Contact Information
add one
gallery images

გადავარჩინოთ ონის,ისტორიული ჭიდაობის დარბაზი დანგრევას.

 დავდგეთ ერთად და არ დავანგრევინოთ ონის ისტორიული ჭიდაობის დარბაზი .
gallery images

აღდგეს სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირება

გვსურს მოვუწოდოთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს აღიარონ სავარჯიშო დარბაზების აუცილებლობა ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მნიშვნელობაში და დროულად აღდგეს სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირება.2020 წელს პანდემიის პერიოდში რამდენიმე თვიანი მუშაობის განმავლობაში სავარჯიშო დარბაზებში მკაცრად სრულდებოდა ყველა დადგენილი რეგულაცია და მომხმარებლების მიღება ხდებოდა უაღრესად უსაფრთხო გარემოში.ამის მიუხედავად, 2020 წლის ლოქდაუნების პერიოდში დარბაზები იხურებოდა პირველ რიგში და იხსნებოდა ბოლოს. აქედან გამომდინარე, გასული წლის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად დაეცა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონე.მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და შესაბამის ორგანოებს, მიიღონ მხედველობაში პანდემიის პერიოდში ფიზიკური აქტივობის, ვარჯიშის და ჯანსაღი ცხოვრების წესის, შესაბამისად საქართველოში ფიტნეს ინდუსტრიის შენარჩუნების მნიშვნელობა, გახსნან სავარჯიშო დარბაზები უმოკლეს პერიოდში.
gallery images

ფეხბურთში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართოს ქუთაისშიც!

2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.საქართველოში თამაშები 3 ქალაქში: თბილისში(ორ სტადიონზე), ბათუმსა და ფოთში გაიმართება.ისევე, როგორც 2017 წელს, საფეხბურთო ტრადიციებით და სტატისტუკურად მაყურებელთა ყველაზე მაღალი ინტერესითა და რაოდენობით  გამორჩული ქუთაისი კვლავაც საფეხბურთო რუკის მიღმა რჩება."ევროპა ჩვენი სახლია" მოგიწოდებთ შემოუერთდეთ მოთხოვნას ქუთაისში მატჩების გამართვის შესახებ, რაც საფეხბურთო ზეიმთან ერთად ჩვენი ქალაქისთვის ეკონომიკური სარგებელის მომტანიც იქნება!, 
gallery images
gallery images

ფინალისთვის შეჩერდეს კომენდანტის საათის მოქმედება

ფეხბურთის გულშემატკივრები მოვითხოვთ 12-დან 13 ნოემბრის ღამეზე შეჩერდეს კომენდანტის საათის მოქმედება.12 ნოემბერს, ცარიელი ტრიბუნებზე დარჩენილ საქართველოს ნაკერებს, ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მხარდაჭერა სჭირდება. ამ პირობებში ღია გულშემატკივრობის ყველაზე ოპტიმალური ფორმა - სტადიონის გარშემო შეკრებაა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მატჩი 21 საათზე იწყება, ხოლო გადაადგილების შეზღუდვა 22 საათიდან აქტიურდება. ნაკრების მხარდასაჭერად და საზოგადოებრივი წესრიგის მოსობრივი დარღვევის თავიდან ასარიდებლად, საქართველოს მთავრობას მივმართავთ თხოვნით დაუშვას გამონაკლისი და გულშემატკივარს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მოგვცეს. შეზღუდვის შედეგად - ვერ შევძლებთ სტადიონის სიახლოვეს მისვლას და ნაკრების მხარდაჭერას. ვერ შევძლებთ პირად სივრცეში მეგობრებთან ერთად მატჩის ყურებას და სიხარულის გაზიარებას. გამარჯვების შემთხვევაში ვერ შევძლებთ ქუჩაში გასვლას და ზეიმს, რომელსაც 40 წელი ველოდით.მოგვეცით საშუალება ბიჭებს ხმა მივაწვდინოთ, რომ ჩვენც მათთან ვართეს არის მატჩი, რომელსაც საქართველოს ისტორიის შეცვლა შეუძლია  
gallery images

დავეხმაროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს

ფეხბურთს მსოფლიოში უამრავი ადამიანი ქომაგობს და მათი უმეტესობისთვის ფეხბურთი მხლოდო სპორტი არ არის, საქართველოში ამ სპორტს დიდი ისტორია აქვს და თიქთმის ამ სპორტის სახეობის დაარსებიდანვე შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში როგორც ეროვნული ღირსება, ვერ და არც აიღიწერება ის განცდა რასაც განიცდის ფეხბურთის ქომაგი მაშინ როცა ეროვნული ნაკრები თამაშობს, დღეს ისე როგორც არასდროს საქართველოსთვის ძალიან ახლოს დგას ის ნანატრი ოცნება რასაც მთელი ერი ელოდებოდა მთელი 30 წელიწადია რაც გამოცხადდა თანამედროვე საქართველსო დამოუკიდებლობა, ეს არის ის მომენტი როცა უნდა დაიწეროს ისტორია უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯი ამაში ყველა და ყველაფერი უნდა იყოს ჩართული, სამწუხარო კოვიდ ვირუსული მდგომარეობა ყველასთვის გასაგებია და ისიც უდაოდ საყურადღებოა რომ, ადამიანის სიცოცხე დგას უპირველეს ყოვლისა, თუმცა თუკი სწორად დაიგეგმება ყველაფერი და დაცული იქნება მსოფლიოში დაწესებული უსაფრთხოების ნორმები ჩვენ შევძლებთ ამ რთულ პერიოდშიც გვერდით დავუდგეთ საქართველოს ნაკრებს და ერთად დავწეროთ ისტორია, ყველას მოგიწოდებთ რომ შემოუერთდეთ პეტიციას რათა დართონ ნება უეფას მიერ დაწესებული დასაშვები გულშემატკივრების დაშვება სტადიონზე ყველა საჭირო და აუცილებელი ნორმების დაცვით, ჩვენი გუნდისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, გულშემატკივარი  სტადიონზე მეთორმეტე ფეხბურთელია! არ გვინდა ორმაგი სტანდარტები იმ დროს როცა იმართება მიტინგები და აქციები სადაც გაცილებით მეტად არის დარღვეული ყველა კოვიდ უსაფრთხოების დამცავი ნორმები ვთხოვთ ყველა მარეგულირებელ ორგანოს რომ ეს თამაში არის გამორჩეული და არის განსაკუთრებული სრულიად საქართველოს ისტორიისათვის ამიტომ დაუშვან ქომაგები სტადიონზე უსფრთხოების ყველა ნორმების გათვალისწინებით. ყველას გთხოვთ მივიღოთ მონაწილეობა და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ისტორიაში დავუდგეთ ჩვენს ნაკრებს გვერდში და ვიყპთ მეთორმეტე ფეხბურთელი 
gallery images

დაიშვას გულშემატკივარი 12 ნოემბრის თამაშზე

ვითხოვთ, დაიშვას გულშემატკივარი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩზე საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის.
gallery images

გაიხსნას ფიტნეს დარბაზები

მოვითხოთ სპორტ დარბაზების გახსნას. უამრავი სპორტსმენი კარგავს ფორმას და იმ დროს რომელიც შეიძლება განსავითარებლად იქნას გამოყენებული. სპორტი ის დარგია რომლის საშუალებითაც ქვეყნის წარმოჩენა შეგვიძლია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენი ვერ ახერხებს ვარჯიშს და ეს არის დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრამვა, რადგან მოგეხსენებათ ზედმეტად აქტიური განრიგი გვაქვს. სახლში ჩაკეტვამ ამოგვაგდო გრაფიკიდან და ამ ყველაფერთან შეგუება და ჯდომა არ არის მარტივი. მოვითხოვთ გაიხსნას ფიტნეს დარბაზები რათა შევძლოთ ვარჯიში და ჩვენი ქვეყნის წინ წაწევა სპორტულ დარგში.
gallery images

ჩვენი მხარდაჭერა ნიკა ბასილაშვილს!

