add one
gallery images

“Atrium” owner VS “Redco”

მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ გახლავართ გუდაურის კომპლექსის “ატრიუმის” აპარტამენტის მფლობელი.მინდა აღვნიშნო, რომ ზემოაღნიშნული კომპლექსი უნდა დასრულებულიყო 2018 წლის სექტემბერში (რაც ასახულიყო იყო ხელშეკრულებაშიც), თუმცა დეველოპერის ბრალეულობით კორპუსის ჩაბარება მფლობელებისათვის მოხდა მხოლოდ 2019 წლის ივლისში, რაც შეეხება კორპუსის ოფიციალურად ჩაბარებას, დეველოპერის დაპირების მიუხედავად, “ატრიუმ”-ს დღემდე “დაუსრულებლის” სტატუსი აქვს. ყოველივე ამის გამო, აპარტამენტების მეპატრონეებმა ზარალი განიცადეს. მოგეხსენებათ, რომ 2019-2020 წ.წ. სეზონს ბევრი სირთულე აახლდა, მათ შორის წყლის პრობლემა, თოვლის სიმცირე და მარტის დასაწყისშივე პანდემიის გამო დახურული სეზონი. მიუხედავად ამისა, მომსახურე კომპანიამ სულ მცირე ხნით შესთავაზა მომხმარებლებს 30%-იანი ფასდაკლება (ისიც მხოლოდ იმ ნაწილზე იყო საუბარი, ვისაც იმ ეტაპზე გადახდილი არ ჰქონდა გადასახადი, თორემ იმ მფლობელებს, რომლებმაც პირველებმა შეიტანეს გადასახადი და დაფარეს დავალიანება, აღნიშნული ფასდაკლება საერთოდ არ ეხებოდა), რითი სარგებლობაც პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო, ბევრმა ვერ მოახერხა.როგორც ვიცით, 2020-2021 წ.წ. სეზონი 2021 წლის თებერვლამდე არ იხსნება. მიუხედავად იმისა, არის თუ არა აპარტამენტი გაქირავებისთვის თუ საკუთარი მოხმარებისთვის, მისი გამოყენება, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, შეგახსენებთ, რომ გახლავართ შპს “რედკო მენეჯმენტის” დამკვეთები, ამიტომ შექმნილ სიტუაციაში მოვითხოვთ, რომ 2021 წლის შემუშავდეს მომსახურების სპეციალური გეგმა შესაბამისი ტარიფით… გვესმის, რომ მიუხედავად გამოყენებისა, გვაქვს ხარჯები, რომელსაც ვერ გავექცევით, ამიტომ მზად ვართ, კომპანიასთან ერთობლივად განვიხილიოთ აუცილებელი და წლევანდელი წლისათვის ნაკლებად საჭირო ხარჯები და ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება (მაგალითად რეცეფშენი, რომლის თანხაც აპარტამენტის მფობელებმა გადაიხადეს, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა, რაც მომსახურე კომპანიამ ახსნა პანდემიური სიტუაციით). ვფიქრობთ, კომპანიას გააჩნია რესურსი წლევანდელი სეზონისთვის სპეციალური ტარიფი შემუშავდეს: 1. ამჟამინდელი ტარიფი, დადგინდა დაახლოებით 2018 წ., როდესაც დოლარის კურსი იყო 2,5, შესაბამისად მომსახურე კომპანიის ხარჯი დოლართან მიმართებაში შემცირდა (თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელოდ გაზრდილ გაზის გადასახადს), 2. რეცეფშენი თითქმის მთელი წელი არ ფუნქციონირებდა (იანვარ-თებერვალს თუ არ ჩავთვლით), 3. სხვა შენობებისგან განსხვავებით არასეზონზე არ ხდებოდა “ატრიუმი”-ს სისტემატური დასუფთავება. 4. შესაძლოა ამ სეზონზე ინტერნეტისა და ტელევიზიის გათიშვა 5. ხალხის სიმცირის გამო ბუნებრივი აირის გადასახადი ისედაც შემცირებული იქნება წინა წლების ამ პერიოდთან შედარებით. 6. ყველა სხვა პუნქტზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ და საერთოდ აზრამდე მივიდეთ. და ბოლოს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მზაობას განვიხილოთ ყველა საჭირო ხარჯის გადახდასთან დაკავშირებით, თუმცაღა ვფიქრობთ, არასწორია მიდგომაა, როდესაც კომპანია თვლის, რომ პანდემია არ არიას მიზეზი მივიღოთ არასტანდარტული გადაწყვეტილება და მიიჩნევს, რომ აპარტამენტის მფლობელებმა გადასახადის სრული ოდენობა უნდა აანაზღაურონ (ეს იმის ფონზე, რომ უმრავლესობას ხელშეკრულების ვადა ამოწურულია). ამასთანავე, მობინადრეთა იმ ნაწილს, ვისაც უკვე გადახდილი აქვს 2021 წლის გადასახადი შესაბამისი თანხა გამოექვითოს 2022 წლის აგდასახადიდან.პატივისცემით, "ატრიუმი"-ს აპარტამენტის მფლობელი
gallery images

