13 ნოემბერი

2015

წესრიგი
ქუჩებში
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 207 ხელმოწერა
    3
    210
    ადრესატი: თვითმმართველი ქალაქი თელავის საკრებულო

    კერძო ტაქსებისათვის გამოიყოს სპეციალური პარკირების ადგილები თვითმმართველ ქალაქ თელავის ტერიტორიაზე

        გასაგებია, რომ ქვეყანაში დღევანდელ დღეს არის მძიმე სოციალური ფონი, ხალხს შემოსავალი არ აქვს და უკიდურესად გაჭირვებულია.

        ამის მიუხედავად, თითქმის ყოველი მესამე ავტომანქანა კერძო ტაქსია, უმეტეს შემთხვევაში გაუმართავი, ექპლუატაციისათვისა და მგზავრთა გადაყვანისათვის უვარგისი. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კერძო ტაქსებს მთელი დღის განმავლობაში დაკავებული აქვთ ქალაქში ისედაც მცირე რაოდენობით არსებული პარკირების ადგილები, ტროტუარები და ბორდიურები ადმინისტრაციულ, სამედიცინო, საგანმანათლებო, კომერციულ დაწესებულებებთან თუ საცხოვრებელ სახლებთან, რაც მოქალაქეებს აიძულებს ხშირ შემთხვევაში პარკირების წესების დარღვევით გააჩერონ საკუთარი ავტომობილები, რაც იწვევს საავარიო სიტუაციების შექმნას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა  ჯანმრთელობას.

    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ მიიღოთ ზომები არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. 

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თამარ გულიაშვილი საქართველო თბილისი 01/11/2016
    2
    Zura Sachishvili 13/11/2015
    3
    წესრიგი ქუჩებში საქართველო თელავი 13/11/2015