add one
gallery images

საბავშვო ბაღებში ადაპტაციის პერიოდის შემოღება

საბავშვო ბაღი არის დამოუკიდებელი სოციალური ცხოვრების პირველი საფეხური.სამწუხაროდ ადაპტაციის პროცესი ქართულ საბავშვო ბაღებში არის ნებაყოფლობითი და უმეტესად უგულებელყოფილია. მსოფლიოში შემუშავებულია სხვადასხვა მეთოდოლოგიური ჩარჩო ბავშვების საბავშვო ბაღში უმტკივნეულო ადაპტაციისთვის.მიჩვევა ძალიან საყურადღებო, საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ბავშვმა არ უნდა იფიქროს, რომ ჩვენ მას "ვიშორებთ", ვსჯით (გაურკვეველი მიზეზით).ადაპტაციის პერიოდი მნიშვნელოვნად აისახება ბავშვის სოციალიზაციაზე, სკოლაში წასვლაზე და წარმატებაზე, ზოგადად, ყოველდღიური აუცილებელი საქმეებისადმი მიდგომაზე.თუკი ბავშვმა იფიქრა, რომ ბაღი სასჯელია, ან "არასასურველი ბავშვების" თავშეყრის ადგილი, შესაძლებელია იგივე განცდა გაჰყვეს სკოლაშიდაც, უნივერსიტეტშიდაც და სამსახურშიც.ამიტომ, საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სხვა პასუხისმგებელ ორგანოებთან ერთად თანამშრომლობით შეიმუშავოს საბავშვო ბაღებში ბავშვების ადაპტაციის პროგრამა და გადაამზადოს აღმზრდელები, რათა მათ ზედმიწევნით კარგად შეასრულონ საკუთარი მოვალეობა და გასაგებად აუხსნან მშობლებს მიჩვევასთან დაკავშირებული გამოწვევები.მიჩვევა არის ძალიან ინდივიდუალური და გრძელდება 1-კვირიდან 1 თვემდე. გააჩნია ბავშვის ასაკს, სოციალიზაციის დონეს, ბაღამდე დაგროვილ გამოცდილებებს, ბავშვის მშობელზე დამოკიდებულების დონეს. მაგალითად, ერთ-ერთი მეთოდი ასეთია:პირველი დღე:ერთი მშობელი და ბავშვი ერთად მიდიან ბაღში, ეცნობიან აღმზრდელს და სხვა ბავშვებს. აღმზრდელი და მშობელი გადაკოცნით და ჩახუტებით ხვდება ერთნამეთს, როგორც "ძველ" მეგობრებს შეეფერება - ასე ბავშვს უჩნდება აღმზრდელისადმი ნდობა, პრინციპით: "დედას უყვარს, ენდობა, ე.ი. სანდოა". შემდეგ აღმზრდელმა უნდა გამოჰკითხოს მშობელს ყველაფერი. დაწყებული დღის რეჟიმით, დამთავრებული საყვარელი თამაშებით, ნივთებით, მუსიკით, მისწრაფებებით, საჭმელებით, დაძინების მეთოდებით და ა.შ.დამშვიდობება, სახლი. (ჯამში 1-1,5 სთ)მეორე დღე:ერთი (იგივე) მშობელი და ბავშვი ბაღში მიდიან ერთად. აღმზრდელს ისევ სიხარულით ესალმებიან. ბავშვს ეძლევა დამოუკიდებლად თამაშის საშუალება 1-2 სთ ან სადილამდე. მშობელი ზის ბავშვის თვალთახედვის არეალში. უკეთესია, თუ სხვა მშობელს ელაპარაკება. მარცხის შემთხვევაში არ ერევა, ჯერ აღმზრდელმა უნდა სცადოს ბავშვის დამშვიდება.დამშვიდობება. სადილი - სახლში.მესამე დღე:იგივე, რაც 2-ე დღეს + სადილი. თუკი მეორე დღემ ტირილის გარეშე ჩაიარა, 20 წთ-ით შესაძლებელია ბავშვის დატოვება. მასთან დამშვიდობება და აუცილებლად იმის თქმა: "მალე დავბრუნდები, შენ ითამაშე!"სადილი, დამშვიდობება, სახლი.4-ე დღე:ამ ყველაფერს ემატება ძილი და წახემსება. მნიშვნელოვანია, რომ ბაღთან ახლო-მახლო იყოთ, რათა ისტერიკის შემთხვევაში დაუბრუნდეთ.გაღვიძებისას სასურველია მიაკითხოთ და წახემსების დროს იყოთ ბაღში.დამშვიდობება, სახლი.5-ე დღე:მთელი დღით დატოვების მცდელობა. გაითვალისწინეთ, რომ თუკი ბავშვს ვერავინ და ვერაფერი აწყნარებს, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ.ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!ბავშვს შეიძლება გაუგრძელდეს ადაპტაციის პერიოდი. ან საჭმელი არ მოეწონოს, ან შეეშინდეს, ან არაფრით არ დაიძინოს. "შემდეგ დღეზე" გადასვლა, შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც წინა ეტაპი დაძლეულია. 
gallery images

აბიტურიენტების პეტიცია

ჩვენ,აბიტურიენტები,ვეხმაურებით „ესემეს“ ჩარიცხვებს. მოგეხსენებათ,ყველა ნერვიულობს და მოუთმენლად ელოდება 25 აგვისტოს,რათა იხილონ შედეგები. სმს-ის საშუალებით კი დაუსრულებელი,ან თუნდაც დასრულებული შედეგების ნახვა,პირველ რიგში,თქვენს უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება იმ რეალურ თარიღს,25 აგვისტოს,რომელიც თქვენ დაასახელეთ.თითოეული აბიტურიენტის მიერ გადარიცხული 50 თეთრი,მითუმეტეს,არარეალურ პასუხებში,არაფერს გვაფიქრებინებს,სპეციალურად დაგეგმილი,ფულის მახის გარდა.აქედან გამომდინარე,მოვითხოვთ სწრაფად მოხდეს რეაგირება და გასწორება იმ პრობლემის,რომელიც დღეს ბევრი აბიტურიენტის რეაქციაზე აისახა.ვიმედოვნებთ,მსგავსი ფაქტი მომავლში აღარ განმეორდება.წინააღმდეგ შემთხვევაში,ჩვენი ლოგიკური აგრესია სხვა ქმედებებში გამოიხატება.
gallery images

აბიტურიენტები. უნარები-მესამე ვარიანტი

მოგმართავთ უნარების მესამე ვარიანტელების სახელით. მოგეხსენებათ, წელს ზოგადად უნარების ტესტი საკმაოდ რთული აღმოჩნა,ერთი შეხედვით ყველასთვის, მაგრამ თუ 2016 წლის  უნარებში გამოყენებულ ტესტებს გადავავლებთ თვალს,აშკარად ჩანს მესამე ვარიანტის სირთულე განსხვავებით დანარჩენი ვარიანტებისა. ჩვენი მოთხოვნაა მოგვიმატოთ ქულა.ვინაიდან,ჩვენი მოთხოვნის მიზეზი მრავალია.ერთ-ერთი მიზეზი,რატომაც ვაპროტესტებთ ამ ტესტს,გახლავთ ის წარმოუდგენლად გაუგებარი კითხვები,რომლებიც ჩვენ გვხვდა წილად. ამას ემატება დროის სიმცირე, უბრალოდ შეუძლებელია საათსა და ოცდათხუთმეტ წუთში შეაფასო და გაიაზრო ისეთი რთული ტესტი,როგორიც ვერბალურში იყო.ქართულში დათმობილი 4 საათ ნახევარი ჯობდა გაგეყოთ ვერბალურისთვის.რაც შეეხება მათემატიკურ ნაწილს, ალბათ ყველასთვის ცხადია თუ რაოდენ დიდია იმ ადამიანების რიცხვი,ვისთვისაც მათემატიკა დაუძლეველი საგანია.აქვე ავღნიშნავ იმასაც,რომ ადამიანს მათემატიკა ან ესმის ან არა. განსაკუთრებით მათთვის,ვინც მეოთხე საგნად ისტორიას,გეოგრაფია ან ლიტერატურას აბარებს რთული იყო დაეძლია მეოთხე ვარიანტის ტესტი. ჩვენ მათემატიკოსები არ ვართ. ამ ტესტში მოცემული სავარჯიშოები კი ვფიქრობ არ განსაზღვრავს ჩვენს ცოდნას. ჩემი აზრით, ეს ტესტი პედაგოგებისთვის იყო განკუთვნილი და არა აბიტურიენტთათვის. მოგეხსენებათ,დღესდღეობით რთულია სკოლაში მიიღო სრულფასოვანი განათლება. უნარების ჩასაბარებლად კი რეპეტიტორებთან დავიწყეთ მომზადება, რა თქმა უნდა, აქაც წავაწყდით სირთულეებს. ალბათ, გაგიკვირდებათ რომ გითხრათ თორმეტი მასწავლებელი გამოვიცვალე-მეთქი. კი,ასეა და მარტო მე არ შემემთხვა ასე. ჩემს გარდა კიდევ უამრავი ბავშვია,ვისთვისაც დღეს 24 ქულა უნარებში გადამწყვეტია. გარდა მეოთხე ვარიანტელებისა  მხედველობიდან არ უნდა ამოვიღოთ პირველი,მეორე და მეოთხე ვარიანტების მხრდიან გამოხატული მხარდაჭერა მესამე ვარიანტებისადმი.ვინაიდან, ეს უფრო დამაჯერებელს ხდის ჩვენს წუხილს.ამის გარდა,წელს ბევრი იყო შარშან ჩაჭრილი სტუდენტი,რომლებმაც ასევე აღნიშნეს,რომ წლევანდელი ტესტი უნარებში გაცილებით რთული იყო,ვიდრე შარშან მოსული. განსაკუთრებით კი ვიზიარებ იმ ადამიანების ბედს,რომლებმაც უნარების მესამე ვარიანტის პასუხებში სულ 20-22 სწორი პასუხი ამოიკითხეს.ასეთი კი ბევრია.უმორჩილესად გთხოვთ დაწიოთ ბარიერი ან მოუმატოთ ქულა მესამეებს. პატივისცემით აბიტურიენტები.
gallery images

აბიტურიენტები 2016

მოგმართავთ 2016 წლის სახელით. მოგეხსენებათ, წელს ზოგადად უნარების ტესტი საკმაოდ რთული აღმოჩნდა,ერთი შეხედვით ყველასთვის, მაგრამ თუ 2016 წლის  უნარებში გამოყენებულ ტესტებს გადავავლებთ თვალს,აშკარად ჩანს მეორე ვარიანტის სირთულე განსხვავებით დანარჩენი ვარიანტებისა. ჩვენი მოთხოვნაა მოგვიმატოთ ქულა როგორც მეორე ვარიანტის ბავშვებს ასევე პირველი, მეორე და მესამე ვარიანტების ბავშვებსაც.ვინაიდან,ჩვენი მოთხოვნის მიზეზი მრავალია.ერთ-ერთი მიზეზი,რატომაც ვაპროტესტებთ ამ ტესტს,გახლავთ ის წარმოუდგენლად გაუგებარი კითხვები,რომლებიც ჩვენ გვხვდა წილად. ამას ემატება დროის სიმცირე, უბრალოდ შეუძლებელია საათსა და ოცდათხუთმეტ წუთში შეაფასო და გაიაზრო ისეთი რთული ტესტი,როგორიც ვერბალურში იყო.ქართულში დათმობილი 4 საათ ნახევარი ჯობდა გაგეყოთ ვერბალურისთვის.რაც შეეხება მათემატიკურ ნაწილს, ალბათ ყველასთვის ცხადია თუ რაოდენ დიდია იმ ადამიანების რიცხვი,ვისთვისაც მათემატიკა დაუძლეველი საგანია.აქვე ავღნიშნავ იმასაც,რომ ადამიანს მათემატიკა ან ესმის ან არა. განსაკუთრებით მათთვის,ვინც მეოთხე საგნად ისტორიას,გეოგრაფია ან ლიტერატურას აბარებს რთული იყო დაეძლია მეორე ვარიანტის ტესტი. ჩვენ მათემატიკოსები არ ვართ. ამ ტესტში მოცემული სავარჯიშოები კი ვფიქრობ არ განსაზღვრავს ჩვენს ცოდნას. ჩემი აზრით, ეს ტესტი პედაგოგებისთვის იყო განკუთვნილი და არა აბიტურიენტთათვის. მოგეხსენებათ,დღესდღეობით რთულია სკოლაში მიიღო სრულფასოვანი განათლება. უნარების ჩასაბარებლად კი რეპეტიტორებთან დავიწყეთ მომზადება, რა თქმა უნდა, აქაც წავაწყდით სირთულეებს. ალბათ, გაგიკვირდებათ რომ გითხრათ თორმეტი მასწავლებელი გამოვიცვალე-მეთქი. კი,ასეა და მარტო მე არ შემემთხვა ასე. ჩემს გარდა კიდევ უამრავი ბავშვია,ვისთვისაც დღეს 24 ქულა უნარებში გადამწყვეტია. მაშინ, როდესაც ბავშვი სკოლაში არ სწავლობს უნარებს თუნდაც დამატებით საგნად ძალიან გაუჭირდება აიღოს მაღალი ქულა ასეთ მოკლე ხანში. პატივისცემით აბიტურიენტები.
gallery images

აბიტურიენტები. უნარები-მეოთხე ვარიანტი.

