31 ოქტომბერი

2019

"მს საქართველო"
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    6550
    ადრესატი: თბილისის საკრებულო , თბილისის მერია , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

    პეტიცია საქართველოში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ

    პეტიცია შემუშავებულია გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მიერ. პეტიცია გამოქვეყნდა  2019 წლის  31 ოქტომბერს

    აღნიშნული პეტიცია შემუშავდა, რათა მოხდეს საქართველოში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

    საფუძველი

    გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადებაა და მსოფლიოში ამ პათოლოგიით დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული. პირველი სიმპტომები საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში 20-დან 40 წლის პერიოდში ვლინდება და ამიტომ გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მოსახლეობაში არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია. გაფანტული სკლეროზი არის მიზეზი უნარშეზღუდულის სავარძლის ყველაზე ხშირად გამოყენებისა 18-64 წლის ასაკის მოსახლეობაში.

    ადრე დაწყებული სწორი მკურნალობა მნიშვნელოვნად აფერხებს დაავადების აქტივობას და მასთან დაკავშირებულ უნარშეზღუდულობას.

    გაფანტული სკლეროზის მკურნალობის სტანდარტად აღიარებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც დაავადების დიაგნოსტირებისთანავე უნდა იყოს გამოყენებული, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების მიმდინარეობას, პროგნოზს და დაავადებულის ცხოვრების ხარისხს.

    საქართველოში რეგისტრირებულია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო დაავადების მამოდიფიცირებებელი რამოდენიმე პრეპარატი, თუმცა ისინი არ ფინანსდება ქვეყანაში მიმდინარე რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რის გამოც გაფანტული სკლეროზის მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა უმრავლესობისთვის. პაციენტები არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო! დროული მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ისინი დაუბრუნდნენ  სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.

    თხოვნა

    ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით:

    სახელმწიფომ უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის და რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსება  

    პეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და ვეთანხმები  ჩამოთვლილ დებულებებს.

    წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის,

    პატივისცემით,
    გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ლევან კანკავა საქართველო თბილისი 29/11/2019
    2
    მარიამი მურუსიძე საქართველო თბილისი 29/11/2019
    3
    Zeinab Mamuladze Saqartvelo Batumi 28/11/2019
    4
    თეა დოლიძს საქართველო თბილისი 27/11/2019
    5
    მაია თუთარაშვილი საქართველო თბილისი 27/11/2019
    6
    გიორგი ავალიშვილი საქართველო ხაშური 27/11/2019
    7
    მაია ჩადუნელი საქართველო დაბა სურამი 27/11/2019
    8
    ნონა აბაზაძე საქართველო დაბა სურამი 27/11/2019
    9
    ნინო თადიაშვილი საქართველო თბილისი 27/11/2019
    10
    რამაზ გარადინსკი საქარტველო ხაშური 27/11/2019
    11
    ფატი ძოწენიძე საქართველო თბილისი 27/11/2019
    12
    მანანა სანადირაძე საქართველო ვანი 27/11/2019
    13
    საბა კოპალეიშვილი საქართველო აბაშა 27/11/2019
    14
    მზია სანადირაძე საქართველო სამტრედია 27/11/2019
    15
    ლევანი ნარეშელი საქართველო თბილისი 27/11/2019
    16
    ნანა ავსაჯანიშვილი საქართველო თბილისი 27/11/2019
    17
    დავით სილაგაძე საქართველო თბილისი 27/11/2019
    18
    თეა მღებრიშვილი საქართველო თბილის 27/11/2019
    19
    maia mozaidze saqartvelo axmeta 27/11/2019
    20
    ეკატერინე ზურებიანი საქართველო თბილისი 27/11/2019