add one
gallery images

შორეული მომავლის გაურკვეველი პენსია თუ ყოველთვიურად ხელშესახები 40_ზე მეტი ახალი მილიონერი

უბრალო ადამიანის განზრახ დაუკორექტირებელი უშუალო ტექსტი: გასულ 1 თვეში საპენსიო ფონდში აგროვდა 41 000 000 ლარი, რომელიც უბრალოდ გვიდევს და დღითიდღე ღირებულებას კარგავს. რადგანაც, ჯერ თავად ის სანდო ჯგუფი ვერ შეგვიქმნია, რომელიც თავისმხრივ მერე სხვა ჯგუფს უცხოელებისგან დააკომპლექტებს რომელიც ამ ფულს სადმე დააბანდებს. ამასთან, გაცხადებული ვადებით ირკვევა, რომ ამ პროცედურებს დაახლოებით 1 წელი დასჭირდება. ეს 41 მილიონი ბლოკჩეინის სამართლიანობის გავლით შემთხვევითი ალბათობის პრინციპით 41 კაცისთვის რომ მიგვეცა იანვარში უკვე 41 ახალი მილიონერი გვეყოლებოდა. რათქმაუნდა არა ნაღდი ფულის სახით და არა სამოგზაუროდ, აუცილებელი პირობით რომ მხოლოდ ბიზნეს საქმიანობისთვის შეიძლებოდეს გამოყენება,ამდენივე ახალი მილიონერი ამ თვეშიც და ასე შემდეგ,  თუნდაც 5 წლის მერე შემხვდეს მეც, ან მეტის. (37 წლის შემდეგ სათუო რაოდენობის პენსიას გამოგიტყდებით მირჩევნია)  მე თუ არა პირობითად ბიძაჩემს ხომ მოუწევდა ან სხვას საახლობლოდან. წარმოიდგინეთ მასშტაბი, 41 ახალი მილიონერი ყოველ თვე, ეს ხალხი დებილები ხომ არ არიან ქარხნებს გააკეთებენ, ფერმებს შექმნიან ან თუ არ ეხერხებათ 5 რჩეულ ნათესავს (თვითონ უკეთ იციან ვინ ჭკვიანია)  წამოაწყებინებენ სხვადასხვა საქმეს და სამუდამო წილს მიიღებს იმათგან. რომელიმე 5 კაციან თუნდაც უცხოელების ჯგუფს როგორი ნასწავლებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ასიიათასობით იმედ მიცემული ქართველი თავების ნაფიქრმა აჯობოს იქნება.  თან იმ მოწვეულ, ხალხს მილიონებს იქეთ თუარ გადავუხდით არანაირი ემოციური ბრმა არ აქვთ ჩვენს სამსობლოსთან და მხოლოდ პატიოსნების იმედად ვერ ვენდობით, ჭკვიანები თუ არიან კარგად იციან რამხელა შანსი აქვთ..მოკლედ, ეკონომიკა როგორი სისწრაფით აფეთქდება ძნელი მისახვედრი არაა გონებას თუ დავძაბავთ, 30 წლის შემდეგ (გვითხრეს ამდენი მოიცადეთო, თორე ვეჭვობ ბევრად მალე) გვექნება ქვეყანა რომელიც ფრენა ფრენით დააფინანსებს ჩვენივე პენსიონრებს. ამ პერიოდის ბოლოს დშვების დონეზე გვეყოლება 15 000 მილიონერი, შესაძლოა რამდენიმე მილიარდერიც ახლავე თუ დავიწყებთ. მთელი ქვეყანა იქნება დასაქმებული, გამყარდება ლარი, დაიკლებს ფასები, გვექნება ადგილობრივი პროდუქცია და ა.შ. სხვა შემთხვევაში, ვიქნებით იქ სადაც ახლა ვართ. მუდამ დახმარების ლოდინში ყოფნა არავის უნდა, რატომ უნდა ავირჩიო გადმოგდებული 1 ცალი თევზი  სადილად, როცა ანკესს თუ მომაწვდი მე თავად ვითევზავებ  ყოველ დღე. რატომაც არა, მოდით გაიტანონ განხილვაზე და იმსჯელონ ამაზეც, ბევრად სულელური იდეებიც მოგვისმენია ზემოდან.  ასე რომ მოვრჩი, ჩემი სათქმელი სულ ეს იყო.
gallery images

ქ. რუსთავის მერიისადმი მიმართვა რუსთავ-თბილისის სამარშრუტო ავტობუსების დაწესების თაობაზე

