არის გაზი.  არა გვაქვს სასმელი წყალი, დღემდე მოსახლეობა წყალს ცისტერნებით ეზიდება.მართალია მოხდა გამრიცხველიანება, მაგრამ არ შეცვლილა მთავარი ძაბვის ბოძები და ხაზები, ამიტომ ქარის ამოვარდანაზე და განსაკუთრებით დიდთოვლებაზე მოსახლეობა შუქის გარეშე რჩება .

     უკანასკნელ იმედს ვიტოვებთ და მოგმართავთ თქვენ, რომ ჩვენი სოფელიც საქართველოს ნაწილია, ჩვენც ვწერდით და ვწერთ საქართველოს ისტორიას.  ნუ დაგვჩაგრავთ,  დაგვეხმარეთ, რომ  სოფელს მისთვის პრინციპული, ეს  კონკრეტული საკითხი  დადებითად   გადაუწყდეს.  იყავით   ჩვენი  სოფლისა და მისი თითოეული  მოსახლის  კანონიერი ინტერესების დამცველი.

     



     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მარეხი ჭიღლაძე ლომსაძე საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    2
    თამარ ლომსაძე საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    3
    მარადი ფანჩვიძე საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    4
    ვანდა ჩინჩალაძე საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    5
    ტატიანა სამხარაძე საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    6
    ლია ღვალაძე საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    7
    ნესტანი აბრამიშვილი საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    8
    შორენა ლაგვილავა საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    9
    მურთაზი ჩინჩალაძე საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    10
    მირანდა ჩინჩალაძე საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    11
    ფატი კაპანაძე საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    12
    ილია ჩინჩალაძე საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    13
    პაატა ჩინჩალაძე საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    14
    მარინა ბლუაშვილი საქართველო თბილისი 12/08/2019
    15
    ლამარა ბიწაძე საქართველო თბილისი 12/08/2019
    16
    დავით ბიწაძე საქართველო თბილისი 12/08/2019
    17
    შოთა ბიწაძე საქართველო თბილისი 12/08/2019
    18
    ემზარი ცუცქირიძე საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    19
    ავდინა ცუცქირიძე საქართველო ჭიათურა 12/08/2019
    20
    უშანგი ცუცქირიძე საქართველო ჭიათურა 12/08/2019