საქართველოს კულტურის პალატის მიმართვა!!!ძალადობა მდედრობითი სქესის მიმართ წარმოუდგენელია თუმცა, აგრეთვე მიუღებელია შანტაჟით ფულის გამოძალვა,რასაც სისხლის სამართლის კოდექსიც ითვალისწინებს! კანონი კი ყველასთვის ერთაირად უნდა აღსრულდეს!!! გვჯერა მიუკერძოებელი სასამართლო სიმართლეს სულ მალე გამოაშკარავებს!
gallery images

მანჩესტერ იუნაიტედის თამაშები Adjarasport.tv-ზე წაიყვანოს ოთო აბესაძემ

მოგეხსენებათ, რომ პრემიერლიგის ტრანსილირების ექსკლუზიური ჩვენების უფლება აქვს adjarasport.tv-ს.ვინაიდან არ არსებობს სხვა ალტერნატივა ქართულ მედია ბაზარზე, მოგმართავთ თხოვნით და პეტიციით მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრები საქართველოდან .გთხოვთ მანჩესტერ იუნაიტედის თამაშების ტრანსილირების დროს თანაწამყვანი იყოს პროფესორი ოთო აბესაძე.
gallery images

ველობილიკი გლდანის ტბის ირგვლივ

მოგეხსენებათ გლდანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლებაა და არ არის შესაძლებელი ველოსიპედით გასეირნება.გთხოვთ გავაკეთოთ ველობილიკი გლდანის ტბის ირგვლივ. 
gallery images
gallery images

გაკეთდეს სკეიტპარკი ქარელში

ქ.ქარელში, კერძოდ სპორტსკოლასთან არსებულ პარკში არის თავისუფალი ადგილი, რომელიც არის უფუნქციო და ქარელის ახალგაზრდობას, რომელიც გატაცებულია სკეიტბორდინგით და მსგავსი სპორტით, სურთ, რომ მათ ქალაქშიც იყოს სკეიტპარკი, სადაც ისინი შეძლებენ გართობას, განვითარებას და ჯანსაღ ცხოვრებას. ვინაიდან და რადგანაც ქარელში ცალმხრივი მოძრაობის გამო გადატვირთულია გზები, ბავშვებს არ აქვთ ისეთი ადგილი სადაც თავისუფლად და საფრთხის გარეშე შეძლებენ სრიალს, ასე რომ მათი უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის გთხოვთ მიიღოთ შესაბამისი ზომები.
gallery images

დააბრუნეთ აერობიკის გადაცემა ტელესივერცეში

ბოლო პერიოდში ქართული ტელესივრცე გაიჟღინთა ისეთი პროგრამებით რომლებიც საზოგადოების უმეტესად საზოგადოების გაღიზიანებასა და დათრგუნვას იწვევს, გაუთავებელი პოლიტიკური თოქ-შოუები სადაც სულ ჩხუბი და ვნებათაღელვაა, საინფორმაციო გამოშვებები რომლებიც იმდენად მძიმე ინფორმაციებს გადმოცემს რომ ადამიანი ითრგუნება და სერიალები რომლებიც არ წარმოადგენს ინტერესს. უმეტესად ტელეეკრანებიდან ჩხუბი, ტრაგედიები და კოშმარები ისმის და აქედან გამომდინარე ინტერესი იკარგება რაიმეს ყურების რადგან ყველა ტელეარხი ერთმანეთს გავს.კარგი იქნება თუ დილის საათებში რომელიმე არხზე გავა აერობიკის ვარჯიშების ნახევარ საათიანი გადაცემები როგორც ეს ოთხმცდაათიანების პირველ არხზე იყო და ამით ხელი შეეწყობა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. აერობიკის გაკვეთილები რომელზეც ყველას ექნება შესაძლებლობა ივარჯიშოს და ხალისით დაიწყოს დილა და ტელესივრცეც უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ვიდრე სულ საინფორმაციოები, პოლიტიკური თოქ-შოუები და სერიალები რომლებიც ამძიმებენ ისედაც მძიმე გარემოს რაც ქვეყანაში სუფევს.რომლებიც უარყოფითად მოქმედებს როგორც მოქალაქეების განწყობაზე ისე სულიერ მდგომარეობაზე.
gallery images

დაუბრუნდეს ფეხბურთს პაატა ღუდუშაური

ადრესატი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი, საქართველოს პარლამეტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი, საქართველოს სპორტის სამინისტრო, მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, საფეხბურთო კლუბები, სპორტული მედიის და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები და გულშემატკივრები.„გარიგებული მატჩების საქმე“ ქართულ საფეხბურთო რეალობაში, ძალზე სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტია. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მსგავსი ქმედება, დასაგმობი და გაუმართლებელია, მაგრამ ამ სკანდალის მონაწილეთა შორის, ასაკით ყველაზე უმცროსი, პაატა ღუდუშაურის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით სპორტული განაჩენის ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას ბადებს.•          იყო კი პაატა ღუდუშაური გარიგებული მატჩების ორგანიზატორი?•          ჰქონდა მას ვინმესთან კომუნიკაცია თავისი ინიციატივით?•          იზიარებდა იგი თანაგუნდელების სურვილს, რომ მიეღო მონაწილეობა მსგავს ქმედებაში?•          ამოძრავებდა პაატა ღუდუშაურს ანგარება?       სწორედ ამ კითხვების გამო, რომელზე პასუხიც მხოლოდ არაა,  რატომ უნდა დაისაჯოს 21 წლის პაატა ღუდუშაური ისე, როგორც ამ საქმის ორგანიზატორები, აქტიური წევრები, ინიციატორები და მთავარი შემსრულებლები?სწორედ ამიტომ გვსურს, თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა რათა, გაითავისოთ და გულთან ახლოს მიიტანოთ არსებული ვითარება და გაიაზროთ ის მიზეზები, რის გამოც პაატა ღუდუშაურმა შესაძლოა სამუდამოდ დაასრულოს ის საქმიანობა, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილია. მიზეზი კი საკმაოდ ბევრია და ამაში თავადაც დარწმუნდებით:ხანგრძლივი დროის განმავლობაში, 21 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი მუდმივად იყო  თანაგუნდელების მხრიდან, ხვეწნა-მუდარის, გაუთავებელი სმს შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების ადრესატი, რათა   ზემოთ აღნიშნულ  ქმედებებში მონაწილეობა მიეღო. ისმის ლეგიტიმური კითხვა. ინიციატორების მხრიდან, რატომ გაკეთდა აქცენტი კონკრეტულად პაატა ღუდუშაურზე და არა რომელიმე სხვა ფეხბურთელზე.? პასუხი მარტივია: პაატა ღუდუშაური გახლდათ, ერთადერთი ძლიერი ხელისშემშლელი რგოლი, მათი გეგმის განხორციელებაში.     ყოველჯერზე მიღებულ უარს, მოჰყვა მის ადამიანურ და ემოციურ ფონზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ თუ პაატა ღუდუშაური თანაგუნდელებს არ გაუწევდა დახმარებას, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.  ამ შინაარსის ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და მის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილმა სტრესულმა ფონმა, განაპირობა ახალგაზრდა ფეხბურთელის შეცდომაში შეყვანა, რასაც დღეს ყველაზე მეტად თავად პაატა ღუდუშაური განიცდის და ნანობს. აქედან გამომდინარე, ჩდება სავსებით ლეგიტიმური კითხვა. მაშინ, რატომ უნდა დაისაჯოს 21 წლის პაატა ღუდუშაური ისე, როგორც ამ საქმის ორგანიზატორები, აქტიური წევრები, ინიციატორები და მთავარი შემსრულებლები?ამ მიზეზებისა და ფაქტორების გათვალისწინებით, გვსურს თხოვნით მივმართოთ ყველას, ვისაც კი შესწევს უნარი და ძალა, რომ გადაიხედოს 21 წლის ღუდუშაურის მიმართ გამოტანილი განაჩენი და მიეცეს მას ერთი შანსი, რომელიც მის ფეხბურთში დაბრუნებას გულისხმობს. მითუმეტეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზი და გარემოება, ეფუძნება აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებს.