add one
gallery images

ერთად დავიცვათ ბადაგონი!

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი,  მოვითხოვთ  კომპანია "ბადაგონის" და მისი მფლობელისა და დამფუძნებლის,  გიორგი სალაყაიას წინააღმდეგ დაწყებული დევნის და ძალადობის შეწყვეტას! ღრმა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ქართული მეღვინეობის ფლაგმანის, კომპანია "ბადაგონის" წინააღმდეგ ფინანსური პოლიცია ახორციელებს აუხსნელი  და საჩვენებელი ძალადობით სავსე მოქმედებებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება სამართლიანად ამაყობდა იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში კერძო საკუთრება იმყოფებოდა კანონის დაცვის ქვეშ,  ხოლო ბიზნესი სარგებლობდა უპრეცედენტო თავისუფლებით და განვითარების შესაძლებლობით. ვფიქრობთ, რომ 7 თებერვალს კომპანია "ბადაგონის" ოფისში ფინანსური პოლიციის მიერ განხორციელებული შეჭრა და ამ უწყების მიერვე წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა ქართული მეღვინეობის ლიდერი კომპანიის მიმართ  ატარებს უსამართლო და მიკერძოებულ ხასიათს, რაც აზიანებს არა მხოლოდ "ბადაგონის" ფინანსურ მდგომარეობას და ბიზნეს საქმიანობას, არამედ ეჭვის ქვეშ აყენებს რუდუნებით მიღწეულ ხელსაყრელ გარემოს ქართული ბიზნესის განვითარებისთვის, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და  საერთაშორისო რეპუტაციას. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს კომპანია "ბადაგონისა" და მისი მფლობელის, გიორგი სალაყაიას სისხლის სამართლებრივი დევნა, ხოლო ყოფილი ბიზნეს პარტნიორების მხრიდან წარმოქმნილი პრეტენზიების განხილვა მოხდეს სამოქალაქო სასამართლოს დარბაზში მხარეების კანონიერი უფლებების სრული დაცვითა და პატივისცემით, როგორც ეს ხდება ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში. ერთად ბადაგონისთვის!                                                                  ჩვენ ვიცავთ ბადაგონს, ჩვენ ვიცავთ საქართველოს განვითარების პერსპექტივას!
gallery images

გაუქმდეს არაგამჭოლი ელექტროტარიფი, სემეკი მიეცეს პასუხისგებაში

სემეკის მიერ თითქმის 12 წლის წინ მიღებული ელექტროტარიფი მათემატიკურად მცდარია, მეტიც- ის საერთოდ არ არსებობს, რადგან ის, რასაც ასაღებენ როგორც სამსაფეხურიან არაგამჭოლ ტარიფს, სინამდვილეში ხუთსაფეხურიანია ორი თანდაყოლილი უზარმაზარი ტარიფით, შესაბამისად ეს ტარიფი სოციალურად და იურიდიულად გაუმართლებელია. დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს "არაგამჭოლი" ტარიფი, და სემეკი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, რადგან ეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია: მუხლი 219-2 "მომხმარებლის მოტყუება":  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის (კომისიის!) მიერ და დიდი ოდენობით - ამ დროის განმავლობაში მოსახლეობის უმეტესობას ზედმეტად გადაახდევინეს ასობით ლარი, ჯამში კი კომპანიებმა იხეირეს ასობით მილიონი ლარით!
gallery images

