add one
gallery images

მოხდეს ყველა დოლარში გაცემული იპოთეკური სესხის ლარში კონვერტაცია

     როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 29 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის იანვრამდე აქვთ აღებული, კრედიტის ლარში გადატანა შეეძლებათ. "მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები. ამ გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია, 2015 წლის პირველ იანვრამდე, ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით მოხდება. მსგავს სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიოც გაუქმდება. ბანკები ვალდებული იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან ათ დღეში, ყველა კლიენტს შეტყობინება გაუგზავნონ, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც ლარის კურსზე ზეწოლას საგრძნობლად შეამცირებს“, - განაცხადა პრემიერმა.      მთავრობის მხრიდან აღნიშნული ინიციატივა რათქმაუნდა მისასალმებელი და დასაფასებელია, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ის პირები, რომლებსაც იპოთეკური სესხი აღებული აქვთ 2015 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდში, ამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლებენ და იძულებულნი იქნებიან სესხი დაფარონ ყოველთვიურად გაძვირებული კურსით და მეტი ლარი გადაიხადონ დოლარის შესაძენად. რაც მათ იმ პირებთან შედარებით, ვისაც აღნიშნული "ერთჯერადი სოციალური აქციით" სარგებლობა შეუძლიათ აყენებთ ერთგვარ დისკრიმინირებულ პოზიციაში.     ჩვენი მოთხოვნაა არ მოხდეს მომხმარებელთა მსგავსი დაყოფა და ხსენებული "ერთჯერადი სოციალური აქცია" გავრცელდეს ყველა იმ პირზე ვისაც იპოთეკური სესხი აღებული აქვთ არა 2015 წლის პირველ იანვრამდე, არამედ 2016 წლის 30 ნოემბრამდე  პერიოდში.  სესხის გაცემის თარიღის მიუხედავად, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს მოახდენს თუ არა დოლარში აღებული იპოთეკური სესხის ლარში კონვერტაციას.
gallery images

პეისია გაზრდა მომხრები

პეინსიონები უნდა კონდეს სარსებომდე პეინსია 250 ლარამდე
gallery images

მოვითხოვთ, რომ ყვითელი მიკროავტობუსით მგზავრობა გახდეს ისევ 50 თეთრი

მოგესალმებით,რამდენადაც მახსოვს, როდესაც მგზავრობა 50 თეთრიდან 80 თეთრამდე გაიზარდა, მიზეზად დაასახელეს საწვავის გაძვირება. ამ ეტაპზე დიზელის საფასური 1.55-დან 1.66-მდე მერყეობს, ანუ იმაზე ბევრად იაფია, ვიდრე იმ დროს, როდესაც 50 თეთრი ღირდა მგზავრობა, თუმცა მგზავრობის ფასმა მაინც არ დაიკლო.ძალიან გთხოვთ, მოვაწეროთ ხელი, რომ მგზავრობა გახდეს ისევ 50 თეთრი და ხალხა ცოტა ამოისუნთქოს. ამით დღეში მინიმუმ 60 თეთრი დაეზოგება მოსახლეობას.პატივისცემით
gallery images

ბანკების მიერ გაცემული იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები დაკონვერტირდეს ლარში და ახალი სესხებიც გაიცეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში

მოსახლეობის 90% აქვს ფინანსური კრიზისი დოლარში აღებული სესხების გამო, რადგან ლარი ყოველდღიურად უფასურდება. ვითხოვთ საქართველოში დოლარში გაცემული იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები დაუკონვენრტირდეს მოსახლობას ეროვნულ ვალუტაში (ლარში). აგრეთვე კარგი საქართვლოში სესხები გაიცეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, რაც გაამყარებს ლარს და არ შექმნის ეკონომიკურ კრიზისს ქვეყანაში.
gallery images

შეიზღუდოს მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტი საქართველოში

გთხოვთ დააწესოთ შეზღუდვები მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით. უსაფრთხოების თვალსაზრისით მარჯვენა საჭიანი ავტომობილები საფრთხეს მაგისტრალებზე ქმნიან, რადგან საქართველოში გზების ინფრასტრუქტურა მარცხენა საჭიანი ავტომობილებისთვის არის შექმნილი. მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მძღოლებს კი ნაკლები ხილვადობა აქვთ გასწრების დროს, მოსახვევებში, რა დროსაც ავტოავარიის რისკი მეტია და შესაბამისად საფრთხე ექმნება როგორც მძღოლის, ასევე სხვა ადამიანების სიცოცხლეს. გარდა ამისა, საქართველოს ავტოპარკში  წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რიცხვი, ის თითქმის უთანაბრდება მარცხენა საჭიან ავტომობილებს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება განვითარება ჩვენი მოძრაობის სისტემის. მთელი ქვეყანა, გზები, ინფრასტრუქტურა მოწყობილია მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის. მსოფლიოში არ არის არცერთი განვითარებული სახელმწიფო, სადაც 50-50-ზეა მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რიცხვი. თუ ეს საკითხი უახლოეს მომავალში არ მოგვარდა, მაშინ 6-7 წელიწადში  მთავრობას მოუწევს  გადაწყვეტა  რომ ერთ დღეს მარცხენა საჭიანი ავტომობილები გამოიყვანოს ქალაქში, მეორე დღეს კი მარცხენა საჭიანები.   
gallery images

აიკრძალოს ან გამკაცრდეს რეგულაციები ონლაინ სესხებზე

 საქართველოში ონლაინ სესხების აღება უმარტივესია. ამისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა და აქტიური საბანკო ანგარიშია საჭირო. ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ თუ რამდენ ადამიანს აქვს სესხი არ არსებობს. თუმცა რეალობა იმდენად მწარეა, ონლაინ სესხების კომპანიებისა და ე.წ. ამომღები კომპანიების მხრიდან ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სესხის აღებისას მომხმარებელმა იცის, რომ 200 ლარის აღების შემთხვევაში ერთ თვეში დაახლოებით 240 ლარის გადახდა მოუწევს, იმ შემთხვევაში თუ ვერ გადაიხადა, „გადავადების სერვისს“ სთავაზობს კომპანია. ერთი თვით სესხის გადავადება საშუალოდ 60 ლარი ღირს. 4 თვით სესხის გადავადებისას, ძირი წესით დაფარული უნდა იყოს, მაგრამ დავალიანება მაინც 240 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილებულ დღეებზე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო და ყოველდღიური ჯარიმები, საშუალოდ თანხის 1,5%. სწორედ ასეთი სისტემის გამო, მსესხებელს 200 ლარის აღების შემთხვევაში თუ დროულად თანხა ვერ დაფარა, 600-800 ლარის უკან დაბრუნება უწევს. სესხები გაიცემა ყოველგვარი ცნობის ან პერსონის გადამოწმების გარეშე. რის გამოც, ხშირად ხდებიან ადამიანები თაღლითობის მსხვერპლნიც. არასრულწლოვანი შვილები, მშობლების მონაცემებს იყენებენ, რათა ისარგებლონ სესხებით. საგულისხმოა, რომ ონლაინ სესხების კომპანიის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი კონტროლისა და ლიცენზიის გარეშე. მთავარია გქონდეს თანხა. და რა ხდება მაშინ თუ თანხა ვერ გადავიხადეთ? ერთი თვის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენელი გირეკავს და გახსენებს რომ თანხა გაქვს გადასახდელი. მეორე-მესამე თვიდან კი სესხი ამომღებ კომპანიას გადაეცემა, შპს-ს რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ხალხის გაჭირვებით და საქართველოს კონსტიტუციას აქტიურად არღვევენ. იწყება მსესხებელზე ზეწოლა, ყოველდღიური რეკვები (განსაკუთრებით ხელფასის აღების პერიოდში), მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით მიდიან სამსახურში, ურეკავენ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს, სამსახურის უფროსსაც კი.. ასმენინებენ პატრულის სიგნალიზაციას, ემუქრებიან რომ დაუყადაღებენ (თავად!) უძრავ-მოძრავ ქონებას, ზოგიერთ შემთხვევაში დაიჭერენ, ერთ-ერთი თანამშრომელი მოკვლითაც კი დაემუქრა მომხმარებელს. ამ ზემოთაღნიშნულმა ფაქტებმა, ბევრი ახალგაზრდა დაუფიქრებლად მიიყვანა თვითმკვლელობის ზღვარზე. ბევრ ადამიანს არც ინფორმაცია აქვს და არც საშუალება, რომ მიმართოს სასამართლოს აღნიშნული კანონდარღვევების აღსაკვეთად. უამრავ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც აიკრძალა ონლაინ სესხები, ასეთი კაბალური საპროცენტო განაკვეთები იქაც კი არ არსებობდა! სწორედ ზემოხსენებული, დაზარალებული მოსახლეობა ვითხოვთ ჩვენი ქვეყნის მთავრობისგან, იმ მთავრობისგან, რომელიც შექმნილია ხალხის კეთილი ნებით მოგვექცეს ყურადღება და გაგვეწიოს თანადგომა . დაწესდეს რეგულაციები ონლაინ სესხებისათვის და ამომღები კომპანიებისათვის! დაწესდეს მაქსიმალური წლიური 36% - 360%-ის ნაცვლად. გაკონტროლდეს ამომღები კომპანიის ქმედებები! იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა, ვერ განახორციელებს აღნიშნულ რეგულაციებს, აიკრძალოს და გაუქმდეს "თანამედროვე მევახშეების" არსებობა! წერილი იქნას განხილული და დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნა, რაც მხოლოდ ერთი სიტყვით მაგრამგასაგებადაა ნათქვამი. წერილის გამოგზავნაში მონაწილეობას იღებს როგორც დედაქალაქის ასევე რეგიონში მცხოვრები დაზარალებულები.ვაცხადებთ ღიად და თამამად რომ თუ არ იქნება ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული აქტიურად დაიწყვება ხმაურიანი აქციები ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქსა და რეგიონში!  https://www.youtube.com/watch?v=FU8psLPi0xQhttps://www.youtube.com/watch?v=024brhhnThAhttps://www.youtube.com/watch?v=w9UhEwOIGZQ 
gallery images

მოვითხოვთ საქართველოში მშენებარე მთელ ავტობანზე უსადენო ინტერნეტის

მოვითხოვთ  საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ, მშენებარე ავტობანის მთელ ტერიტორიაზე უფასო wi fi მომსახურების ჩართვას.
gallery images

დაუბრუნდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი 2010 წლის ნიშნულას

2012 წლიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ახალი ტარიფები სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, კერძოდ სახნავზე-სათევზე, საძოვარზე და სათიბზე. რაც დაიყო რაიონული პრინციპით. ასე მაგალითად სახნავი: დედოფლისწყარო - 87 ლარი, სიღნაღი - 86 ლარი, მარნეული -100 ლარი და სხვა; საძოვარი - ახმეტა - 5 ლარი, დედოფლისწყარო - 7 ლარი, ხოლო სიღნაღში 16 ლარი და სხვა. აღნიშნულ ცვლილებას არ ახლდა არავითარი შეფასება, არ მომხდარა საჯარო განხილვა და არ შემუშავებულა არანაირი ერთ გვერდიანი დოკუმენტიც კი, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორე თუნდაც თეორიულად.2013 წელს აღნიშნული დადგენილების კოპირება მოხდა საგადასახადო კოდექსში, ასევე ყოველგვარი დასაბუთების და გააზრების გარეშე.არცერთმა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ არ გაითვალისწინა საქართველოს მრავალ ფეროვანი კლიმატიანი ბუნებრივი რესურსები, მიწა, სარწყავების და ირიგაციის ხელმისაწვდომობა, მიწების სხვადასხვა ხარისხობრივი მდგომარეობა, სადაც ფერმერები სხვადასხვა კულტურას მოიწევენ, შესაბამისად მიიღებენ სხვადსხვა ეკონომიკურ ეფექტს. ასე მაგალითად: იგივე მარნეულის რაიონში სადაც სარწყავის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა მაღალ შემოსავლიანი კულტურის მოყვანა (პომიდორი, კიტრი, კარტოფილი და სხვა), ხოლო ურწყავში მაქსიმუმ მარცვლოვანი კულტურები, ხოლო გვალვიან წელიწადში მოსავალი პრაქტიკულად ნადგურდება და ფერმერები დიდ წაგებას ნახულობენ. მოვითხოვთ, დაუბნრუნდეს გადასახადები მიწაზე ძველ ნიშნულს და სასწრაფო წესით დაიწყოს მუშაობა ახალ განაკვეთზე, რომელიც ყველანაირად იქნება შესწავლილი და დასაბუთებული და ფერმერებს აღარ ექნებათ უდისკრიმინაციულობის შეგრძნება.შემოურთდით პეტიციას ყველა, ფერმერიც და არაფერმერიც, რადგან ეს ყველას ეხება.
gallery images

ბანკების მიერ დაწესდეს საშეღავათო პერიოდი დოლარში აღებულ სესხებზე სიტუაციის ნორმალიზაციამდე

ლარის კურსის კატასტროფული ვარდნის გამო მოსახლეობის დიდ ნაწილა, რომლებსაც საბანკო სესხი დოლარში ქონდა აღებული ფაქტიურად შემოსავალზე მეტის გადახდა უწევს პროცენტის დასაფარად. საჭიროა საბანკო სექტორმა გამოიჩინოს კეთილი ნება და დაუშვას საშეღავათო პერიოდი მინიმუმ სამი თვის ვადით, რომ ხალხმა შეძლოს სული მოითქვას და დამატებითი წყაროები გამონახოს ვალდებულების შესასრულებლად.
gallery images

აიკრძალოს ონლაინ კრედიტები!!!

