add one
gallery images

დაუბრუნდეს ფეხბურთს პაატა ღუდუშაური

ადრესატი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი, საქართველოს პარლამეტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი, საქართველოს სპორტის სამინისტრო, მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, საფეხბურთო კლუბები, სპორტული მედიის და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები და გულშემატკივრები.„გარიგებული მატჩების საქმე“ ქართულ საფეხბურთო რეალობაში, ძალზე სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტია. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მსგავსი ქმედება, დასაგმობი და გაუმართლებელია, მაგრამ ამ სკანდალის მონაწილეთა შორის, ასაკით ყველაზე უმცროსი, პაატა ღუდუშაურის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით სპორტული განაჩენის ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას ბადებს.•          იყო კი პაატა ღუდუშაური გარიგებული მატჩების ორგანიზატორი?•          ჰქონდა მას ვინმესთან კომუნიკაცია თავისი ინიციატივით?•          იზიარებდა იგი თანაგუნდელების სურვილს, რომ მიეღო მონაწილეობა მსგავს ქმედებაში?•          ამოძრავებდა პაატა ღუდუშაურს ანგარება?       სწორედ ამ კითხვების გამო, რომელზე პასუხიც მხოლოდ არაა,  რატომ უნდა დაისაჯოს 21 წლის პაატა ღუდუშაური ისე, როგორც ამ საქმის ორგანიზატორები, აქტიური წევრები, ინიციატორები და მთავარი შემსრულებლები?სწორედ ამიტომ გვსურს, თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა რათა, გაითავისოთ და გულთან ახლოს მიიტანოთ არსებული ვითარება და გაიაზროთ ის მიზეზები, რის გამოც პაატა ღუდუშაურმა შესაძლოა სამუდამოდ დაასრულოს ის საქმიანობა, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილია. მიზეზი კი საკმაოდ ბევრია და ამაში თავადაც დარწმუნდებით:ხანგრძლივი დროის განმავლობაში, 21 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი მუდმივად იყო  თანაგუნდელების მხრიდან, ხვეწნა-მუდარის, გაუთავებელი სმს შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების ადრესატი, რათა   ზემოთ აღნიშნულ  ქმედებებში მონაწილეობა მიეღო. ისმის ლეგიტიმური კითხვა. ინიციატორების მხრიდან, რატომ გაკეთდა აქცენტი კონკრეტულად პაატა ღუდუშაურზე და არა რომელიმე სხვა ფეხბურთელზე.? პასუხი მარტივია: პაატა ღუდუშაური გახლდათ, ერთადერთი ძლიერი ხელისშემშლელი რგოლი, მათი გეგმის განხორციელებაში.     ყოველჯერზე მიღებულ უარს, მოჰყვა მის ადამიანურ და ემოციურ ფონზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ თუ პაატა ღუდუშაური თანაგუნდელებს არ გაუწევდა დახმარებას, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.  ამ შინაარსის ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და მის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილმა სტრესულმა ფონმა, განაპირობა ახალგაზრდა ფეხბურთელის შეცდომაში შეყვანა, რასაც დღეს ყველაზე მეტად თავად პაატა ღუდუშაური განიცდის და ნანობს. აქედან გამომდინარე, ჩდება სავსებით ლეგიტიმური კითხვა. მაშინ, რატომ უნდა დაისაჯოს 21 წლის პაატა ღუდუშაური ისე, როგორც ამ საქმის ორგანიზატორები, აქტიური წევრები, ინიციატორები და მთავარი შემსრულებლები?ამ მიზეზებისა და ფაქტორების გათვალისწინებით, გვსურს თხოვნით მივმართოთ ყველას, ვისაც კი შესწევს უნარი და ძალა, რომ გადაიხედოს 21 წლის ღუდუშაურის მიმართ გამოტანილი განაჩენი და მიეცეს მას ერთი შანსი, რომელიც მის ფეხბურთში დაბრუნებას გულისხმობს. მითუმეტეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზი და გარემოება, ეფუძნება აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებს.
gallery images

ვითხოვთ ბაზალეთის ტბის გარშემო ბილიკის და ველობილიკის მოწყობას

ბაზალეთის ტბას გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი, ახლოს არის თბილისთან, გუდაური-კობის მაგისტრალი ძირითადად სანტრანზიტო ფუნქციას ასრულებს და საკმაოდ ბევრი ტურისტი გადაადგილდება წელიწადის ყველა სეზონზე. ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთები არ არის ათვისებული, რადგანაც მესაკუთრეები ჯერჯერობით ვერ ხედავენ პერსპექტივას. ტბის "გამოცოცხლება" შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მის გარშემო მოეწყობა ბილიკი და ველობილიკი. ადგილობრივ მოსახლეობასაც მიეცემა იმის სტიმული, რომ მიწის ნაკვეთები მაქსიმალურად გამოიყენოს. ველობილიკი ხელს შეუწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას და დამკვიდრებას.მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას , სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და ასევე ფინანსთა სამინისტროს, რომ განიხილოს აღნიშნული პეტიცია. 
gallery images

დაუჭირე მხარი რაგბის ეროვნულ სპორტად აღიარებას

                                 რაგბი იმაზე მეტი ვიდრე თამაში2019წელს რიგით მე-9 მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში ტარდება.პირველად მსოფლიო ასპარეზზე 2003 წელს გავედით,მას მერე მორაგბეები ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავენ მსოფლიო ჩემპიონატზე,მათი ასპარეზობა გვაბედნიერებს,სიამაყის გრძნობით გვავსებს!საქართველო სანახევროდ დიდი რაგბის დიდ ოჯახშიც მიიღეს ეს ჩვენი ბიჭების დამსახურებაა.ცნობილია,რომ საქართველოში ჯერ კიდევ 1894 წელს თამაშობდნენ რაგბს.ძველად ჩვენც გვქონდა რაგბის სტილის თამაში,რომელსაც ლელო ერქვა.ლელო ბურთი ქართული სპორტის სიმბოლოდ იქცა,მისი სახელი ეწოდა ქართულ სპორტულ გაზეთს „ლელო“.საქართველოში ორგვარ ლელოს თამაშობდნენ - გრძელს და მოკლეს.გრძელი ლელოს სათამაშოდ ირჩევდნენ 3 ან 5-კილომეტრიან მინდორს,მოკლე ლელოს სათამაშოდ კი 2 ან 3-კილომეტრიანს.ლელოს ბურთი იწონიდა 2-8 კილოგრამს.მოთამაშეთა რაოდენობა არ იყო განსაზღვრული - 30-30, 40-40 და ა.შ.1894წ. გაზეთი ,,ივერია“ წერდა : ,,ბათუმის ნავსადგურში მუდამ რამდენიმე ცეცხლის გემი სდგას უცხოელებისა. რამდენიმე ინგლისელი გადმოვიდა ნაპირად და ბურთაობა რომ დაინახა,ისე შეექმნათ იმათაც გული, რომ თვითონაც ჩაერთნენ:ისე თამაშობდნენ ისინი ბურთაობას, რომ ჩვენებურები გეგონებოდათ. აღტაცებაში იყვნენ ისინი ასეთი დროის გატარებით.“როგორც ჩანს,ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ,საქართველოში მყოფ ინგლისელ მეზღვაურებს შორის რაგბის მოთამაშეებიც იყვნენ და ადვილად ერთობოდნენ ისინი ლელოს თამაშით.უძველეს დროში ბურთის სიყვარული და ბურთის თამაშით გატაცება მზის კულტის თავისებური გამოხატულება იყო. რა საკვირველია მზიურ საქართველოში პატივს სცემდნენ ბურთით თამაშობებს. „ბორჯღალი“ ნიშნავს მზის ბრუნვას სიმეტრიულად,იგი რამდენიმე წახნაგიანია და სხვაგვარად მზის ცისარტყელას ეძახიან „ბორჯღალი“ სიმბოლოა სინათლის,სიკეთის და გამარჯვების.2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველომ თავი კარგად წარმოაჩინა მათ 2 თამაში მოიგეს ტონგასთან და ნამიბიასთან..2015 წლის მსოფლიო გათამაშება ახალმა ზელანდიამ ზედიზედ მე 2 ჯერ მოიგო,საერთო ჯამში მათ 3 მსოფლიო აქვთ მოგებული თარ../ 1987წ, 2011წ, 2015 - საქართველო ახალ ზელანდიას ჯგუფურ ეტაბზე დაუპირისპირდა,ბიჭებმა ღირსეულად ითამაშეს და მთელი მსოფლიო აალაპარაკეს,ჩვენმა მორკინალებმა ზელანდიელები დაჯაბნეს,რითიც მსოფლიო გააკვირვეს,ანგარიში 43 – 10 დამთავრდა მათ სასარგებლოდ, მაგრამ საუკეთესო მოთამაშის ტიტული მამუკა გორგოძემ მოიპოვა,თუმცა მას თამაში სრულად არ ჩაუტარებია როგორც სჩანს ჟიურიმ კარგად დაინახა და შეაფასა  ჩვენი მორაგბის ხასიათი,თმაშის სტილი,ტექნიკური მონაცემები და კაპიტანს მატჩის საუკეთესო მორაგბის ტიტულიც მიანიჭეს, მის ფეხებთან კი მსოფიო ჩემპიონები ისხდნენ..ქართველი ზნესული რაინდი უნდა ყოფილიყო კარგი მოისარი,მოცურავე,მობურთალი,მონადირე,მოასპარეზე და სხვა.ყველა ამ თვისების გამოსახატავად იხმარებოდა ცნება „სამამაცონი ზნენი“, რაც სწავლით და ფიზიკური წვრთნით აღზრდის პროცესში მიიღწეოდა.ამ „სამამაც ზნეთა“ერთ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ბურთაობას.ჩვენ გენიალურ პოეტს შოთა რუსთაველს თავის უკვდავ პოემა „ვეფხისტყაოსანში“აქვს ასეთი სიტყვები :„მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა“. მობურთალი იგივე ლელოს მოთამაშეს ნიშნავს.  საქართველოს ფეხბურთის ლეგენდა ბორის პაიჭაძე იხსენებს : კარგად მახსოვს ინგლისელი მეზღვაურები ქალაქ ფოთის ნავსადგურის სამხრეთით იკრიბებოდნენ ხოლმე,სადაც დაცემული,ვაკე ადგილი იყო.დაამთავრებდნენთუარა მუშაობას,იწყებედნენ ჯგუფ-ჯგუფად ამ მინდორზე შეკრებას,მოედანი წინასწარ მოხაზული ჰქონდათ.საიდანღაც გრძელ ბურთს დააძრობდნენ,ფოთელებს ნესვი რომ ეგონათ, და დაიწყებდნენ აზარტულ კოლექტიურ ორთაბრძოლას.ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე,ზოგჯერ ადგილობრივებსაც იმატებდნენ ხოლმე თავიანთ ჯგუფში.ქართველი ჭაბუკები ადვილად და ხალისით ითვისებდნენ რაგბს.ისინი ხომ ლელოს მოთამაშეები იყვნენ.მერე ფოთში ადგილობრივი სპორტსმენებისგან გუნდიც შეიქმნა.ეს დაახლოებით 1926-1928 წლებში იყო. ჩემი აზრით ჩვენი მორაგბეები ნამდვილი რაინდები არიან,ისინი იმსახურებენ  ამ წოდებას,დიახ,21- თე საუკუნის ნამდვილი რაინდები.ისინი საქართველოს მიწა- წყალს ენას,სარწმუნოებას იცავენ სიცოცხლის გაუღებლად,სამშობლოს სახელს ადიდებენ და მსოფლიოს ჩვენ ქვეყანას,ჩვენს კულტურას აცნობენ.თურმე ძველად, მებრძოლნი საომრად რომ მიდიოდნენ გულის ჯიბეში, ნაჭერში გახვეულ ვაზის პატარა ნერგს იდებდნენ ქართული მიწით.იდეა,სულის კვედება იმაში დევს, რომ ბრძოლის ველზე სადაც სიცოცხლეს სწირავდნენ, იმ მიწაზე ქართულ ვაზს ეხარა!...ჩვენი რაინდების კვართზეც  ვაზია ამოტვიფრული.მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჩოხა-ახალუხით ჩაცმულები მიდიან ..მინდორზე 15 რაინდი გადის 7 +1 დამხმარე რაინდი თავის დროს ელოდება,რომ წვლილი შეიტანოს და შეუერთდეს მინდორზე მყოფთ.მთავარსარდლები,გარედან უყურებენ და ბრძოლას აკვირდებიან,სტრატეგიაზე ფიქრობენ და აანალიზებენ თუ როგორ დაამარცხონ მტერი.როგორც ომში ისე რაგბში ეს თვისებები თუ არ გახასიათებს შენ მებრძოლი კიარა ის გამყიდველი იქნები,რომელიც მტერს შიგნიდან უღებს კარს,ერთმანეთის სიყვარული,გატანა,ზურგის გამაგრება, ერთმანეთისათვის თავის გაწირვა,ერთობლივად შეტევაზე გადასვლა და შეტევის მოგერიება.სამშობლოს სიყვარული,სიამაყე ქართველობისა,გვერდში დგომა,პატივისცემა როგორც ერთმანეთის,ისე მტრის მიმართ.15 ქართველი ვაჟკაცი იბრძვის საქართველოს ღირსების დასაცავად,საქართველოს სადიდებლად.გავიხსენოთ საქართველოს ისტორია,ჩვენი გმირები ,უსახელო რაინდები რომლებიც იბრძროდნენ საქართველოსთვის,რომელთა დამსახურებითაც დღეს ვარსებობთ და საქართველო გვქვია,რომლებმაც თავისი სისხლის ფასად დაიცვეს ჩვენი მიწა წყალი ,ენა და სარწმუნოება..ბასიანის ბრძოლა, მტერი დაახლოებით ოთხასი ათასს შეადგენდა ჩვენ კი დაახლოებით ოთხმოცდაათი ათასს.დიდგორის ბრძოლა, მტერი დაახლოებით სამასი ათას შეადგენდა, ჩვენი კი ორმოცდა თხუტმეტი ათას ექვსას, ხოლო აქედან ქართველი ორმოცი ათასი იყო. ასპინძის ბრძოლა, მტერი რვა ათასს შეადგენდა ხოლო ჩვენი წინაპრები კი სამი ათას. საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3 729 638 ადამიანს შეადგენსხოლო ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია ვისაც რაგბის მსოფლიო რეიტინგით ვუსწრებთ და ფეხ და ფეხ მივყვებით-იაპონიის მაცხოვრებლები დაახლოებით 126,045,211 მილიონია-იტალიის მოსახლეობა დაახლოებით 60 782 668  ადამიანს შეადგენს- კუნძულელები 2011წ. აღწერით სამოაში მოსახლეობა შეადგემნს  187 820  ადამიანს                                                                             -   ტონგაში მოსახლეობა შეადგენს             103 252  ადამიანს                                                                -ფიჯი დაახლოებით 3,444,00-რუმინეთის მოსახლეობა დაახლოებით - 20 121 641 ადამიანს შეადგენს-ამერიკის მოსახლეობა დაახლოებით 326,474,013 ადამიანა.-კანადის მოსახლეობა დაახლოებით 35,749,600 ადამიანს შეადგენს.-არგენტინის მოსახლეობა დაახლოებით 40,301,927 ადამიანს შეადგენს-ურუგვაის მოსახლეობა დაახლოებით 3,444,006 ადამიანს შეადგენს.- რუსეთი დაახლოებით 146,793,744 ადამიანს შეადგენს.. დღეს დღეობით ჩვენ მე-12 ადგილზე ვართ. ეს რეიტინგი მცოცავია და იცვლება ნაკრებების თამაშების მიხედვით ..საქართველო 2000 წლიდან იღებს რაგბის ევრობის ჩემპიონატში მონაწილეობას, დღემდე.საქართველომ 2019 წელს მე 11 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ..ასევე ევროპის ჩემპიონატთან ერთად ,ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელები მე 12 ჯერ გავხდით ,ეს თასი  მხოლოდ საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებს შორის თამაშდება 2002 წლიდან. მას სახელი  რუმინეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ანთიმოზ ივერიელის პატივსაცემად ეწოდა.ქათული რაგბი ღირსია იმისა რომ აღიარებულ იქნას ეროვნული სპორტის სახეობად.მსოფლიო ალაფის წინ გავაძლიეროთ მორაგბეთა სულისკვეთება და მოაწერე ხელიპეტიციას.                                                                                                        
gallery images

სკეიტბორდის მოედნის მოწყობა ვაკის პარკში სასტუმროს ადგილზე

საბედნიეროდ ვაკის პარკში აღარ შენდება სასტუმრო. კარგი იქნრბა თუ ამ ადგილას მოეწყობა სკეიტბორდის მოედანი. 
gallery images

ჩამოიყვანეთ კარიმ ბენზემა საქართველოში

ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ლინქაფ ფლეის მეფე, ბატონი კარიმ ბენზემა, 2012 წელს იყო საქართველოში, მაგრამ თამაში არ წაუვიდა.2018 წელია და ფორმის პიკშია დიადი ფრანგი(ალჟრელი). პური გვაქვს, სანახაობა გვინდა.
gallery images

გამოიყვანოს მესი სტადიონზე ხორხე სამპაოლიმ

მოვითხოვთ ხორხე სამპაოლიმ გამოიყვანოს ლევან გიორგევიჩ მესიძე სტადიონზე.
gallery images

თბილისის ძველი იპოდრომის კორტები იქცეს სპორტულ ცენტრად

ავღნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისში თამარაშვილის ქუჩა #13-ში, იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორია ისტორიულად წარმოადგენდა საჯარო სივრცეს, რომლის მოვლა პატრონობა მრავალი წლის მანძილზე საბურთალოს გამგეობის და ადგილობრივი მოქალაქეთა უანგარო ძალისხმევით ხორციელდებოდა. სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ, მიუხედავად განკერძოებისა, დღემდე არსებობს მოთხოვნა სპორტული და რეკრეაციული ფუნქციების უპირატესობის (მათ შორის ფეხბურთის,  ჩოგბურთის ან ყინულის მოედნის) მქონე არქიტექტურული ნაგებობის მშენებლობისა.მაღალი საზოგადოებრივი და მაშასადამე სახელწიფოებრი ინტერესებიდან გამომდინარე მივმართავთ ქალაქ თბილისის საკრებულოს და მერიას მოთხოვნით:ქალაქ თბილისის საკრებულომ და მერიამ დაიცვას ქალაქ თბილისის, საბურთალოს რაიონის მცხოვრებთა ინტერესები და მოახდინოს იპოდრომის ტერიტორიის გამოსყიდვა ან ადგილმონაცვლეობა, შემდგომში დიდი სპორტული მოედნის აშენებისათვის: ყინულის, ფეხბურთის, კალათბურთის და ფეხბურთის. ამ სპროტული კომპლექსის მოვლა-პატრონობას და სპორტული წრეების აქტიურ მენეჯმენტს განახორციელებს "ამხანაგობა ბახტრიონელი-30", რომელიც თავის მხრივ დიდი წვლილს შეიტანს საბურთალოს რაიონის და მთელი ქალაქის სპორტული აქტივობების განხორციელებისათვის.
gallery images

სკეიტ პარკი

გამარჯობათ, თხოვნით მივმართავთ თბილისის მერიასა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისში მეორე სკეიტ პარკის გახსნის შესახებ.
gallery images

გაკეთდეს ხელოვნურ საფარიანი სტადიონი სურამის ტყეში!

       მოგეხსენებათ სურამი საკურორტო ადგილია, აქ საფხულის პერიოდში ხალხის დიდი მასა იყრის თავს , გარდა ამისა სურამი დაბის ტიპის დასახლებაა და არც თუ ისე პატარა ტერიტორია უკავია და არც თუ ისე ცოტა ხალხი ცხოვრობს,მაგრამ, მიუხედავად ამისა ძალიან ცოტა სპორტული კომპლექტია, რაც ასე საჭიროა ახალგაზრობისათვის, სულ რამდენიმეა, ისიც ცუდ მდგომარეობაში.       მოვითხოვთ გაკეთდეს ხელონურ საფარიანი სტადიონი სურამის ტყეში ("ახლი გზის" მიმდებარედ)!       აღნიშნული ტერიტორიის ახლოს არ არსებობს არცერთი ასეთი სპორტული მოედანი და ბავშვებს ფეხბურთის, კალათბურთის სათამაშოდ წასვლა, სურამის მეორე ბოლოში უწევთ. რამდენჯერმე დაიწერა განცხადება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე ამ თხოვნით, მაგრამ ამაოდ. ამჯერად ასეთ გზას მივმართეთ.
gallery images

ძიუდოს გულშემატკივრების პეტიცია დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით

ძიუდოს ფედერაციამ, გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ქართული ძიუდოს განვითარებაში და სპორტსმენებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოს შექმნაში.ძიუდოს ფედერაციისთვის ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს სპორტსმენების, ეროვნული ნაკრების წევრების სრული პოტენციალის მომართვა და იმგვარი მომზადება, რაც შედეგის მომტანი იქნება ფართო საერთაშორისო ასპარეზზე.ძიუდოს ფედერაციის საქმიანობის წარმატებისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან თითოეული სპორტსმენის მიმართ თანასწორობის პრინციპის დაცვა და მიუკერძოებლობა. ასევე მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა ნაკრების თითოეულ წევრთან და ინდივიდუალური მიდგომა მათ საჭიროებებთან.სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ქართველის ძიუდოისტების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებებმა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სრულიად შეუსაბამო და შემაშფოთებელ ქმედებებთან დაკავშირებით გამოიწვია ქართველი გულშემატკივრების არაერთგვაროვანი და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. კრიტიკას ვერ უძლებს დავით ქევხიშვილის განცხადება, რომელმაც ეროვნული ნაკრების მთავარ წევრებს “მცირე ჯგუფი” უწოდა და გადაგდგომის მოთხოვნას უარით უპასუხა. მთლიანობაში, დავით ქევხიშვილის ქმედებები და განცხადებები იმაზე მიუთიებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რასაც ფედერაციის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს სრულიად შეუსაბამოა.ხელმომწერი ძიუდოს გულშემატკივრები, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა გადახდილი გადასახადებითაც ფინანსდება აღნიშნული ფედერაცია და მისი ხელმძღვანელი, რომელიც ამავდროულად გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მივიჩნევთ, რომ დავით ქევხიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი. ხოლო ახალ პრეზიდენტად უნდა იქნეს არჩეული პირი, რომელსაც აქვს ფედერაციის საქმიანობაზე და სპორტსმენებთან ურთიერთობაზე, მათ საჭიროებებზე მართებული ხედვა და რომლის მიზანიც ნაცვლად პირადი ინტერესებისა, იქნება ძიუდოს განვითარება და მაქსიმალური შედეგზე ორიენტირება.ასევე, ხელმომწერი გულშემატკივრები სრულად ვიზიარებთ  ეროვნული ნაკრების პროტესტს, რომელიც კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს. ვუცხადებთ მათ სრულ თანადგომას და ვუდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერასა და უდიდეს პატივისცემას ქვეყნისთვის გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლისთვის.ასევე, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტსა  და სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტს, დაუყოვნებივ დაინტერესდნენ ძიუდოს ფედერაციაში არსებული შემაძრწუნებელი მდგომარეობით - თანხების სავარაუდო არამიზნობრივი ხარჯვით, სავარაუდო კორუფციით, ნეპოტიზმით, რომელიც ყოვლად მიუღებელ ფორმებს იძენს და ა.შ. ასევე მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დაინტერესდით ძიუდოისტების რეალური საჭიროებებით და ვითხოვთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მათ დასახმარებლად.აქვე, თხოვნით მივმართვათ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, ფედერაციის სრულ შემადგენლობასა და ევროპის ძიუდოს კავშირს დაინტერესდნენ ქართულ ძიუდოში არსებული სავალალო მდგომარეობით.
gallery images

რეაბილიტირდეს კალათბურთის მოედანი სურამში

სურამის ერთადერთი კალათბურთის სტადიონი (რკინიგზის სადგურის მიმდებარედ) არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მოედნის საფარი იმდენადაა გაფუჭებული, რომ მოედნის გამოყენება სერიოზულად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ასევე სრულფასოვნად არ მუშაობს ღამის განათება და  დაზიანებულია კალათბურთის ფარები, რომლებსაც პერიოდულად ადგილობრივი მოსახლეობა არემონტებს.მოვითხოვთ, მოხდეს აღნიშნული მოედნის რეაბილიტირება, რაც შეიძლება მალე, რადგან ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულის სეზონზე, მოედანს იყენებს უამრავი ადგილობრივი, თუ ტურისტი და ასეთ მდგომარეობაში მყოფი სპორტული მოედანი ცუდ რეპუტაციას უქმნის კურორტს.  ბმულზე ნახავთ აღნიშნული საკალათბურთო მოედნის ფოტოებს: https://photos.app.goo.gl/vgAa3CS2HbfVZym66
gallery images

აღვადგინოთ "ლაგუნა ვერე" !!!

გთხოვთ, აღადგინოთ "ლაგუნა ვერე", რომელიც თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში წარმოადგენდა ქალაქის ცენტრში არსებულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს, თბილისელებისთვის საყვარელ რეკრეაციულ ადგილს. უამრავი ადამიანისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი ასოცირდება "ლაგუნა ვერე"-სთან. დავუბრუნოთ ქალაქს სიცოცხლე.    
gallery images

ჯანსაღი ცხოვრება - კრიმინალის წინააღმდეგ

მსურს, გაგიზიაროთ იდეა, რომელმაც, აუცილებელია, საყოველთაო მნიშვნელობა შეიძინოს, რადგან ეს ეხება ყველა ჩვენგანს, ვისაც აწუხებს სასმელსა და ნარკოტიკებს თუ ქუჩურ გარჩევებს შეწირული თაობების ბედი. თავისთავად ცხადია, რომ ადამიანი, რომელიც სპორტით არის დაკავებული ნაკლებადაა თავის ენერგიასა თუ დროს მაქსიმალურად ამისაკენ მიმართავს და ნაკლებად „იხარჯება“ ზემოთ ნახსენებ ქუჩურ გარჩევებში.ამის ერთგვარი გამოყენება დიდი ხანია დაიწყეს მაღალგანვითარებად ქვეყნებში, სადაც მაქსიმალური ხელშეწყობაა ცხოვრების ამ სტილისა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და იარაღი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ცხოვრების ჯანსაღი წესი.შესაბამისად, მაქვს სურვილი, ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს, თუმცა, სახელმწიფოს ჩართულობა ამ ყველაფერში აუცილებელია. მან უნდა გახსნას სატრენაჟორო დარბაზები, სადაც ერთი თვის აბონიმენტი სიმბოლურად 10 ლარი ეღირება.ეს ის თანხაა, რომელსაც ყოველი ჩვენთაგანი შესწვდება. ბუნებრივია, შედეგი არ მოვა ერთ ან ორ თვეში, თუმცა ამ გზით ჩვენ შეგვიძლია ცხოვრების ჯანსაღი წესი ვაქციოთ ერთგვარ მოდად, მოდად, რომელიც ყოველ თაობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ საქმიანობაში როგორც სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესები უნდა გადაიკვეთოს, რადგან ნებისმიერი კრიმინოლოგის აზრით და ასევე უამრავი სტატისტიკით, როგორც უკვე ვახსენე, ადამიანი, რომელიც სპორტულ ცხოვრებას მისდევს ნაკლებადაა მიდრეკილი კრიმინალის ჩადენისკენ, რადგან მას არ „უწევს“ ვინმესთვის დამტკიცება, თუ როგორი ძლიერია, არ „უწევს“ სუსტის დაჩაგვრა რადგან ის ხედავს, რომ ამ გზით ვერ მოიპოვებს აღიარებას საზოგადოებაში, საზოგადოებაში სადაც ასე ვცდილობთ თავის დამკვიდრებას.სპორტული ცხოვრების წესი ჩვენს ახალგაზრდებს უბიძგებს ჯანმრთელი ცხოვრებისკენ და არა ნაკროტიკებისა თუ ალკოჰოლისაკენ. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი თაობა, თუმცა ჯანსაღი თაობა ვერსაიდან გაჩნდება, თუკი ჩვენ არ გვექნება ხელშეწყობა. ამიტომ, გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი, გაავრცელოთ ეს მანიფესტი, რომლის მიზანიცაა, მიიქციოს სახელმწიფოს ყურადღება. დავეხმაროთ ჩვენს საზოგადოებას საკუთარი შეცდომების გამოსწორებაში.დამატებითი კითხვებისთვის და შეკითხვებისთვის მოგვმარეთეთ:  https://www.facebook.com/jansagicxovrebakriminaliswinaagmdeg/ 
gallery images

არა ჩემპიონთა ლიგას სილქ ტვ-ზე. გახადეთ ხელმისაწვდომი ყველასათვის

როგორც ცნობილი გახდა, შემდეგი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ტრანსლირების უფლება მხოლოდ სილქ ტვ-ს ექნება. შესაბამისად მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი რომლებიც სილქ ტვ-ს მომსახურებით ვერ სარგებლობენ ( დაფარვის ზონის სიმცირის გამო ან თუ მაგთის აბონენტები არიან) ვერ შეძლებენ შემდეგი სეზონიდან ამ საფეხბურთო ზეიმისთვის თვალის მიდევნებას. მოვაწეროთ ხელი რათა ვაჩვენოთ ქართულ ტელეარხებს მოსახლეობის სურვილი და მოთხოვნა, რომ ჩემპიონთა ლიგის თამაშების ყურება იყოს შესაძლებელი ყველასთვის და არა კონკრეტული კერძო კომპანიის აბონენტთათვის.   
gallery images

ითარგმნოს და გამოიცეს სტივენ ჯერარდის წიგნი ქართულად!

თხოვნით მივმართავთ პალიტრა L -ს, ითარგმნოს და გამოიცეს სტივენ ჯერარდის წიგნი ქართულად.