add one
gallery images

სავალდებულო გახდეს ბანკისგან სესხის აღებისას პიროვნების წარდგენა ფილიალში!

21 საუკუნე მრავლისმომცველი ფინანსური მაქინაციებით გამოირჩევა. ეს კი კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება ვირტუალურ სივრცეში. კიბერ დანაშაულის ამ ტიპის თაღლითურმა ფორმამ "კიბერ ფიშინგმა" შესაძლოა ადამიანს მისგან მოულოდნელად დაატეხოს თავზე ახალი ამბავი არასასურველი სესხის შესახებ, რომლის ოდენობაც წარმოუდგენელი იყოს მისთვის. თუ კი მე ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, ამ შემთხვევაში სტუდენტს, რომელსაც პაროლი მავიწყდება ინტერნეტ ბანკის მოხმარებისას და ვრეკავ ფილიალში დასახმარებლად საპასუხოდ კი მეუბნებიან, რომ უსაფრთხოების მიზნით ფილიალში უნდა მივიდე, ფილიალში მისვლა მჭირდება რაღაც პაროლის გამო, რომლის უკანაც მიზეზად შესაძლოა უბრალოდ ჩემს ანგარიშზე თანხის რაოდენობის შემოწმება იყოს მეყოფა თუ არა მეტროთი სარგებლობისას, მაშინ რატომ შემიძლია მე და ჩემი მონაცემების მქონე ნებისმიერ სხვა პირს ბანკისგან სესხის გამოტანა ვირტუალურ სივრცეში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე? და თან ეს არ ეხება 10 ან 100 ლარს. შესაძლოა საქმე გვქონდეს ათასობით და ათი ათასობით ლართან. ეს ერთის მხრივ საბანკო პოლიტიკის ცუდი დამოკიდებულებაა კლიენტის მიმართ, რომელსაც სახელმწიფომ თავის დროზე ვერ დაუდო წინ ამკრძალავი ბარიერი კანონის სახით და საბანკო სექტორიც ამას შენგებულად, გულგრილად იყენებს. ბიზნესი გვასწავლის, რომ მე შენ სარგებელს მოგიტან იმ შემთხვევაში თუ კლიენტი დაგიბრუნდება და არა პროდუქტი. ამას ფინანსების ბაკალავრზეც კი ნახავთ რომელიმე წიგნში. ამავდროულად კლიენტს არ უნდა აღიქვამდე, როგორც ფულს! გაგეცნობა ადამიანი სასიამოვნოდ. გეტყვის, რომ მეგობარს თანხა აქვს ჩასარიცხი და გამოგართმევს ნდობით შენს მონაცემებს და სესხს იღებს. ეს ყველაზე გახშირებული და სტანდარტული სქემაა ფინანსური მიმართულების კიბერ დანაშაულის. ბანკი ამ დროს გეუბნება, რომ შენივე მონაცემებზე შენთვითონ ხარ პასუხისმგებელიო. რატომაც არა? სესხი ხომ გააფორმა და საქმე გაიკეთა? არადა, რომ კითხო კლიენტია მათი პრიორიტეტი და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან უკლიენტოდ ბანკი ვერ იარსებებს. ჩემს ნაცნობს უცნობი პირი გაეცნო, როგორც გარკვეულ წილად გაჭირვებული, რომელსაც მარტივი დახმარება სჭირდებოდა. საქმე იმაში იყო მისივე თქმით, რომ ამ კონკრეტულისთვის მის ნაცნობს (მესამე პირს) თანხა უნდა ჩაერიცხა (მეორე პირის) ანგარიშზე. ეს კი იმიზეზებდა, რომ თანხა რაღაც პრობლემის გამო ვერ ჯდებოდა ანგარიშზე (ტექნიკური, ვალის გამო, გაშავებული იყო ან სხვა). სთხოვა საბანკო მონაცემები, რომ ჩემი ნაცნობის ანგარიშზე დარიცხულიყო თანხა და შემდეგ თავის ანგარიშზე გადაეტანა. შეგნებულად არ დავასახელებ ვის და რა თანხა დაედო ჩემს ნაცნობს ვალად. ეს მოვლენები ხდებოდა საღამოს, არასამუშაო საათებში. სესხიც მომენტალურად დამტკიცდა. ამ დროს სესხის დამტკიცება როცა გინდა ხოლმე საბუთს საბუთზე მოგატანინებენ და საპირწონედ მთელ ცხოვრებასაც დაგადებინებენ, რომ გარანტია შეუქმნა გადამხდელი ხარ თუ არა და კიდევ რამდენიმე დღე გალოდინებენ, რომ შენთვის სასურველი სესხი აიღო. საბოლოოდ ჩემს ნაცნობს მისდის სმს-ი, რომ დაუმტკიცდა სოლიდური რაოდენობის სესხი. ბანკთან გადამოწმების შემდეგ ბანკი ამბობს, რომ არ აინტერესებს ეს ამბავი და რომ სესხი უნდა ჩაბარდეს %-ით. იგივე, რომ ნებისმიერ ადამიანს არ დაემართოს სახელმწიფოში ყველა მოქალაქის ფინანსური უსაფრთხოების მიზნით უნდა განხორციელდეს შემდეგი. ბანკში სესხის აღება თუ ვინმეს უნდა ისედაც მივა ფილიალში, მაგრამ ბანკს არ უნდა ჰქონდეს უფლება ფილიალის გარეთ სესხის გაცემაზე. არასწორია, როდესაც ბანკი იმით კმაყოფილდება, რომ ჩვენი მონაცემით ვინმე იღებს სესხს და არ აინტერესებს ეს სესხის ამღები ანგარიში ავთენტური პირის ხელში იყო თუ არა. მხოლოდ ადგილზე მისვლით შეიძლება პირის ავთენტურობის დადგენა და შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჰქონდეს ბანკს სესხის გაცემის უფლება. ეს არ ეხება მარტო ბანკებს. ნებისმიერ დაწესებულებას, რომელსაც აქვს სესხის გაცემის შესაძლებლობა სესხს უნდა გასცემდეს მხოლოდ საკუთარ ფილიალში. თუნდაც ვიდეო ზარის სერვისით სარგებლობისას ვიდეო თვალით, რომ ხედავს ბანკის წარმომადგენელი მომხმარებელს, მაგალითად კრედიტ ოფიცერი, ეს არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ამ შემთხვევაში კლიენტი ფიზიკური ფიშინგის მსხვერპლი არაა. შესაძლოა დამნაშავე ვიდეო თვალისგან მოფარებულ ადგილზე იმყოფებოდეს და მუქარის, დაშინებისა და შანტაჟის  სხვადასხვა ხერხებით აიძულებდეს კლიენტს მოიქცეს ბუნებრივად და გამოატანინოს მას ბანკიდან მაქსიმალურად დიდი ოდენობის თანხა სესხის სახით. ეს საერთოდ მოსპობს იმ კიბერ დანაშაულსა და ფინანსურ მაქინაციას, რომლის გამოძიებაც შსს-ს ძირითად შემთხვევებში საკმაოდ უჭირს და საქმე იწელება. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში თუ თანხა საზღვარგარეთ ოფშორში გაედინება. აქ პოლიციაც კი უძლური ხდება. შესაძლოა ასეთი ტიპის სქემით დაზარალებულებს ვერაფრით დავეხმაროთ ამ მომენტისთვის, მაგრამ იმის გარანტია მაინც გვექნება, რომ მათი რაოდენობა აღარ გაიზრდება. რატომაა გასამახვილებელი ყურადღება მაინცდამაინც სესხზე? იმიტომ, რომ სესხი არ წარმოადგენს ჩვეულებრივი ფინანსური გადარიცხვა-გადმორიცხვის აზრს. ეს არის X თანხა, რომელიც ზემოდან Y %-ით უნდა ჩაბარდეს პატრონს. ზუსტად ეს %-ია ბანკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჟანგბადის წყარო. მის მისაღებად კი მსგავსი ტიპის დაწესებულებებს უნდა დავავალდებულოთ, რომ სესხი გასცენ მხოლოდ მათ ტერიტორიაზე/ფილიალში. ჩვეულებრივი ადამიანისთვის კი ასეთი ტიპის მოულოდნელად აღებული სესხი შეიძლება გახდეს სახლის, მანქანის, ოჯახის, საყვარელი ადამიანებისა და მეგობრების ან უარეს შემთხვევებში ცხოვრების საპირწონედ.  
gallery images

აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტი

მნიშვნელოვანია აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგ გარემოებათა გამო: 1. ტრანსპორტის შეჩერება მკვეთრად აზიანებს ბიზნესგარემოს და შესაბამისად უარყოფითად აისახებს სახელმწიფოს ეკონომიკაზე 2. მასობრივად მცირდება სამუშაო ადგილები და უამრავი ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე. 3. ვაქცინის მისაღებად მოსახლეობა ვერ გადაადგილდება. მართალია ტრანსპორტი გარკვეული ტერიტორიებისთვის გამოყოფილია, თუმცა ეს ლოკაციები მცირეა, ტაქსის ფასი კატასტროფულად მაღალია და შესაბამისად ჩერდება ვაქცინაციის პროცესი 4. ზრდის ინფიცირებულ და სხვა მიზეზით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობას და ფატალურ შემთხვევებს. პაციენტები ვერ გადაადგილდებიან კლინიკებში მომსახურების მისაღებად და ისინი იძულებულნი არიან გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რაც არამიზნობრივად ხარჯავს სახელმწიფოს რესურსს.  
gallery images

ქონების გადასახადის გაუქმება პანდემიის პერიოდში გაჩერებული ბიზნესაქმიანობებისთვის

პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაკონტროლების მიზნით შემოღებული შეზღუდვებით  მთელ რიგ სამეწარმეო დარგებში, მეწარმე სუბიექტებს შეუჩერდათ საქმიანობა, არ შეჩერებიათ ამ სამეწარმეო საქმიანობისთვის ქონების გადასახადების გადახდის ვალდებულება. მიუხედავად გარკვეული დროით გადავადებისა მეწარმეებს მაინც დააწვათ უმძიმეს ტვირთად აღნიშნული გადასახადი, რაც ხელს უშლის მათი ეკონომიკური საქმიანობის სტაბილურობას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. ვითხოვთ! მეწარმეებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში შეჩერებული ან შეზღუდული ჰქონდათ ბიზნესაქმიანობა, გაუუქმდეთ ქონებაზე დარიცხული ქონების გადასახადები. ვთვლით რომ მოთხოვნა არის სამართლიანი და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის სასიკეთო.
gallery images

განახევრდეს საწვავზე აქციზის გადასახადი!

2021 წლის იანვრიდან საწვავმა რეკორდული ზრდა დაიწყო, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისოზეც.  1 ლიტრი ბენზინი 3 ლარს გაუთანაბრდა. ეკონომიური, ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე მანქანაც კი ვეღარ უკეთებს თავის პატრონს შეღავათს. საწვავის ფასის ზრდასთან პროდუქტებიზე ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია. არსებობს მარტივი გამოსავალი. თუკი სახელმწიფო აქციზის გადასახადს გაანახევრებს, ავტომატურად საწვავის ფასიც დაიკლებს.  2017 წლის პირველი იანვრიდან საწვავზე აქციზის ფასები გაიზარდა. ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე. შეუძლებელია აქციზის გადასახადის გაუქმება, თუმცა ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ამ ფასების განახევრებაა.
gallery images

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა

                                                                                        პ  ე  ტ  ი  ც  ი  ა          ადრესატი :        .  საქართველოს პრემიერ- მინისტრი          .   საქართველოს მთავრობა         .   საქართველოს პარლამენტი            საქართველოში შექმნილმა ეკონომიკურმა ვითარებამ , რომელიც გამოწვეულია  COVID - 19 პანდემიის შედეგად , სავალალო მდგომარეობამდე -              ფაქტობრივად სრულ გაკოტრებამდე მიიყვანა მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი.          ჩამოშლილია ტურისტული ბიზნესი ,რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა ,დასაქმებული ყავდა დაახლოვებით 300 000 ადამიანი . აღნიშნულ სექტორში   მომუშავე სუბიექტები დგანან ეკონომიკური კოლაფსის წინაშე .         გარდა ტურისტული ბიზნესისა ქვეყანაში შექმნილი ე.წ. ,, ლოქდაუნის " და გარკვეული ტიპის შეზღუდვების შედეგად გაკოტრების ზღვარზეა მისული მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი, რომლის გამართული ფუნქციონირება  სახელმწიფოს პრიორიტეტი  და დასაქმების ერთ- ერთი წყაროა.           აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე , მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ,სუბიექტები , რომლებიც ვქმნით ქართულ ეკონომიკას ვთვლით , რომ გვჭირდება სახელმწიფოს მხრიდან  ხელშეწყობა ჩვენი ბიზნესის გადარჩენისთვის. შესაბამისად , წარმოგიდგენთ პეტიციას შემდეგი მოთხოვნებით :        1 . ტურისტულ ბიზნესში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის სრული  საგადასახადო ამინისტია  2 წლის ვადით .        2. დღგ - ზღვარი ნაცვლად 100 000 ლარისა განისაზღვროს 500 000 ლარის ოდენობიათ .          იმისთვის, რომ მზად შევხდეთ პოსტ- პანდემიურ  პერიოდს , საგადასახადო ამინისტია მოგვცემს სწრაფი რეამინირების საშვალებას . გაზდილი ფასების და გაუფასურებული ლარის  პირობებში დღგ - ს მოქმედი ზღვარი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის არაადექვატური .      პეტიციაზე ელექტრონული ხელის მოწერით ადასტურებთ , რომ იზიარებთ ძირითადი ორი მოთხოვნის შინაარს .  
gallery images

შეამციროს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტით განისაზღვრა. აღნიშნული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილის მისჯაა ისედაც გაღატაკებული ადამიანებისათვის, ვინაიდან ცხოვრება მნიშვნელოვნად გაძვირდა რაც აისახება საარსებოდ აუცილებელი პროდუქტებისა თუ სერვისების შეუსაბამოდ გაძვირებაზე, არ იმატებს სახელფასო განაკვეთი, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა ახალმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა კატასტროფულად გაზარდა ბანკში არსებული სესხების საპროცენტო განაკვეთი (ეროვნულ ვალუტაში), რაც მნიშვნელოვნად აუარესებს სახელმწიფოში ისედაც გაღარიბებული და გაკოტრებული მოსახლეობის მდგომარეობას. მოვითხოვთ, რომ ეროვნულმა ბანკმა იმსჯელოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 5 პროცენტულ პუნქტამდე შემცირებაზე და დაუყოვნებლივ მიიღოს მოსახლეობისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება.     
gallery images

პროტესტი საწვავის ფასებს !!!

პროტესტი საწვავის ფასს!არ შეიძლება მოკლედ დროის მონაკვეთში ფასი ასე ყოველდღიურად იზრდებოდეს!უნდა აიღონ კონკრეტული ვალდებულება, როგორც მთავრობამ, ასევე კომპანიებმა!ფასების ერთერთი განმსაზღვრელი არის აქციზი; ასევე მთავრობამ კომპანიებთან ურთიერთშეთანხმებით უნდა შეამცირონ საწვავის ფასი ! 
gallery images

სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოქმედი ბიზნეს-ოპერატორებისა და ზამთრის სამთო-ტურიზმის გულშემატკივართა მოთხოვნა!

სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოქმედი ბიზნეს-ოპერატორებისა და ზამთრის სამთო-ტურიზმის გულშემატკივართა მოთხოვნა! ეპიდემიოლოგთა და მთავრობის წევრთა ბოლოდროინდელი განცხადებები ცხადჰყოფს, რომ მთავრობა არ აპირებს მიმდინარე სეზონზე მთის კურორტების გახსნას, არ აწარმოებს კონსულტაციას იქ მომუშავე ბიზნეს-სექტორთან, რომელიც გაუაზრებელი ეპიდშეზღუდვების შედეგად გაკოტრების პირასაა, და არ ითვალისწინებს არც ადგილობრივი მოსახლეობის აზრს, რომელიც უმუშევრად არის დარჩენილი. ზამთრის სეზონის სრულად ჩავარდნის შემთხვევაში ორივე ეს ჯგუფი კიდევ ერთი წლით რჩება შემოსავლის გარეშე რაც დაუშვებელი პერსპექტივაა როგორც ამ ადამიანებისა და მათი ოჯახებისთვის, ასევე მთლიანად ეკონომიკისთვის. სექტორი უკვე ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და მისი რეაბილიტაცია ხანგრძლივ მარკეტინგულ და საინვესტიციო მუშაობას მოითხოვს, რაც თუკი დაუყონებლივ არ დაიწყო, შემდეგ დაგვიანებულიც შეიძლება აღმოჩნდეს.ამდენად მოგიწოდებთ ადექვატურად რეაგირებისთვის, კერძოდ კი ვითხოვთ შემდეგს:⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) 1 თებერვლიდან ამუშავდეს საბაგიროები ეპიდ-უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) რეგისტრირებულ ყველა ბიზნეს ობიექტს, ასევე ყველა იქ დასაქმებულ პირს, ადგილობრივ მცხოვრებლებს გაეწიოთ შუამდგომლობა საბანკო ვალდებულებების ერთი წლით, მომდევნო ტურისტულ სეზონამდე გადასავადებლად.⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) ყველა იმ ობიექტის ოპერატორს, რომელიც სახელმწიფოს მოიჯარეა ერთი წლით შეუჩერდეს საიჯარო გადასახადი.⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) მოქმედი ბიზნეს-ოპერატორების ხელშესაწყობად მინიმუმ 2 წლით 10%-მდე შემცირდეს მათთვის დღგ-ს გადასახადი.⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) მოქმედი ბიზნეს-ოპერატორების ხელშესაწყობად მინიმუმ 2 წლით 15%-მდე შემცირდეს მათთვის საშემოსავლო გადასახადი. 
gallery images

საქართველოში ევროსა და ლარის ერთიანი მიმოქცევის შესახებ

ევროსა და ლარის ერთიანი მიმოქცევის შესახებ  მოცემულობა:                   .ქართული სახელმწიფო მიისწრაფვის ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. პრობლემა:              .მოქალაქეები ლარის კურსის ხშირი ცვალებადობის გამო განიცდიან ფინანსურ დანაკარგს;              .მთავრობა ხშირად კრიტიკის ადრესატი ხდება ლარის დევალვაცია-გაუფასურების გამო, რაც ისედაც მყიფე პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.  სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 18 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 4,5 მილიარდი ევროა, რაც დიდ სავალიუტო რესურსს არ შეადგენს.    მოსახლეობა ვისაც გააჩნია დანაზოგის შექმნის პოტენციალი, როგორც წესი მყარ ვალიუტაში დოლარსა და ევროში ახდენს თანხის კონვერტაციას.                           უპირატესობები და გამოსავალი:               . ლარის ამოღება უნდა მოხდეს ეტაპობრივად შემდეგი სქემით, პირველი წელი (2021)  განხორციელდეს ლარის მასის 50% შემცირება და ევროთი ჩანაცვლება, აგრეთვე იმავე წელს დადგინდეს ერთიდაიგივე წესი ევროსა და ლარის მომოქცევისთვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.)  დაქირავებულს მიეცეს უფლება მოითხოვოს ანაზღაურება სასურველ ვალუტაში (ევრო, ან ლარი); ყოველ მომდევნო წელს ლარის ემისია გაიზარდოს 30% სანამ მისი  ამოღება არ შეადგენს 90% და შესაბამისად 90% ევრო და 10% ლარის (სამიმოქცევო, საიუბილეო და ნუმიზმატური კუპიურების სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი).                .ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა ეცნობოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესახებ და ეთხოვოს გარკვეული სავალუტო ქვოტა და შეღავათები დააწესოს საქართველოსთვის.                                                                       
gallery images

