რა არის Manifest.ge

  • ვებ გვერდი WWW.MANIFEST.GE შეიქმნა 2013 წელს, ხოლო 2015 წელს დარეგისტრირდა როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. (საიდენტიფიკაციო N 402019855  ) 
  • ა(ა)იპ "მანიფესტი"  არის სამოქალაქო ინიციატივების პლათფორმა.  მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოახდინოს მოსახლეობის აზრის წარმოჩენა, ხელისუფლების ორგანოებამდე მიტანა და მისი ადვოკატირება. 
  •  ა(ა)იპ "მანიფესტი" არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისა თუ გაერთიანების მხარდამჭერ ინტერნეტ რესურსს და არც მომავალში განიხილება მსგავსი შესაძლებლობა.
  • პეტიციები, შედგენილია მომხმარებლების მიერ და არ გამოხატავს საიტის ადმინისტრაციის შეხედულებებს
  • საიტზე რეგისტრაცია უფასოა, დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მსურველს
  • იკრძალება ისეთი შინაარსის ინფორმაციის განთავსება საიტზე, რომელიც დისკრიმინაციულია, ზღუდავს სხვათა უფლებას, შეურაცხმყოფელია მესამე პირებისათვის, ახდენს სიძულვილის და აგრესიის წახალისებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან ფართოდ გავრცელებულ საერთაშორისო სტანდარტებს
  • ვებ საიტზე არსებული მასალის გადაბეჭდვა ან გამოყენება წყაროს მითითების გარეშე დაუშვებელია.

 ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ საკონტაქტო ფორმით ან facebook -  ით