22 აპრილი

2016

მომავლის
სოფელი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 2806 ხელმოწერა
    194
    3000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    დაწესდეს საკონმდებლო რეგულაციები აზარტული თამაშების ბიზნესისთვის

    მოვითხოვთ დაწესდეს საკანონმდებლო რეგულაციები და შეზღუდვები აზარტული თამაშების ბიზნესზე საქართველოში, კერძოდ: კაზინოებზე, ტოტალიზატორზე, სათამაშო აპარატებზე და ინტერნეტ კაზინოზე.

     

    რა ტიპის შეზღუდვებია აუცილებელი სათამაშო ბიზნესისათვის საქართველოში:

     

    1. ტერიტორიული შეზღუდვა

    აუცილებელია განისაზღვვროს ადგილები, სადაც არ შეიძლება განლაგდეს ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუტები, იქნება ეს საკოლმეურნეო და საყოფაცხოვრებო ბაზრობები, თუ სასწავლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიები. უმჯობესი იქნება, თუ ეს ინსტიტუტები გადავლენ ქალაქგარეთ.

    2. ასაკობრივი შეზღუდვა

    არ უნდა შეეძლოს 19-20 წლის ახალგაზრდას შევიდეს კაზინოში სათამაშოდ და მერე მშობლების უკითხავად ჩააბაროს სარეცხი მანქანა ლომბარდში. დღევანდელ საქართველოში ამ ასაკის ახალგაზრდებს, სამწუხაროდ, არ გააჩნიათ საკუთარი შემოსავლის წყარო. საუკთესო შემთხვევაში ისინი ან სტუდენტები არიან ან სამუშაოს მაძიებლები. თამაში მათთვის ორივე შემთხვევაში მხოლოდ ხელის შემშლელია, ამ გზით მათი თვითრეალიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ასაკობრივი ზღვარი გადიოდეს 25 წელზე და არა 21-ზე, ზოგ შემთხვევაში კი 18-ზე როგორც ეს აქამდეა.

    3. თანხობრივი შეზღუდვა

    სათამაშო აზარტული ბიზნესით  დაკავებული დაწესებულებები ამტკიცებენ, რომ ისინი წარმოადგენენ გართობის ცენტრებს. დასავლეთის ქვეყნებში ეს მართლაც ასეა. თუ ისინი მართლაც წარმოადგენენ გასართობ ცენტრებს, მაშინ მიზანშეწონილია, რომ მათი კლიენტისთვის დაწესდეს თანხობრივი ზღვარი (პირობითად 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), რათა მომხმარებელს არ შეეძლოს უკანასკნელი თეთრებით იქ შესვლა უეცარი გამდიდრების ოცნებით.

    4. ”ციფრული კოდი” (შეზღუდვა ინტერნეტ კაზიონოებისთვის)

    ეს შეზღუდვა ეხება ინტერნეტ კაზინოს. ამ სივრცის მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება სამწუხაროდ, არასრულწლოვანი ბავშვები და მოზარდები ისე ახერხებენ ინტერნეტ კაზინოებში თამაშს, რომ ეს ყველაფერი მშობლის ყურადღების მიღმა რჩება. კანონმა უნდა დაავალდებულოს ქართული ინტერნეტ-კაზინო-ტოტალიზატორები, რომ მათ თავიანთ პროდუქციას ინდივიდუალური ციფრული კოდი დაადონ, რომელზე წვდომაც მხოლოდ ინდივიდუალური კოდითაა შესაძლებელი და კოდზე წვდომა მხოლოდ მშობელს ექნება. ამით მშობელს საშუალება ეძლევა განარიდოს თავისი შვილი ზემოთ ხსენებულ პრობლემას (ინტერნეტკაზინოს).

    ყველა ზემოთ ჩამოთვილი პრობლემის გადასაჭრელად მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ფინანსთა სამინისტროსთან შეიქმნას სპეციალური მარეგულირებელი კომისია, რომელიც სათამაშო ბიზნესზე იქნება ფოკუსირებული და იმუშავებს ზემოთხსენებული შეზღუდვების დადგენა-განხორციელებაში. ასევე, შეიძლება, ამავე კომისიას დაევალოს მოთამაშეთა დაცვის ფუნქციების განხორციელებაც, რადგან, არც თუ იშვითია სათამაშო დაწესებულებათა მხრიდან მოთამაშეთა მიმართ უკანონო ქმედებები, იქნება ეს მოთამაშის მიერ მოგებულის დროულად არგადახდა, კანონიერი მიზეზის გარეშე ფსონების არმიღება, გაუქმება, და სხვა. მსოფლიო პრაქტიკა იცნობს მოთამაშეთა ომბუსმენის ამგვარ ინსტიტუტს და ის მრავალ ქვეყანაში მოქმედებს.

    გიორგი თოფურია  

    არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული საქმე"
    არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის სოფელი"

    ტელ: 577783373; 5791471673

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    დიმიტრი ჯებისაშვილი საქართველო თბილისი 01/11/2019
    2
    ბეგლარ ახოსპირელი საქართველო ბათუმი 25/09/2019
    3
    დათო სვანი საქართველო თბილისი 24/11/2017
    4
    აკაკი სიხარულიძე საქართველო ქუთაისი 05/05/2017
    5
    levani suxitashvilu saqartvelo tbilisi 20/11/2016
    6
    Gia Papi 13/08/2016
    7
    ნინი მანჯავიძე საქართველო თბილისი 29/06/2016
    8
    ზურაბ ხიდაშელი საქართველო თბილისი 28/06/2016
    9
    გიორგი ცომაია საქართველო თბილისი 14/06/2016
    10
    Peo Ple 03/06/2016
    11
    ნანა მიქელაშვილი საქართველო თბილისი 31/05/2016
    12
    მარინა ჩიხლაძე საქართველო თბილისი 19/05/2016
    13
    ზვიად არაბიძე გერმანია იენა 15/05/2016
    14
    ლაშა თადიაშვილი georgia mtskheta 04/05/2016
    15
    როშაგ კირთაძე საქართველო ბათუმი 30/04/2016
    16
    სოფი გამცემლიძე საქართველო თბილისი 29/04/2016
    17
    ანა გრიგი (გრიგალაშვილი) საქართველო თბილისი 29/04/2016
    18
    ბესიკი თუთბერიძე საქართველო თბილისი 29/04/2016
    19
    maia mtavarashvili georgia tbilisi 29/04/2016
    20
    გიორგი ავსაჯანიშვილი საქართველო თბილისი 29/04/2016