“Atrium” owner VS “Redco”

მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ გახლავართ გუდაურის კომპლექსის “ატრიუმის” აპარტამენტის მფლობელი.მინდა აღვნიშნო, რომ ზემოაღნიშნული კომპლექსი უნდა დასრულებულიყო 2018 წლის სექტემბერში (რაც ასახულიყო იყო ხელშეკრულებაშიც), თუმცა დეველოპერის ბრალეულობით კორპუსის ჩაბარება მფლობელებისათვის მოხდა მხოლოდ 2019 წლის ივლისში, რაც შეეხება კორპუსის ოფიციალურად ჩაბარებას, დეველოპერის დაპირების მიუხედავად, “ატრიუმ”-ს დღემდე “დაუსრულებლის” სტატუსი აქვს. ყოველივე ამის გამო, აპარტამენტების მეპატრონეებმა ზარალი განიცადეს. მოგეხსენებათ, რომ 2019-2020 წ.წ. სეზონს ბევრი სირთულე აახლდა, მათ შორის წყლის პრობლემა, თოვლის სიმცირე და მარტის დასაწყისშივე პანდემიის გამო დახურული სეზონი. მიუხედავად ამისა, მომსახურე კომპანიამ სულ მცირე ხნით შესთავაზა მომხმარებლებს 30%-იანი ფასდაკლება (ისიც მხოლოდ იმ ნაწილზე იყო საუბარი, ვისაც იმ ეტაპზე გადახდილი არ ჰქონდა გადასახადი, თორემ იმ მფლობელებს, რომლებმაც პირველებმა შეიტანეს გადასახადი და დაფარეს დავალიანება, აღნიშნული ფასდაკლება საერთოდ არ ეხებოდა), რითი სარგებლობაც პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო, ბევრმა ვერ მოახერხა.როგორც ვიცით, 2020-2021 წ.წ. სეზონი 2021 წლის თებერვლამდე არ იხსნება. მიუხედავად იმისა, არის თუ არა აპარტამენტი გაქირავებისთვის თუ საკუთარი მოხმარებისთვის, მისი გამოყენება, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, შეგახსენებთ, რომ გახლავართ შპს “რედკო მენეჯმენტის” დამკვეთები, ამიტომ შექმნილ სიტუაციაში მოვითხოვთ, რომ 2021 წლის შემუშავდეს მომსახურების სპეციალური გეგმა შესაბამისი ტარიფით… გვესმის, რომ მიუხედავად გამოყენებისა, გვაქვს ხარჯები, რომელსაც ვერ გავექცევით, ამიტომ მზად ვართ, კომპანიასთან ერთობლივად განვიხილიოთ აუცილებელი და წლევანდელი წლისათვის ნაკლებად საჭირო ხარჯები და ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება (მაგალითად რეცეფშენი, რომლის თანხაც აპარტამენტის მფობელებმა გადაიხადეს, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა, რაც მომსახურე კომპანიამ ახსნა პანდემიური სიტუაციით). ვფიქრობთ, კომპანიას გააჩნია რესურსი წლევანდელი სეზონისთვის სპეციალური ტარიფი შემუშავდეს: 1. ამჟამინდელი ტარიფი, დადგინდა დაახლოებით 2018 წ., როდესაც დოლარის კურსი იყო 2,5, შესაბამისად მომსახურე კომპანიის ხარჯი დოლართან მიმართებაში შემცირდა (თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელოდ გაზრდილ გაზის გადასახადს), 2. რეცეფშენი თითქმის მთელი წელი არ ფუნქციონირებდა (იანვარ-თებერვალს თუ არ ჩავთვლით), 3. სხვა შენობებისგან განსხვავებით არასეზონზე არ ხდებოდა “ატრიუმი”-ს სისტემატური დასუფთავება. 4. შესაძლოა ამ სეზონზე ინტერნეტისა და ტელევიზიის გათიშვა 5. ხალხის სიმცირის გამო ბუნებრივი აირის გადასახადი ისედაც შემცირებული იქნება წინა წლების ამ პერიოდთან შედარებით. 6. ყველა სხვა პუნქტზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ და საერთოდ აზრამდე მივიდეთ. და ბოლოს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მზაობას განვიხილოთ ყველა საჭირო ხარჯის გადახდასთან დაკავშირებით, თუმცაღა ვფიქრობთ, არასწორია მიდგომაა, როდესაც კომპანია თვლის, რომ პანდემია არ არიას მიზეზი მივიღოთ არასტანდარტული გადაწყვეტილება და მიიჩნევს, რომ აპარტამენტის მფლობელებმა გადასახადის სრული ოდენობა უნდა აანაზღაურონ (ეს იმის ფონზე, რომ უმრავლესობას ხელშეკრულების ვადა ამოწურულია). ამასთანავე, მობინადრეთა იმ ნაწილს, ვისაც უკვე გადახდილი აქვს 2021 წლის გადასახადი შესაბამისი თანხა გამოექვითოს 2022 წლის აგდასახადიდან.პატივისცემით, "ატრიუმი"-ს აპარტამენტის მფლობელი
gallery images

გადავარჩინოთ მცირე და საშუალო მეწარმეობა

ჩვენ, ადგილობრივი მეწარმეები, ვფიქრობთ, რომ უნდა შედგეს ჩვენი და საქართველოს მთავრობის შეხვედრა, სადაც გავაცნობთ მეწარმეთა კავშირის ხედვებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ქვეყანაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის, კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანა, შეზღუდვების პირობებში.მადლობას გიხდით დროის დათმობისთვის და თუ გვეთანხმებით გთხოვთ,მოაწეროთ ხელი პეტიციას
gallery images

ჩაირთოს საბაგიროები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე!

2020-წლის 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვების წესით, გაჩერებულია ყველა საბაგიროს (როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის) მოძრაობა საქართველოს ოთხივე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სამთო-სათხილამურო კურორტზე. აღნიშნული რეგულაცია მიღებულია COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა არ ითვალისწინებს არანაკლებ მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც არის შეზღუდვის ეკონომიკრი ეფექტი აღნიშნულ კურორტებზე.ასევე, სრულიად უგულებელყოფილია ის ფაქტორი, რომ ზამთრის კურორტზე სრიალი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო აქტივობაა პანდემიის პირობებში. მოთხილამურისა და სნოუბორდესრის (შემდგომში - „მოსრიალე“) სტანდარტული ეკიპირება შედგება: სათხილამურო სათვალისაგან, რომელსაც ხმარობენ ექიმები კოვიდ პაციენტებთან ურთერთობისას;ბაფისგან (იგივე პირთბილა, იგივე ე.წ. მრავალჯერადი პირბადე)წყალგაუმტარი შარვლის ან კომბინიზონისგან, რომელიც მჭიდროდ ეკვრის სათხილამურო ან სნოუბორდის ბათინკსწყალგაუმტარი ბათნკისაგანყალგაუმტარი ქურთუკისაგან, რომელიც ეფარება ზევიდან შარვალს ან კომბინიზონს, წყალგაუმტარი ხელთათმანებისაგან ჩაფხუტისაგან, რომელიც იცავს თავსშემოსილი მოსრიალე გამოიყურება ისე, როგორც ბმულზეა ნაჩვენები და ფაქტიურად იმეორებს იმ ჩაცმულობას, რითაც კოვიდ პაციენტებთან ექიმები არიან შემოსილნი.  ამ და ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სამთო-სათხილამურო სპორტით დაკავებული ადამიანები სრიალის პროცესში ერთმანეთისგან მინიმუმ 20მ დისტანციით მაინც იმყოფებიან, პრაქტიკულად ნულის ტოლია ამ დროს ვირუსის გავრცელების შანსები. ასევე, რადგან საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არის ღია ტიპის საბაგიროები, მათი მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში ნაკადის რეგულირების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია უსაფრთხოდ სრიალი და საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ნების გამოჩენა და გადაჭრის გზებზე ფიქრი. მიუხედავად ზემოთქმულისა, დღეის მდგომარეობით, ზუსტად ამ დაწესებული შეზღუდვების გამო, მრავალმა ლოკალურმა ბინზესმა სამთო-სათხილამურო კურორტებზე, უკვე განიცადა ფინანსური ზარალი, რომელიც მათთვის გაკოტრების ტოლფასია. ეს იმ პირობებში, როდესაც უხეში წინასწარი დათვლის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონზე არსებობდა მინიმუმ 15 766 955 ₾ (თხუთმეტი მილიონ შვიდას სამოცდაექვსი ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) დახარჯვის მზაობა და სურვილი ადგილობრივი (ქართველი) მოსრიალეების მიერ. შეზღუდვების პირობებში კი თანხა, რომელიც კურორტებზე დაიხარჯება, 0-ს უტოლდება. ქვემოთ მოცემულია ამ თანხის სავარაუდო განაწილება კურორტების მიხედვით.  გუდაური    45%     7,158,507.62 ₾ გოდერძი    4%        574,504.43 ₾ სვანეთი    16%     2,443,923.62 ₾ ბაკურიანი    35%     5,590,019.33 ₾ ზმოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ვითხოვთ: საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) ამუშავდეს საბაგიროები შესაბამისი უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) დაიშვას ღია ტიპის კაფეების მუშაობა;საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს (ე.წ. გესთჰაუზებს) და აპარტოტელებს მიეცეთ სტუმრების დატოვების უფლება. 
gallery images

ლიბერთი ბანკის სესხი

ლიბერთი ბანკში პენსიონერებს და შშმ სტატუსის პირებს წლებია გვაქვს საპენსიო სესხი და ოვერდრაფტი, ვუხდით თანხას და ძირ ფულს უმნიშვნელოდ აკლდება, ან საერთოდ არ აკლდება, სესხი არის 30% დან ზემოთ.არ გვაქვს სესხის ერთიანად დაფარვის საშუალება, ან მნიშვნელოვნად ძირის შემცირების საშუალება, ისე კი სესხს 3-4 წელი სჭირდება რომ განულდეს, ოვერდრაფტის შემთხვევაში კი გვეჭრება გადავადების თანხა მაგ: 1800 ლარზე 50 ლარი.პანდემიის დროს პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი გაჭირვება და განიხილოთ ეს საკითხი,დიდი შეღავათი იქნება სესხის განულება და პენსიის სრულად აღება. 
gallery images

დაბრუნდეს საპენსიოში დაგროვილი თანხები!

ვინაიდან და რადგანაც პანდემიის გამო, უამრავი  ადამიანი დარჩა უმუშევარი, ვფიქრობთ რომ საპენსიო თანხების დაბრუნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია უმუშევარი ადამიანებისათვის. ტურიზმი მოკვდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სხვადასხვა სფეროებიც საკმაოდ დაზიანდა, შესაბამისად გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩენილია ყოველგვარი შემოსავლის გარეშე! ამიტომაც, დააბრუნეთ საპენსიო, ამაზე მეტად, ქვეყანას რაღა უნდა გაუჭირდეს ნამდვილად არვიცით!!!!!!!!!!!
gallery images

GOOGLE PAY საქართველოში

როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუსტად 1 წლის წინ საქართველოში ხელმისწავდომი გახდა Apple-ის გადახდის სისტემა - Apple Pay. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ხდება Google-ის გადახდის სიტემის - Google Pay-ის გააქტიურებაც.გიდასტურებთ პატივისცემას და მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს Google Pay-ს გააქტიურება საქართველოში.