გადავარჩინოთ მცირე და საშუალო მეწარმეობა

ჩვენ, ადგილობრივი მეწარმეები, ვფიქრობთ, რომ უნდა შედგეს ჩვენი და საქართველოს მთავრობის შეხვედრა, სადაც გავაცნობთ მეწარმეთა კავშირის ხედვებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ქვეყანაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის, კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანა, შეზღუდვების პირობებში.მადლობას გიხდით დროის დათმობისთვის და თუ გვეთანხმებით გთხოვთ,მოაწეროთ ხელი პეტიციას
gallery images

ჩაირთოს საბაგიროები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე!

2020-წლის 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვების წესით, გაჩერებულია ყველა საბაგიროს (როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის) მოძრაობა საქართველოს ოთხივე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სამთო-სათხილამურო კურორტზე. აღნიშნული რეგულაცია მიღებულია COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა არ ითვალისწინებს არანაკლებ მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც არის შეზღუდვის ეკონომიკრი ეფექტი აღნიშნულ კურორტებზე.ასევე, სრულიად უგულებელყოფილია ის ფაქტორი, რომ ზამთრის კურორტზე სრიალი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო აქტივობაა პანდემიის პირობებში. მოთხილამურისა და სნოუბორდესრის (შემდგომში - „მოსრიალე“) სტანდარტული ეკიპირება შედგება: სათხილამურო სათვალისაგან, რომელსაც ხმარობენ ექიმები კოვიდ პაციენტებთან ურთერთობისას;ბაფისგან (იგივე პირთბილა, იგივე ე.წ. მრავალჯერადი პირბადე)წყალგაუმტარი შარვლის ან კომბინიზონისგან, რომელიც მჭიდროდ ეკვრის სათხილამურო ან სნოუბორდის ბათინკსწყალგაუმტარი ბათნკისაგანყალგაუმტარი ქურთუკისაგან, რომელიც ეფარება ზევიდან შარვალს ან კომბინიზონს, წყალგაუმტარი ხელთათმანებისაგან ჩაფხუტისაგან, რომელიც იცავს თავსშემოსილი მოსრიალე გამოიყურება ისე, როგორც ბმულზეა ნაჩვენები და ფაქტიურად იმეორებს იმ ჩაცმულობას, რითაც კოვიდ პაციენტებთან ექიმები არიან შემოსილნი.  ამ და ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სამთო-სათხილამურო სპორტით დაკავებული ადამიანები სრიალის პროცესში ერთმანეთისგან მინიმუმ 20მ დისტანციით მაინც იმყოფებიან, პრაქტიკულად ნულის ტოლია ამ დროს ვირუსის გავრცელების შანსები. ასევე, რადგან საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არის ღია ტიპის საბაგიროები, მათი მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში ნაკადის რეგულირების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია უსაფრთხოდ სრიალი და საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ნების გამოჩენა და გადაჭრის გზებზე ფიქრი. მიუხედავად ზემოთქმულისა, დღეის მდგომარეობით, ზუსტად ამ დაწესებული შეზღუდვების გამო, მრავალმა ლოკალურმა ბინზესმა სამთო-სათხილამურო კურორტებზე, უკვე განიცადა ფინანსური ზარალი, რომელიც მათთვის გაკოტრების ტოლფასია. ეს იმ პირობებში, როდესაც უხეში წინასწარი დათვლის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონზე არსებობდა მინიმუმ 15 766 955 ₾ (თხუთმეტი მილიონ შვიდას სამოცდაექვსი ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) დახარჯვის მზაობა და სურვილი ადგილობრივი (ქართველი) მოსრიალეების მიერ. შეზღუდვების პირობებში კი თანხა, რომელიც კურორტებზე დაიხარჯება, 0-ს უტოლდება. ქვემოთ მოცემულია ამ თანხის სავარაუდო განაწილება კურორტების მიხედვით.  გუდაური    45%     7,158,507.62 ₾ გოდერძი    4%        574,504.43 ₾ სვანეთი    16%     2,443,923.62 ₾ ბაკურიანი    35%     5,590,019.33 ₾ ზმოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ვითხოვთ: საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) ამუშავდეს საბაგიროები შესაბამისი უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) დაიშვას ღია ტიპის კაფეების მუშაობა;საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს (ე.წ. გესთჰაუზებს) და აპარტოტელებს მიეცეთ სტუმრების დატოვების უფლება. 
gallery images

ლიბერთი ბანკის სესხი

ლიბერთი ბანკში პენსიონერებს და შშმ სტატუსის პირებს წლებია გვაქვს საპენსიო სესხი და ოვერდრაფტი, ვუხდით თანხას და ძირ ფულს უმნიშვნელოდ აკლდება, ან საერთოდ არ აკლდება, სესხი არის 30% დან ზემოთ.არ გვაქვს სესხის ერთიანად დაფარვის საშუალება, ან მნიშვნელოვნად ძირის შემცირების საშუალება, ისე კი სესხს 3-4 წელი სჭირდება რომ განულდეს, ოვერდრაფტის შემთხვევაში კი გვეჭრება გადავადების თანხა მაგ: 1800 ლარზე 50 ლარი.პანდემიის დროს პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი გაჭირვება და განიხილოთ ეს საკითხი,დიდი შეღავათი იქნება სესხის განულება და პენსიის სრულად აღება. 
gallery images

დაბრუნდეს საპენსიოში დაგროვილი თანხები!

ვინაიდან და რადგანაც პანდემიის გამო, უამრავი  ადამიანი დარჩა უმუშევარი, ვფიქრობთ რომ საპენსიო თანხების დაბრუნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია უმუშევარი ადამიანებისათვის. ტურიზმი მოკვდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სხვადასხვა სფეროებიც საკმაოდ დაზიანდა, შესაბამისად გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩენილია ყოველგვარი შემოსავლის გარეშე! ამიტომაც, დააბრუნეთ საპენსიო, ამაზე მეტად, ქვეყანას რაღა უნდა გაუჭირდეს ნამდვილად არვიცით!!!!!!!!!!!
gallery images

GOOGLE PAY საქართველოში

როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუსტად 1 წლის წინ საქართველოში ხელმისწავდომი გახდა Apple-ის გადახდის სისტემა - Apple Pay. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ხდება Google-ის გადახდის სიტემის - Google Pay-ის გააქტიურებაც.გიდასტურებთ პატივისცემას და მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს Google Pay-ს გააქტიურება საქართველოში.
gallery images

დაწესდეს გონივრული რეგულაციები სოციალურ ღონისძიებებზე

მხოლოდ აკრძალვით შედეგის მიღება შეუძლებელია. რაც კარგად ჩანს  აკრძალვის მიუხედავად ჩატარებული მრავალი ღონისძიებით. სასწორზე ადამიანის ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობაა. აღნიშნული შეზღუდვა პირდაპირ ეხება საქართველოში დასაქმებულ 300 000 ამდე მოქალაქეს.მოგიწოდებთ, მოვძებნოთ გამოსავალი და შევთავაზოთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ჩვენი ხედვა და კონკრეტული გამოსავალი სოციალური ღონისძებების გონივრული რეგულაციებით გასამართად. გთავაზობთ პირველად სამუშაო ვერსიას რომელიც იმედია თქვენთან ერთად დაიხვეწება და  შეივსება.  1) განისაზღვროს სოციალური ღონისძებებზე დამსწრეთა გონივრული რაოდენობა სადაც შესაძლებელი გახდება რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა. 100 პერსონა.2) განისაზღვროს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისთვის ნაკლებად რისკიანი გარემო. ღია სივრცე.3) ორგანიზატორები დაავალდებულეთ მსგავსი ღონისძიების დაგეგმვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს შრომის ინსპექტორს. (ლოკაცია, დრო, ხანგრძლივობა). შეტყობინების გარეშე განხორციელებული ყველა ღონისძიება მიუხედავად ლოკაციისა დაექვემდებაროს მკაცრ სანქციებს.4) დაწესდეს ამ ტიპის ღონისძიებების ჩატარების გონივრული პროტოკოლი. რეალისტური და შესრულებადი. (მზად ვართ ვიმუშაოთ შესაბამის სამსახურებთან).ცხადია ყოველივე ზემოაღნიშნული არ უზრუნველყოფს ვისრუსის გავრცელების სრულ პრევენციას, მაგრამ მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკებს და იქნება მსგავსი სხვა ეკონომიკური საქმიანობებისა.
gallery images

გადაიწიოს პირველი მაისის Შემდეგ Შემოსული მანქანების განბაᲟებამ

მიგეხსენებაᲗ Covid-19 მა დიდი პრობლემებმი Შეუქმნა ავტო იმპორტიორებს.მაᲗ ნაწილს რომელᲗა მანქანები Შემოვიდა პირველ მაისამდე ᲨეეხოᲗ სამᲗავრობო Შემსუბუქებები და გადაეწიაᲗ განბაᲟების ვადება,ხოლო მოვაᲭრეები რომლეᲗა მანქანებიც პირველი მაისის Შემდეგ Შემოვიდა არანაირი დახმარება არ გაეწია და მაᲗᲗვის არანაირი პირობები არ Შემსუბუქდა რამაც გამოიწვია დიდი პრობლემები და მოხდა მაᲗი დაᲩაგვრა.გᲗხოვᲗ დავეხმაროᲗ ერᲗმანეᲗს და მოვიᲗხოვᲗ სამარᲗლიანადგადანაწილდეს ყველა Შემსუბუქება და გაეწიოს ანგარიᲨი დანარᲩენ დაᲩაგრულ ავტოიმპორტიორებს ! ! !
gallery images

გაიხსნას სახელმწიფო საზღვრები!

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა სრულად გააჩერა და დააზარალა ტურიზმის სექტორი. დაიხურა სასტუმროების 90%,  დაიკეტა კვების ობიექტები, ტურისტული სააგენტოები,  დაიკარგა დაახლეობით 100 000 სამუშაო ადგილი.ამ სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მძიმე ტვირთად აწევთ საბანკო სესხები, რომელიც  4.5 მილიარდ ლარს შეადგენს.ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ქუჩებში მრავლდება წარწერები -დაკეტილია,  ქირავდება, იყიდება.ევროპამ საქართველო მწვანე ქვეყნების სიაში შეიყვანა და გაგვიხსნა საზღვრები, თუმცა საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა დასავლეთს და საზღვრების გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო.ასეთ პირობებში, თითოელი დღე ნიშნავს დამატებით დაკეტილ ობიექტბს,  შემოსავლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს,  ათობით ათასი ადამიანის შიმშილისთვის გაწირვას.მოაწერეთ ხელი პეტიციას. ერთად მოვთხოვოთ მთავრობას, ეპიდუსაფრთხოების წესების სრული დაცვით, დროულად  გახსნას ქვეყნის საზღვრები!
gallery images

კლუბები და ბარები

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები სახელმწიფოსგან მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დადგინდეს აღნიშნული ობიექტების გახსნის თარიღი. ამას გარდა, სექტორის მიერ თავისი ეკონომიკური როლის სრულად დასაბრუნებლად აუცილებელია დაწესდეს ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების, მათ შორის, დღგ-ს კუთხით. დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენელთა მიერ ჩამოყალიბებული კრიზისის დაძლევის ხედვა ითვალისწინებს ასევე ღია სივრცეებში „გადარჩენის პარკის“ შექმნის ინიციატივას:„დროულად თუ არ მოგვეცემა დახურული სივრცეების გახსნის შესაძლებლობა, გვაქვს ინიციატივა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ, ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შევქმნათ სარეკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი - „გადარჩენის პარკი“, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები.აბსოლუტურად ვიაზრებთ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ობიექტების და სივრცეების დაკეტვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ადრე, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციების დამტკიცებამდე.გვჯერა, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფა და ამიტომ სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად
gallery images

ქონების გადასახადის ახალი წესით ფორმირების შესახებ

ქონების გადასახადის ახალი წესით ფორმირების შესახებ მოცემულობა:  არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების პირობებში საშუალო ეკონომიკური სტანდარტის და სოციალური (ევროპული) მაჩვენებლებთან დასაახლოვებლად  ზედაპირული გათვლებით სამოცი წელი არის საჭირო, რაც მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ვფიქრობ მიუღებელია.   აუცილებელია გადაიდგას გაბედული და ორიგინალური ნაბიჯები თვისებრივად ახალი და განსხვავებული სოციალ-ეკონომიკური საგადასახადო სისტემის დასანერგად, რათა მოხდეს ჩვენი მცირე/კომპაქტური ეკონომიკის სტიმულირება.  ქვეყანაში უხვად არის-ე. წ. „მკვდარი ქონება“, (როგორც სახელმწიფო აგრეთვე კერძო პირების მფლობელობაში) რომელიც არ გამოიყენება არც პირადი და არც კომერციული დანიშნულებით, შესაბამისად მნიშვნელოვნად, ან სრულად არ არის ჩართული ეკონომიკურ ცხოვრებაში და შესაბამისად არ ქმნის პოტენციალის შესაბამის სამუშაო ადგილებს და პროდუქციას.   ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის/კონცეფციის ფორსირებული წესით მიღება-დამკვიდრების შემთხვევაში გარდაუვალია სწრაფი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის შემცირება.   დამატებით არსებული პოსტპანდემიური რეალობიდან გამომდინარე ეკონომიკური ცენტრების კორექციის და საწარმოთა გადანაცვლების/მიგრაციის პირობებში საქართველო უნდა გახდეს საგადასახადო შეღავათების კუთხითაც მიმზიდველი. საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტი 2018/2019/2020 წლებში 10-11 მილიარდ ლარს შეადგენდა  და ჩვენი გათვლებით მისი მაჩვენებლები უარეს შემთხვევაში იგივე დარჩება ხოლო უკეთეს შემთხვევაში გაუმჯობესდება, თუ საშემოსავლო ნაწილის უმეტესი წილი გადავა ქონების გადასახადიდან მიღებულ შემოსავალზე.             პროექტი (ზოგადი კონცეფცია)   არსი მდგომარეობს შემდგომში კერძოდ:ü მიზანშეწონილია გამარტივდეს საგადასახადო კანონმდებლობა და  გაუქმდეს მოგების, დღგ, საშემოსავლო და ექსპორტის გადასახადი;ü დაწესდეს (შენარჩუნდეს) ტრანსფორმირებული სახით ქონების გადასახადი;ü მინიმალური სოციალური საჭიროების ქონება ძალიან მცირედით (სოციალური პროოფილის გადასახადით) უნდა დაიბეგროს;ü ხოლო რაც უფრო მეტად ასცდება ქონების ჯამური ღირებულება, კოეფიციენტი ერთ პირზე (ან იურიდიულ პირზე)  ამ შემთხვევაში განხორციელდება ქონების პროგრესიული (მზარდი) წესით დაბეგვრა;   ქონები შეფასების სისტემა: სახელმწიფო, ან კერძო აუდიტორის მიერ ხუთ წელიწადში ერთხელ ქონების შეფასების  შემთხვევაში (ხარჯებს იხდის დამკვეთი) ქონების ფასს და საბაზრო ღირებულების შესაბამისად ე. წ. „ჩაკეტილი აქტივად“ რეგისტრირდება, მაგრამ თუ არ სურს ფიზიკურ, ან იურიდიულ პირს აუდიტორული დასკვნის მიღება  თავად შეუძლია მიუთითოს ქონების დეკლარაციაში თანხა და ამ მონაცემის მიხედვით გადაიხადოს ქონების გადასახადი, თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ან საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გადაიხადოს მითითებული თანხის ხუთმაგი ოდენობა და გახდეს აქტივის მფლობელი, თუმცა პირველ მფლობელს რჩება უპირატესი საშუალება 24 თვის განმავლობაში გადახდილი თანხას პლიუს 20% გამოისყიდოს ქონება/აქტივი.    არსებული ქონების ფონდის, აქტივის ინტენსიური, სრული მოცულობით ჩართვა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოიწვევს ეკონომიკის სწრაფ და დინამიურ ზრდას, რომელიც სხვა ტიპის საგადასახადო ტვირთისგან განთავისუფლებული იქნება,  სოციალური სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით  და სამოქალაქო მშვიდობის, სამართლიანობის დამყარებას შეუწყობს ხელს. ლუკა მკურნალიძეგიორგი მკურნალიძე 2020   წლის 22 მაისი                
gallery images

მხარდაჭერა ყველას! შეავსე პეტიცია, არა უსამართლობას!

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულმა სოციალური პოლიტიკის მიდგომამ (დახმარების სამიზნედ კონკრეტული ჯგუფების აღებამ) მხარდაჭერის გარეშე დატოვა  ოჯახების დიდი ჯგუფი, რომელსაც კრიზისი შეეხო.კრიზისის პერიოდში, მოუწესრიგებელი ბაზების პირობებში, შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს დაზარალებული ოჯახების სწრაფი იდენტიფიცირება. ამიტომ, სოციალური პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს გამორიცხვის მეთოდს, თუ ვის არ ეკუთვნის და არა, ვის ეკუთვნის, დახმარება. ამ მეთოდით შესაძლებელი გახდება მაღალშემოსავლიანი ჯგუფების და საჯარო მოხელეების გამორიცხვა მხარდაჭერის პაკეტიდან. ეს გამორიცხავს, რომ დახმარების გარეშე დარჩეს კრიზისით დაზარალებული რომელიმე ოჯახი.მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალური მხარდაჭერის პაკეტის ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ლარს. მთავრობას რომ გამორიცხვის მეთოდით დაერიგებინა ეს თანხა 1.1 მილიონ, საშუალოდ, სამსულიან ოჯახზე (3.3 მილიონი ადამიანი) თითოეული დახმარების სახით მიიღებდა 900 ლარს. ეს მიდგომა უზრუნველყოფდა კრიზისით დაზარალებული მოსახლეობის მყისიერ დახმარებას და არავინ არ დარჩებოდა მიტოვებული სიღარიბეში. არა უსამართლობას!შეავსე პეტიცია, შემოგვიერთდი!_________________________________ხელისუფლებამ სიღარიბეში მიატოვა:164  ათასი სოციალურად დაუცველი - დახმარება 0 ლარი0 დან 65000-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სადაც ჰყავთ 3 შვილზე ნაკლები, მთავრობა არ ეხმარება, იმ ფონზე, როდესაც, ბოლო კვლევებით, ყოველდღიურად იმატებს ფასები საკვებ პროდუქტებზე და მედიკამენტებზე. ეს კრიზისი მძიმედ დააწვა ყველა სოციალურად დაუცველს და არ შეიძლება ამ 164 ათასი სოციალურად დაუცველის ასე, ბედის ანაბარად, მიტოვება.  ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლის ერთჯერადი  წყაროც კი, რასაც არ არეგისტრირებდნენ, სოციალური დახმარების მოხსნის შიშით. დღეს, მოსახლეობის ეს ჯგუფი, სიღატაკის ზღვარს მიუახლოვდა. მათი ყოველდღიური შემოსავალი შეადგენს 2 ლარს, დღეში, საიდანაც მხოლოდ პირბადეში უწევთ 50 თეთრის, ან 1 ლარის - ნახევარი თანხის გადახდა.760  ათასი პენსიონერი - დახმარება 0 ლარიპენსიონერები კორონავირუსის მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. კრიზისის პერიოდში, მათ გაუძვირდათ საკვები პროდუქტები, ყოველდღიურად უწევთ პირბადეების და ანტიბაქტერიული საშუალებების ყიდვა. მათი ნაწილის ოჯახის წევრებმაც დაკარგეს შემოსავლის წყარო. ამ პირობებში, პენსიონერებზე დახმარება ანტიკრიზისულ გეგმაში არ არის გათვალისწინებული. მხოლოდ 2021 წლის გეგმებზე გვესაუბრენ და კრიზისამდე არსებული პროექტები შემოგვასაღეს ახალ იდეად.მთავრობამ პენსიონერების დახმარების ზრდა 1 ივლისიდან გადაწყვიტა და ყველაზე კრიზისულ ივნისის თვეში დახმარების გარეშე დატოვა ისინი.590  ათასი თვითდასაქმებული -  დახმარება 0 ლარისახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას, რა შემოსავალს იღებენ თვითდასაქმებულები, დაკარგეს თუ არა შემოსავლის წყარო და, ზოგადად, განსხვავდება თუ არა მათი ფინანსური მდგომარეობა იმ ადამიანების ფინანსური მდგომარეობისგან, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნებიან. ეკონომიკის გაჩერებამ, პირველ რიგში, სწორედ თვითდასაქმებულები დააზარალა. 165 000 თვიდასაქმებულის ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა. მხარდაჭერა ყველას!არა უსამართლობას!შეავსეთ პეტიცია და მოითხოვეთ კუთვნილი დახმარება
gallery images

პეტიცია საქართველოში ევროს და ლარის ერთიანი მიმოქცევის შესახებ

მოცემულობა:                   .ქართული სახელმწიფო მიისწრაფვის ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. პრობლემა:              .მოქალაქეები ლარის კურსის ხშირი ცვალებადობის გამო განიცდიან ფინანსურ დანაკარგს;              .მთავრობა ხშირად კრიტიკის ადრესატი ხდება ლარის დევალვაცია-გაუფასურების გამო, რაც ისედაც მყიფე პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.უპირატესობები და გამოსავალი:               . ლარის ამოღება უნდა მოხდეს ეტაპობრივად შემდეგი სქემით, პირველი წელი (2020)  განხორციელდეს ლარის მასის 30% შემცირება და ევროთი ჩანაცვლება, აგრეთვე იმავე წელს დადგინდეს ერთიდაიგივე წესი ევროსა და ლარის მომოქცევისთვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.)  დაქირავებულს მიეცეს უფლება მოითხოვოს ანაზღაურება სასურველ ვალუტაში (ევრო, ან ლარი); ყოველ მომდევნო წელს ლარის ემისია გაიზარდოს 30% სანამ მისი  ამოღება არ შეადგენს 90% და შესაბამისად 90% ევრო და 10% ლარის (სამიმოქცევო, საიუბილეო და ნუმიზმატური კუპიურების სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი).               .ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა ეცნობოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესახებ და ეთხოვოს გარკვეული სავალუტო ქვოტა და შეღავათები დააწესოს საქართველოსთვის.                                                             15    აპრილი 2020 წელი
gallery images

ნუ დაგვტოვებთ წიგნის დღეს წიგნის გარეშე, აღდგეს წიგნების ონლაინ გაყიდვა!

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა! ეს დღე საქართველოში, იუნესკოს ეგიდით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით,  უკვე 17 წელია წიგნების გამოფენა-გაყიდვითა და მასშტაბური ლიტერატურული ღონისძიებებით აღინიშნება. ტრადიციულად ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან. მომავალ წელს კი, სწორედ 23 აპრილს იუნესკო თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ოფიციალურად მიანიჭებს. ამ დიდი მისიის ღირსეულად შესრულების პასუხისმგებლობა იუნესკოს წინაშე როგორც ქართველმა გამომცემლებმა, ისე საქართველოს მთავრობამ 2019 წელს თანაბრად იკისრეს. იუნესკოს მხრიდან ჩვენ მიმართ გამოცხადებული ნდობის გასამართლებლად კი უკიდურესად მნიშვნელოვანია, დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საგამომცემლო სექტორს ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან ელემენტარული ხელშეწყობა განვითარებისთვის კი არა, უფრო გადარჩენისთვის, რათა პანდემიის დამარცხების შემდეგ, მოახერხოს არსებული ეკონომიკური კრიზისის ეფექტურად დაძლევა.მოგეხსენებათ, ქართული საგამომცემლო სივრცე ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესებისგან შედგება, რომლისთვისაც ყველანაირი სასუნთქი გზის გადაჭრას უმოკლეს დროში შეიძლება დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დაიხურა წიგნის მაღაზიები, გამომცემლებს ფაქტობრივად ჩამოერთვათ საქმიანობის უფლება, აპრილის დასაწყისში კი, მათ გადარჩენის ერთადერთი საშუალება, წიგნების ონლაინ გაყიდვაც აეკრძალათ. ასევე აკრძალულია წიგნების დღეს მოქმედი სუპერმარკეტებისთვის მიწოდებაც კი, სადაც წიგნი ჩვეულებრივ ყოველთვის იყიდებოდა.ქართველმა გამომცემლებმა და გამავრცელებლებმა ერთ-ერთმა პირველებმა შეავსეს ონლაინ აპლიკაცია, რათა დაესაბუთებინათ, რომ ისინი მზად არიან დაიცვან კანონით დადგენილი უსაფრთხოების ყველა ნორმა. მოგვიანებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმაც დაადასტურა, რომ შინ დარჩენილი ადამიანებისთვის აუცილებელია კომფორტის შექმნა, რაშიც წიგნს ძალიან დიდი როლი ეკისრება, ამიტომ მისი თქმით, გამომცემლობების შემოწმება პრიორიტეტული იქნებოდა. თუმცა ამ დრომდე არც ერთ წიგნის გამომცემელსა თუ გამავრცელებელს საქმიანობის აღდგენის უფლება არ მიუღია. მათ უკან კი დგას ასეულობით თანამშრომელი და მათი ოჯახები, ასევე ქართველი მწერლები, მთარგმნელები, რომელთა ბედი დღეს დიდწილად არის დამოკიდებული მთავრობის სწრაფ რეაგირებაზე.ქართველი გამომცემლები და წიგნის გამავრცელებლები აცნობიერებენ პრევენციული ზომების აუცილებლობას, რომელიც საშიშ პანდემიასთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია. 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ყველა ღონისძიებაც სრულად გადაინაცვლებს ონლაინ სივრცეში და მოერგება დღეს არსებულ რეალობას.თუმცა, საგამომცემლო-ლიტერატურული საზოგადოება და უამრავი ქართველი მკითხველი გთხოვთ, ჩვენთვის ამ უმნიშვნელოვანეს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს ნუ დაგვტოვებთ წიგნის გარეშე, ნუ წაგვართმევთ იზოლაციის შემამსუბუქებელ ამ უმთავრეს საშუალებას, ნუ გაწირავთ ლიტერატურის სფეროს სრული პარალიზებისთვის, ნუ დატოვებთ უამრავ ადამიანს შემოსავლის წყაროს გარეშე!გთხოვთ, უმოკლეს დროში აღუდგინოთ წიგნის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს საქმიანობისა და ონლაინ გაყიდვის უფლება!
gallery images

დაუყოვნებლივ აღდგეს

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა სუფთა სახლის 150 ფილიალი. მაღაზიათა ქსელმა სოციალურ ქსელში განაცხადა , რომ - „მთელი ამ დროის განმვალობაში „სუფთა სახლი“ ზედმიწევნით იცავდა, როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს და ყველა შესაბამის პირობას უქმნიდა თავის თანამშრომლებს“. „სუფთა სახლი“ ემორჩილება მთავრობის დადგენილებას, თუმცა მომხმარებლისთვის გაუგებარია რატომ დაიკეტა ქსელი, რომელშიც არის ჰიგიენისთვის საჭირო ყველა პროდუქტი და დაცული იყო ყველა სათანადო წესი. გარდა ამისა ზემოთხსენებული ალოგიკური გადაწყვეტილებით 1200 ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე, დღევანდელ კრიტიკულ სიტუაციაში კი ეს ვითარება უფრო მეტად ქმნის პრობლემებს. „სუფთა სახლის“ ერთგული მომხმარებლები დაუყოვნებლივ მოვითხოვთ აღდგეს მათი მუშაობა. პატივისცემით ანი ომიაძე.