14 იანვარი

2020

ტასო
ლოსაბერიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 2712 ხელმოწერა
    2288
    5000
    ადრესატი: თბილისის საკრებულო , საქართველოს პარლამენტი , თბილისის მერია

    გაუქმდეს ან შეიცვალოს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის "ფასიანი მომსახურება"!

    თბილისის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს ასეთი რაღაც, "ფასიანი მომსახურება" (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
    დადგენილება
    No 33-141
    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
    ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის
    განსაზღვრის წესის შესახებ
    მუხლი 6'1. ცხოველების დაჭერა-გაყვანა)

    რაც გულისხმობს კერძო ტერიტორიიდან ცხოველის გაყვანას, ანუ, თუ ცხოველი არის კონკრეტული ადამიანის ან კერძო ორგანიზაციის ტერიტორიაზე და ის ვერ ახერხებს გარეთ გამოყვანას, სააგენტო ვალდებულია თანხის სანაცვლოდ დაეხმაროს პირს და ცხოველი გამოიყვანოს შენობიდან. მხოლოდ და მხოლოდ გამოაყვანინოს!
    (ამონარიდი მუხლი 6'1 : 3. სააგენტო არ აგებს პასუხს ამ მუხლის საფუძველზე დაჭერილი და ტერიტორიიდან გაყვანილი ცხოველების იგივე ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში და მათი
    გაყვანისთვის გადახდილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.)

    რასაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არასწორად აკეთებს, უმეტეს შემთხვევაში ცხოველი გამოყავთ შენობიდან, ისვავენ მანქანაში და შემდეგ სვავენ სხვა მისამართზე, იმის მიუხედავად არის თუ არა ამის საჭიროება, არის თუ არა ცხოველი აგრესიული, ავი და ა.შ 
    ხშირად გვქონია შემთხვევა, მოხუცი, არააგრესიული, სრულიად უწყინარი ძაღლი, რომელსაც არაერთი ადამიანი უვლის და კვებავს, შესწირვია ამ მომსახურებას.
    მოგეხსენებათ, როგორი სტრესია ცხოველისთვის ტერიტორიის შეცვლა, მითუმეტეს როდესაც ის ამას არ საჭიროებს.

    გამოდის რომ, ვისაც ძაღლი არ მოსწონს, ფულის სანაცვლოდ შეუძლია უბნიდან მოიშოროს.

    ცნობისთვის, კონკრეტულ უბანში, კონკრეტული მიკედლებული,საჭდიანი ძაღლი არის აუცილებელი, რადგან ის იცავს თავის ტერიტორიას სხვა ძაღლებისგან, თუ ერთ ძაღლს უბნიდან ფულის სანაცვლოდ "გავაქრობინებთ" სააგენტოს, უბანში მის მაგივრად მოვა 10 ან მეტი, მეტად აგრესიული, აუცრელი და გაუსტერილებელი ძაღლი.

    ცხოველები და ასევე ჩვენ, ცხოველთა მოყვარულები და მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლები ძალიან ვისტრესებით ამ "ფასიანი მომსახურებით", რადგან სხვა უბანში ცხოველის გადასმით როგორც გადასმული, ასევე უბანში დამხვედრი ცხოველი ისტრესება და განიცდის ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო ჩვენ, მათზე მზრუნველი ხალხი განვიცდით მათ ბედს, იმას რომ თავი დავანებოთ, ძაღლების ტერიტორიის დაცვის დროს რომ ერთმანეთის მიმართ აგრესიას გამოხატავენ და ეს იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. 


    ეს მომსახურება არის სასწრაფო წესით ამოსაშლელი დადგენილებიდან,რადგან ეს არის ცხოველისადმი და მასზე მზრუნველი ადამიანისადმი სასტიკი მოპყრობა!
    გთხოვთ, რომ განიხილოთ და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    Mariam Tatanashvili Saqartvelo Tbilisi 29/03/2020
    2
    სესილი ნარსია საქართველო თბილისი 20/03/2020
    3
    Vakhtangi Gviniashvili Sakartvelo Tbilisi 19/03/2020
    4
    ნიკუშა გუდაძე საქართველო საჩხერე 19/03/2020
    5
    ლიკა გიორგაძდ საქართველო თბილისი 19/03/2020
    6
    ნინი კაპანაძე საქართველო თბილისი 19/03/2020
    7
    ქეთევან გოგაშვილო საქართველო თბილისი 19/03/2020
    8
    ჯილდა ჩაჩანიძე საქართველო თბილისი 19/03/2020
    9
    სალომე მესხიშვილი Georgia Kaxeti 19/03/2020
    10
    ხათუნა ფიფია საქართველო თბილისი 18/03/2020
    11
    თამო ღურწკაია საქართველო თბილისი 18/03/2020
    12
    მარიამ ხვედელიძე საქართველო თბილისი 18/03/2020
    13
    მარიამი ჩხიტუნიძე საქართველო თბილისი 18/03/2020
    14
    გიორგი კობერიძე საქართველო თბილისი 18/03/2020
    15
    დაჩი ბუცხრიკიძე საქართველო თბილისი 18/03/2020
    16
    Natali Rajavi Georgia Tbilisi 18/03/2020
    17
    ნიკუშა ნათენაძე საქართველო ახალციხე 18/03/2020
    18
    რევაზ ასათიანი საქართველო თბილისი 17/03/2020
    19
    ელენე შერმადინი საქართველო თბილისი 17/03/2020
    20
    ელენე ასათიანი საქართველო თბილისი 17/03/2020