add one
gallery images

დაკანონდეს 2 უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა 120 კრედიტის აღების უფლებით

საქართველოს განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს,ჩვენ,ქვემორე ხელმომწერი საქართველოს მოქალაქეები,გთხოვთ განიხილოთ ორ უნივერსიტეტში სწავლის და კრედიტების წლიურ მაქსიმალურ რაოდენობაზე ცვლილების შეტანის  საკითხი,რადგან კანონით არ იკრძალება ორ უნივერსიტეტში სწავლა,თუმცა იზღუდება კრედიტების წლიური რაოდენობა,რაც შეუძლებელს ხდის ორ უმაღლესში ერთდროულად სწავლას,მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა კონკრეტული პიროვნება ახერხებდეს ამ ყველაფერს მინიმალური გაცდენების ხარჯზე,ან გაცდენების გარეშე. ჩვენი მიზანია პიროვნებას მიეცეს სასურველი განათლების მიღების საშუალება,მიუხედავად იმისა რომ ვაცნობიერებთ, ეს შეიძლება მოხდეს მინიმალური გაცდენების ხარჯზე,რაც არ არის სასურველი,მაგრამ როდესაც სტუდენტს ხელს უწყობენ იმის გამო რომ მუშაობს, აძლევენ გრაფიკს და ხელს უწყობენ გრაფიკის ხარჯზე გააცდინოს საგანი ,თუმცა აინაზღაუროს გაცდენილი საათები დამატებითი გამოცდებით ,მიუღებელია რომ    სტუდენტს, რომელსაც უნდა მიიღოს განათლება აეკრძალოს სწავლა ან შეეზღუდოს კრედიტების რაოდენობა იმ მიზეზით რომ შესაძლოა მოუწიოს დროდადრო გაცდენა.ამავდროულად უნივერსიტეტი არ აძლევს სტუდენტს მხოლოდ თხუთმეტი კრედიტის გავლის საშუალებას რომ,თუნდაც  სამოცდათხუთმეტი კრედიტი აიღოს წელში.
gallery images

,,სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ’’ - მიმართვა

,,სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ’’ - მიმართვაწლების განმავლობაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტუაცია უცვლელია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ცვლილების მიუხედავად, არსებობას განაგრძობს კორუმპირებული, ელიტური და კლანური სისტემა. ეს სისტემა სტუდენტების მიერ მობილიზებულ რესურსებს არამიზნობრივად იყენებს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. შედეგად, სტუდენტის სოციალური რეალობიდან გამომდინარე მაღალი სწავლის საფასურის გადახდის მიუხედავად, უნივერსიტეტი უმწვავესი გამოწვევების წინაშე დგას: განადგურებულია სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, სასწავლებელში არ მიმდინარეობს სრულფასოვანი აკადემიური პროცესი, მოსაგვარებელია სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პრობლემა, სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას საუნივერსიტეტო ტერიტორიების პრივატიზაციის ხარჯზე ცდილობს. არ არსებობს ქართულ ენაზე შექმნილი კლასიკური და ანთოლოგიური ლიტერატურა და ა.შ.ამავე სისტემის ნაწილია სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც ილუზორული წარმომადგენლობითი ორგანოა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მათთვის გაცემულ თანხას, საერთო სიკეთის შექმნის ნაცვლად, საკუთარი ძალაუფლების გამყარებისთვის და სტუდენტებს შორის კონფორმიზმის, შემგუებლობის გაძლიერებისთვის იყენებს. ისინი ამკვიდრებენ შეხედულებას, რომ მნიშვნელოვანი სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქცია გასართობი ღონისძიებების ორგანიზება უნდა იყოს, რაც აქრობს კრიტიკულობას და აყალიბებს სოციალურ ნიჰილიზმს, სტუდენტი ყალიბდება პასიურ დამკვირვებლად საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. უკანასკნელ პერიოდში, თვითმმართველობამ გადაწყვიტა პოლიტიკა შეეცვალა. სტუდენტთან ნაწილს ეჭვი ეპარება თვითმმართველობის ელიტური ნაწილის გულწრფელობაში. როგორც ქვეყანაში, ასევე უნივერსიტეტში, მოახლოებულია არჩევნები. შესაბამისად, ისინი გრძნობენ საკუთარი გავლენისა და ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს. პრობლემები, რომლებიც მათთვის წლების განმავლობაში შეუმჩნველი იყო, მოულოდნელად, მათი დღის წესრიგის ნაწილი გახდა. ხოლო ადამიანები, რომლებიც აღნიშნული გამოწვევების შესახებ წლების განმავლობაში საუბრობდნენ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მართულ ინდივიდებად გამოაცხადეს. ამასთანავე, მათ ძირითადი აქცენტი დასვეს არა სისტემურ ცვლილებებზე, არამედ კონკრეტული პერსონის, რექტორის გადადგომაზე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ როგორც საუნივერსიტეტო, ასევე განათლების პოლიტიკაში, ფუნდამენტური გარდაქმნებია განსახორციელებელი. რექტორთა ცვალებადობამ სისტემას ვერაფერი დააკლო.ჩვენ, ყველა პასუხისმგებელი სუბიექტისგან (სტუდ.თვითმმართველობისგან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორატისგან, განათლების სამინისტროსა და პარლამენტისგან) მოვითხოვთ:1)სტუდენტური თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად საუნივერსიტეტო წარმომადგენლობით ორგანოებში (საფაკულტეტო საბჭოები, სენატი) მუშაობა განისაზღვროს; გაუქმდეს მისი ბიუროკრატიული სტრუქტურა. სტუდენტური პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხაზე დაწესდეს მკაცრი კონტროლის მექანიზმები;2)წლის ბოლომდე გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სისტემური გარდაქმნის მიმართულებით - განისაზღვროს ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ზუსტი ფუნქცია. თანამდებობები დატოვონ საშუალო და მაღალი რგოლის თანამდებობის პირებმა, რომლებიც სათანადოდ ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას;3)საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტში დაუყონებლივ დაიწყოს ,,კანონი უმაღლესი განათლების შესახებ’’ ცვლილება, რომელიც გააუმჯობესებს სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს და ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის დემოკრატიული პრინციპების მიხედვით მართვას;4)საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვითხოვთ უნივერსიტეტისათვის ბაზური დაფინანსების გამოყოფას;5)მოვითხოვთ ეკონომიკის სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის არსებული სადავო ობიექტების უნივერსიტეტისათვის დაბრუნებას საერთო საცხოვრებლებისა და საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის საჭირო სივრცეების მოსაწყობად.ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა ჯგუფთან, მათ შორის, სტუდენტურ თვითმმართველობასთან, თუ ისინი ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების პრინციპებს სრულად გაიზიარებენ. პრივილეგიების დათმობისა და პრობლემების პერსონიფიცირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნებისმიერ სტუდენტურ ჯგუფს შორის შესაძლებელია საერთო საქმისთვის სასარგებლო კომუნიკაციის დაწყება.
gallery images

ჰარი პოტერი

ჩვენ მოვითხოვთ ჰარი პოტერის ტომეულის გაიაფებას!!
gallery images

ჩვენ მხარს ვუჭერთ სკოლებში საგნის ,,მე და საზოგადოება'' სწავლებას!

,,საქართველოს სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება სახელწოდებით - „მე და საზოგადოება“. შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელიც გაზაფხულზე დამტკიცდება - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.„მე და საზოგადოება“ 2015-2016 სასწავლო წლებში თბილისსა და რეგიონების რამდენიმე სკოლაში გაივლის პილოტირებას, ხოლო 2016-2017 სასწავლო წლიდან ახალი საგანი მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში სავალდებულო გახდება. „სამოქალაქო ცნობიერების ხარისხი მაინც დაბალია და ამ საგნის მე-9 კლასიდან სწავლება დაგვიანებულია. ამიტომ, საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფი დაწყებით საფეხურზე ჩამოვიტანეთ. საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება ამ ეტაპზე მესამე და მეოთხე კლასში დაიწყება. პარალელურად, გავაგრძელებთ დამუშავებას და სწავლებას მე-5 მე-6 და მე-7 მე-8 კლასებშიც. თემები ძალიან მრავალფეროვანია. ამ საგნის სწავლება სხვადასხვა მიმართულებით მიდის, ასაკის შესაფერისია და ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნულ განვითარებას“, - აღნიშნა ლია გიგაურმა.ლია გიგაურის განმარტებით, ახალი საგნისათვის საჭირო  საგანმანათლებლო რესურსი სახელმძღვანელოს სახით ჯერ არ არსებობს. ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შემდეგ, შესაბამისი სახელმძღვანელოს კონკურსი გამოცხადდება.''წყარო: ,,ლიბერალი''ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი საგნის ,,მე და საზოგადოება'' დანერგვა სკოლებში შეიძლება შეფერხდეს და გაურკვეველი ვადით გადაიდოს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მხარი დავუჭიროთ ამ საგნის სწავლებას და მოვითხოვოთ მისი დანერგვა იმ ვადებში და იმ ფორმით, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის განცხადებაში იყო აღნიშნული. 
gallery images

მოვითხოვთ სამართლიანობას !

როგორც ვიცით,რამოდენიმე ასეული აბიტურიენტი,მოითხოვს მეორად ჩარიცხვებს და უნივერსიტეტებში ჩარიცხვას,რაც სრულიად დაუშვებელია. ჩვენ შევდივართ მათ მდგომარეობაში,თუმცა.არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს საკუთარი ადგილის დათმობას.ასევე,ვაპროტესტებთ იმას,რომ ახლიდან ჩატარდეს გამოცდები. განათლების სამინისტრომ,გარეთ დარჩენილ აბიტურიენტებს,შესთავაზა კოლეჯებში სწავლა,რაზეც მათ უარი განაცხადეს. თუ მათ ნამდვილად სურთ სწავლა,მაშინ უნდა დათანხმებოდნენ.ამ ყველაფრის შემდეგ,თან და თან ვრწმუნდებით,რომ ეს არის პროვოკაცია.ჩვენი,თუნდაც ერთი ჩარიცხული აბიტურიენტის,უფლებები თუ დაირღვევა,ჩვენ მზად ვართ გამოვიდეთ ქუჩაში,ბევრად უფრო მასშტაბური აქციით.ჩვენ,ვეთანხმებით ქ-ნ. მაია მიმინოსილის განცხადებას,ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია.
gallery images

მოვითხოვთ იფუნქციონიროს მეორადმა ჩარიცხვებმა 2015 წელს

მოვითხოვთ იფუნქციონიროს მეორადმა ჩარიცხვებმა 2015 წელსმივმართავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ვინაიდან, წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის აბიტურიენტები დარჩნენ უნივერსიტეტის გარეთ, გთხოვთ, წელს იფუნქციონიროს მეორედმა ჩარიცხვებმა.დაახლოებით 18 000 ადგილი თავისუფალია, რაც სახელწიფოსათვისაც არ ქმნის სახარბიელო სიტუაციას, რადგან სწავლას ვერ აგრძელებენ სტუდენტები, რომლებმაც არა მარტო გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვრები, არამედ აიღეს საკმაოდ მაღალი ქულები, თუმცა აკლდათ უნივერსიტეტთა სწორად დალაგების გამოცდილება.
gallery images
gallery images

მეორადი ჩარიცხვების გაუქმება დაუშვებელია!

მიუხედავად გატარებული არაერთგზის რეფორმისა საგანმანათლებლო სისტემა ჩემი აზრით  მთლიანობაში დაუხვეწავია. თუნდაც წლევნდელი შემთხვევა, ათასობით აბიტურიენტი დარჩა უმაღლესი სასწავლებლის გარეთ. ბავშები რომლებსაც ჰქონდათ საკმარისი ქულები რომ მოხვედრილიყვნენ სასურველ ფაკულტეტზე, ეს ვერ შეძლეს. აბიტურიენტების უმრავლესობას არ ჰქონდა ინფორმაცია მეორადი ჩარიცხვების გაუქმების შესახებ, რამაც გამოიწვია მათი საკმაოდ მაღალი ქულებით უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩენა. არასწორად ინფორმირებულობამ გამოიწვია რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი რაოდენობით ფაკულტეტი დაწერილი. უმორჩილესად გთხოვთ დაუშვათ მეორადი ჩარიცხვები, რათა ახალგაზრდობა ცხოვრება იმედგაცრუებით და არასამართლიანობის განცდით არ დაიწყონ!
gallery images

მოვითხოვთ იფუნქციონიროს მეორადმა ჩარიცხვებმა 2015 წელს

მივმართავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ვინაიდან, წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის აბიტურიენტები დარჩნენ უნივერსიტეტის გარეთ, გთხოვთ, წელს იფუნქციონიროს მეორედმა ჩარიცხვებმა.დაახლოებით 18 000 ადგილი თავისუფალია, რაც სახელწიფოსათვისაც არ ქმნის სახარბიელო სიტუაციას, რადგან სწავლას ვერ აგრძელებენ სტუდენტები, რომლებმაც არა მარტო გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვრები, არამედ აიღეს საკმაოდ მაღალი ქულები, თუმცა აკლდათ უნივერსიტეტთა სწორად დალაგების გამოცდილება.
gallery images

სასწავლო პროცესი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვთხოვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით გაამარტივოს საგამოცდო ქულებზე წვდომა, კერძოდ სტუდენტებს მოგვეცეს საშუალება ელექტრონულად(უნივერსიტეტის ვებ გვერდზე უკვე არსებული აპლიკაცია დაიხვეწოს და სტუდენტს სახელის, გვარისა და პირადი ნომრის ჩაწერით შეეძლოს ქულების ნახვა) გავიგოთ, როგორც საგამოცდო ასევე აქტივობის ქულები (დროულად).აღნიშნული ბევრ პრობლემას მოაგვარებს და აღარ იქნება რიგები მდივანთან ქულის გასაგებად, შესაძლებელია იგივე აპლიკაციას დაემატოს ჩანაწერი გამოცდის დროის შესახებ (დღე და საათი)!!!ამგვარი პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს საქართველოს ყველა მაღალი დონის უნივერსიტეტში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ტოლს არ უდებს არცერთ წამყვან უნივერსიტეტს სასურველი იქნება ამ კომპონენტშიც გაუნათაბრდეს სხვა უნივერსიტეტებში არსებულ შესაძლებლობებს და მაქსიმალურად კომფორტული გახდეს სტუდენტებისთვის სასწწავლო პროცესი!პატივისცემით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას! 
gallery images

მივცეთ სტუდენტებს საშუალება ხელახლა მოიპოვონ გრანტი

გამარჯობა, მინდა დაწვრილებით აგიხსნათ ამ პეტიციის შინაარსი და თუ რატომ გადავწყვიტე ხელმოწერების შეგროვება. რეალურად საქართველოში სტუდენტს არ ეძლევა საშუალება ხელახლა მოიპოვოს გრანტი ეროვნულ გამოცდებზე და ხელახლა გაიაროს იგივე სასწავლო საფეხური (მაგ. ბაკალავრიატი). ასეთი პრობლემის წინაშე ავღმოჩნდი მეც. რეალურად დიდია ისეთი ადამიანების რიცხვი, რომელსაც სურს გახდეს კვალიფიციური სპეციალისტი სხვა სფეროში (მაგ.: ერთი ფაკულტეტის დასრულების შემდგომ, ეროვნული გამოცდების ხელახლა ჩაბარებითა და გრანტის მოპოვებით შეძლოს ახალი პროფესიის დაუფლება) და შესაბამისი ფინანსური რესურსების არქონის გამო ამას ვერ ახერხებს. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში ვალდებულია ხელი შეუწყოს თითოეულ მოქალაქეს ცოდნის მიღებაში. სამწუხაროდ ამჟამად სახელმწიფო არ აფინანსებს იმ აბიტურიენტებს ვისაც უკვე გავლილი აქვს ან გადის მოცემულ სასწავლო პროგრამას (ბაკალავრიატს, მაგისტრატურას და სხვებს) და ერთხელ უკვე მიიღო სახელმწიფო გრანტი. მინდა მივმართო ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ჩემს პოზოციას ამ საკითხთან მიმართებაში და ვთხოვო მათი პოზოციის დაფიქსირება ხმის მიცემით, მხოლოდ ასეა შესაძლებელი, რომ ეს წერილი მიუვიდეს ადრესატს. მე და ამ პეტიციაზე ხელის მომწერი თითოეული პირი მივმართავთ საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, პარლამენტს, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თხოვნით დაუშვას ეროვნულ გამოცდებზე, ხელმეორე, ნებისმიერი ოდენობის გრანტირება ფასიან ფაკულტეტებზე. ჩვენ ვართ მომავალი თაობა, მომავალი ექიმები, პოლიტიკოსები, ეკონომისტები.. ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ვითხოვთ ჩვენთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებს, კერძოდ:"თავი მეორე:  მუხლი 14.  ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა." "მუხლი 16 ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.""მუხლი 35 1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება."იმედი მაქვს გულისხმიერებით მოეკიდებით ამ თხოვნას. 
gallery images

დაემატოს საქართველოს უნივერსიტეტებში გეიმინგის ფაკულტეტი

დაემატოს საქართველოს უნივერსიტეტებში გეიმინგის ფაკულტეტი
gallery images

მოიხსნას ქ.თბილისის 14 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო გამოცდები!!!

ქვეყანაში საშინელი მდომარეობაა . ჩვენი თაობისათვის გარეთ გამოსვლა არასოდეს ყოფილა ასეთი საშიში . გული შეგვტკივა ჩვენს ქალაქზე და გარდაცვლილ ხალხზე ,თუმცა ვფიქრობთ იმ საშიშროებაზეც რაც შეიძლება ჩვენ დაგვემუქროს არავინ იცის სად შეიძლება იყვნენ დაკარგული ცხოველები , გვინდა ქალაქიდან გასვლა და ამიტომ გთხოვთ რომ მე-14 საჯარო სკოლაში მოიხსნას შიდა სასკოლო გამოცდები
gallery images

მოხდეს ეროვნულების გაუქმება ამ მომენტში და 2 თვით წინ გადატანა !!

მოხდეს ეროვნულების გაუქმება ამ მომენტში და 2 თვით წინ გადატანა !! 
gallery images

62-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასს გაუუქმდეს ექსტერნის გამოცდები

შექმნილი ვითარების გამო ვითხოვთ 62-ე სკოლის მეცხრე კლასს გაუუქმდეს ექსტერნის გამოცდები, რადგანაც მოსწავლეების დიდ ნაწილს არ შეუძლია ქალაქში გადაადგილება. უმრავლესობა მონაწილეობს ქალაქის დასუფთავებაში.