add one
gallery images

განგაშის ზარები - დავიცვათ ჩვენი ბავშვები მამათმავლობის პროპაგანდისგან!

საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტსჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, კატეგორიულად მოვითხოვთ თქვენგან, რათა არ დაუშვათ და აკრძალოთ როგორც ამ უბინძურესი გარყვნილების, მამათმავლობის დამნერგავი და სარწმუნოებისა და ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი იდეოლოგიით გაჟღენთილი ახალი საგნების „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველო“-ს ახალი ვერსიის შემოტანა საშუალო სკოლებში, ასევე ამ სიბილწის ნებისმიერი ფორმით პროპაგანდაც.ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი შვილები, რათა ისინი სულით და ხორცით ჯანსაღნი, წესიერნი, ზნეობრივნი, სამშობლოს მოყვარულნი და ღვთისმოსავნი გაიზარდონ.გურამ ფალავანდიშვილი  -  ფილოლოგი         ელდარ შენგელაია  - რეჟისორი         ჯანსუღ ბაგრატიონი - საზოგადო მოღვაწე   ლევან სალუქვაძე - მოქანდაკე   ლევან ვასაძე - ბიზნესმენი   გურამ გეგეშიძე - მწერალი მამუკა ჩარკვიანი - კომპოზიტორიოთარ ლითანიშვილი - რეჟისორიარჩილ არველაძე - ფეხბურთელიგოჩა ჯამარაული - ფეხბურთელიმალხაზ თავართქილაძე - ცისფერი ტრიოგიორგი ლომთათიძე - ანსამბლი შვიდკაცანონა გაფრინდაშვილი - ჭადრაკის დედოფალიზურაბ ყიფშიძე - მსახიობიგიორგი გურგულია - მსახიობილაშა თაბუკაშვილი - მწერალიირაკლი მეძმარიაშვილი - საზოგადოება „თბილისელი“მაია ჩიბურდანიძე - მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკშირეზო ამაშუკელი - პოეტიელიზბარ ჯაველიძე - საზოგადო მოღვაწეზაზა მიმინოშვილი - ანსამბლი „შინი“ნანი ბრეგვაძე - მომღერალიზაზა ნიშნიანიძე - ბიზნესმენიგიორგი დონაძე - ეროვნული ფოლკლორული ცენტრის დირექტორიმერაბ ბერძენიშვილი - მოქანდაკეგიგა ბათიაშვილი - არქიტექტორიომარ მხეიძე - მოცეკვავე, საზოგადო მოღვაწეია მუხრან-ბაგრატიონი - საზოგადო მოღვაწეერეკლე საღლიანი - პოეტივაჟა ოთარაშვილი - პოეტინინო სალუქვაძე - ოლიმპიური ჩემპიონიანზორ ერქომაიშვილი - მუსიკოსი, საზოგადო მოღვაწერობერტ გოგოლაშვილი - ანსამბლი „თბილისი“ჯემალ ჭკუასელი - „ერისიონი“გიგი დედალამაზიშვილი - „მგზავრები“ფრიდონ სულაბერიძე - მოცეკვავე, ქორეოგრაფილალი ბადურაშვილი - მსახიობივაჟა აზარაშვილი - კომპოზიტორიკიაზო ფიცხელაური - აკადემიის წევრ-კორესპონდენტიგიორგი კვესიტაძე - მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტიროინ მეტრეველი - ისტორიკოსი, აკადემიკოსითამაზ ჭილაძე - მწერალიგოჩა სვანიძე - რაგბის ფედერაციის პრეზიდენტიდავით შემოქმედელი - რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტიმარიკა კვალიაშვილი - კომპოზიტორინუნუ დუღაშვილი - კომპოზიტორიდიმიტრი ლორთქიფანიძე - უფლება დამცველიზვიად ტომარაძე - დემოგრაფიოული ფონდითამაზ გამყრელიძე - აკადემიკოსიიური ჩიქოვანი - გენეოლოგი, აკადემიკოსილევან ჩაჩუა - ყოფილი პოლიტპატიმარი....(ხელმოწერები გრძელდება)
gallery images

სკოლებში ისწავლებოდეს პირველადი დახმარება

სკოლებში და არამარტო სკოლებში აუცილებელია ისწავლებოდეს თუ როგორ არის შესაძლებელი პირველადი დახმარების აღმოჩენა, ხშირად ხდება გადაუდებელი შემთხვევები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე შესაძლებელია უკვე დაგვიანებული იყოს, საჭიროა ახალგაზრდებმა იცოდნენ ამათუ იმ სიტუაციაში რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ამ ცოდნით შეიძლება მათ იხსნან სიცოცხლე... შეასწავლეთ სკოლების უფროს კლასელებს მაინც. ამ ცოდნით შესაძლებელია ვინმეს სიცოცხლე იხსნან
gallery images

მასწავლებლის სქემა და გამოცდები

     2016 წლის 11 და 12 იანვარს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარატებული ისტ-ის მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდები ჩატარდა უამრავი დარღვევით, მასწავლებელებს ისტ ის გამოცდაზე მიაყენეს, როგორც მორალური ასევე ფიზიკური შეურაცყოფა.  გამოცდებზე დაფიქსირდა უამრავი ტექნიკური ხარვეზი, ხარვეზები იყო საგამოცდო საკითხებშიც ვთვლით, რომ მსგავსი ფაქტები არასოდეს არ უნდა განმეორდეს და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლებს საჯაროდ უნდა მოუხადოს ბოდიში.       სქემაში ჩართული  ყველა პედაგოგის შრომა და მისი გამოცდილება აუცილებლად უნდა აისახებოდეს შესაბამისი კრედიტ-ქულებით, არ შეიძლება 20-30-40 წლის სტაჟის მქონე  პედაგოგიც უბრალო პრაქტიკოსი მასწავლებელი იყოს და 1 წლის სტაჟის მქონეც და ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ გადის საგნობრივ გამოცდებზე. ჩვენი აზრით მათ ყველაზე დიდი გამოცდა აქვთ ჩაბარებული სკოლაში თავიანთი შრომით და მოღვაწეობით;
gallery images

გახანგრძლივდეს საახალწლო არდადეგები სკოლებისთვის

როგორც მოგეხსენებათ საახალწლო არდადეგები გრძელდება 2 კვირის განმავლობაში და ბევრი მოსწავლე და მასწავლებელი ეწინააღმდეგება ამას. შევაგროვოთ ხელწერილები და იქნებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გულისხმიერება გამოიჩინოს :)
gallery images

დაიწყოს ზამთრის არდადეგები 24 დეკემბერს!

ჩვენ გვინდა, რომ დაიწყოს სკოლა 24 დეკემბერს. რადგან ბავშვებს არ ჩაშხამდეთ შობა ახალი წელი.
gallery images

ჩვენ გვინდა ზამთრის არდადეგები 20 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით!

მიმართვა განათლებისა და მეცნიერების მინისტს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს:ქალბატონო თამარ, ნუ გაგვიმწარებთ და ნუ გაიმწარებთ ცხოვრებასა და ახალ წელს. მოგვეცით იმისი საშუალება რომ დავისვენოთ საკმარისად! - დიდი სიყვარულით საქართველოს მოსწავლეები.
gallery images

მოვითხოვთ ეროვნული გამოცდების ჩაბარების ფორმატი იყოს არჩევითი

მოვითხოვთ ეროვნული გამოცდების ჩაბარების ფორმატი იყოს არჩევითი და არა სავალდებულო,რადგან გავრცელებული ინფორმაციით პრინციპული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია ისე, რომ აბიტურიენტების და სხვათა აზრი არ იქნა გათვალისწინებული. ელექტრონული ფორმატი ვერ ითვალისწინებს აბიტურიენტის ყველა ინტერესს, რაც საბოლოოდ აისახება შედეგზე. naec.ge-ზე გამოქვეყნებული ,,ხშირად დასმული შეკითხვები'' არ სცემს პასუხს ძირითად საკვანძო საკითხებსაც კი და ორიენტირებულია ელექტრონული ფორმატის მაქსიმალურად კარგად წარმოჩენაზე. ასევე უცნობია მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიქმნა აუცილებლობა გადავსულიყავით გამოცდის ელექტრონულ ფორმატზე.ვინც ეთანხმებით აღნიშნულ მოსაზრებას, გაქვთ რაიმე სპეციფიური პრობლემა, რომელიც ხელს შეგიშლით ელექტრონული ფორმატით ჩატარებულ გამოცდაზე დადოთ ის შედეგები რაც გექნებოდათ ფურცელზე, ან თუ უბრალოდ არ მოგწონთ აღნიშნული რეფორმა, მოაწერეთ ხელი პეტიციას.
gallery images

არ გაიყიდოს თსსუ_ს საკუთრებაში არსებული ფარმაცევტული ფაკულტეტის დამოუკიდებელი შენობა !

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ თსსუ აპირებს ფარმაცევტული ფაკულტეტის დამოუკიდებელი კორპუსის გაყიდვას ახვლედიანის ქუჩაზე (ყოფილი პეროვსკაია). არა ძალადობას ! დავიცვათ სტუდენტის უფლებები !
gallery images

დაკანონდეს 2 უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა 120 კრედიტის აღების უფლებით

საქართველოს განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს,ჩვენ,ქვემორე ხელმომწერი საქართველოს მოქალაქეები,გთხოვთ განიხილოთ ორ უნივერსიტეტში სწავლის და კრედიტების წლიურ მაქსიმალურ რაოდენობაზე ცვლილების შეტანის  საკითხი,რადგან კანონით არ იკრძალება ორ უნივერსიტეტში სწავლა,თუმცა იზღუდება კრედიტების წლიური რაოდენობა,რაც შეუძლებელს ხდის ორ უმაღლესში ერთდროულად სწავლას,მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა კონკრეტული პიროვნება ახერხებდეს ამ ყველაფერს მინიმალური გაცდენების ხარჯზე,ან გაცდენების გარეშე. ჩვენი მიზანია პიროვნებას მიეცეს სასურველი განათლების მიღების საშუალება,მიუხედავად იმისა რომ ვაცნობიერებთ, ეს შეიძლება მოხდეს მინიმალური გაცდენების ხარჯზე,რაც არ არის სასურველი,მაგრამ როდესაც სტუდენტს ხელს უწყობენ იმის გამო რომ მუშაობს, აძლევენ გრაფიკს და ხელს უწყობენ გრაფიკის ხარჯზე გააცდინოს საგანი ,თუმცა აინაზღაუროს გაცდენილი საათები დამატებითი გამოცდებით ,მიუღებელია რომ    სტუდენტს, რომელსაც უნდა მიიღოს განათლება აეკრძალოს სწავლა ან შეეზღუდოს კრედიტების რაოდენობა იმ მიზეზით რომ შესაძლოა მოუწიოს დროდადრო გაცდენა.ამავდროულად უნივერსიტეტი არ აძლევს სტუდენტს მხოლოდ თხუთმეტი კრედიტის გავლის საშუალებას რომ,თუნდაც  სამოცდათხუთმეტი კრედიტი აიღოს წელში.
gallery images

,,სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ’’ - მიმართვა

,,სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ’’ - მიმართვაწლების განმავლობაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტუაცია უცვლელია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ცვლილების მიუხედავად, არსებობას განაგრძობს კორუმპირებული, ელიტური და კლანური სისტემა. ეს სისტემა სტუდენტების მიერ მობილიზებულ რესურსებს არამიზნობრივად იყენებს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. შედეგად, სტუდენტის სოციალური რეალობიდან გამომდინარე მაღალი სწავლის საფასურის გადახდის მიუხედავად, უნივერსიტეტი უმწვავესი გამოწვევების წინაშე დგას: განადგურებულია სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, სასწავლებელში არ მიმდინარეობს სრულფასოვანი აკადემიური პროცესი, მოსაგვარებელია სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პრობლემა, სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას საუნივერსიტეტო ტერიტორიების პრივატიზაციის ხარჯზე ცდილობს. არ არსებობს ქართულ ენაზე შექმნილი კლასიკური და ანთოლოგიური ლიტერატურა და ა.შ.ამავე სისტემის ნაწილია სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც ილუზორული წარმომადგენლობითი ორგანოა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მათთვის გაცემულ თანხას, საერთო სიკეთის შექმნის ნაცვლად, საკუთარი ძალაუფლების გამყარებისთვის და სტუდენტებს შორის კონფორმიზმის, შემგუებლობის გაძლიერებისთვის იყენებს. ისინი ამკვიდრებენ შეხედულებას, რომ მნიშვნელოვანი სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქცია გასართობი ღონისძიებების ორგანიზება უნდა იყოს, რაც აქრობს კრიტიკულობას და აყალიბებს სოციალურ ნიჰილიზმს, სტუდენტი ყალიბდება პასიურ დამკვირვებლად საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. უკანასკნელ პერიოდში, თვითმმართველობამ გადაწყვიტა პოლიტიკა შეეცვალა. სტუდენტთან ნაწილს ეჭვი ეპარება თვითმმართველობის ელიტური ნაწილის გულწრფელობაში. როგორც ქვეყანაში, ასევე უნივერსიტეტში, მოახლოებულია არჩევნები. შესაბამისად, ისინი გრძნობენ საკუთარი გავლენისა და ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს. პრობლემები, რომლებიც მათთვის წლების განმავლობაში შეუმჩნველი იყო, მოულოდნელად, მათი დღის წესრიგის ნაწილი გახდა. ხოლო ადამიანები, რომლებიც აღნიშნული გამოწვევების შესახებ წლების განმავლობაში საუბრობდნენ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მართულ ინდივიდებად გამოაცხადეს. ამასთანავე, მათ ძირითადი აქცენტი დასვეს არა სისტემურ ცვლილებებზე, არამედ კონკრეტული პერსონის, რექტორის გადადგომაზე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ როგორც საუნივერსიტეტო, ასევე განათლების პოლიტიკაში, ფუნდამენტური გარდაქმნებია განსახორციელებელი. რექტორთა ცვალებადობამ სისტემას ვერაფერი დააკლო.ჩვენ, ყველა პასუხისმგებელი სუბიექტისგან (სტუდ.თვითმმართველობისგან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორატისგან, განათლების სამინისტროსა და პარლამენტისგან) მოვითხოვთ:1)სტუდენტური თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად საუნივერსიტეტო წარმომადგენლობით ორგანოებში (საფაკულტეტო საბჭოები, სენატი) მუშაობა განისაზღვროს; გაუქმდეს მისი ბიუროკრატიული სტრუქტურა. სტუდენტური პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხაზე დაწესდეს მკაცრი კონტროლის მექანიზმები;2)წლის ბოლომდე გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სისტემური გარდაქმნის მიმართულებით - განისაზღვროს ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ზუსტი ფუნქცია. თანამდებობები დატოვონ საშუალო და მაღალი რგოლის თანამდებობის პირებმა, რომლებიც სათანადოდ ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას;3)საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტში დაუყონებლივ დაიწყოს ,,კანონი უმაღლესი განათლების შესახებ’’ ცვლილება, რომელიც გააუმჯობესებს სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს და ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის დემოკრატიული პრინციპების მიხედვით მართვას;4)საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვითხოვთ უნივერსიტეტისათვის ბაზური დაფინანსების გამოყოფას;5)მოვითხოვთ ეკონომიკის სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის არსებული სადავო ობიექტების უნივერსიტეტისათვის დაბრუნებას საერთო საცხოვრებლებისა და საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის საჭირო სივრცეების მოსაწყობად.ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა ჯგუფთან, მათ შორის, სტუდენტურ თვითმმართველობასთან, თუ ისინი ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების პრინციპებს სრულად გაიზიარებენ. პრივილეგიების დათმობისა და პრობლემების პერსონიფიცირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნებისმიერ სტუდენტურ ჯგუფს შორის შესაძლებელია საერთო საქმისთვის სასარგებლო კომუნიკაციის დაწყება.
gallery images

ჰარი პოტერი

ჩვენ მოვითხოვთ ჰარი პოტერის ტომეულის გაიაფებას!!
gallery images

ჩვენ მხარს ვუჭერთ სკოლებში საგნის ,,მე და საზოგადოება'' სწავლებას!

,,საქართველოს სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება სახელწოდებით - „მე და საზოგადოება“. შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელიც გაზაფხულზე დამტკიცდება - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.„მე და საზოგადოება“ 2015-2016 სასწავლო წლებში თბილისსა და რეგიონების რამდენიმე სკოლაში გაივლის პილოტირებას, ხოლო 2016-2017 სასწავლო წლიდან ახალი საგანი მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში სავალდებულო გახდება. „სამოქალაქო ცნობიერების ხარისხი მაინც დაბალია და ამ საგნის მე-9 კლასიდან სწავლება დაგვიანებულია. ამიტომ, საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფი დაწყებით საფეხურზე ჩამოვიტანეთ. საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება ამ ეტაპზე მესამე და მეოთხე კლასში დაიწყება. პარალელურად, გავაგრძელებთ დამუშავებას და სწავლებას მე-5 მე-6 და მე-7 მე-8 კლასებშიც. თემები ძალიან მრავალფეროვანია. ამ საგნის სწავლება სხვადასხვა მიმართულებით მიდის, ასაკის შესაფერისია და ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნულ განვითარებას“, - აღნიშნა ლია გიგაურმა.ლია გიგაურის განმარტებით, ახალი საგნისათვის საჭირო  საგანმანათლებლო რესურსი სახელმძღვანელოს სახით ჯერ არ არსებობს. ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შემდეგ, შესაბამისი სახელმძღვანელოს კონკურსი გამოცხადდება.''წყარო: ,,ლიბერალი''ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი საგნის ,,მე და საზოგადოება'' დანერგვა სკოლებში შეიძლება შეფერხდეს და გაურკვეველი ვადით გადაიდოს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მხარი დავუჭიროთ ამ საგნის სწავლებას და მოვითხოვოთ მისი დანერგვა იმ ვადებში და იმ ფორმით, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის განცხადებაში იყო აღნიშნული. 
gallery images

მოვითხოვთ სამართლიანობას !

როგორც ვიცით,რამოდენიმე ასეული აბიტურიენტი,მოითხოვს მეორად ჩარიცხვებს და უნივერსიტეტებში ჩარიცხვას,რაც სრულიად დაუშვებელია. ჩვენ შევდივართ მათ მდგომარეობაში,თუმცა.არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს საკუთარი ადგილის დათმობას.ასევე,ვაპროტესტებთ იმას,რომ ახლიდან ჩატარდეს გამოცდები. განათლების სამინისტრომ,გარეთ დარჩენილ აბიტურიენტებს,შესთავაზა კოლეჯებში სწავლა,რაზეც მათ უარი განაცხადეს. თუ მათ ნამდვილად სურთ სწავლა,მაშინ უნდა დათანხმებოდნენ.ამ ყველაფრის შემდეგ,თან და თან ვრწმუნდებით,რომ ეს არის პროვოკაცია.ჩვენი,თუნდაც ერთი ჩარიცხული აბიტურიენტის,უფლებები თუ დაირღვევა,ჩვენ მზად ვართ გამოვიდეთ ქუჩაში,ბევრად უფრო მასშტაბური აქციით.ჩვენ,ვეთანხმებით ქ-ნ. მაია მიმინოსილის განცხადებას,ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია.
gallery images

მოვითხოვთ იფუნქციონიროს მეორადმა ჩარიცხვებმა 2015 წელს

მოვითხოვთ იფუნქციონიროს მეორადმა ჩარიცხვებმა 2015 წელსმივმართავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ვინაიდან, წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის აბიტურიენტები დარჩნენ უნივერსიტეტის გარეთ, გთხოვთ, წელს იფუნქციონიროს მეორედმა ჩარიცხვებმა.დაახლოებით 18 000 ადგილი თავისუფალია, რაც სახელწიფოსათვისაც არ ქმნის სახარბიელო სიტუაციას, რადგან სწავლას ვერ აგრძელებენ სტუდენტები, რომლებმაც არა მარტო გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვრები, არამედ აიღეს საკმაოდ მაღალი ქულები, თუმცა აკლდათ უნივერსიტეტთა სწორად დალაგების გამოცდილება.
gallery images