add one
gallery images

საფეხბურთო მატჩების (ჩემპიონთა ლიგა) წამყვანების გარეშე ტრანსლირება

მოვითხოვ საზოგადოებრივ არხზე და რუსთავი 2-ზე ჩემპიონთა ლიგის მატჩების ტრანსლირება მოხდეს წამყვანების გარეშე, იყოს მხოლოდ სტადიონის ხმა! ჰა ჰა მასპინძელი გუნდის წამყვანის ხმით არავითარი თარგმანი!!!!!მარაზმია მინაშვილის ცნობილაძის და ობალაძის მიერ წაყვანილი რეპორტაჟები!
gallery images

ფოთში გამოიყოს ადგილი ავტო სპორტისთვის

BMW CLUB GEORGIA -ფოთიდამფუძნებელი : ზურაბ კალანდადზედამფუძნებელი : პაატა ხაჩიძედამფუძნებელი : ნონა ბარამია
gallery images
gallery images

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოახდინოს რაგბის ელიტ-რაუნდის ფინალის ტრანსლირება

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები, იტალიის ნაკრების დამარცხებს შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც 4 აპრილს 19:00 საათზე თბილისის დროით, დაუპირისპირდება საფრანგეთის 18 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებს. სამწუხაროდ, მთელი ტურნირის განმავლობაში თვალყურის დევნება შესაძლებელი იყო მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით, რიგ შემთხვევაში ესაც ვერ ხერხდებოდა. ქართველი გულშემატკივრის თხოვნაა, საქართელოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოახდინოს ამ ისტორიული მატჩის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში, რათა, შევძლოთ თვალყურის დევნება
gallery images

გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება ნიჩბოსნობას

სპორტის ეს სახეობა მეტნაკლებად ცნობილია მაგრამ არ ეთმობა ყურადღება მედიის მხრიდან სწორედ ესაა პრობლემა.
gallery images

გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ Downhill განვითარებას

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თბილისის მერიის სპორტის საქალაქო სამსახურს ექსტრემალური სპორტის სახეობა Downhill (დაუნჰილი) საკმაოდ განვითარებული და პოპულარულია მთელ მსოფლიოში. მას ბევრი მიმდევარი ჰყავს და და ყოველწლიურად არაერთი ტურნირი ტარდება. საქართველოს ლანდშაფტი Downhill–ის განვითარებისთვის საკმაოდ ხელსაყრელია. რთული, მთაგორიანი რელიეფი ამ სპორტის მიმდევრებისთვის საკმაოდ საინტერესოა. მაგრამ, სამწუხაროდ საქართველოში სპორტის ეს სახეობა ფაქტობრივად განუვითარებელია. ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ Downhill–ის მიმდევრებს, არ გვაქვს ვარჯიშის და განვითარების საშუალება, რადგან არ გაგვაჩნია სპეციალური გზები. Downhill–ის განვითარება საქართველოში, გარდა იმისა რომ ბევრ ახალგაზრდას მოიზიდავს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, ასევე უფრო საინტერესოს გახდის ჩვენს ქვეყანას ტურისტებისთვის. ჩვენ, სპორტის ამ სახეობის მიმდევრები და ამ პეტიციის ხელმომწერები გთხოვთ, რომ თბილისის ტერიტორიაზე და შესაძლებლობის ფარგლებში, სხვა ქალაქებშიც გამოყოთ ტერიტორიები და მოაწყოთ Downhill–ის გზები. ეს გზები დიდ ფინანსურ ხარჯებს არ საჭიროებს. იმედია ჩვენს ამ თხოვნას გაითვალისწინებთ და მოგვცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოშიც განვავითაროთ ეს სპორტი და ახალგაზრდებს ინტერესის კიდევ ერთ სფეროსაც შეუქმნით.
gallery images

პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის

ჩვენ, ქართული რაგბის გულშემატკივრები, წინამდებარე პეტიციაზე ხელმომწერნი, ვითხოვთ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დამსახურებისამებრ გააშუქოს ქართული რაგბი:  ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების საშინაო და გასვლითი მატჩები;  ქართული კლუბების საევროთასო ასპარეზზე ჩატარებული საშინაო და გასვლითი მატჩები;  ეროვნული ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩები;  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყოს ყოველკვირეული სარაგბო გადაცემის მომზადება, რომელიც მოემსახურება ეროვნული ჩემპიონატის მიმოხილვას, ინფორმაციულ და ანალიტიკურ სიუჟეტებს. ცნობილია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოდგენილია ორი სამაუწყებლო არხით, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ანუ პირდაპირ თუ ირიბად საზოგადოების მხრიდან, შესაბამისად ჩვენი თხოვნის ამოსავალი წერტილიც, სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოების დაკვეთაა - დამსახურებისამებრ და საკადრისად გაშუქდეს ქართული რაგბი. ჩვენი თხოვნა ეხება რაგბის პოპულარიზაციისთვის იმ აუცილებელს ელემენტს, რასაც მედია სივრცის დათმობა ჰქვია, მაგალითისთვის გაცნობებთ, რომ დასწრება სარაგბო ბატალიებზე არნახულად მზარდია:  ერთა თასის მატჩებზე საშუალოდ ოცი-ოცდახუთი ათასი გულშემატკივარი;  რუმინეთთან დაპირისპირებისას ოცდაათი ათასი გულშემატკივარი;  რუსეთთან დაპირისპირებისას კი ორმოცდაათი ათასამდე გულშემატკივარი;  ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე ხუთასიდან ათას გულშემატკივრამდე (2013/14 - 2014/15 სეზონი)  პლეიოფებზე ავჭალისა თუ შევარდენის სტადიონები (დაახლოებით 2,000 ადგილი) პირთამდე ივსება.  ეროვნული ჩემპიონატის ფინალს 8000-მდე გულშემატკივარი დაესწრო 2013-14 წლების სეზონში,  წელს „თბილისის კავკასიელების“ საევროთასო ასპარეზობას ათი ათასამდე გულშემატკივარი. წელს ბორჯღალოსნებს ოცდახუთი წელი შეუსრულდათ, ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე განსაკუთრებული ტემპით ვითარდება სპორტის ეს სახეობა: ზედიზედ მეოთხედ ვიღებთ მონაწილეობას მსოფლო თასის გათამაშებაზე, 12 გათამაშებიდან შვიდჯერ მოვიპოვეთ ევროპის ერთა თასი (2011 წლიდან ზედიზედ ოთხჯერ), სადაც ოთხჯერ შევასრულეთ ”დიდი სლემი” (ვძლიეთ ყველა მეტოქეს), თხუთმეტი გათამაშებიდან ცხრაჯერ ვიმარჯვეთ ”უმცროს ექვს ერზე” (U 18). დღესდღეობით სამოცდაათზე მეტი რეგისტრირებული სარაგბო კლუბი ფიქსირდება საქართველოში, ათი ათასამდე პროფესიონალი სპორტსმენი, ბოლო წლებია გააქტიურდა ჩართულობა სამოყვარულო რაგბიშიც, რის დასტურია: ყოველწლიური ტურნირი „ქვიშის რაგბიში“, სადაც წელს ბათუმს 30-მდე პროფესიონალური თუ სამოყვარულო გუნდი ეწვია. სხვადასხვა სასწავლებლებში კი „შვიდკაცა“ რაგბის გუნდები, რომლებიც სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობენ. ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით თავად განსაჯეთ, თუ რა როლს ითამაშებს ტელე-ეთერის რაგბისთვის გამოყოფა შემდგომი პროგრესში, რამდენად დაინტერესდება ფინანსური ზრდის პერსპექტივის ფონზე, ევროპული ოჯახის ზღურბლზე მდგომი კერძო (სამეწარმეო) სექტორი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თხოვნა სცილდება მხოლოდ წმინდა სპორტულ თემატიკას და მას სოციალური, საზოგადოებრივი და გნებავთ სახელმწიფოებრივი დატვირთვაც გააჩნია. რაგბი ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ სპორტის სახეობა. რაგბი მომავალი თაობების სწორად აღზრდის, მაღალი ფასეულობების ზიარების, ღრმა შინაარსის სისტემაა. სისტემა, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე:  რაგბი არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად წარმოგვიდგა;  ქართული სარაგბო თემი დღემდე აქტიურად არის ჩაბმული კამპანიაში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ;  ქართული სარაგბო თემი ასევე აქტიურად არის ჩაბმული კამპანიაში გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე;  ეთნიკურად თუ რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან რეგიონებში ხელს უწყობს მოქალაქეთა დაახლოებას (პანკისის ხეობა, ქვემო ქართლი, სამცხე–ჯავახეთი). ეს მხოლოდ ნაწილია იმ ჩამონათვალისა სადაც ქართული რაგბი სახელმწიფოს თუ საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. ყოველივე ზემოთხსენებულის პროგრესის გარანტი კი ზოგადად ქართული რაგბისა და ბორჯღალოსანთა წარმატებებია. წარმატებები, რომელთაც ხელშეწყობა თითოეული ჩვენთაგანის ვალია. ქართული რაგბის გულშემატკივრები