გატანილ იქნეს კაზინოები და სლოტ-კლუბები ქალაქებიდან

დღეს თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქები მოფენილია კაზინოებით და სლოტ-კლუბებით. სათამაშო დაწესებულებები გახსნილია ყოველგვარი რეგულირების გარეშე პირდაპირ ქალაქის ცენტრალურ რაიონებში  და ყოველდღიურად ათასობით ადამიანის უბედურების მიზეზი ხდებიან.ყველა ცივილიზებული ქვეყნის გამოცდილების მიხედვით კაზინოები გატანილია დიდი ქალაქებიდან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა და მხოლოდ სპეციალურად ამ მიზნით ჩასული ტურისტებისთვისაა ხელმისაწვდომი (ლას-ვეგასი, ატლანტიკ-სიტი, მონტე-კარლო, მაკაო და სხვ). საქართველოში კი ზოგიერთი კაზინო (მაგ: „შანგრილა“) უშუალოდ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატი „ღამის ცხოვრების“ კიდევ უფრო განვითარებას გვპირდება.მოქმედი კანონმდებლობის მიხედვთ თვითმმართველობის კომპეტენციას მიეკუთვნება დაადგინოს ადგილები, თუ სად შეიძლება განთავსდეს სათამაშო დაწესებულებები, ამიტომაც გთხოვთ, უახლოეს სხდომაზე განიხილოთ საკითხი ქალაქიდან სათამაშო დაწესებულებების გატანის შესახებ. ამ კომპანიებმა თავიანთი ბიზნესი შეიძლება გააგრძელონ, გუდაურში ან სხვა ტურისტულ ცენტრებში.კახა კუკავა, თბილისის მერობის კანდიდატიდიმიტრი ლორთქიფანიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი
gallery images

მაგთი მონოპოლისტია! ნუ იყიდი მონოპოლისტისგან!

გადაიხედოს მაგთის  ექსკლუზიური უფლება  ისეთი სახელმწიფო ინფრასტქტურის მიმართ როგორიცაა ელექტრო ბოძები საქართველოს მასშტაბით!  ეს არის დისკრიმინაცია! ეს არის სახელმწიფო საკუთრება და მასზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა არის საჭირო!  ბაზარზე შესვლის და მაშასადამე კონკურენციის შანსები სხვა კომპანიების მხრიდან უთანასწოროა!
gallery images

ყვითელი ქვიშა ბათუმში

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ძვრაა. მსოფლიოში გაზრდილი კონკურენციიდან გამომდინარე ფულიან ტურისტს უფრო მეტი უნდა შესთავაზო. ბათუმის განვითარებაში მთავარ როლს ზღვა და პლიაჟი ასრულებს ასე რომ საჭიროა მის განვითარებაზე დროულად ვიფიქროთ და ამაში ფული დავაბანდოთ. ბარსელონაში პლიაჟზე ქვიშას ხელოვნურად ყრიან, რადგან ძველად იქ პორტი იყო და სანაპირო არ ქონდათ. პლიაჟის მოწყობა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია (პლიაჟებს კი არა კუნძულებს აშენებენ ზოგან). ყვითელი ქვიშის შემთხვევაში ბათუმის პოპულარობა რეგიონში ერთი-ორად გაიზრდება. პლიაჟის გაშენება მოვლის დროს კი ხალხი დასაქმდება. ქვიშა საქართველოშიც შეიძლება მოვიპოვოთ, გავცრათ (მაგალითად რუსთავის მიმდებარე ტერიტორია, რაც ვიცი).ყვითელი ქვიშა ბათუმს!http://beachmeter.com/man-made-beaches/
gallery images

ბიტკოინის (კრიპტოვალუტის) ოფიციალურ საგადამხდელო სისტემად აღიარება!

გამარჯობა, ბიტკოინი არის კრიპტოვალუტა, მსოფლიოში სულ არის ათასამდე სხვა ფასიანი კრიპტოვალუტა და მათ ალტკოინებს უწოდებენ! საქართველოში მათი მოპოვება და რეალიზაცია შესაძლებელია, თუმცა არ არსებობს კანონში ჩანაწერი სადაც ნათქვამია, რომ მათი მოპოვება, დაგროვება ან რეალიზაცია კანონდარღვევაა ან ლეგალური. პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ საგადამხდელო მეთოდად აღიარა იყო იაპონია! ეს მოხდა 2017 წლის პირველ აპრილს. მომლოდინე ქვეყნების სია გრძელია, თუმცა ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათ  ლეგალიზაციაზე რუსეთსა და ინდოეთში. ჩვენ როგორც ამ ვალუტის გულშემატკივრები, მაინერები, ინვესტორები და ტექნოლოგიური ინოვაციებისკენ მიმავალი ქვეყანა მზად ვართ მსგავი გამოწვევა მივიღოთ და იაპონიის შემდეგ გავხდეთ მსოფლიოში მეორე ქვეყანა ვინც მას აღიარებს. შეგახსენებთ, რომ Biftury ჯგუფმა და საჯარო რეესტრმა პირველად მსოფლიოში უძრავი ქონების რეგისტრაციის წარმოება blockchain ტექნოლოგიში გამოიყენა. საქართველოში კრიპტოვალუტისადმი მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. საქართველოში მხოლოდ ორი კომპანია სადაც ანგარიშსწორებაა შესაძლებელი, თუმცა მომხარებელს მაინც უწევს სხვა გზები ეძებოს რათა ანგარიშსწორება უფრო იაფი დაუჯდეს, რადგან მოხმარებლის თქმით ერთ-ერთ კომპანიაში საკომისიო 3% განისაზღვრება, ხოლო მეორეში 2.5% კონკურენცია აქაც მაღალია! ჩვენი ინფომრაციით კომპანია unipay გეგმავს მომხარებელს გაცილებით უკეთესი და მოქნილი პიროვები შესთავაზოს, რაც ვფიქრობთ, რომ გაახარებს მაინერებსაც და ინვესტორებსაც. და ბოლოს, რაც შეეხება საგადასახადო სისტემას! მაგალითან მე მაქვს ერთი ბიტკოინი, მე მის "გასაქეშებლად" მჭირდება რამოდენიმე ოპერაციის ჩატარება რათა თანხა ეროვნულ ვალუტაში ავიღო, დანაკარგი არც თუ ისე დიდია, რადგან გატანის საკომისიო თუ 2.5% იქნება ამას დამატებული დოლარის ლართან მიმართებაში კურსის კონვერტაცია და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მოხმარებელი 5-7% თანხას კარგავს. თუ მთავრობა მას აღიარებს მომხარებელს აღარ დასჭირდება მისი "გაქეშება" და პროდუქტს პირდაპირ შეიძენს. Please Donate (როგორც იტყვიან)BTC: 13xosEuWg3QbaxCSQdfGP4ZuLNuxanhZ5aLTC: Lh4rJgAQrYcEvJafAm7sLtan5PHGHj1UpfETH: 0xa49580A7BF0D984E91D42cEaB7B4A2bf636b9d0d 
gallery images

დაურიგდეს რეგიონებში თოხები

მოხდეს წახალისება რეგიონებში და გლეხობას დაურიგდეს კომლზე 1 ერთეული თოხი, გლეხიც გახალისდება და ჯაფა აღარ დაადგება,
gallery images

თბილისიდან სოფლად დაბრუნების მსურველები, ფინანსურად წაახალისოს და მხარი დაუჭიროს სახელმწიფომ

"თავკომბალად" ქცეულ თბილისში, უამრავი ახალგაზრდა და ზრდასრული ადამიანია, ვისაც სოფლად დაბრუნება სურს, მაგრამ საამისო საშუალება არ გააჩნია. ვთხოვთ ქვეყნის მთავრობას, ინვესტიციით დაეხმაროს მსურველებს როგორც მეურნეობის შესაქმნელად, ასევე, მისი მართვისთვის საჭირო ცოდნის შესაძენად.შევამციროთ მიგრაცია სოფლიდან!!!დავუბრუნოთ ახალგაზრდობა სოფელს!!! 
gallery images

ხელშეწყობა ახალგაზრდა ოჯახებს ბინათმშენებლობის კუთხით

  საქსტატის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 4 435 200-დან (2000 წელი)  3 720 400-მდე შემცირდა (2016 წელი), რაც ძირითადად გამოწვეულია ქვეყნის არასტაბილური და არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო.  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც შეიძლება მთავრობის მხრიდან გაკეთდეს, დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად, ეს არის ახალგაზრდა ოჯახების ხელშეწყობა ბინათმშენებლობის კუთხით. აშენდეს რამდენიმე კორპუსი მთავრობის დაფინანსებით, ისევე როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ააშენა და ახალგაზრდა ოჯახებს, მინიმუმ 1 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაეცეს, არა საჩუქრად, როგორც ეს ლტოლვილების შემთხვევაში იყო, არამედ 10-15 წლიანი შიდა უპროცენტო განვადებით. ეს ფაქტი გამოათავისუფლებს ოჯახის საკმაოდ დიდ ბიუჯეტს, რაც გაზრდის ახალგაზრდა ოჯახების მოტივაციას მრავალშვილიანობის კუთხით.   რეალობა მოწმობს, რომ უმეტესობა ოჯახების ეკონომიკური კრიზისი, გამოწვეულია იპოთეკური სესხების საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო. 
gallery images

მოვითხოვთ, მიღებულ იქნას კანონი „საქართველოში ფინანსური პირამიდების აკრძალვის შესახებ!“

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ფინანსთა მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. უკანასკნელი რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე, ჩვენ არაერთხელ გავხდით მოწმენი საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის ფინანსური ორგანიზაციების შექმნისა, რომელთა სოლიდური ნაწილი შემდგომში მხილებულ იქნა არაკეთილსინდისიერ ან თაღლითურ საქმიანობაში. როგორც ვხედავთ, ამ პრობლემას აქტუალობა ჯერაც არ დაუკარგავს.კვლავაც იქმნება ან უცხოური კომპანიების ფილიალების სახით რეგისტრირდება საეჭვო წარმომავლობისა და ფინანსური სტრუქტურის მქონე ორგანიზაციები. სამწუხაროდ, ჩვენს მოქალაქეებში ეკონომიკური საკითხების მწირი ცოდნა ხშირად ხდება საფუძველი მათი ჩათრევის სხვადასხვა ტიპის თაღლითურ სქემებში.აღნიშნულ თაღლითურ კომპანიებს, რომელთა გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს ფინანსური პირამიდა, მოაქვთ კოლოსალური ზარალი, როგორც მათში ჩართული პირებისთვის, ასევე თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის. ქვეყნიდან უკუგებისა და ყოველგვარი კონტროლის გარეშე გაედინება ათეულობით მილიონი აშშ დოლარი, რაც თავისთავად მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს ეროვნულ ვალუტაზე. ასეთი კომპანიების საქმიანობა მეტწილად შემოსავლების სამსახურის მხედველობის მიღმა რჩება და სახელმწიფოს დიდი ზარალი ადგება.თვალსაჩინოებისათვის, გვინდა გამოვყოთ აზიური კომპანია Qnet-ის საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში, რომლის წევრთა რიცხვი უკვე საგანგაშოა. სხვადასხვა მონაცემებით, მასში ჩართულია 30-დან 60 ათასამდე ჩვენი მოქალაქე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უკვე მოხდა 50-100 მილიონი აშშ დოლარის გადინება. ამას გარდა, ამ კომპანიის წევრთა უმეტესობა ადგილობრივ ფულად ოპერაციებს ახორციელებს ნაღდი ანგარიშცწორებით და თავს არიდებს საგადასახადო ვალდებულებებს.არსებობს არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ კომპანია Qnet-ი წარმოადგენს წმინდა წყლის ფინანსურ პირამიდას, რომელიც უნიჭოდაა შენიღბული მრავალდონიანი ქსელური მარკეტინგით. სწორედ ამის გამო, კომპანია Qnet-ი რიგ ქვეყნებში აკრძალულია და მისი ადგილობრივი ორგანიზატორები იხდიან სასჯელს. მიგვაჩნია, რომ ფინანსური პირამიდები და მსგავსი თაღლითური კომპანიები დიდ ზიანს აყენებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და უმძიმესი მატერიალურ-მორალური შედეგები მოაქვთ მათში ჩართული ადამიანებისთვის.ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, მოვითხოვთ შემჭიდროვებულ ვადებში მიღებულ იქნას კანონი „საქართველოში ფინანსური პირამიდების აკრძალვის შესახებ“ და დაევალოთ შესაბამის უწყებებს ამ კანონის ზედმიწევნით აღსრულება!
gallery images