რუსთავ-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანმა კომპანიამ შპს ,,ინტერ ტრანს"-მა თვითნებურად გააძვირა მომსახურება, უკვე მერამდენედ, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. საფასური არ შეესაბამება მოსახლეობის ეკონომიკურ მდრომარეობას. სტუდენტებსა და თბილისში მომუშავე ქ. რუსთავის მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება აღნიშნული ღირებულების გადახდის. სატრანსპორტო კომპანია არ ითვალისწინებს მგზავრთა ინტერესებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივმართავთ ქ. რუსთავის მერიას და ვითხოვთ, რომ გამოიყოს ქალაქის ბიუჯეტიდან თანხები, გამოცხადდეს ტენდერი, შეიძინონ ავტობუსები, რომლებიც მოემსახურება მოსახლეობას ადეკვატურ ფასებში და მისცემს მას საშუალებას, რომ გადაადგილდეს დედაქალაქის მიმართულებით უპრობლემოდ და შეუფერხებლად. 
gallery images

ქართული ღვინის მუზეუმი - თბილისის სავიზიტო ბარათი

საქართველო უკვე დიდი ხანია ღვინის სამშობლოს სტატუსით სარგებლობს. აქ მევენახეობა-მეღვინეობის მსოფლიოში უძველესი ნაკვალევია აღმოჩენილი. ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები ყველაზე ცხადად ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა. არაერთმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ დაადასტურა , რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ძვ.წ. VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ საქართელოს ტერიტორიაზე არამხოლოდ პირველი კულტურული ვაზი გვხვდება, არამედ ღვინის პირველი ნიშნებიც.აქედან გამომდინარე აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოში და კერძოდ თბილისში შეიქმნას მაღალი დონის  ქართული ღვინის მუზეუმი რომელიც ქვეყნის და ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება. რატომ თბილისში? თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ტურისტული ნაკადის დინამიურ ზრდას (დაახლოებით 8 მილიონი ტურისტი წლის განმავლობაში) ყველაზე აქტიური ადგილი ძველი თბილისის ტერიტორიაა. სადაც  უკვე რამოდენიმე წელია უფუნქციოდ დგას ეგრეთ წოდებული ,,დოქები’’-ს  ნაგებობა. ამ ადგილას მუზეუმის არსებობა დიდწილად გარანტიაა იმისა, რომ  სტუმრების უმრავლესობა  ადვილად მოხვდება ამ მუზეუმში რაც მისი რენტაბულობის გარანტია იქნება. ამავე დროს გაცოცხლდება დღემდე უფუნქციოდ არსებული ნაგებობა.მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის სახეს და იმიჯს,  მუზეუმის კონცებციის შექმნა და მოწყობა  უნდა ითავოს სახელმწიფომ.
gallery images

დაემატოს დიდ დიღომს საჭირო რაოდენობის მუნიციპალური ტრანსპორტი ! შეწყდეს მოსახლეობის უმწვავესი პრობლემის იგნორირება!

მოგეხსენებათ, დიდი დიღმის მოსახლეობა სავარაუდოდ, 50 ათას ადამიანს უტოლდება. დედაქალაქის გარეუბანი ინტენსიურ კავშირშია ქალაქთან. მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აუტანელ კოშმარად იქცა. პრობლემა მუნიციპალური ტრანსპორტის სიმცირეა. ყოველდღიურად, განსაკუთრებით კი დილა - საღამოს მგზავრთა ნაკადი 1000-ჯერ და მეტად აჭარბებს ტრანსპორტის რაოდენობას. 2-3 საათიანი ლოდინის შემდეგ, ტრანსპორტის სალონში შესაღწევად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ჩვენი მოთხოვნები 3 პუნქტს მოიცავს:1. დიდი დიღმიდან გამავალ მუნიციპალური ტრანსპორტის ხაზებს დაემატოს მიკრო და მაკრო ავტობუსების რაოდენობა;2. შემცირდეს მგზავრთა ლოდინის შუალედი;3. დაინიშნოს ორთაჭალის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი.გთხოვთ, უმოკლეს ვადაში მოაგვაროთ ზემოაღნიშნული მოთხოვნები.P.S. პრობლემა მინიმალური და მოგვარებადია.პატივისცემით, დიდი დიღმის მოსახლეობა,საინიციატივო ჯგუფი "დიდი დიღმის მეგობრები" #გინდა_იყო_კარგი_მერი?_დაამატე_ლურჯი_MAN-ი. 
gallery images

ვეტერანების სოციალური შეღავათების გაზრდის შესახებ

ახლად ინიცირებული სახელმწიფო ბიუჯეტით, ვეტერანების საქმეთა [სამარცხვინო] სახელმწიფო სამსახური ფინანსდება 6.3 მილიონი ლარით, საიდანაც, ამ სტრუქტურაში დასაქმებული პირების მომსახურებისთვის განსაზღვრულია საერთო ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო დარჩენილი, დაახლოებით 2 მილიონი ლარი ხმარდება ვეტერანთა სოციალურ მომსახურებას.აუცილებელია, გაიზარდოს ვეტერანების სოციალური შეღავათები და შეიკვეცოს ხელოვნურად გაზრდილი ბიუროკრატია! 
gallery images

სოფელ გირევამდე მიმავალი საავტომობილო გზის ბოლო მონაკვეთის გაუმჯობესებისთვის

            გირევი პირიქითა თუშეთის დასავლეთით ბოლო დასახლებული ადგილია, თუშეთის უმეტესი სოფლების მსგავსად, მხოლოდ სეზონური მოსახლეობით (40 კომლამდე). გირევის სიახლოვეს არის ციხე-სოფლები და ნასოფლარები - ჰეღო, დაქიურთა, ჭონთიო, ნაკუდურთა. ამ უკანასკნელის გარდა ყველას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. აქვე არის განთავსებული შსს სასაზღვრო პოლიციის სექტორი „გირევი“.            გირევამდე გრუნტის საფარიანი საავტომობილო გზა მიდის, თუმცა, უშუალოდ სოფლის მისადგომებთან, ბოლო 300-400 მეტრიან მონაკვეთზე, გზა ორჯერ კვეთს მდინარე პირიქით ალაზანს.            წყალმცირობის დროს (აგვისტოს ბოლო - სექტემბერი) მდინარის სიღრმე  გზასთან გადაკვეთის ადგილებში 50 სანტიმეტრს აჭარბებს, კალაპოტის სიგანე კი რამდენიმე მეტრია. ეს სირთულეებს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მესაქონლეებს და ვიზიტორებს - აგვისტომდე მდინარის გადალახვა მხოლოდ დიდი სატვირთო, ან „შნორკელით“ აღჭურვილი მაღალი განმავლობის მანქანით არის შესაძლებელი - უმეტესი დრო მდინარის სიღრმე 1 მეტრს აღემატება.            ამის გამო, გირევის მოსახლეობისთვის მგზავრობა და ტვირთის გადაზიდვა თუშეთის სხვა სოფლებთან შედარებით კიდევ უფრო გაძნელებული და სარისკოა, ტურისტული სეზონიც თვე-თვენახევრით გვიან იწყება და უფრო ხანმოკლეა, ხოლო მდინარის გადალახვა სხვადასხვა საშუალებით მოძრავი ვიზიტორებისთვის წყალმცირობის დროსაც სირთულეებთანაა დაკავშირებული, რის გამოც ხშირია მდინარის ნაპირიდან უკან მიბრუნების შემთხვევებიც.            აქედან მომდინარეობს გირევამდე მიმავალი საავტომობილო გზის ბოლო მონაკვეთის გაუმჯობესების, მდინარის ორჯერ გადაკვეთის თავიდან აცილების დიდი სურვილი, რომლის განხორციელებაც მთავრობის გადაწყვეტილებამდე რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
gallery images
gallery images

გაიზარდოს განბაჟების ლიმიტი

300 ლარის ნაცვლად განბაჟება გაიზარდოს მინიმუმ 500 ლარამდე.დოლარის კურსის მატებასთან დაკავშირებით 300 ლარიანი ზღვარი ძალიან ცოტაა, მითუმეტეს ვიხდით ღირებულებისა და წონის 18%-ს.
gallery images

გაიზარდოს განბაჟების ზღვარი 300 ლარიდან 1000 ლარამდე

როგორც მოგეხსენებათ, დღესდღეობით სხვა ქვეყნაში ნაყიდ და ჩამოტანილ ნივთებზე მოქმედებს შემდეგი წესი, თუ მისი ღირებულება აღემატება 300 ლარს, მაშინ თქვენ იხდით ბაჟს (ღირებულების 18%) როდესაც ეს წესი შემოიღეს, ლარი დოლართან მიმართებაში იყო ბევრად მყარი ვიდრე ახლაა, ამასთან ერთად საქონლის შემოდინებაც ბევრად გაზრდილია. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შემოვიდა ახალი კანონი, მდგომარეობის გაუმჯობესების მაგივრად, მთავრობამ გადაწყვიტა რომ თუ აქამდე ერთი ნივთის ღირებულება არ უნდა ყოფილიყო 300 ლარზე ნაკლები, ახლა ნივთების ღირებულებას კრებენ და ჯამში თუ 300 ლარს აღემატება ერთ ჯერზე გამოწერილი ნივთების ღირებულება, იხდით ბაჟს.  მივმართავ თხოვნით ყველა შესაბამის სტრუქტურას, მხედველობაში მიიღოს ხალხის თხოვნა, გაზარდოს ზღვარი 1000 ლარამდე და დააბრუნოს ძველი წესი, დაანგარიშება ერთეულ ნივთებზე. 
gallery images

შმცირდეს საწვავზე დაწესებული აქციზის გადასახადი (დაუბრუნდეს 2017 წლის პირველ იანვრამდე არსებულ ნიშნულს)

 არსებული პეტიციის და შემდგომში ამ პეტიციაზე ხელმომწერთა მთავარი მოთხოვნა იქნება, გაუქმდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის პირველი იანვრიდან საწვავზე გაზრდილი აქციზის გადასახადი. რომელიც შეადგენდა 250 ლარს და იქნა გაორმაგებული და ამჟამად შეადგენს 500 ლარს 1 ტონა ნებისმიერი ოქტანობის მქონე ბენზინის საწვავზე, ხოლო დიზელის შემთხვევაში ფასმა გაორმაგებულ ნიშნულსაც გადააჭარბა და 150 ლარიდან აწეულ იქნა 400 ლარამდე. 1 ლიტრი ბენზინის შემთხვევაში მხოლოდ აქციზი ნაცვლად 25 თეტრისა გახდა 50 თეთრი, ხოლო დიზელის შემთხვევაში ნაცვლად 15 ისა ამჟამად შეადგენს 0.40 ლარს. (საშუალოდ საქართველოში არსებული ავტომობილები 100 კმ. მანძილზე მოიხმარენ 8-10 ლიტრ ბენზინს, რომლისტვისაც მოსახლეობას მხოლოდ აქციზი უჯდება 4-5 ლარი ყოველ 100 კილომეტრზე) ქვეყანაში რომლის მოსახლეობაც 3.5 მილიონამდეა, ქვეყანაში რომელშიც 300000 ამდე ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ადამიანია, ასევე 600000 მდე სოციალურად დაუცველია, უმუშევართა რიცხვი ისეთი მაღალია რომ ჯერჯერობით ვერ მოახერხეს დათვლა, და სადაც მომუშავეთა 60 პროცენტის ხელფასის ოდენობაც კი მინიმალურია. ასეთ მდგომარეობაში არსებული ქვეყნისათვის აქციზის ფასის ზრდა, მითუმეტეს გაორმაგება და გასამმაგება უკვე ასახულია და მომავალში კიდევ უფრო ბევრ უარყოფით შედეგს გამოიღებს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.სწორედ ამ არსებულმა მიზეზებმა და ქვეყანაში არსებულმა დგომარეობამ გვაიძულა მივმართოთ საქართველოს მთავრობას და ასევე პარლამენტს თხოვნით:გაუქმდეს 2017 წლის პირველ იანვრიდან ძალაში შესული კანონი, საწვავის აქციზის მატებასთან (გაორმაგება-გასამმაგება) დაკავშირებით და აქციზის გადასახადი დაუბრუნდეს  2017 წლის პირველ იანვრამდე არსებულ ნიშნულს. მადლობა. 
gallery images

დაწესდეს ბანკებისთვის მაქსიმალური საპროცენტო გადასახადი 5 % ოდენობით.

    დაწესდეს ბანკებისთვის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი-წლიური-ეფექტური 5% ოდებობით როგორც ეროვნულ აგრეთვე უცხოურ ვალუტაში.                                         . საქართველოს ეკონომიკა ვერ ვითარდება, რადგან მოსახლეობას არ აქვს წვდომა ფულადი რესურსებთან.                               . შედარებით ადეკვატური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის-სარგებელის  შემთხვევაში საბანკო რეჟიმს გაეზრდება კლიენტთა მსესხებელთა რაოდენობა და ამით დაკომპენსირდება მისი მოგება.    საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გადინება, უიმედობა და სოციალური დეპრესია შეჩერდება და მშრომელი, აქტიური ჩვენი მოქალაქეები დასაქმდებიან და ამავდროულად შექმნიან სამუშაო ადგილებს.
gallery images

არა ჩრდილოვანი ეკონომიკის მხარდაჭერას !!!

"კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში" შესული ცვლილებების შესაბამისად, კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნით, სესხის გაცემის პროცედურა მკაცრდება.აღნიშნულის მიხედვით, კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე, სესხის გაცემა ეკრძალებათ.ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, წინამდებარე პეტიციაზე ხელმოწერით, გამოვხატავთ მხარდაჭერას და სრულად ვიზიარებთ ,რომ ეს რეგულაცია აზიანებს :სახელმწიფოს .ეკონომიკას . რეგულაცია არ შეესაბამება მისი მიღების მიზანს და არს , ვინაიდან რეგულაცია  ქმნის არა ჭარბვალიანობის პრევენციას არამედ ჭარბვალიანობის მხოლოდ სტატისტიკურ კლებას ,რაც გულისხმობს მხოლოდ საბანკო სექტორში დაკრედიტებული პირების რაოდენობის შემცირებას . ვინაიდან ეს არ ემსახურება  მოთხოვნის შემცირებას ,მოთხოვნა გადაინაცვლეს "ხელზე გამსესხებელთა " ნაწილში . შესაბამისად გაიზრდება ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ჭარბვალიანობის რეალობაში. ეს სეგმენტი კი საერთოდ არ რეგულირდება . ხოლო კოლექტორული(ამომღები)კომპანიების მუშაობის სტილის გათვალისწინებით ეს პირდაპირ და უშუალოდ დააზიანებს მოსახლეობის ფინანსურ,მორალურ და შესაძლოა ფიზიკურ მდგომარეობასაც. შესაძლოა კრიმინალური შემთხვევების მატების საფუძველიც კი გახდეს. ფაქტობრივად არსებული რეგულაცია არა თუ არ უწყობს ხელს ჭარბვალიანობის შემცირებას არამედ უფრო საშიშს ხდის მას .ბიზნეს სექტორს . მრავალი კომპანია(რითეილერები ,მაღაზიები ,სავაჭრო ცენტრები, მომსახურების სექტორი) პირდაპირ და უშუალოდ ხდებიან რისკისა და ფინანსური ზარალის ზღვარზე.  იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ტიპის კომპანიები პროდუქციას ,მომსახურებას , სთავაზობენ საბანკო დაკრედიტების საშუალებით. ახალი რეგულაციები მნიშვნელოვნად შეამცირებს დაკრედიტებული პირების ოდენობას რაც შესაბამისად აისახება კომპანიების ფინანსურ მდგრადობაზე. შრომით ბაზარს და  დასაქმებულ პირებს .კომპანიების ფინანსური მდგომარეობის ცვლილება ასახვას ჰპოვებს კომპანიაში დასაქმებულ პირებზე , ვინადაინ კომპანია იძულებული იქნება შეამციროს კადრები .შესაბამისად მოიმატებს უმუშევარი მოსახლეობის რაოდენობა.თვითდასაქმებულ პირებს. მათთვის მიუწვდომელი ხდება საბანკო პროდუქტებით სარგებლობადააზიანებს სოფლის მეურნეობის და ფერმერების განვითარების შესაძლებლობას .საქართველოს მოქალაქის კონსტუტუციით გარანტირებულ უფლებებს . პეტიციაზე ხელმომწერები, ვთანხმდებით, რომ საქართველოში არსებული სოციალური ფონის,  ჭარბვალიანობის ისედაც ფატალური შედეგების ,დასაქმებულ პირთა კატასტროფულად მცირე რაოდენობის, შრომის ბაზარზე არსებული მინიმალური ანაზღაურებისა და სხვა დასახელებული მიმართულებით არსებული რიგი გამოწვევების გათვალისწინებით, უნდა გადაიხედოს აღნიშნული რეგულაციის ფორმა და შესაბამისობაში მოვიდეს მისი მიღების რეალურ მიზანთან . 
gallery images

საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანა

მოქმედი კანონი დამსაქმებელს (კომპანიებს) აძლევს საშუალებას, მისთვის სასურველი ინტერპრეტაციით მოირგოს სამუაო დროის ხანგრძლივობა და ანაზღაურება გახადოს მინიმალური, რაც ხშირ შემთხვევაში საქსტანდარტის მიერ დაწესებულ საარსებო მინიმუმამდეა დაყვანილი., რაც არა თუ აუმჯობესებს დასაქმებულის ეკონომიკურ მდგომარეობას არამედ რიგ შემთხვევებში  სამუშაო დროის მიხედვით აუარესებს კიდეც.ამიტომ აუცილებელია "საქართველოს შრომის კოდექსში" შევიდეს ცვლილებები და დამატებები, ჩემს მიერ წარმოდგენილი პროექტით რაც გააუმჯობესებს დასაქმებულის ეკონომიკურ მდგომარეობას და დამსაქმებელთან თანასწორუფლებიანობას..
gallery images

არ დაკმაყოფილდეს ირაკლი ჭირაქაძის და კოტე ქადაგიძის განცხადებები მათი გათავისუფლების შესახებ

მთისა და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარული და პროფესიონალი ადამიანები და კონკრეტულად კი გუდაურის განვითარების ქომაგები და მხარდამჭერები, კატეგორიულად არ ვეთანხმებით კოტე ქადაგიძისა და ირაკლი ჭირაქაძის მიერ თანამდებობების დატოვების სურვილს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად გვესმის მათი და ზოგადად, ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში ადამიანები ამხელა პროფესიულ და ადამიანურ პასუხისმგებლობას გამოხატავენ. თუმცა  ჩვენ, ადამიანები, ვინც ძალიან აქტიურად ვართ  ჩართულები ყველა ამ პროცესში ან გულდასმით ვაკვირდებით გუდაურის სწრაფ განვითარებას 2013 წლიდან, იმასაც ვხედავთ რომ ეს შედეგი, უპირველესად, სწორედ ამ ორი ადამიანის დამსახურებაცაა, რადგან საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება, სიყვარული და პროფესიონალიზმი, მართლაც იშვიათობაა დღევანდელ საქართველოში. ისიც გასაგებია, რომ შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ შეუძლებელი თუ არა, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან ძნელი იქნება ასეთი მშრომელი და მონდომებული, ენერგიული და კვალიფიციური ადამიანების  მოძებნა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც მათ უკვე დაწყებული აქვთ და ამიტომაც მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, არ დააკმაყოფილოს მათი განცხადებები გათავისუფლების შესახებ.გუდაურის და ზოგადად ტურიზმის, ეკონომიკისა და საერთო ჯამში კი ჩვენი ქვეყნის განვითარებას, სწორედ ასეთი განათლებული, თანამედროვე და პრინციპული ადამიანები განსაზღვრავენ და ამიტომაც იმედი გვაქვს, რომ მოსალოდნელი გადაწყვეტილების საფუძველი, იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები, პოზიტიური ხედვა და  რაციონალური აზროვნება. 
gallery images

პეტიცია საქართველოში ევროსა და ლარის ერთიანი მომოქცევის შესახებ

მოცემულობა: .ქართული სახელმწიფო მიისწრაფვის ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. პრობლემა: .მოქალაქეები ლარის კურსის ხშირი ცვალებადობის გამო განიცდიან ფინანსურ დანაკარგს; .მთავრობა ხშირად კრიტიკის ადრესატი ხდება ლარის დევალვაცია-გაუფასურების გამო, რაც ისედაც მყიფე პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. უპირატესობები და გამოსავალი: . ლარის ამოღება უნდა მოხდეს ეტაპობრივად შემდეგი სქემით, პირველი წელი (2018) განხორციელდეს ლარის მასის 10% შემცირება და ევროთი ჩანაცვლება, აგრეთვე იმავე წელს დადგინდეს ერთიდაიგივე წესი ევროსა და ლარის მომოქცევისთვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.) დაქირავებულს მიეცეს უფლება მოითხოვოს ანაზღაურება სასურველ ვალუტაში (ევრო, ან ლარი); ყოველ მომდევნო წელს ლარის ემისია გაიზარდოს 10% სანამ მისი ამოღება არ შეადგენს 80% და შესაბამისად 80% ევრო და 20% ლარის (სამიმოქცევო, საიუბილეო და ნუმიზმატური კუპიურების სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი). .ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა ეცნობოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესახებ და ეთხოვოს გარკვეული სავალუტო ქვოტა და შეღავათები დააწესოს საქართველოსთვის.