add one
gallery images

უსამართლო ქიმიის გამოცდები

პეტიციისა და წერილის სახით მომართვის მთავარი მოტივი.    "დაუნდობლად" და "უსამართლოდ" შედგენილი, ასევე შეფასებული 2021 წლის ქიმიის ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტების უმრავლესობა, მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ ჩვენი შემდგომი არგუმენტები.  1) დაძაბული, მიმდინარე პანდემიური ფონი. უამრავმა ოჯახმა შემოსავლის მთავარი წყარო დაკარგა. რის გამოც შეუძლებელი გახდა ბავშვების რეპეტიტორებთან მომზადება. ისიც იმიტომ რომ ლარის კურსი არასაკმარისია და დოლარებს ითხოვენ მასწავკებლები. სწორედ ამიტომ არის მსგავსი კატასტროფული შედეგები ბოლო ორი წელია. უნდა გითხრათ ისიც, რომ სკოლის სახელმძვანელოს დონით მსგავსი სირთულის ტესტის დაწერა შეუძლებელია. ასევე ითხოვთ მათემატიკურ განათლებას, მაშინ როდესაც ქიმიასთან ეს არანაირ კავშირშია. საქართველო გაჭირვებაშია. ქართველ კაცს უჭირს, ბევრმა ვერ მოამზადა შვილი რეპეტიტორთან, ასეთებიც ვართ ამ სიაში.  2) საგულისხმოა პანდემიური მდგომარეობა. ორი წელი online სწავლებაზეა საქართველოს მოსწავლეები, შეჩერებული ტრანსპორტი, კომენდანტია საათი რის გამოც ვერ დავდიოდით რეპეტიტორებთან. ეკრანს მიღმა კი ქიმიის აღქმა-გაგება შეუძლებელია.  3) საგულისხმოა, რომ თქვენი სურვილისამბრ საკითხების შემცირება და დროის ნაკლებობა. თქვენ შეიტანეთ ისეთი ტესტები, რომლებიც არ იყო დაბალ დონეზე გათვლილი. ბარიერის 4 ქულაზე დაკლებაც არაფერში წაგვადგა.  ძალიან გთხოვთ შეხვიდეთ ჩვენს მდგომარეობაში და დაგვეხმაროთ. ერთ წლიან ღამის თევებსა და შრომას წყალში ნუ ჩაგვიყრით.    ამ ყველაფრის ფონზე სრულიად გენიჭებათ ვალდებულება შეხვიდეთ ჩვენს მდგომარეობაში და განიხილოთ პეტიცია განურჩევლად ვარიანტისა დაწიოთ ბარიერი და მოგვიმატოთ ქულები.        პატივისცემით თინათინ ბარჯაძე
gallery images

მეგრული და სვანური ენების ნებაყოფლობითი სწავლება საქართველოს სკოლებში

მე ვარ გიორგი კვარაცხელია ბლოგერი. Youtube არხის Kvara-ს წამყვანი. ჩემი გადაცემის სტუმრებთან ერთად ვეხები ისეთ თემებს როგორიცაა კინო, ფული, გართობა, სექსი, მარიხუანას ლეგალიზება, ბორდელის ოფიციალურად გახსნა, განათლების დონე, სექსუალური უმცირესობები, პოლიტიკა, საბრძოლო ხელოვნება და ა.შ. ის რაც  საინტერესო და სახასალისო. აგრეთვე ჩემი გადაცემის ერთ-ერთი თემაა ქვეყანაში ორი ენის მეგრულისა და სვანური ენების პოპულარიზაცია, გადაშენების ეპირას მყოფ ენების, რომელიც ჩვენი საგანძურია და უნდა დავიცვათ ჩვენი ენები ქართულთან ერთად ქმნიან იმ სულს რომელმაც ათასწლეულებს გაუძლო და მომავალშიც მუდამ უნდა იარსებოს
gallery images

2021 წლის ისტორიის გამოცდებში უსამართლობის აღმოფხვრა

მოგესალმებით. ქვეყანა დგას განათლებულ და ინტელიგენტ ადამიანებზე, უკეთესი მომავლის იმედი მაშინ ესახება საზოგადოებას, როდესაც ხედავს როგორ უწვდის დახმარების ხელს სახელმწიფო ახალგაზრდებს. განათლება- გზა თავისუფლებისკენ. როგორ მოვახდინოთ თვითრეალიზაცია და ცოდნის გაღრმავება, როდესაც უსამართლოდ იჩაგრებიან აბიტურიენტები? რა პრინციპით ირჩევა ჯგუფი რომელს გაუმარტივდება ეროვნული გამოცდების ჩაბარება, და რომელს დაუტვირთავენ არაპროგრამული საკითხებით ტესტს? სტატისტიკური შეჯამებით, ვერც კი შეედრება წლევანდელი გამოცდების სირთულე შარშანდელს. არის თუ არა ეს უსამართლობა? გიპასუხებთ აქვე- არის. არ გამოვარჩევთ ვარიანტების მიხედვით სირთულეს, ვერთიანდებით ყველა რათა მივაწვდინოთ ხმა გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროს. მოვითხოვთ, ნაკლები სიმკაცრით შესწორდეს ტესტები და ამავდროულად, თითოეულ აპლიკანტს მოემატოს თითო-თითო ქულა მაინც, (რომელიმე ვარიანტის რთულად გამოცხადების მიუხედავად) რადგან ორაზროვან კითხვებთან და გაუგებარ მოთხოვნებთან გამკლავება შეძლეს. NAEC-ის რეალური მიზანი იკვეთება ამ მოქმედებებში, მათ სურთ ნაკლები განათლებული და მონდომებული ადამიანი საქართველოში. ქვეყნის მომავალი თქვენს ხელში კი არა, ჩვენს- ახალგაზრდობის ხელშია. უსამართლობას წინ აღვუდგებით.  იმედი გვაქვს გაითვალისწინებთ გლობალური პანდემიით გამოწვეულ შეფერხებებსა და პროგრამულ გარღვევებს, 6 თვის განმავლობაში არასრულფასოვანი ტრანსპორტირების შედეგად, აბიტურიენტები ვერ მოემზადნენ სიღრმისეულად, - სკოლა კი არ გვაძლევს საფუძველს ამ გამოცდების ჩაბარებისა. განათლების სისტემა უდავოდ საჭიროებს რადიკალურ ცვლილებებს, თუმცა მანამდე, ჩამოიხსენით ვარდისფერი სათვალეები და მიხვდით, რომ ყველა ოჯახს არ აქვს ფინანსური უზრუნველყოფა მოამზადონ ბავშვები ცალკეულ რეპეტიტორებთან. შესაბამისად, არათანასწორი გარემო იქმნება.  გმადლობთ, თქვენი გათვითცნობიერების იმედი გვაქვს. ნუ მოგვიკლავთ სწავლის წყურვილს და ამბიციებს.  
gallery images

გაუფასურებული ცოდნა

პეტიციისა და წერილის სახით მომართვის მთავარი მოტივი “დაუნდობლად”,დაუფიქრებლად, არაადეკვატურად შედგენილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის 2021წლის ტესტია.აბიტურიენტების უმრავლესობა მოგმართავთ თხოვნით:განიხილოთ ჩვენი შემდგომი არგუმენტები: 1)დაძაბული,მიმდინარე პანდემიური ფონი.უამრავმა ოჯახმა შემოსავალის მთავარი წყარო დაკარგა,რის გამოც ვეღარ შეძლეს ბავშვების რეპეტიტორებთან მომზადება.ისიც იცით რატომ?ლარის კურსი აღარ ჰყოფნით და დოლარებს ითხოვენ მასწავლებლები. იმედია თქვენც დაგვეთანხმებით, რომ სკოლის სახელმძღვანელოთი და სასწავლო დაწესებულებებში მიღებული ცოდნით აბიტურიენტისთვის მსგავსი სირთულის ტესტის დაძლევა შეუძლებელია. განვითარებულ ქვეყნებში განათლებაში ფულის დაბანდება პრობლემა არაა, მაგრამ საქართველოს უჭირს, ლუკმა უჭირს ქართველ კაცს. შვილი ,რა ქნას, ვერ მოამზდა გამოცდისთვის.ასეთებიც ვართ ამ რიგებში. 2)გასათვალისწინებელი იყო სკოლის სწავლების ხარისხი(რასაკვირველია ძირითადად საჯარო დაწესებულებები).თუ დავუკვირდებით დავინახავთ,რომ შეუსაბამობაშია აღნიშნულ ტესტსა და სკოლაში ნასწავლი სირთულეების ამოცანები.3)საგულისხმოა პანდემიური მდგომარეობა:2წელი online სწავლება,შეჩერებული ტრანსპორტი,კომენდანტი,რომლის არსებობის გამო მასწავლებლებთან გადარბენა გვქონდა ან საერთოდ ვერც კი მივდიოდით რეპეტიტორებთან უტრანსპორტობის გამო. ეკრანს მიღმა კი არც თუ ისე მარტივია მათემატიკა აღიქვა და გაიგო.4)აღსანიშნავია თქვენი სურვილისამებრ დროის შემცირებისა და საკითხების პირდაპირპროპორციულად კლება,ზემოთქმული ფაქტების გათვალისწინების გარეშე თქვენ შემოიტანეთ ურთულესი ტესტი,რომელიც არ იყო გათვლილი დაბალ დონეზე. საგულისხმოა, რომ მსგავსი გამოცდები გათვლილი უნდა იყოს ყველა დონის ბავშვზე და არა მხოლოდ მათემატიკური სკოლის მოსწავლეებზე.5)აუცილებელია ხაზი გაესვას ორ ,ფაქტობრივად,იდენტურ დავალებას ღია შეკითხვებში(ფუნქციებზეა საუბარი).შესაძლებელი იყო ერთ-ერთი ჩაგენაცვლებინათ,თუნდაც,რთული,მაგრამ ბავშვის ცოდნის გამოსამჟღავნებელი საკითხით. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლების უმეტეს ტესტში ვხვდებოდით განტოლებებით შედგენილ სისტემას და მასში მოპოვებულ მნიშვნელოვან ქულებს. წელს კი ეს საკითხიც “წაგვართვით” 6)2007 წლიდან მოყოლებული 2021 წლის საჩვენებელი ვარიანტის ჩათვლით არცერთი ტესტი ასეთ სირთულისა და ამოცანები სიტყვების “რახარუხით”არ იყო შედგენილი. იყო შემთხვევები, როდესაც კითხვა იმდენად ბუნდოვნად იყო დასმული, რომ აბიტურიენტებს ნაწილს გაუჭირდა ზუსტი პასუხის დაწერა.7)რადიკალურად იყო შეცვლილი ტესტის ფორმატი. ბარიერზე ერთი ქულის დაკლება არაფერში წაგვადგა. ტესტურ საკითხებში შევხვდით ამოცანებს, რომელთან უმრავლესობაც რთულად ამოსახსნელი იყო, გვჭირდებოდა რამდენიმე წესისა და თეორემის გამოყენება, რაც ასევე არღვევს ტესტური საკითხების ხიბლს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი სრულად გენიჭებათ ვალდებულება განიხილოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი წერილი და განურჩევლად ვარიანტისა და აბიტურიენტისა გამოაცხადოთ მათემატიკის 2021 წლის ტესტები რთულად.
gallery images

მიეცეთ რუსთაველ მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტებს „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ პროგრამით სარგებლობის უფლება

პეტიცია ეხება რუსთავის მერიის მიერ სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსების საკითხს. კერძოდ, ქალაქ რუსთავის მიუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში მოქმედებს "სტუდენტთა სწავლის დავინასების" პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სწავლის საფასური უფინანსდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს საგანმამათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულნი არიან ბაკალავრის საფეხურზე და აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ შესაბამის კრიტერიუმებს. ამ დათქმის გამო პროგრამით ვერ სარგებლობენ  მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტები.  თუ გავითვალისწინებთ შემდეგ გარემოებებს: მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტები მონაწილეობას ვერ იღებენ პროგრამაში "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს", მათ ასევე არ აქვთ საშუალება სახელმწიფო გრანტის საშუალებით მოიპოვონ 50%-იანი და 70%-იანი დაფინანსება. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ მაგიტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტები არათანაბარ/არასამართლიან პირობებში იმყოფებიან. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სამართლიანია ჩვენი მოთხოვნა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აღნიშნულ პროგრამაში ჩართულ იქნას ყველა საფეხურის სტუდენტი. 
gallery images

გახანგრძლივდეს შუალედი ბიოლოგიისა და ქიმიის გამოცდებს შორის!

  მოგეხსენებათ, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გრაფიკში აისახა რომ ბიოლოგიის გამოცდა ბარდება 14 ივლისს, ხოლო ქიმიისა კი 15 ივლისს. მოგეხსენებათ, რომ ბიოლოგიის გამოცდა ბარდება, ძირითადად, სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელზეც მეოთხე საგნად აბიტურიენტთა აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს ქიმიას. ასეთი პრეცედენტი, ანუ ამ ორი საგანში გამოცდა მიყოლებით, არ მომხდარა. ყველამ კარგად ვიცით, რომ გამოცდები დიდ ფსიქოლოგიურ და ემოციურ სტრესთანაა დაკავშირებული, ამას კი ამძაფრებს პანდემიით გამოწვეული ვითარება. მით უფრო უსამართლობა ჩანს მაშინ, როცა, მაგალითად ფიზიკის (ერთ-ერთი არჩევითი საგანი სამედიცინო ფაკულტეტისათვის) გამოცდა 20 ივლისსაა დანიშნული, ხოლო იმათთვის, ვინც ჰუმანიტარულ ფაკულტეტებს აბარებენ, მაგალითად ინგლისურისა და ისტორიის გამოცდებს შორის შუალედი 4-5 დღეა. ამდენად, სწორად მიმაჩნია გახანგრძლივდეს შუალედი ბიოლოგიისა და ქიმიის გამოცდებს შორის და გახდეს არანაკლებ ორი დღისა. ამიტომაც მივმართავ "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს" და "შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს", მიიღონ შესაბამისი ზომები. პატივისცემით, ლუკა ჯღარკავა.
gallery images

მეგრულ-ლაზური და სვანური ენების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის

საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს საქართველოს განათლების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს   2021 წლის 14 აპრილს მთელმა საქართველომ მოისმინა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა მიძღვნილი დედა ენის დღისადმი, სადაც ის მრავალ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შეეხო მეგრული და სვანური ენების დღევანდელ მდგომარეობას, მათ ფაქტობრივ სტატუსს თანამედროვე საქართველოს პირობებში. ქალბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ: "ასევე, ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს - მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრული და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!“ ჩვენ შევნიშნეთ, რომ მის მიერ გაჟღერებული აზრი და შენიშვნები იყო ადამიანურად გულწრფელი, ობიექტური და ღრმა პოლიტიკური შინაარსის მატარებელი. გამომდინარე აქედან ჩვენ, ამ წერილის ხელმომწერებმა გადავწყვიტეთ გულწრფელად მოვნიშნოთ ის ძირითადი პრობლემები რომელიც დაკავშირებულია საკითხის გარშემო განვითარებულ მრავალმხრივ პროცესებთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება სამეგრელოს და სვანეთს როგორც ერთიანი საქართველოს განუყოფელ ნაწილს, მის აწყმოს, მომავალს და ქართული სახელმწიფოს ღირსეულ გზას 21 -ე საუკუნეში. მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებზე მოსაუბრე ადამიანები გახლავთ ის ხალხი, რომლებზეც აღმატებულ ტონში წერდნენ ანტიკური სამყაროს მწერლები და მეცნიერები. დღეს კი მრავალათასწლოვანი მეგრულ-ლაზური და სვანური ენები გაქრობის ზღვარზეა. ისტორიული ბედუკუღმართობისა და სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ქართულ სახელმწიფოს და აკადემიურ წრეებს ვერ მიეცა საშუალება სათანადოდ ეზრუნა აღნიშნული საგანძურის დაცვისა და განვითარებისათვის.ეს ტენდენცია დღითიდღე უარესი და თვალშისაცემია იმის გამო, რომ დღევანდელ საქართველოში მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენებს არა აქვს ინსტიტუციონალური მხარდაჭერა, არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მის სტატუსს იმგვარად განსაზღვრავდა, რომ მასზე ზრუნვა დამოკიდებული იყოს არა კეთილ ადამიანთა კეთილ ნებაზე, არამედ გარანტირებული იყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით. მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენებზე საუბრობს, ან საუბარი გაეგება, მილიონნახევრამდე საქართველოს მოქალაქეს, როგორც სამეგრელოსა და სვანეთში, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებში. აქამდე არსებულმა მიდგომამ ის შედეგი გამოიღო, რომ მეგრულ და სვანურ ოჯახებში შვილებს და შვილიშვილებს არ ესაუბრებიან წინაპრების ენაზე, რომელიც ათასწლეულებს ითვლის, ენაზე, რომელიც ქართველი ხალხის სულიერი მემკვიდრეობის საამაყო ნაწილია. არ ესაუბრებიან, იმიტომ რომ, ამ ენებს არავითარი სტატუსი არა აქვს და ბუნებრივია, არავითარი პერსპექტივა, რის გამოც მათ აქტუალობა დაკარგეს და მივიწყების ზღვარზე არიან. მეგრული, ლაზური და სვანური ენების ასეთი სავალალო მდგომარეობა ყოვლად მიუღებელია ჩვენი რეგიონების და მთლიანად საქართველოს განათლებული და შეგნებული მოქალაქეებისთვის, საზიანოა მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, ქართველი ერის ერთიანობისთვის. სიტუაციის აღწერა გაცილებით დრამატულადაც შეიძლება და სწორედ ამ სიტუაციაში, პრეზიდენტის განცხადება, ჩვენი აზრით უნდა იქცეს ამ სიტუაციის სასიკეთოდ შემობრუნების საფუძვლად და ათვლის წერტილად. სასიხარულოა, რომ როგორც ჩანს, სახელმწიფოს პირველ პირებს გაცნობიერებული აქვთ აღნიშნული პრობლემის სიმწვავე, ობიექტური და სუბიექტური("ცრუ შიშები") მიზეზები და პრობლემის გადაწყვეტისათვის საჭირო გზების მოძიების აუცილებლობა. პეტიციის ხელმომწერნი მოგმართავთ, თხოვნით ნუ დარჩება აღნიშნული განცხადება მხოლოდ კეთილ განზრახვად და მოგიწოდებთ საკითხი გადავიდეს აქტიურ ფაზაში. დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ფიქრი არსებული სავალალო სიტუაციის გამოსასწორებლად. ასევე მივმართავთ აკადემიურ წრეებს ჩაერთონ საკითხის განხილვაში.  
gallery images