გაუქმდეს ონლაინ სესხები

ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ თუ რამდენ ადამიანს აქვს სესხი არ არსებობს. თუმცა რეალობა იმდენად მწარეა, ონლაინ სესხების კომპანიებისა და ე.წ. ამომღები კომპანიების მხრიდან ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.სესხის აღებისას მომხმარებელმა იცის, რომ 200 ლარის აღების შემთხვევაში ერთ თვეში დაახლოებით 240 ლარის გადახდა მოუწევს, იმ შემთხვევაში თუ ვერ გადაიხადა, „გადავადების სერვისს“ სთავაზობს კომპანია. ერთი თვით სესხის გადავადება საშუალოდ 60 ლარი ღირს. 4 თვით სესხის გადავადებისას, ძირი წესით დაფარული უნდა იყოს, მაგრამ დავალიანება მაინც 240 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილებულ დღეებზე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო და ყოველდღიური ჯარიმები, საშუალოდ თანხის 1,5%. სწორედ ასეთი სისტემის გამო, მსესხებელს 200 ლარის აღების შემთხვევაში თუ დროულად თანხა ვერ დაფარა, 600-800 ლარის უკან დაბრუნება უწევს.სესხები გაიცემა ყოველგვარი ცნობის ან პერსონის გადამოწმების გარეშე. რის გამოც, ხშირად ხდებიან ადამიანები თაღლითობის მსხვერპლნიც. არასრულწლოვანი შვილები, მშობლების მონაცემებს იყენებენ, რათა ისარგებლონ სესხებით.საგულისხმოა, რომ ონლაინ სესხების კომპანიის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი კონტროლისა და ლიცენზიის გარეშე. მთავარია გქონდეს თანხა.და რა ხდება მაშინ თუ თანხა ვერ გადავიხადეთ? ერთი თვის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენელი გირეკავს და გახსენებს რომ თანხა გაქვს გადასახდელი. მეორე-მესამე თვიდან კი სესხი ამომღებ კომპანიას გადაეცემა, შპს-ს რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ხალხის გაჭირვებით და საქართველოს კონსტიტუციას აქტიურად არღვევენ. იწყება მსესხებელზე ზეწოლა, ყოველდღიური რეკვები (განსაკუთრებით ხელფასის აღების პერიოდში), მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით მიდიან სამსახურში, ურეკავენ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს, სამსახურის უფროსსაც კი.. ასმენინებენ პატრულის სიგნალიზაციას, ემუქრებიან რომ დაუყადაღებენ (თავად!) უძრავ-მოძრავ ქონებას, ზოგიერთ შემთხვევაში დაიჭერენ, ერთ-ერთი თანამშრომელი მოკვლითაც კი დაემუქრა მომხმარებელს.ამ ზემოთაღნიშნულმა ფაქტებმა, ბევრი ახალგაზრდა დაუფიქრებლად მიიყვანა თვითმკვლელობის ზღვარზე. ბევრ ადამიანს არც ინფორმაცია აქვს და არც საშუალება, რომ მიმართოს სასამართლოს აღნიშნული კანონდარღვევების აღსაკვეთად.უამრავ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც აიკრძალა ონლაინ სესხები, ასეთი კაბალური საპროცენტო განაკვეთები იქაც კი არ არსებობდა!სწორედ ზემოხსენებული, დაზარალებული მოსახლეობა ვითხოვთ ჩვენი ქვეყნის მთავრობისგან, იმ მთავრობისგან, რომელიც შექმნილია ხალხის კეთილი ნებით მოგვექცეს ყურადღება და გაგვეწიოს თანადგომა . დაწესდეს რეგულაციები ონლაინ სესხებისათვის და ამომღები კომპანიებისათვის! დაწესდეს მაქსიმალური წლიური 36% – 360%-ის ნაცვლად. გაკონტროლდეს ამომღები კომპანიის ქმედებები! იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა, ვერ განახორციელებს აღნიშნულ რეგულაციებს, აიკრძალოს და გაუქმდეს “თანამედროვე მევახშეების” არსებობა! წერილი იქნას განხილული და დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნა, რაც მხოლოდ ერთი სიტყვით მაგრამ გასაგებადაა ნათქვამი. წერილის გამოგზავნაში მონაწილეობას იღებს როგორც დედაქალაქის ასევე რეგიონში მცხოვრები დაზარალებულები.ვაცხადებთ ღიად და თამამად რომ თუ არ იქნება ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული აქტიურად დაიწყვება ხმაურიანი აქციები ჩვენი ქვეყნის  ყველა ქალაქსა და რეგიონში.
gallery images

მოხდეს საბანკო რეფორმა, აეკრძალოთ ან შეეზღუდოთ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა და გათავისუფლდეს საფონდო ბირჟა ბანკების ბორკილებისგან!

ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში ბანკები ფლობენ დიდ კომპანიებს, ახორციელებენ კონტროლს თითქმის ყველა მსხვილ ქართულ კომპანიაზე და ქმნიან არაკონკურენტულ გარემოს, აქვთ შეუზღუდავი უფლებები და არ ყავთ კონკურენტები, ფაქტიურად არ არსებობს საფონდო ბირჟა, ბანკები მის ბლოკირებას ახდენენ საკანონმდებლო ბაზის დახმარებით, რის გამოც მათ ალტერნატივა არ აქვს, კომპანიებისთვის საფონდო ბირჟა იქნებოდა ალტერნატიული რესურსების წყარო და გააიაფებდა საბანკო კრედიტს, ამიტომ მოვითხოვთ საბანკო რეფორმას, რასაც ქვეყნის განვითარების ტემპების დაჩქარება მოყვება, ქვეყნაში მოხდება ეროვნული ვალუტის რეპუტაციის აღდგენა და ნაკლები წნეხი ექნება ლარს!
gallery images

გაუქმდეს აქციზის, სახელმწიფო ბაჟის და იმპორტის გადასახადი.

ამ გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების წილი მიახლოებით 10%-ს შეადგენს, შესაბამისად ამ გადასახადების გაუქმება არ გამოიწვევს ბიუჯეტში დეფიციტს, თუ საბიუჯეტო(ბიუროკრატიულ) დანახარჯებს 10%-ით შევკვეცავთ.ეს გადასახადები უსამართლოა სხვა უსამართლო გადასახადებს შორის, ვინაიდან მისი სავალდებულო გადახდა ხორციელდება იმის მიუხედავად, ზარალობს თუ არა იმპორტერი.რას შეიძლება ველოდოთ ამ რეფორმით?1. ნებისმიერ პროდუქტზე ფასების კლება, მათშორის ნავთობპროდუტებზე, რომელზეც გაძვირების ტენდენცია იგრძნობა და არსებობს ნეგატიური მოლოდინები, გაიფებული საწვავი იწვევს შიდა გადაზიდვების და სატრასნპორტო მომსახურების ტარიფებზე პოზიტიურ ცვლილებებს, რაც კიდევ ერთი მასტიმულირებელი ხდება სხვადასხვა სახის პროდუქციაზე ფასების კლებისა.2. შემცირდება სახელმწიფო წნეხი ბიზნესზე და ერთგვარი სტარტიც შეიძლება გახდეს ეკონომიკური თავისუფლების, თანაბარ პირობებში ჩააყენებს მცირე და მეგაიმპორტერებს.3. ხელმისაწვდომი გახდება, მეტი მატერიალური რესურსის და ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტების და ინგრედიენტების შეუფერხებელი შემოდინება.4. უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნესკლიმატი გახდება უფრო მიმზიდველი და თავისუფალი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს უცხოურ ინვესტიციებთან ერთად უცხოური ვალუტის შემოდინებას და ეკეონომიკურ პროგრესს. 
gallery images

ანგარიშ-ფაქტურის და ზედნადების გაერთიანება, განაცემთა ინფორმაციისა და საშემოსავლო დეკლარაციის გაერთიანება

21-ე საუკუნეში, იმ პირობებში როდესაც ელექტრონულია საგადასახადო სისტემა და მინიმუმამდეა დაყვანილი საბუთობრივი დოკუმენტაცია, მივიჩნევ რომ არაა საჭირო ელექტრონული ბიუროკრატიის მეტად გაზრდა, გართულება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - პროგრამულად ამის განხორციელება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშაა რატომ არ ხდება გამარტივება ამ საკითხების, რაც მეტად შეამცირებს შეცდომებს, შესაბამისად ჯარიმებს და გაუმარტივებს ფინანსურ აღრიცხვის თანამშრომლებსა და ბუღალტრებს თავის საქმიანობას. 
gallery images

არ ჩატარდეს 5 500 000 ლარი ღირებულების "Aerosmith"-ის კონცერტი, 20 მაისს "Black Sea Arena"-ზე!

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მმართველი გუნდი ბედავს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფს თანხებს ამ კონცერტის ჩასატარებლად! სირცხვილია ხალხი, რომ ჩუმად იჯდეს! ერთად მოვახერხოთ მათი შეჩერება!