10 ოქტომბერი

2019

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1200
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , სოფლის მეურნეობის სამინისტრო

    ბიოწარმოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს!

    2019 წლის 30 აგვისტოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საზოგადოებას წარუდგინა “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021– 2027“ და ამავე სტრატეგიის „2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი მომავალი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი პროგრამები და მათი ბიუჯეტი. 
    სამწუხაროდ, მიუხედავად საზოგადოების მოლოდინისა, არც სტრატეგიის დოკუმენტის ძირითად ნაწილში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, რომ ბიო/ორგანული წარმოების განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტია და, რაც მთავარია, სამინისტროს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მიმართულების განვითარების ხელშემწყობ რაიმე პროგრამას.
     აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წლიდან აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო გეგმავდა ბიო/ორგანული წარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა 2019 წლის 7 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „(ბიოწარმოების ხელშეწყობის) პროექტის პრეზენტაცია გაიმართება უახლოეს პერიოდში. ფერმერებს დავეხმარებით, რომ მათ  ბიოწარმოების განვითარება შეძლონ, როგორც წარმოებისა და კონსულტაციების ნაწილში, ისე სერტიფიცირების ეტაპზე. ეს არის ძვირი და რისკიანი მიმართულება და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მისი განხორციელება რთული იქნება“. ჩვენთვის ასევე ცნობილი იყო, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შემუშავებული და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენილი ჰქონდა აღნიშნული პროგრამის პროექტი, რომელიც 5 წლის მანძილზე ჯამში დარგისათვის 100 მილიონი ლარის ინვესტირებას ისახავდა მიზნად. სამწუხაროდ, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებულმა პროექტებმა ეს მოლოდინები სრულიად გააქარწყლა.
    რატომ არის ბიო/ორგანული წარმოების განვითარება მნიშვნელოვანი?
        ბიოწარმოება სასოფლო-სამეურნეო წარმოების ისეთი სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას - ნიადაგის, ეკოსისტემის შენარჩუნებას და ადამიანის, როგორც გარემოს ნაწილის, კეთილდღეობას;
        ბიოპროდუქტების მსოფლიო ბაზარი „პრემიუმ კლასის“ ბაზარია და ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება; ამასთან, ბიოპროდუქტების წარმოების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებისათვის - მაღალშემოსავლიანი ტურისტი ეძებს ადგილობრივ, ბიოლოგიურ პროდუქტს;
        საქართველოს მთაგორიანი ლანდშაფტი და მიწის ფარაგმენტაცია არ იძლევა საშუალებას იაფი, მაგრამ მაღალმოსავლიანი პროდუქციით ვიყოთ კონკურენტუნარიანი  მსოფლიო ბაზარზე, თუმცა საქართველოს შეუძლია მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება;
        ბიო/ორგანული წარმოების განვითარება ხელს შეუწყობს სოფლად ეკოლოგიური და სოციალური პირობების გაუმჯობესებას და იძლევა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას სოფლის მცხოვრებლებისათვის.
    რატომ არის მნიშვნელოვანი ბიოწარმოების სტიმულირება სახელმწიფოს მიერ?
        ბიო/ორგანულ წარმოებაზე გადასვლა რთული პროცესია. იგი მოითხოვს წარმოების სისტემის შეცვლას, რამაც პირველ წლებში შესაძლოა მოსავლიანობის შემცირება გამოიწვიოს;
        ბიო/ორგანული წარმოება საჭიროებს სერტიფიცირების პროცესის გავლას, რაც მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში 4 სეზონამდე შეიძლება გაიწელოს; ამ პერიოდში მეურნეობა იხდის სერტიფიცირების ხარჯებს, მაგრამ ვერ იღებს უკეთეს შემოსავალს.
    შესაბამისად, კონკრეტული მასტიმულირებელი მექანიზმების არარსებობის გამო, ამ მიმართულების განვითარება კვლავ ძალიან ნელი ტემპით მოხდება; განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო სხვადასხვა ფიტოსანიტარიული პროგრამების ფარგლებში, ირიბად ასტიმულირებს ძლიერმოქმედი ქიმიური პრეპარატების მასობრივ გამოყენებას ფერმერების მიერ. 
    აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ: 
        “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021– 2027“-ით ბიოწარმოების განვითარება გამოცხადდეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად;
        „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმამ“ გაითვალისწინოს ბიო/ორგანული წარმოების ხელშეწყობის კომპონენტი შესაბამისი ბიუჯეტით, რომელიც:
        მოახდენს ბიოწარმოებაზე გადასვლის პერიოდში სასერტიფიკაციო ხარჯების თანადაფინანსებას;
        მოახდენს ბიომწარმოებელთა ხარჯების (ექსტენცია, ბიოსასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები) თანადაფინანსებას გარდამავალ პერიოდში;
        ხელს შეუწყობს „ბიო“ თესლეულის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოებას;
        ხელს შეუწყობს ბიო/ორგანული პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის შექმნას;
        ხელს შეუწყობს ბიოპროდუქციის მარკეტინგს სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით.
        წახალისდეს ბიოწარმოება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვა პროგრამებით (მაგ., „დანერგე მომავალი“, სასოფლო-სამეუნეო დაზღვევის პროგრამა და სხვ.);
        მოხდეს ბიომწარმოებელთა სტიმულირება სხვადასხვა საგადასახადო შეღავათების მეშვეობით (მაგ., საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლება); 
        სახელმწიფო ფიტოსანიტარიული პროგრამების ფარგლებში (მაგ. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა), პრიორიტეტი მიენიჭოს ბიოპრეპარატების გამოყენებას და/ან ბიომწარმოებლების უფლებების დაცვის მიზნით ბიომწარმობელებისათვის შეთავაზებულ იქნეს ალტერნატიული, ბიოწარმოებაში დაშვებული საშუალებები.
    ორგანული სოფლის მეურნეობა, უპირველესად, ნიადაგის, გარემოს, დღევანდელი და მომავალი თაობების სიჯანსაღეზე ზრუნვაა და გვჯერა, განვითარებული ქვეყნების მსგავსად, ეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტიც უნდა იყოს!
     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    bachi chkhaidze Georgia Tbilisi 17/10/2019
    2
    იმედა წითელაური საქართველო თბილისი 17/10/2019
    3
    მიხეილი ბერთლანი საქართველო თელავი 17/10/2019
    4
    გივი შავლოხაშვილი საქართველო თბილისი 17/10/2019
    5
    ნინო ნაცვლიშვილი საქართველო თბილისი 17/10/2019
    6
    მირანდა ჟღენტი საქართველო ბათუმი 17/10/2019
    7
    გიორგი კაჭახიძე საქართველო თბილისი 17/10/2019
    8
    ილია ნათელაშვილი საქართველო თბილისი 17/10/2019
    9
    ლევანი ბაწაშვილი საქართველო თბილისი 17/10/2019
    10
    ნანა ხარებავა საქართველო თბილისი 17/10/2019
    11
    თამარ შარაშენიძე საქართველო თბილისი 17/10/2019
    12
    ქრისტინე ბირკაია საქართველო გორი 17/10/2019
    13
    ლუკა კოროშინაძე საქართველო თბილისი 17/10/2019
    14
    ივერი ჯიქია საქართველო წყალტუბო 17/10/2019
    15
    გიორგი ბოლღაშვილი საქართველო სიღნაღი 17/10/2019
    16
    ნინო ტიკურიშვილი საქართველო თეთრიწყარო 17/10/2019
    17
    მაია კაკაბაძე საქართველო თბილისი 17/10/2019
    18
    რევაზ გორგაძე საქართველო ოზურგეთი 17/10/2019
    19
    ქეთევან ქობალავა საქართველო თბილისი 17/10/2019
    20
    გიორგი მელია საქართველო თბილისი 17/10/2019