ჩატარედეს "ერთიანი ეროვნული გამოცდები" ონლაინ ფორმატით

მოგესალმებით! მოგეხსნებათ უკვე 1 წელია გვიწევს პანდემიის პერიოდში ყოფნა, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩვენს  ყოველდღიურობაზე, დაიწყო ონალინ სწავლება , რამაც დამაკმაყოფილებელი შედეგი გამოიღო, ახლა როდესაც ქვეყანაში კორონა ვირუსი მძვინვარებს ,გვაქვს მოლოდინი შემდეგ "ტალღებზე" არსწორად მიმაჩნია ერთიანი "ეროვნული გამოცდების 2021"  ჩატარება ჩვეულებრივი ფორმატით, ასევე თუ ვთანხმდებით რომ ონლაინ სწავლება შედეგიანია რატომ არშეიძლება ონლაინ გაკვეთილებით ნასწავლი მასალის ონლაინ ჩაბარება? აღნიშნული მეთოდი წარმატებით იქნა დანერგილი და განხორციელებული უმაღლეს სასწავლებლებში.  მივმართავთ "საქართველოს განათლებისა მეცნიერბის სამინისტრო" ს  და "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" ს  რომ წელს დაუშვას ონლაინ ფორმატით "ერთიანი ეროვნული გამოცდები" ს ჩატარება. რაც გამოწვეულია მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო მადლობა!
gallery images

გაკეთდეს ჯონ სტეინბეკის "ედემის აღმოსავლეთით" წიგნის რეპრინტი

მოგესალმებით,მოგმართავთ მკითხველთა ლიგის სახელით,სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებული საჭიროებიდან გამომდინარე, რაც უკავშირდება ჯონ სტეინბეკის "ედემის აღმოსავლეთით" წიგნის ტირაჟის ამოწურვით გამოწვეულ უკმაყოფილებას, გადავწყვითეთ შეგვექმნა პეტიცია, რომლის მიზანიც არის მოვითხოვოთ აღნიშნული წიგნის რეპრინტის გაკეთება წიგნის სხვადასხვა გამომცემლობების მიერ.გთხოვთ, შემოუერთდეთ აღნიშნულ პეტიციას, რათა ერთად მივიტანოთ ჩვენი სურვილი ქართულ გამომცემლობებამდე.წინასწარ დიდ მადლობა მოგახსენებთ აქტიურობისთვის. 
gallery images

სასწრაფოდ შეჩერდეს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა

სასწრაფოდ შეჩერდეს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა", რომელიც არის დისკრიმინაციული ხასიათის,არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მასწავლებლებს...  სქემა პირდაპირ ხელს უშლის  საჯარო სკოლების დეცენტრალიზაციის პროცესს და რაც მთავარია უხეშად ერევა კერძო სკოლების სამუშაო პროცესში, რადგან იპერატიულად ავალებს სკოლის დირექტორს რამდენჯერ უნდა დაესწროს მასწავლებლებს სასწავლო წლის მანძილზე,  რამდენჯერ უნდა შეაფასოს და ა.შ.  ასევე ავალებს მასწავლებლებს გაიარონ  გარკვეული რაოდენობის საათების ტრენინგები  (20-12-8). ჩვენ თვლით რომ სკოლის დირექტორის გადასაწყვეტია,რამდენჯერ დაესწრება მასწავლებელს და რა ფორმებით მოახდენს მათი მუშაობის შეფასებას.ასევე მასწავლებლის უფლებაა თავად გადაწყვიტოს რამდენ საათიან ტრენინგს დაესწროს და რა თემაზე. ასევე არასამართლიანია სქემა უფროსი სტატუსის მასწავლებლების მიმართ,ვინაიდან აქამდე ვინც აიმაღლა სტატუსი  და გახდა წამყვანი/მენტორი- ბევრად ადვილიად მიაღწიეს შედეგს, ხოლო დანარჩენებს ძალიან გაურთულეს პროცესი. ასევე სისტემაში გვყავს 250 წამყვანი და მანტორი მასწავლებელი, რომლებმაც საგნის გამოცდა ჩააბარეს 1 და 4 კრედიტზე. ხოლო ახლა საგანში  50% -ზე მეტი  უნდა ქონდეს გადალახული. ჩვენი აზრით არ შეიძლება ქვეყანაში გვყავდეს წამყვანი და მენტორი მასწავლებელი-რომელიც საკუთარ საგანს ვერ აბარებს სრულად. კიდევ ბევრი ხარვეზი აქვს სქემას.ამიტომ აუცილებელია სასწრაფოდ შეჩერდეს და  დაიწყოს მუშაობა ახალ დოკუმენტზე, საჯარო ჩართულობით. 
gallery images

სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში

პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფრის ერთდროულად გახსნა გამოიწვევს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას, ამიტომაც ზაფზულამდე უნდა იმოქმედოს დაწესებულმა შეზღუდვამ. ან უნდა მისცეეთ სტუდენტებს არჩევანის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ძალაინ ბევრი ახალგაზრდას უწევს ბინის ქირის, ასევე ტრანსპორტირებაში ფულის გადახდა. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ დღევანდელი ვითარება და მიიღოთ უფრო სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება პრაქტიკულებს და ლაბორატორიულებს, ზაფხულშიც შესაძლებელია მათი აღდგენა, ბევრი სტუდენტი არც ესწრება სააუდიტორიო მეცადინეობებს, ამიტომ უნდა გვქონდეს არჩევანის შესაძლებლობა. მადლობა წინასწარ.
gallery images

თავისუფალი უნივერსიტეტის იურისტმა ახსნას ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება

თავისუფალ უნივერსიტეტში MACS-ის სკოლას მუდამ გვქონდა პრობლემა ადმინისტრაციასთან. ათასი უსინდისო ტყუილი, ათასი შეუსრულებელი დაპირება, არაორგანიზებული საგნები…ერთი თვის წინ, ვებ პროგრამირების ლექტორმა ყველანაირ სტანდარტს აცილებული გამოცდა ჩაატარა. 65-ზე მეტი სტუდენტის მხარდაჭერით, ჩატარდა შეხვედრა ლექტორთან და ადმინისტრაციასთან. ამ შეხვედრაზე მე და რამდენიმე სხვა სტუდენტმა ჩამოვთვალეთ მიზეზები, რომელთა გამოც მოტანილი გამოცდა იყო თავიდან ჩასატარებელი. ამის შემდეგ, ყველანაირი საფუძვლის გარეშე, ლექტორმა ძალიან უხეშად მომმართა 70 ადამიანის წინაშე, პირდაპირ შეეხო ჩემს თავმოყვარეობას, რაზეც თავისი სიტყვები შევუბრუნე (არც უხამსი ლექსიკა გამომიყენებია, არც გინება და არც ისეთი რამ მითქვამს, რაც ფაქტი არ იყო).შეხვედრის შემდეგ ადმინისტრაციამ გამომიცხადა, რომ თურმე დავარღვიე უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის რამდენიმე მუხლი, კერძოდ:1. ვცადე სასწავლო პროცესის ჩაშლა2. მივაყენე ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფადა რაც მთავარია 3. ლექტორზე მოვახდინე მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ეთიკის საბჭოსთან შეხვედრაზე ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი ძალიან მტრულად დამხვდა (როდესაც წესით, ისინი მიუკერძოებლები უნდა ყოფილიყვნენ), ცდილობდნენ თითიდან გამოეწოვათ ბრალდებები, zoom-ის ჩანაწერიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოჰქონდათ წინადადებები. არავის უხსენებია ის ფაქტი, რომ დაპირისპირების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩემი დარღვევები იმდენად მძიმე იყო, წერილობითი გაფრთხილება არ ჰყოფნიდა და სტუდენტის სტატუსი შემიწყვიტეს (როდესაც დარღვევა ხდება პირველად, სტუდენტი იღებს წერილობით გაფრთხილებას, თუ ეს დარღვევა არაა ძალიან მძიმე). ყველაზე დიდი დაცინვა კი ის იყო, რომ 29 დეკემბერს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ, თუმცა მე 31 დეკემბერს "საახალწლო საჩუქრად" შემატყობინეს.ეს არ არის კონკრეტულ სტუდენტებზე შეტევის პირველი შემთხვევა. უნივერსიტეტში სწავლის 4 წლის განმავლობაში, როგორც სტუდენტი, პატიოსნად ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს, მქონდა კარგი ურთიერთობა ყველა ლექტორთან და ყველა სტუდენტთან. უნივერსიტეტის სახელით ბევრ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა და გამიმარჯვია, რაც უნივერსიტეტს გამოუყენებია პიარში. ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად ლექტორისაგან და ღალატს უნივერსიტეტის მხრიდან.ამ პეტიციით მოვითხოვთ უნივერსიტეტის მთავარი იურისტის განცხადებას (უნივერსიტეტის მეილის საშუალებით), სადაც იგი აგვიხსნის, რატომ გადაწყვიტა ეთიკის საბჭომ ყველაზე მძიმე ფორმის სასჯელის გამოტანა და მისი, როგორც იურისტის აზრით, არის თუ არა სასჯელი დანაშაულის პროპორციული.თავისუფალი უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი:http://freeuni.edu.ge/sites/default/files/FREEUNI - studentis etikis kodeqsi.pdfშეხვედის ჩანაწერი (გთხოვთ ამ ეტაპზე არსად გადააზიაროთ, რაგდან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პროცესზე):https://drive.google.com/drive/folders/1XFR4Np1zCrByhf3xsFkXOVykxCLV5fqW
gallery images