ღუპავს ეს ყველაფერი ქვეყანას!!!გაუქმდეს ონლაინ კრედიტები!!!
gallery images

მეტი ადგილობრივი პროდუქცია - მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს

სასურსათო უსაფრთხოება სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია. იგი გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარის და ხარისხიან სურსათზე.ამ პეტიციაზე ხელმოწერით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა დააფუძნოს ისეთ მიდგომაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მცირე ფერმერულ მეურნეობებს გაიუმჯობესონ ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ბაზრებზე  და შეძლონ უფრო მეტი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მიღწევაში ადგილობრივ წარმოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ბოლო სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, რომელიც 2004 წელს ჩატარდა, საქართველოში არსებული მეურნეობების  98%-ს მცირე მეურნეობები შეადგენდნენ.  შესაბამისად, საქართველოში სწორედ მცირე მეურნეები აწარმოებენ ადგილობრივ პროდუქციას და ქმნიან ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საფუძველს.უახლესი კვლევებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 70%  სურსათის უკმარისობას განიცდის და, შიშობს, რომ მომავალში ეს მდგომარეობა შეიძლება კიდევ გაუარესდეს.  მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ საქართველოს მოსახლეობა შემოსავლების საშუალოდ 50%-ს ხარჯავს სურსათზე და მცირე შემოსავლების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ხელმისაწვდომი არ არის  ადგილობრივი, მრავალფეროვანი და საღი პროდუქტი. შედეგად, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მის მცირეშემოსავლიან ფენებში, შეინიშნება ბავშვებთა ზრდის შეფერხება, იოდისა და რკინის დეფიციტი. არასრულფასოვანი კვება აფერხებს ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას, ამცირებს მის შრომისუნარიანობას, რასაც უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც  ამბიცია აქვს იყოს განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო. 1994 წელს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა გარეოს საერთაშორისო პაქტს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“, რომელიც ავალდებულებს სახელმწფოს უზრუნველყოს მოქალაქეების წვდომა მათი ნუტრიციული მოთხოვნების შესაბამის სურსათზე; მათ შორის, მიიღოს ზომები, რათა „გაუმჯობესდეს სურსათის წარმოების, შენახვისა და განაწილების მეთოდები ტექნიკური და სამეცნიერო ცოდნის სრული გამოყენების, სწორი კვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ისეთი აგრარული სისტემების  შექმნისა თუ რეფორმირების გზით, რაც ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფს განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების  გამოყენებას“.სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევა საქართველოში მცირე მეურნეების  ხელშეწყობის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან ისინი საქართველოს მდგრადი სასურსათო სისტემის სათავეში დგანან და წარმოადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას (98%).
gallery images

აიკრძალოს თბილისში პიკის საათებში სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა

https://www.facebook.com/SandroLomadze/videos/1159834057378517/შევაგროვოთ ხელმოწერები, იმისათვის რომ აიკრძალოს თბილისში პიკის საათებში 08:00 - 11:00 და 17:00 - 20:00 საათამდე სადისტრიბუციო ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.რაც აშკარად ხელს შეუწყობს ქალაქის განტვირთვას სამუშო საათებში და გაადვილებს ქალაქში მოძრაობას. 
gallery images
gallery images

მოხდეს საზღვარგარეთიდან გამოწერილ ნივთებზე 300 ლარიანი საბაჟო ზღვარის 600-800 ლარამდე აწევა

ჩვენ, პეტიციაზე ხელის მომწერებს, გვსურს შევიძინოთ ხარისხიანი ნივთები ნორმალურ ფასად, მაგრამ 300 ლარიანი ზღვარის გამო იაფი აღარ გამოდის და ვეღარ ვახერხებთ შეძენას. ვითხოვთ ზღვარის აწევას. ყველა თქვენგანმა, ვისაც გაწუხებთ ეს პრობლემა, მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ სოციალურ ქსელებში.ლარის გაუფასურების და დოლარის კურსის მატების ფონზე , ვფიქრობ აუცილებელია მთავრობამ ყურადღება მოგვაქციოს და საბაჟო რეგულაციების გამკაცრების გარდა ლიმიტიც გაზარდოს . ბოდიშს გიხდით ცუდი სურათის გამო
gallery images

უძრავი ქონების გაქირავებიდან შემოსავალზე ფიზ. პირებისთვის საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს 5%-მდე

შემცირდა მხოლოდ ბინების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის გადასახადი. უნდა შემცირდეს სხვა დანარჩენი უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალიც.