28 დეკემბერი

2015

დაიცავი ბათუმის ბულვარი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 5100 ხელმოწერა
    4900
    10000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის მთავრობა

    დაიცავი ბათუმის ბულვარი

    დაიცავი ბათუმის ბულვარი

    პეტიციაზე ხელმომწერები არ ვეთანხმებით ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებას.

    ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

    კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბათუმის ბულვარში სასეირნო ბილიკის გაუქმებას, მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის მოწყობას, ახალი შენობების აგებას, და სხვა, კონცეფციის სამუშაო ვარიანტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას.

    მოვითხოვთ:

    1. ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნებას; მათ სათანადოდ მოვლას, არსებული მწვანე საფარის და ნარგავების შენარჩუნებას.
    2. კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რისი აგებაც შესაძლებელია ბათუმის ძველ ბულვარში. დაუშვებლად მიგვაჩნია ძველ ბულვარში კაპიტალური შენობება-ნაგებობების აგება;
    3. გადაიხედოს იმ შენობა-ნაგებობის საკითხი, რომლებიც ბოლო წლებში აიგო და შეცვალა ბათუმის ბულვარის იერსახე.
    4. ყველა გადაწყვეტილება იყოს საჯარო, კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე დაგეგმილი და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც დოკუმენტურად დაასაბუთებენ გადაწყვეტილების აუცილებლობას.
    5. სასწრაფოდ შეჩერდეს ყველა იმ პროექტისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის ძველ ბულვარში და არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას.

    ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია ქალაქის განვითარება, ახალი სკვერებისა და ტურისტული ადგილების შექმნა, ამიტომაც მთავრობას ვთავაზობთ წარმოდგენილი კონცეფცია განახორციელოს ახალ ბულვარში. ეს საშუალებას მისცემს ამჟამინდელ მთავრობას თავისი პოზიტიური, ისტორიული კვალი დატოვოს ახალი ადგილის განვითარებით და არა ძველი, ბათუმელებისათვის საყვარელი ბათუმის ბულვარის გადაკეთებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფით.

    საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმის ბულვარი

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მაია მაჭარაშვილ საქართველო თბილისი 23/05/2019
    2
    ნიკა ჭაღალიძე Georgia თბილისი 23/05/2019
    3
    სოფიო ფაჩულია საქართველო თბილისი 23/05/2019
    4
    გვანცა ჩაგუნავა საქართველო თბილისი 23/05/2019
    5
    ინგა დარჩია საქართველო თბილისი 23/05/2019
    6
    ნინო კახიანი საქართველო თბილისი 23/05/2019
    7
    ნინო სანოძე საქართველო ბათუმი 23/05/2019
    8
    მარიამ იაშაღაშვილი საქართველო თბილისი 23/05/2019
    9
    ქეთევან შავდათუაშვილი საქართველო თბილისი 23/05/2019
    10
    ხათუნა შავდათაშვილი საქართველო თბილისი 23/05/2019
    11
    paata chikvaidze Georgia Tbilisi 23/05/2019
    12
    ნათია კუჭუხიძე საქართველო თბილისი 23/05/2019
    13
    თეა კუჭუხიძე საქართველო თბილისი 23/05/2019
    14
    სალომეა ვასაძე საქართველო ბათუმი 03/02/2019
    15
    გიორგი კონცელიძე საქართველო თბილისი 22/07/2018
    16
    მეგი ინაიშვილი საქართველო ბათუმი 06/07/2018
    17
    ლილი ბოლქვაძე საქსრთველო ბათუმი 16/01/2018
    18
    თეონა გუდაშვილი საქართველო თბილისი 23/10/2017
    19
    ირაკლი კალანდძე საქართველო თბილისი 29/07/2017
    20
    ჯემალ ბრუნჯაძე საქართველო ბათუმი 21/05/2017