სპეციალურ მასწავლებელთა მიმართვა პრემიერ მინისტრს და ასევე განათლების მინისტრს

   ჩვენ, სპეციალურ მასწავლებლებს, როგორც ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ პირებს წლებია გვიწევს საგნობრივ მასწავლებლებთან შედარებით არათანაბარ პირობებში მუშაობა.***ჩვენთვის წლების განმავლობაში არ არსებობდა კარიერული წინსვლის სქემა.*** დროულად არ ჩაგვრთო განათლების სამინისტრომ კარიერული წინსვლის სქემაში, რის გამოც, დავზარალდით როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად.*** საგნის მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა რომ კრედიტების საშუალებით აემაღლებინათ სტატუსი.        დღემდე დიდი მოლოდინით ველოდით კარიერული წინსვლისთვის გამოცდის ჩატარებას, თუმცა  ეს გამოცდები არ დაინიშნა, რადგან ამის მიზეზად სახელდება "ქვეყანაში არსებული პანდემია"... და  აქვე გკითხავთ, ბატონებო:  ნუთუ პანდემია მაშინ არ ვრცელდება ჩვენზე, როდესაც საგნის მასწავლებლებისგან განსხვავებით   კანონი  მხოლოდ სპეც.მასწავლებლებს გვავალდებულებს  სკოლაში სიარულს?!ჩვენ მოვითხოვთ :1) მოგვენიჭოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი  იმ  მასწავლებლებს, რომელთაც წარმატებით გავიარეთ მასწავლებლის სახლის მიერ ჩატარებული 120 საათიანი ტრენინგი.(მოგახსენებთ, ეს ტრენინგი ფასდებოდა 7 კრედიტით  და ყველა მოდულის შემდეგ ვაბარებდით საკმაოდ რთულ გამოცდებს;)2) ვითხოვთ საგნის მასწავლებლების მსგავს პოზიციაში ჩაყენებას;3) მოგვემატოს ხელფასი, ჩვენი შრომა იყოს სათანადოდ დაფასებული, რათა არ მოხდეს კვალიფიციური კადრის სისტემიდან გადინება;4) დროულად დაინიშნოს გამოცდები და გაგრძელდეს  მასწავლებლის სახლის 120 საათიანი ტრენინგები ყველა იმ სპეც.მასწავლებლისთვის, რომელთაც არ გაგვივლია და დროულად მოგვეცეს ყველას კარიერული წინსვლის საშუალება;5) სპეც.მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში  შევიდეს ცვლილებები, დაემატოს მენტორის სტატუსი, რათა საფეხურეობრივად არ მოხდეს ჩვენი ისევ უკანა პლანზე გადაწევა და სხვა, ანუ საგნის მასწავლებლებთან შედარებით, დაბალ საფეხურზე დარჩენა;6) ამოიღონ დოქტორობის მოთხოვნა სპეციალურ პედაგოგიკაში. რადგან ასე წამყვანის სტატუსის მოპოვებას 5 წელი მაინც ვერავინ შეძლებს საქართველოში, რაკი არ არსებობს სადოქტორო პროგრამები და არც დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალიტები გვყავს.     ჩვენ ვემსახურებით სსსმ და შშმ სტატუსის მქონე მოსწავლეებს და, ვფიქრობთ, რომ ჩვენი უფლებების დარღვევა  უარყოფითად აისახება სწავლების  ხარისხსა და ინკლუზიურობაზე
gallery images

მოვითხოვთ სრულ დისტანციურ სწავლებას აგრარულ და თავისუფალ უნივერსტეტებში

პეტიციის შექმნის მიზანია აგრარული და თავისუფალი უნივერსეტების სრულ დისტანციურ სწავლის რეჟიმზე გადასვლა. დღემდე უნივერსტეტის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილმა ცალკეულმა წერილებმა მიზანს ვერ მიაღწია. ამდენად, მიგვაჩნია, რომ საერთო პეტიცია უფრო ეფექტური იქნება. სტუდენტებიც და ადმინისტრაციაც უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი მიზანია ჯანმრთელობის დაცვა და არა ვალდებულებების თავიდან არიდება, რაც უნივერსიტეტში ჩაბარების დღიდან გვაკისრია. სამწუხაროდ, Covid-19-ის შემთხვევები დრამატულად მატულობს და, ექსპერტთა აზრით, კიდევ უფრო მოიმატებს. ჩვენს უნივერსიტეტში დაავადდნენ როგორც სტუდენტები, ასევე პედაგოგები. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების დაცვა საკმარისი არ არის. კონტაქტური სწავლება თავისთავად საფრთხისშემცველია, რასაც ემატება ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული რისკები. მართალია, სტუდენტებს ზოგადად ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ მათ ნაწილს ოჯახში ჰყავს რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები. ცხადია, რომ უნივერსიტეტში სიარული მნიშვნელოვნად ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს. ამდენად, მიმდინარე ეტაპზე აუცილებლად მიგვაჩნია სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა და მაქსიმალურად სახლში დარჩენა. განათლების მნიშვნელობა განუზომელია, მაგრამ ყველაზე ღირებული მაინც სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. Campus Students VS Covid-19
gallery images

აგრო საათი

მისაღები იქნება თუ არა დაწყებით კლასებში "აგრო საათი" კვირაში ერთხელ მაინც.