26 ნოემბერი

2019

ქეთევანი
ანთიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 986 ხელმოწერა
    14
    1000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , თბილისის მერია

    გაუქმდეს მონადირეთა საზოგადოება

    ადამიანებო, მოქალაქენო, ცხოველების გულშემატკივრებო და არაგულშემატკივრებო, მოგმართავთ თხოვნით და მოთხოვნით, რომ მიიღოთ მონაწილეობა პეტიციაში, მოწოდებით

    „დაიხუროს მონკავშირი“ (მონადირეთა საზოგადოება).

    ისე ნუ გავიხდით საქმეს, რომ ჩვენს მომავალ თაობებს ირმის, დათვის, ხოხობის და სხვათა  ექსპონატების ნახვა შეეძლოთ მხოლოდ...

    აღნიშნული პეტიცია ჩვენი მხრიდან იქნება უდიდესი წვლილი, შეტანილი ბუნების შვილების გადარჩენის საქმეში!

    გავიხსენოთ, რატომ ნადირობდა პირველყოფილი ადამიანი?  და, ეხლა რატომ ნადირობენ კაცები?

    მშიერი ადამიანი თავდაპირველად საკუთარი თავის გადარჩენისთვის, ანუ დანაყრებისთვის ნადირობდა, ახლა კი ნადირობა ერთგვარ ბოჰემურ გართობად იქცა – ტკბობა ცხოველების და ფრინველების სიკვდილის ხილვით, ტყვიის მიზანში მოხვედრით!... არის თუ არა ეს ადამიანის ფსიქიკის დეგრადაცია?

    საბედნიეროდ, ასეთი „გართობა“ უმეტეს შემთხვევაში  ძველი თაობის, ე.წ.  ვინილის ეპოქის წარმომადგენელ მამაკაცებს იტაცებთ, თუმცა, ზოგჯერ თანამედროვე ახალგაზრდებიც იქცევენ თავს ცხოველების განადგურებით, ე.წ. ნადირობით...

    თქვენს წინაშე წარმოდგენილი პეტიცია არის ერთგვარი შეხსენება, რომ ცხოველების და ფრინველების (დათვი, შველი, გარეული ტახი, მწყერი, გარეული იხვი და სხვა და სხვა) გადაშენების საშიშროების წინაშე დგანან და მათზე ნადირობა ამ პროცესს კატასტროფულად აჩქარებს!

     ხალხო! თუ ჩვენი აზარტული, გართობის მოყვარე, ეგოისტური ბუნება არ შევზღუდეთ, სრულიად ბუნება ხელიდან გაგვიქრება! არც წყალში გვეყოლება თევზი, არც ცაში ფრინველი და არც მიწაზე ოთხფეხა!  მე ამას სრული ჭეშმარიტებით ვაცხადებ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე.

    გამოვდივარ ინიციატივით! გაუქმდეს ე.წ. მონადირეთა საზოგადოება! გაუქმდეს მიწის, ცისა და წყლის ბინადრებზე ნადირობა – მასობრივი განადგურება!

    მშვიდობა და სიყვარული დამკვიდრებულიყოს ყოველი ჩვენთაგანის გულებში!

     

    სურატზე:

    მარცხნივ ძველი ტომები თავის გადარჩენისთვის ნადირობდნენ

    მარჯვნივ: კაცი ნანადირევთან პოზიორობს :/

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ნინო ტორჩინავა საქართველო თბილისი 02/12/2019
    2
    ნინო კვიმსაძე საქართველო ქუთაისი 01/12/2019
    3
    მარი ტოგონიძე საქართველო ქუთაისი 30/11/2019
    4
    მაკა ზედელაშილი საქართველო თბილისი 30/11/2019
    5
    ნინო კალაძე საქართველო თბილისი 29/11/2019
    6
    მარინე იაშვილი საქართველო თბილისი 27/11/2019
    7
    ნანა მარკოზაშვილი რუსეთი სოჩა 27/11/2019
    8
    თამაზ ვაშაყმაძე საქართველო თბილისი 27/11/2019
    9
    დალი ღრუბელაშვილი საქართველო თბილისი 27/11/2019
    10
    მარიკა თოთლაძე საქართველო თბილისი 27/11/2019
    11
    რუსა ვაშაყმაძე საქართველო თბილისი 27/11/2019
    12
    თამთა ვაშაყმაძე საქართველო თბილისი 27/11/2019
    13
    Tamta Gogia Deutschland Düsseldorf 27/11/2019
    14
    ქეთევანი ანთიძე საქართველო თბილისი 26/11/2019