მოგმართავთ უნარების მეოთხე ვარიანტელების სახელით. მოგეხსენებათ, წელს ზოგადად უნარების ტესტი საკმაოდ რთული აღმოჩნა,ერთი შეხედვით ყველასთვის, მაგრამ თუ 2016 წლის  უნარებში გამოყენებულ ტესტებს გადავავლებთ თვალს,აშკარად ჩანს მეოთხე ვარიანტის სირთულე განსხვავებით დანარჩენი ვარიანტებისა. ჩვენი მოთხოვნაა მოგვიმატოთ ქულა.ვინაიდან,ჩვენი მოთხოვნის მიზეზი მრავალია.ერთ-ერთი მიზეზი,რატომაც ვაპროტესტებთ ამ ტესტს,გახლავთ ის წარმოუდგენლად გაუგებარი კითხვები,რომლებიც ჩვენ გვხვდა წილად. ამას ემატება დროის სიმცირე, უბრალოდ შეუძლებელია საათსა და ოცდათხუთმეტ წუთში შეაფასო და გაიაზრო ისეთი რთული ტესტი,როგორიც ვერბალურში იყო.ქართულში დათმობილი 4 საათ ნახევარი ჯობდა გაგეყოთ ვერბალურისთვის.რაც შეეხება მათემატიკურ ნაწილს, ალბათ ყველასთვის ცხადია თუ რაოდენ დიდია იმ ადამიანების რიცხვი,ვისთვისაც მათემატიკა დაუძლეველი საგანია.აქვე ავღნიშნავ იმასაც,რომ ადამიანს მათემატიკა ან ესმის ან არა. განსაკუთრებით მათთვის,ვინც მეოთხე საგნად ისტორიას,გეოგრაფია ან ლიტერატურას აბარებს რთული იყო დაეძლია მეოთხე ვარიანტის ტესტი. ჩვენ მათემატიკოსები არ ვართ. ამ ტესტში მოცემული სავარჯიშოები კი ვფიქრობ არ განსაზღვრავს ჩვენს ცოდნას. ჩემი აზრით, ეს ტესტი პედაგოგებისთვის იყო განკუთვნილი და არა აბიტურიენტთათვის. მოგეხსენებათ,დღესდღეობით რთულია სკოლაში მიიღო სრულფასოვანი განათლება. უნარების ჩასაბარებლად კი რეპეტიტორებთან დავიწყეთ მომზადება, რა თქმა უნდა, აქაც წავაწყდით სირთულეებს. ალბათ, გაგიკვირდებათ რომ გითხრათ თორმეტი მასწავლებელი გამოვიცვალე-მეთქი. კი,ასეა და მარტო მე არ შემემთხვა ასე. ჩემს გარდა კიდევ უამრავი ბავშვია,ვისთვისაც დღეს 24 ქულა უნარებში გადამწყვეტია. გარდა მეოთხე ვარიანტელებისა  მხედველობიდან არ უნდა ამოვიღოთ პირველი,მეორე და მესამე ვარიანტების მხრდიან გამოხატული მხარდაჭერა მეოთხე ვარიანტებისადმი.ვინაიდან, ეს უფრო დამაჯერებელს ხდის ჩვენს წუხილს.ამის გარდა,წელს ბევრი იყო შარშან ჩაჭრილი სტუდენტი,რომლებმაც ასევე აღნიშნეს,რომ წლევანდელი ტესტი უნარებში გაცილებით რთული იყო,ვიდრე შარშან მოსული. განსაკუთრებით კი ვიზიარებ იმ ადამიანების ბედს,რომლებმაც უნარების მეოთხე ვარიანტის პასუხებში სულ 20-22 სწორი პასუხი ამოიკითხეს.ასეთი კი ბევრია.უმორჩილესად გთხოვთ დაწიოთ ბარიერი ან მოუმატოთ ქულა მეოთხეებს. პატივისცემით აბიტურიენტები.
gallery images

ბიბლუსის გალერეა ქუთაისში

ალბათ ბევრს საჯარო ბიბლიოთეკაში შესვლისას შეგინიშნავთ, რომ  ჩვენს ბიბლიოთეკაში ახალგამოცემული წიგნების დეფიციტია, ვერ გიპოვიათ თქვენთვის სასურველი თანამედროვე ავტორის წიგნი, რადგან ბიბლიოთეკას ის ჯერ არ მიუღია. შემოვდივარ ინიციატივით, რომ ქუთაისში გაიხსნას ბიბლუსის გალერეა, სადაც ჩვენი ქალაქის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ახალ გამოცემებს, წაიკითხონ წიგნები და ისიამოვნონ სასიამოვნო გარემოთი. რატომ უნდა იყოს ასეთი ადგილი მხოლოდ თბილისში, ხომ შეიძლება, რომ დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნას მსგავსი რამ. 
gallery images

GIS ლაბორატორია სტუდენტებისთვის

მოგესალმებით მეგობრებო!თსუ-ს ფიზიკური და საზოგადოებრივი გეოგრაფიის სტუდენტების ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ძალიან დიდი საქმე.ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სტუდენტები ვიბრძვით იმისათვის, რომ გამოიყოს სივრცე, სადაც თითოეული ჩვენგანი შეძლებს ცოდნის გაღრმავებას და სხვადასხვა კუთხით განვითარებას. ყველასათვის კარგადაა ცნობილი სწვალების დონე და ხარისხი.  ჩვენი უფლება და მოვალეობაა უნივერსიტეტში მოვითხოვოთ უკეთესი პირობები. სწორედ ამიტომ, „გის ჯგუფის“  ძალისხმევით თსუ-ში დაარსდა „გის ლაბორატორია“, რომელიც თითოეული სტუდენტისთვის  სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცე იქნება.არის საკითხები, რომლებიც სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს. ამჟამად, ჩვენი უპირველესი მოთხოვნა არის, რომ ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც თავისი პიროვნულობით, ინტელექტით, საქმისადმი კეთილგანწყობით, პროფესიონალიზმითა და მრავალმხრივ განვითარებით გამოირჩევა. ასეთი კი, ჩვენი აზრით, ბატონი ზურაბ ლაოშვილია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ, სწორედ, მისი ინიციატივა იყო „გის ლაბორატორიის“ უნივერსიტეტში შექმნა. ამასთანავე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაიშალოს საბჭო, რადგან მისი წევრები არ არიან კომპეტენტურები და არ ითვალისწინებენ სტუდენტთა ინტერესებს.
gallery images

ზაფხულის სემესტრი- თსუ

საზაფხულო სემესტრის დამატება საუნივერსიტეტო სასწავლო სივრცეში კერძოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. სემესტრი საკუთარ თავში გულისხმობს არდადეგების (გადაბარების გამოცდებსა და სწავლის დასაწყისს შორის) პერიოდში 10 ძირითადი კრედიტის გავლას სურვილისამებრ. მოგეხსენებათ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე არსებული სასწავლო პროცესისიდან გამომდინარე ზემოაღნიშნული გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს და მის მიზნობრივობას.
gallery images

გადავარჩინოთ ჩვენი სოფლის ბიბლიოთეკა

საგარეჯოს რაიონ სოფ. გიორგიწმინდაში ამჟამად უფუნქიო (მიტოვებულ) ბიბლიოთეკაში ფუჭდება 8500 წიგნი ვითხოვთ ბიბლიოთეკის აღდგენას ან წიგნების შესაფერის ადგილას გადატანას !
gallery images

სპეციალური მასწავლებლის სტატუსის გათანაბრება მასწავლებლის სტატუსთან

ინკლუზიური განათლება, როგორც ზოგადი განათლების განვითარების პროცესი უზრუნველყოფს ყველა  ბავშვის, თუ მოზარდის ხარისხიან განათლებას სკოლამდელ, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სწავლების საფეხურზე იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა  თავისებურება ახასიათებთ მოსწავლეებს. 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება, რითაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება შშმ პირების მიმართ ორმაგად გაიზარდა. საქართველოს მთავრობისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია. სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის  მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპეციალური პედაგოგი, რომელიც ფლობს საჭირო კომპეტენციას სწავლების იმ მიდგომებს, მეთოდოლოგიასა და სტრატეგიებს რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის და მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის  ჩართულობას და თანამონაწილეობას საგანმანათლებლო სივრცეში.  სპეციალური მასწავლებელი ქმნის და/ან ეხმარება საგნის მასწავლებელს/ებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლისათვის ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნაში, რომელიც ხელს უწყობს სსსმ მოსწავლის სენსო-მოტორულ, კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას, სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო პროგრამის ათვისებას, ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას; მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და ინტეგრირებას სასწავლო პროცესში; სპეციალური მასწავლებელი  საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, დამრიგებელთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/მეურვესთან ერთად მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაში, ხოლო სპეციალიზირებულ სკოლებში სსსმ მოსწავლეთა სწავლა/განვითარება მთლიანად დამოკიდებულია სპეციალურ მასწავლებელზე. მიუხედავად დაკისრებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობებისა დღესდღეობით სპეციალურ მასწავლებლებს არ აქვთ საშუალება იყვნენ ორიენტირებულები პროფესიულ განვითარებაზე.  გარდა შინაგანი მოტივაციისა, მათ ასევე სჭირდებათ შრომის შესაბამისი ანაზღაურება და ყველა ის შეღავათი, რითაც მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს დღეს საჯარო სკოლაში (მაგალითად., 40 დღიანი შვებულება, შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა, სამუშაო საათების გაწერა და სხვა). ამჟამად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მათი შრომითი ანაზღაურება განისაზღვრება მხოლოდ 280 ლარით (დარიცხული), ასევე დაბალია შრომითი ანაზღაურება სპეციალიზირებულ სკოლებში.  ვთვლით, რომ აღნიშნული დამოკიდებულება სპეც.მასწავლებლების  მიმართ დისკრინიმაციულია. ამ პეტიციის ხელმომწერნი ვითხოვთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში  მოქმედ სპეციალურ მასწავლეთა ჩართვას „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“ რაც გულისხმობს, სპეციალური მასწავლებლის სტატუსის გათანაბრებას მასწავლებლის სტატუსთან. ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს საქართველოში ინკლუზიური განათლების წარმატებით განხორციელებას,  რაც გაზრდის მოსწავლეთა/მოზარდთა სწავლების ხარისხს განათლების ყველა საფეხურზე.
gallery images

თსსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირების ინიციატივა / TSMU Student Self-governance reform initiative

სტუდენტური თვითმმართველობის უმთავრესი მიზანი სტუდენტების ჩართულობის განხორციელება და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მათი ჩართვაა. სტუდენტების ჩართულობა დემოკრატიული პროცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.სტუდენტური თვითმმართველობა მრავალი წელია ფუნქციონირებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თუმცა სტრუქტურის სანდოობის დონე სტუდენტებში საკმაოდ დაბალია. ჰიპოთეზა დაფუძნებულია სტუდენტების კვლევათა მეორად ანალიზზე.ამ საკითხთა პრობლემურობა რამდენიმე მიზეზის გამო ვლინდება:აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის საქმიანობა არ არის დაფუძნებული სტუდენტთა ინტერესებისა და საჭიროებების ანალიზზე. ბუნდოვანია და ხილვადობის ნაკლებობაა თვითმმართველობის საქმიანობის - როგორც მისი კომპეტენციების, ისე მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ არ არის ხელმისაწვდომი ან არ არსებობს ამ პროექტების ანგარიში. არ არსებობს ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე დგინდება თვითმმართველობის ბიუჯეტის პრიორიტეტები და მიიღება მათი პროგრამები, ან არსებობს თუ არა მსგავსი. პროექტთა მენეჯმენტი ხორციელდება თავად თვითმმართველობის მიერ და რიგით სტუდენტებს ნაკლებად ეძლევათ შანსი ჩაერთონ ამ პროცესში. თვისებრივი კვლევის საფუძველზე ვლინდება, რომ სტუდენტებს აქვთ შთაბეჭდილება, რომ თვითმმართველობაში არსებობს გადაწყვეტილებების მიმღები ჩაკეტილი წრე, რომელზეც წვდომა არ არსებობს. ნაკლები ხილვადობით და სანდოობით გამოირჩევა თვითმმართველობის საუნივერსიტეტო საბჭოებში ჩართულობის საქმიანობა.  ნებით თუ უნებლიედ ეჭვი იბადება სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში სტუდენტთა სელექციის პროცესში ტენდენციურობაზე და არსებობს ვარაუდი, რომ ბენეფიტებს მხოლოდ თვითმმართველობის წევრები და მათთან აფილირებული პირები იღებენ. ვფიქრობთ, რომ არსებობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურული რეფორმის საჭიროება.  ინიციატივის მიხედვით, შედგება სპეციალური კომიტეტი, რომელიც ჩაატარებს კვლევას სტუდენტების საჭიროებებისა და ინტერესების ანალიზს. ანალიზის საფუძველზე შედგება ბიუჯეტის პროგრამები და პრიორიტეტები. ამის ფარგლებში გამოცხადდება საგრანტო კონკურსები, რომელშიც მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტების მიერ შემდგარ გაერთიანებას ან არაფორმალურ ჯგუფს შეეძლება. კომიტეტის კომპეტენცია იქნება, რომ შეადგინოს საგრანტო წინადადების მარტივი ფორმა, შეაფასოს პროექტები წინასწარ შედგენილი და დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით და გამოავლინოს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები. პროექტების მენეჯმენტი მთლიანად განხორციელდება სტუდენტების მიერ და მის ბოლოს კომიტეტს წარუდგენს პროექტის ანგარიშს. აღნიშნული რეფორმა გაზრდის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას და სანდოობას, გაძლიერდება სტუდენტების ჩართულობა და მისი განხორციელების ეფექტურობა. ეს, თავის მხრივ, გააძლიერებს უნივერსიტეტის რეპუტაციასა და იმიჯს როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული რეფორმა ეხმიანება ევროსაბჭოს მიზნებსა და ამოცანებთან - ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ განახლებულ ევროპულ ქარტიასთან.გარდა ამისა, ის, რომ თავად სტუდენტები განახორციელებენ პროექტებს, სტუდენტებს განუვითარდებათ ისეთი კომპეტენციები, რომელსაც ფორმალური განათლება ვერ უზრუნველყოფს. ასეთია პროექტის მენეჯმენტი, სერვისის ორიენტაცია, კოორდინაცია, კრიტიკული აზროვნება, ანტეპრენეარული და კრეატიული უნარები და მიდგომები, ჯგუფური მუშაობა, მათემატიკური უნარები - პროექტის ბიუჯეტისა და ანგარიშის შედგენა. ინიციატივა ხელს შეუწყობს თსსუ-ს სტუდენტების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.აღნიშნული პეტიცია განკუთვნილია მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. საინიციატივო ჯგუფი უფლებას იტოვებს გააუქმოს ხელმოწერა, თუ ხელის მომწერი არ წარმოადგენს სამიზნე ჯგუფს.The main aim of student self-governance is to facilitate student participation and involve them in decision-making process. Student participation is one of the important part of democratic processes.It has been many years since student self-governance is functioning in Tbilisi State Medical University. However, analysis of raw data indicates that the reliability of self-governance is quite low in the students.These issues are manifested because of several reasons:It has to be noted, that activities of self-governance is not based on students' needs and interests. There's a lack of visibility of the activities which are implemented by the self-governance - their competencies and the projects themselves. It has to be noted, that there is no access or no existance of the reports of the projects under self-governance. There's no information and evidence showing how and based on what are self-governance budget priorities and programmes are deliberated. Project management is facilitated only by the self-government itself and there's lack of opportunities for the regular students to get involved in this process. The qualitative survey shows that the students have an impression that there's an inner circle of self-governance which is making decisions and there's no access to it.There's lack of visibility and reliability of student self-governance involvement in university councils.With or without the evidence, there's a doubt of protectionism and tendentiousness in the selection processes in various projects and programmes of university. It is doubted that only self-governance members and affiliated individuals are benefited.We believe, there is a need of stuctural reform of TSMU self-governance.According to this initiative, there will be a special comittee created, which will run a need analysis of students. Based on this analysis, they will deliberate the priorities and programmes of self-governance budget. Under this framework, the grant competition will be announced, which will enable the associations and informal groups created by TSMU students to participate. One of the responsibilities of the comittee will be to create the simple grant proposal form, assess and evaluate the grant proposals using the special criteria, which will be announced prior to the competition, announce the winner projects.The project management will be implemented fully by the students and present the project report to the comittee.This reform will increase the transparency of student self-governance activities and reliabilities, reinforce the efficiency of student involvement and participation. This will affirm the reputation and image of the university on national and international levels. This reform comes inline with the aims and objectives of Council of Europe - Revised European Charter on the Participation of Young People in Local and Regional Life.Furthermore, due to the fact that the students themselves will implement the project, they will have their competencies increased. These competencies are not supported by the formal education. This initiative will have a specific learning outcomes, i.e. knowledgre of project management, service orientation, coordination and critical thinking, entepreneurial and creative mindset and attitudes, teamwork, mathematical competencies - creating project budget and report. This initiative will support the development of TSMU students as concious and active citizens. The target group of this petition are the students of Tbilisi State Medical University. The initiative team leaves the right to itself to cancel the signature, signed by the individual not representing the target group.
gallery images

რეალური ავტონომია უნივერსიტეტს!

პრობლემები სისტემურია. პრივილეგიები, უთანასწორობა, უსამართლობა, სტუდენტების უფლებების დარღვევა და დაშინება, მათი ინტერესების უგულებელყოფა და რესურსების პრივილეგირებულ ჯგუფთა მიერ ფლანგვა საფუძვლად დაედო მძლავრ სტუდენტურ საპროტესტო ტალღას. ჩვენ გამოთიშულნი ვართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან. არავინ ითვალისწინებს სტუდენტების აზრს, თუ ვის აირჩევენ წამყვან თანამდებობებზე, როცა ეს ადამიანები ჩვენს მომავალს განკარგავენ. 1. მოვითხოვთ, უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე!2. მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიების გაუქმებას!3. უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალურ ჩართულობას!4. მოვითხოვთ კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი, მოძალადეების მფარველი, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას!ლოდინის დრო აღარაა! ცვლილებები უნდა იყოს სწრაფი! ჩვენ ვდგავართ ერთად და გვაერთიანებს საერთო პრობლემები. ეს არაა ერთი უნივერსიტეტის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საყოველთაო დემოკრატიული და ავტონომიური საგანმანათლებლო სივრცისთვის; ამ ბრძოლაში გამარჯვება ნიშნავს უკეთეს მომავალს ყოველი ჩვენგანისთვის. ავტონომია უნივერსიტეტს! 
gallery images

პეტიცია - სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში „მრავალფუნქციური სოფლის სახლის“ შექმნის თაობაზე.

დღესდღეობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში,არ არის თავისუფალი სივრცე, სადაც მოსახლეობა შეძლებს შეხვედრების გამართვასა და საგანმანათლებლო დისკუსიების მოწყობას;არ არის თავისუფალი სატრენინგო სივრცე, სადაც სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ საინიციატივო ჯგუფებს ექნებათ შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა;არ არის თანამედროვე წიგნები და სამკითხველო სივრცე;არ არის წიგნის მაღაზია, სადაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა იყიდოს თანამედროვე ლიტერატურა.არ არის კეთილმოწყობილი მყუდრო კაფე, სადაც მოსახლეობა კომფორტულად მიირთმევს ყავა/ჩაისა და ტკბილეულს.ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი, გამოვთქვამთ ინტერესსა და სურვილს წნორში შექიმნას მრავალფუნქციური სივრცე - წიგნის მაღაზია, კაფე, ტრენინგ ოთახი და თანამედროვე ბიბლიოთეკა.
gallery images

არ დავუშვათ ქართული უნივერსიტეტის წინ სასტუმროს მშენებლობა!

მოგახსენებთ, რომ "ქართული უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება სასტუმროს მშნებლობა,საუბარია უნივერსიტეტის წინ მდებარე გამწვანებულ სივრცეზე.ვფიქრობთ, სასტუმროს მშენებლობა გამოიწვევს აღნიშნული ტერიტორიაზე მარადმწვანე ხეების მოჭრას, აღნიშნული ზონა კი ამ უბანში მაცხოვრები მოსახლეობისათვის ერთადერთ გამწვანებულ მასივს წარმოადგენს.მშენებლობის შედეგად გამოწვეული ხმაური ხელს შეუშლის და შეიძლება ითქვას წარმოუდგენელს გახდის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. ამასთან ერთად, დამახინჯდება უნივერსიტეტის ყოველდღიური ცხოვრება, წარმოუდგენელია ამ პატარა სივრცეში იფუნქციონიროს 12 სართულიანმა სასტუმრომ, თავისი ინფრასტრუქტურით და ამავდროულად 25 მეტრის დაშორებით სასწავლო-საგანმანათლებლობა დაწესებულებამ.ჩვენ არ ვერევით არავის კერძო საკუთრების განკარგვაში, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ ტერიტორიაზე, ამ სახის მშენებლობის წამოწყება ზიანს მიაყენებს როგორც ქალაქის ეკოლოგიას, ასევე მის იერსახეს, ხელს შეუშლის სასწავლო პროცესს.დაიცავი შენი ქალაქი, დაიცავი შენი უნივერსიტეტი !!!
gallery images

ხელმოწერა: გაუქმდეს გადასახადი ეროვნულ გამოცდებზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს სწორედ ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზება, ჩატარება და გამოცდების შედეგების შეფასება.ასევე, ცენტრის ფუნქციაა ერთიანი სამაგისტრო, მოსწავლეთა გამოსაშვები და სხვა სახის გამოცდების ადმინისტრირებაც.ცალკეული შენიშვნების მიუხედავად, ჩვენ მთლიანობაში, დადებითად ვაფასებთ ცენტრის საქმიანობას, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ყოველივე ამ საქმიანობის უზრუნველყოფისთვის ცენტრი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.მაგალითად, 2016 წელს მისი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეადგენს 11 მლ. 715 ათას ლარს. ასეთი დაფინანსების პირობებში გაუგებარია ერთიან ეროვნულ თუ სხვა გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დაწესებული გადასახადის არსებობა. აბიტურიენტისთვის ეს გადასახადი საშუალოდ 40 ლარს შეადგენს, რაც, ბუნებრივია აწვება დამატებით ტვირთად მშობელთა ბიუჯეტს .ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო მოვითხოვთ გამოცდებზე რეგისტრაციის გადასახადის გაუქმებას და იმ აბიტურიენტთათვის თანხის უკან დაბრუნებას, რომლებმაც მიმდინარე წელს უკვე გაიარეს რეგისტრაცია.მოვუწოდებთ აბიტურიენტებს და მათ მშობლებს შემოგვიერთდნენ მოთხოვნაში.პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი