add one
gallery images

გამოცდების მოხსნა ან გადატანა 99_ე სკოლის მეცხრე კლასსში

ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მოსწავლეთა დიდი ნაწილი დემორალიზებულია და ერთხმად მოვითხოვთ სასკოლო წერების გაუქმებას ან გადატანას. 
gallery images

მოიხსნას გამოცდები VII კლასებში!!

მოხსენით გამოცდები მეშვიდე კლასებში რადგან არარის სასურველი მათი გონების გადატვირთვა გთხოვთ გაითვალისწინეთ ბავშვების მდგომარეობა
gallery images

გაუქმდეს 178 საჯარო სკოლაში 7,8,9,10 კლასის გამოცდები და დადგეს განხივის ქვეშ საატესტატო გამოცდები მე11 კლასელთათვის

 გაუქმდეს 178 საჯარო სკოლაში 7,8,9,10 კლასის გამოცდები და დადგეს განხივის ქვეშ საატესტატო გამოცდები მე11 კლასელთათვის
gallery images

2015 წლის სასკოლო წერების გაუქმება ი.ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში

ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მოსწავლეთა დიდი ნაწილი დემორალიზებულია და ერთხმად მოვითხოვთ სასკოლო წერების გაუქმებას.
gallery images

ქ. თბილისის ნომერ 163_ე საჯარო სკოლაში მეათე კლასის გამოცდები მოიხსნას

 მოგესალმებით. ქ.თბილისის ნომერ 163_ე საჯარო სკოლაში ტარდება დირექტორის მიერ დაწესებული სასკოლო გამოცდები რის გამოც მოსწავლეთა უმრავლესობა მობილიზებას ვერ ვახდენთ საგნის აზრიანად შესწავლაზე აქედან გამომდინარე ძალიან რთული წარმოდგენა გვიჩნდება სახელმწიფოს მიერ დაწესებულ საგანმანათლებლო კატის გამოცდებზე და მოვითხოვთ რომ გაუქმდეს სკოლის დირექტორის მიერ დანიშნული გამოცდები             პატივისცემით: ნომერ 163_ე საჯარო სკოლის მე_10 კლასის მოსწავლეები
gallery images

"სადირექტორო" წერები

მოიხსნას ქ.ქუთაისის N.9 საჯარო სკოლაში მე-10 კლასში ჩასატარებელი "სადირექტორო წერები"
gallery images
gallery images

საგანმანათლებლო ოლიმპიადების დაფინანსება სკოლის მოსწავლეთათვის

 ყველასთვის თვალსაჩინო და ფრიად საყურადღებო ფაქტს წარმოადგენს განათლების აუცილებლობა 21-ე საუკუნეში. ფართოა იმ ორგანიზაციათა ერთიანი წრეც, რომელთაც ორიენტირი საგანმანათლებლო-წამახალისებელი ოლიმპიადების ორგანიზებისა და საუკეთესოთა გამოვლენაზე აქ აღებული საუკეთესოთა შორის, რასაც პირადად მე მივესალმები და ვიზიარებ მათ ყოველ ნიუანსს,გადღა ერთისა,რომლის დეფინიციაც შემდეგში მდგომარეობს: ''მონაწილეობის გადასახადი''. ეს,თითქოსდა უმნიშვნელო დეტალი ხშირ შემთხვევაში მოსწავლეთა უმრავლესობის დამაბრკოლებელ დეტალს წარმოადგენს,რომლის თავიდან აცილება ნამდვილად შესაძლებელია.რასაკვირველია,საღ აზრს მოკლებულია ის იდეოლოგია,რომელიც ამ კონკრეტული ოდენობის თანხის გაუქმებას ითვალისწინებს ან კომპეტენტური ინსტიტუტების მიერ სრულ დაფინანსებას; ეს მიუღწეველი,თუ არა ირაციონალური შემოთავაზებაა,მაგრამ მე გთავაზობთ,შექმნილ იქნეს საგანმანათლებლო ფონდი,რომელიც ნაწილობრივ დააფინანსებს,როგორც ოლიმპიადების,ისე ცალკეული პროექტებისა და სხვა სახის აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო თანხებს. განუზომელია ის შეგრძნება,როდესაც ადამიანს ჯანსაღი მატერიალური ფონის არქონის მიზეზით ინტელექტუალური ასპარეზიდან გამოთიშვა უწევს;განუზომელია დღესდღეისობით ამ პრობლემის მატარებელი ადამიანების რიცხვით. ერუდიტად ცოტა თუ იბადება,განათლებას კი ყოველი პიროვნება საჭიროებს,ამიტომაც ვეცადოთ,არათუ უკუვაგდოთ,არამედ ყველანაირად დავეხმაროთ ყოველგვარი საგანმანათლებლო საფუძვლის მქონე მოსწავლეებს.პატივისცემით ნიკოლოზ გვალია
gallery images

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს!

ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“, კოალიცია ქართულ ოცნებას და მთლიანად სახელისუფლებო გუნდს.დღეს საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი თითქმის უფუნქციოდ რჩება. ქალაქი, რომელიც ისტორიის მანძილზე ხშირად ქვეყნის დედაქალაქის, კულურული და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას ითავსებდა, სავარაუდოდ მალე ერთადერთ - საპარლამენტო ქალაქის სტატუსსაც დაკარგავს. არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა ქალაქს დემოგრაფიული კრიზისის წინაშე აყენებს. მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი არსებობას მხოლოდ იმ ადამიანების დახმარებით აგრძელებს, ვინც ეს ქალაქი უკვე დატოვა და დედაქალაქში ან სხვა ქვეყანებში აგრძელებენ ცხოვრებას და საქმიანობას. ამ ქალაქში ცხოვრება უკვე ენთუზიაზმის დონეზე რჩება.თქვენმა წინასაარჩევნო დაპირებამ ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების შესახებ მოსახლეობაში გააჩინა იმედი, რომ ამ ნაბიჯების შემდეგ ქალაქის ეკონომიკა ნელნელა აღორძინებას დაიწყებდა. ვთვლით, რომ თქვენს მიერ დაანონსებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება პირველი ნაბიჯი ამ დაპირების შესრულებისთვის, ასევე ამ საარჩევნო დაპირების შესრულება დადებითი მუხტი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რასაც შესაბამისი უკურეაქცია აუცილებლად მოჰყვება, როგორც ქუთაისის ასევე რეგიონის მაცხოვრებლებისაგან. ასეთი მოცულობის ინვესტიცია ქალაქს მისცემს ახალ ბიძგს, როგორც განათლების, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით. რასაც მოჰყვება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა; კერძოდ სტუდენტების სიმრავლე ბიძგს მისცემს ქალაქის მცირე მეწარმეობის განვითარებას. მით უმეტეს თუ გადავხედავთ უახლესი ისტორიის მანძილზე ქალაქის ფუნქციას, ტექნოლოგიურ ბაზას (უკვე არსებული უნივერსიტეტის სახით), ქუთაისს ნამდვილად აქვს ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით გთხოვთ და მოვითხოვთ 2012 წელს გაცემული დაპირების შესრულებას. გვჯერა და იმედი გვაქვს, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში დაფუძნდება. ის ქალაქს ძალიან სჭირდება! 
gallery images

მეტი პროფესიული განათლების კოლეჯი

მოვითხოვთ რომ დაფინანსდეს და შეიქმნას ახალი პროფესიული კოლეჯები, უკეთესია განვითარეს "ვებ პროგრამირების"  და "ქსელისა და სისტემის ადმინისტრატორის" კურსები რადგან ისინი ძალიან დაბალი ცოდნის გაცემის უნარიანობით გამოირჩევა