add one
gallery images

შემოდგომის გამოცდაზე მასწავლებლობის მსურველთა დაშვება

როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებლობის მსურველები ვაბარებდით 2020 წლის სასერტიფიკაციო გამოცდებს. ვფიქრობთ, რომ არათანაბარ პირობებში ვართ პრაქტიკოს მასწავლებლებთან შედარებით. თუ მათ გადაუვადეს გამოცდა, ჩვენთვისაც შეიძლებოდა შეღავათის გაწევა. გთხოვთ, საშუალება მოგვცეთ, რომ ჩვენც გავიდეთ მიმდინარე წლის მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდაზე.
gallery images

დაიწიოს ბარიერი ქიმიის ეროვნულ გამოცდაში

ვინაიდან და რადგანაც 2020 წლის ქიმიის ეროვნულ გამოცდაში აბიტურიენტთა უმრავლესობამ ვერ გადალახა ზღვარი ამ შედეგზე გავლენა იქონია პანდემიმაც, ვინაიდან აბიტურიენტთა ნაწილმა ვეღარ მოახერხა შესაბამისად მომზადება ტესტიც არ იყო მარტივი, ამიტომ გთხოვთ ბარიერის დაწევას. 
gallery images

არასამართლიანი შეფასების სისტემა (მათემატიკა 2020)

მოგეხსენებათ, 2020 წლის მათემატიკის გამოცდა სხვა წლებთან შედარებით რთული იყო და განვითარებული მოვლენების ფონზე( პანდემია, ონლაინ სწავლება, შეზღუდვა დამატებითი საგნის არჩევაში) გამოცდების ეროვნული ცენტრის თანადგომა სამწუხაროდ არ იგრძნობდა. მოვითხოვთ, დაიწიოს მათემატიკის ზღვარი ან ორივე ვარიანტს მოემატოს ქულები, ვინაიდან ტესტი აბიტურიენტთა უმრავლესობამ კარგად ვერ დაწერა, დადებული ნიმუშები კი არ შეესაბამებოდა გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს, ვფიქრობ ამ პანდემიის და სტრესული სიტუაციის პირობებში ამან კიდევ უფრო იმოქმედა ჩვენზე, გამოცდები ჩატარდა არასტანდარტულ პირობებში, რამაც მოგვაყენა ფსიქოლოგიური ზიანი. თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ აზერბაიჯანისა და აფხაზეთის ბავშვებზე მოხდა უგამოცდო ჩარიცხვა ვფიქრობ, მათემატიკის ბავშვებსაც უნდა შეეხოს ეროვნული ცენტრის თანადგომა. გარდა ამისა, გამოცდაზე გამოყენებული ნაშრომები საშუალებას არ გვაძლევდა გვეჩვენებინა ის შედეგი რასაც მოველოდით, რადგან ტესტი შეიცავდა იდენტურ სავარჯიშოებს, რაც, რა თქმა უნდა, ხელის შემშლელი ფაქტორი გახლავთ.
gallery images

არასამართლიანი შეფასების სისტემა

        მოგეხსენებათ, 2020 წლის მათემატიკის გამოცდა სხვა წლებთან შედარებით რთული იყო და განვითარებული მოვლენების ფონზე( პანდემია, ონლაინ სწავლება, შეზღუდვა დამატებითი საგნის არჩევაში) გამოცდების ეროვნული ცენტრის თანადგომა სამწუხაროდ არ იგრძნობოდა, მაგრამ ეს არ არის ძირითადი პრობლემა, ჩვენს პრობლემას ასეთი სახე აქვს: პირველი ვარიანტის (14,07,2020) ტესტებში გამოყენებული ამოცანები აბიტურიენტებმა "გამოიტანეს გამოცდიდან",  6000 აბიტურიენტის მახსოვრობის საშუალებით დაზუსტდა თითოეული საკითხი, შემდეგ, ეს საკითხები რამდენიმე მასწავლებელმა სრულად და დეტალურად ამოხსნა და გაავრცელა სოციალურ ქსელში(არსებობს ამის დამადასტურებელი ფოტოები). მეორე ვარიანტის ტესტი (15,07,2020), როგორც აღმოჩნდა პირველი ვარიანტის იდენტურ ამოცანებს შეიცავდა, განსხვავება იყო მხოლოდ რიცხვებში. ლოგიკურია, ამ პირობებში სამართლიანი შეფასება რთული და თითქმის შეუძლებელი იქნება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა ასეთია:•             2020 წლის მათემატიკის I ვარიანტი, მიუხედავად აპლიკანტთა საშუალო ქულისა და გამოცდაზე ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობის, გამოცხადდეს რთულ ვარიანტად.•             სასწრაფოდ შემუშავდეს შეფასების სამართლიანი გეგმა.
gallery images

დააყენეთ კონდიციონერები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!

ვირუსის გადაცემის რისკი არსებობს,თუმცა კონდიცირებასთან დაკავშირებით კორონავირუსის გადაცემის არცერთი შემთხვევა არაა დადასტურებული. ასე რომ, კონდიციონერების დაყენებით რისკი დაბალია.სიცხეში სუნთქვა საკმაოდ რთულია მითუმეტეს პირბადით!
gallery images

დროულად შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები და გრაფიკი კერძო ბაღების ფუნქციონირების აღსადგენად.

მოგმართავთ საქართველოში არსებული კერძო ბაღების წარმომადგენლები და მათი აღსაზრდელების მშობლები:მოგეხსენებათ ბავშვის ცხოვრებაში  ადრეული და სკოლამდელი  განათლების  როლის შესახებ, განსაკუთრებით კი ბავშვის სოციალურ-ემოციური  განვითარებისათვის. ბაღები  არის ადგილი სადაც საგანმანათლებლო პერსონალი ზრუნავს  ბავშვების სოციალიზაციასა და ემოციურ კეთილდღეობაზე, მათ მრავალმხრივ განვითარებაზე. სამწუხაროდ შექმნილი ვითარების გამო ბავშვები, მათ შორის ისინიც ვინც ამ გარემოს  კრიტიკულად საჭიროებენ დარჩენილი არიან ბაღების გარეშე. ბაღების ფუნქციონირება ხელს უწყობს იმასაც, რომ სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებულმა მშობლებმა  შეძლონ ბავშვების დატოვება მათთვის სანდო გარემოში და შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა და მოვალეობების შესრულება.კერძო ბაღებში დასაქმებულია,  რამდენიმე ათასი ადამიანი, როგორც დედაქალაქში ასევე სხვა ქალაქებში,  რომლებიც ამ დროისათვის სამსახურების გარეშე  არიან დარჩენილები. ბაღები ვერ იხდიან შენობების იჯარის საფასურს და ვერ ასრულებენ ფინანსურ ვალდებულებებს.კერძო ბაღების ფუნქციონირება სახელწიფოს ეხმარება იმითაც, რომ ინაწილებს ადრეული ასაკის ბავშების კონტიგენტს და ეხიდება  საჯარო ბაღების ისედაც გადატვირთულ ჯგუფებს. ქვეყნაში იხსნება სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და ყველა სექტორი, მათ შორის ხალხმრავალიდაწესებულებებიც  აახლებენ მუშაობას. ამ ფონზე ისევ დახურული რჩება სკოლამდელი განათლების დაწესებულებები.მიუხედავად ასეთი მნიშვნელობისა ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისა და ეკონომიკის ამუშავებისათვის, სამწუხაროდ, ამ სექტორზე არავინ საუბრობს, მეტიც შეკითხვების მიუხედავად პასუხებს არავინ იძლევა, არის სრული იგნორირება, რაც ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ყველასთვის.გთხოვთ გაითვალისწინოთ საკითხის მნიშვნელოვანება ბავშვებისათვის, მშობლებისათვის და ამ სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანისათვის და სპეციალისტების მონაწილეობით რაც შეიძლება მოკლე დროში შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები  და გრაფიკი ფუნქციონირების აღსადგენად. 
gallery images

ჩატარდეს ფინალური გამოცდები დისტანციურად

ფაქტია, რომ დისტანციური სწავლება გამოწვევაა ნებისმიერი ჩვენგანისთვის და შეგვექმნა დაბრკოლება ლექციებზე დასწრებისა ინტერნეტზე უწყვეტი კავშირის არ ქონის გამო, აღნიშნული პრობლემა ძირითადად რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების სატკივარია, შესაბამისად სტრესულ გარემოში მიღებული "ზედაპირული ცოდნა" სრულყოფილი არ არის  და ვერ შეედრება სააუდიტორიო სივრცეში ჩატარებულ ლექციებს , შესაბამისად მიზანშეწონილი იქნება, თუ კი ისევე დასრულდება სასწავლო პროცესი, როგორც დაიწყო. მითუმეტეს თუ აღიარებთ რომ დისტანციურად შუალედური გამოცდები შეფერხების გარეშე ჩატარდა , ფინალური რატომ ვერ უნდა ჩატარდეს ამავე ფორმატით?გარდა ამისა გასათვალისწინებელი ფაქტია ისიც, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და სამუშაო ადგილების დაკარგვისდა გამო სტუდენტთა უმრავლესობამ ქირის ხელშეკრულება გააუქმა ან სულაც სექტემრამდე გადადო, შესაბამისად ალტერნატივა იმისა, რომ ეს სტუდენტები დედაქალაქში ჩამოვიდნენ და გამოცდები ჩააბარონ, ნულს უტოლდება .  ბოლოს კი  იმ სტუდენტებს რას გვეტყვით , ვინც აფხაზეითიდან და ცხინვალიდან ვართ და ეგრედწოდებული "საზღვრის" გადაკეტვისდა გამო, თუნდაც ჩატარდეს ფინალური გამოცდები საუნივესრიტეტო სივრცეში, მაინც ვერ შევძლებთ დასწრებას.
gallery images

მოგმართავთ თხოვნით.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით გთხოვთ აღნიშნული სემესტრის სწავლის საფასური შეგვიმსუბუქოთ ან სრულიად გაგვანთავისუფლოთ გადასახადისაგან. გ. ეშმაკურაშვილი
gallery images

დაფინანსდეს სტუდენტების მიმდინარე სემესტრის საფასური სახელმწიფოს მიერ!

მიმდინარე მწვავე ეპიდემიის ფონზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში ფაქტობრივად სრულად შეჩერებულია ეკონომიკა და მოსახლეობის უმრავლესობა ყოველგვარი შემოსავლის წყაროს გარეშეა დარჩენილი, არ შეჩერებულა სწავლება უნივერსიტეტებში, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებსა და მათ ოჯახებს კვლავ მძიმე ტვირთად აწევთ სწავლის საფასურის გადახდა.მიუხედავად საზოგადოების აქტიური ზეწოლისადა არაერთი მოწოდებისა ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის ვერცერთ ნაწილში ვერ მოხვდნენ სტუდენტები. სამწუხაროდ მთავრობა არ ითვალისწინებს არცერთ ინიციატივას და დღემდე არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა სტუდენტებისა და მათი ოჯახების ხარჯის შესამსუბუქებლად.ჩვენ, ლეიბორისტული პარტია საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ხელისუფლებამ დროულად წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ყველა სტუდენტისათვის, პანდემიის დროს, მიმდინარე სემესტრის სასწავლო საფასურის 1125 ლარის ოდენობით უზრუნველყოფა.დღეის მონაცემებით სულ ქვეყანაში, უმაღლესი სასწავლებლის ყველა საფეხურზე 148 803 სტუდენტი სწავლობს ფასიან ფაკულტეტზე, რომელთაგან გრანტის არ მქონე სტუდენტებისათვის   მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის დაფარვა ხელისუფლებას სულ 144 480 375 ლარი დაუჯდებოდა.იმ ფონზე, როდესაც მთავრობის თქმით პანდემიისაგან მიღებული ზარალის შესამსუბუქებლად გამოიყო 3.5 მლრდ ლარი, საიდანაც 600 მლნ ლარს ბანკები, 200 მლნ ლარს სამშენებლო კომპანიები, 50 მლნ ლარს ავტოიმპორტიორები და 600მლნ ლარს სხვა ბიზნესები მიიღებენ, ვერ გამოინახა 145 მლნ ლარამდე თანხა იმისათვის რომ 140 000-ზე მეტმა სტუდენტმა არ დაკარგოს სტუდენტის სტატუსი და განათლება დარჩეს მათთვის ხელმისაწვდომი!საბოლოო ჯამში, მაშინ როცა ქვეყანაში 40 000-ზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს, როცა პანდემიამ უმუშევარი დატოვა მოსახლეობის სრული უმრავლესობა, ხელისუფლება კი მხოლოდ ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანებს დაეხმარება 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარიან კომპენსაციით, ხოლო 820 000-ზე მეტი თვითდასაქმებულიდან მხოლოდ 250 000 ადამიანი მიიღებს ერთჯერად 300 ლარიან შემწეობას, ეს ყოველივე ნიშნავს იმას, რომ ათიათასობით სტუდენტს ემუქრება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა! საჭიროა ხელისუფლებამ დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის მომავალი თაობის დასახმარებლად და სრულად დაფაროს მიმდინარე სემესტრის გადასახადები 145 მლნ ლარამდე ოდენობით. ეს თანხა კი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ხელისუფლება პანდემიის პერიოდში არამიზნობრივ ტენდერებში ხარჯავს, რაც ჯამურად 200 მლნ ლარს აღემატება. მაგალითისთვის, მსგავსი ტენდერები ითვალისწინებს ყინულის მოდენის, სკვერების, კარუსელებისა და შადრევნების მოსაწყობას. 
gallery images

კოლეჯი სახელად "ოქროს მთა"-ის გახსნა

განობებთ, რომ 2021 წელს ქალაქ თბილისის ოქროს უბანში გაიხსნება ახალი სასწავლო კოლეჯი. შენობა გაყოფილია 6 მოდულად: სპორტის მოდული;კულტურისა და ხელოვნების მოდული;სტრატეგიული პოლიტოლოგიის მოდული;ლინგვისტიკის მოდული;სოციალური სამართალისა და პოლიტოლოგიის მოდული;განტვირთვისა და რელაქსაციის მოდული. გვინდა გაცნობოთ, რომ საინტერესო მომავალი გელით, რადგან სულ მალე გაშენდება ჩვენი პარკიც, "საქართველოს კულტურის სკვერი" და ავიყვანთ ჩვენ ტრანსპორტს, რომლებიც სკოლებიდან მოსწავლეებს პირდაპირ ჩვენთან მოიყვანენ. ყველას დაგირიგდებათ თქვენი კურსის შესაფერისი მაისურები და რაც მთავარია კვირაში 4 გასვლა გვექნება: სტუმრობა მუზეუმში;ლაშქრობა;სტუმრობა უნივერსიტეტებში;საფხულში კვირაში 3-ჯერ საცურაო აუზი/ ზამთარში კვირაში 3-ჯერ კატოკზე.აგრეთვე გაცნობებთ, რომ ამისათვის ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა რეგიონის ქალაქებში წარმომადგენელი დაგვენიშნა და იქაც გაგვეკეთებინა მსგავსი კოლეჯები: მცხეთა-მთიანეთის რეგიონში: მცხეთა;სამცხე-ჯავახეთის რეგიონში: ახალციხე;სვანეთის რეგიონში: მესტია;ქვემო ქართლის რეგიონში: რუსთავი;აფხაზეთის რეგიონში: სოხუმი;აჭარის რეგიონში ბათუმი;სამეგრელოს რეგიონში: ზუგდიდი;შიდა ქართლის რეგიონში გორი;იმერეთის რეგიონში ქუთაისი;გურიის რეგიონში: ოზურგეთი;რაჭის რეგიონში: ამბროლაური;ლეჩხუმის რეგიონში: ცაგერი.რათქმაუნდა მარტო ამაზე ჩვენ არ დავჯერდებით, თითო კოლეჯს ეზოში ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი საქველმოქმედო კამპანია "მწვანე გული" დარგავს Fícus benghalénsis-ის ნერგებს, რაც თავის მხრივ სიმბოლურად განასახიერებს განმანათლებლობას, რადგან ხე არის განათლება, ხოლო ფიკუსის ტოტები ისეთნაირადვე იხლართება ერთმანეთში, როგორც მეტის შემეცნებისას ვრწმუნდებით, რომ კიდევ მეტი გველის წინ. გისურვებთ წარმატებებს!ამის გარდა იმასაც დავამატებთ, რომ ჩვენი კოლეჯი მიიღებს სკოლის ბავშვებს მე-8 კლასიდან და პირველი კურსის ჩათვლით იქნებიან ჩვენთან. სკოლის მოსწავლეებს მივიღებთ მეორე სმენაში, ხოლო იმათ ვინაც მე-9 კლასის შემდეგ სკოლა არ გააგრძელა დღის პირველ სმენაში იქნებიან. გავცემთ დიპლომსა და ნიშნების ფურცელს.იმისათვის, რომ მოსწავლე მოხვდეს ჩვენ კოლეჯში შიდა უფასო გამოცდები უნდა ჩააბაროს 50%+1 ქულით, ხოლო ჩვენ კოლეჯ დამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესში ჩააბარონ საქართველოში, ან საზღვარგარეთ. აგრეთვე რაც მთავარია საქართველოში ჩაბარების შემთხვევაში ეროვნული გამოცდების ნაცვლად ისინი ჩააბარებენ პროფესიის წერით გამოცდას და არჩეულ უცხო ენას (მაგ:. საჯარო სამართალი და გერმანული ენა), ამ გამოცდის შედეგად მიღებულ დიპლომს, ნიშნების ფურცელს და ენის ცოდნის საერთაშორისო სერთიფიკატს და ემატება თქვენ მიერ არჩეულ უნივერსიტეტში გასაუბრების გავლა და ჩაერიცხებით. ვაჟების საყურადღებოდ! დიახ ჯარს აცდებით, მაგრამ ბოლომდე არა, ჩვენ კოლეჯში არის თავდაცვის სასწავლო საგნები, სპორტის სხვადასხვა სახეობა და სტრატეგიული პოლიტიკის საგნები, აგრეთვე 4 თვეში ერთხელ ესტუმრებით ხოლმე საქართველოს თავდაცვის აკადემიას და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს. ასეთნაირად ჯარის მოხდაშიც ჩაგეთვლებათ და იმაზე მეტსაც შეისწავლით, ვიდრე "ჯარი"-ს სასწავლო პროგრამა მოგცემდათ!
gallery images

გაუქმდეს ფინალური გამოცდები

აქ უნდა იყოს არგუმენტები/მიზეზები იმის სასარეგებლოდ,რომ გაუქმდეს ფინალური გამოცდები,მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ეს  ყველა მიზეზი/არგუმენტი თქვენც მშვენივრად იცით ( და იმედია გესმით კიდევაც ) არ გავიმეორებ.
gallery images

2020 წლის ეროვნული გამოცდები

არსებული ვითარებიდან გამომდინარე,მართებულად მიმაჩნია ცვლილებების შეტანა 2020 წლის ეროვნულ გამოცდებში.კერძოდ,უმჯობესი იქნება თუ მეორე სემესტრის მასალა არ შევა ტესტებში,რადგან მარტის დასაწყისიდან დღემდე სკოლები არ ფუნქციონირებს და კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა უცნობია.ონლაინ გაკვეთილები კი,ალბათ დამეთანხმებით,არ არის და ვერც იქნება სრულფასოვანი ჩამანაცვლებელი.
gallery images
gallery images

სწავლის საფასურის გადავადება

მოგეხსენებათ საქართველოში და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ,ახალი ვირუსი COVID-19 -ის გამო, შეწყვეტილია სამუშაო პროცესები. უამრავი სამსახური დაიკეტა და ფულის მიმოქცევა გაჩერდა. ჩვენი უნივერსიტეტი კი მაინც გვთხოვს გადავიხადოთ გრაფიკით განსაზღვრული სწავლის გადასახადი, მაშინ როდესაც ვართ უდიდეს ეკონომიკურ კრიზისში და მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აქვს მძიმე ფინანსური პერიოდი. მივმართავთ მოთხოვნით საქართველოს უნივერსიტეტს , დაუყოვნებლივ შეიმუშავოს სპეციალური გეგმა რომლითაც, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული იქნება სტუდენტების მოთხოვნა , გადავადდება სწავლის საფასური და მოხდება მათი უფლებების დაცვა .
gallery images

გადავადდეს 2019-2020 წლის საგაზაფხულო სემესტრის გადასახადი !

  ვითხოვთ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო კერძო თუ სახლმწიფო საუნივერსიტეტო დაწესებულებებში  გადავადდეს ან გაუქმდეს სწავლის გადასახადი. მსოფლიოში გავრცელებული ვირუსის COVID19-ის გამო ჩვენც ისევე, როგორც მსოფლიოს დიდი ნაწილი ვდგავართ რეალობის წინაშე, როდესაც შეჩერებულია სამუშაო პროცესი, შესაბამისად შემოსავლის მიღების ჯაჭვი გამწყდარია. სტუდენტების უმრავლესობა ვერ შეძლებს სწავლის გადასახადის გეგმიურ დაფარვას.  ვითხოვთ, სახელმწიფომ შეიმუშაოს გარკვეული გეგმა რის შედეგადაც ეს გადსახადი  ამ პერიოდში გაუქმდება !  ეს სისტემური პრობლემაა, რომელიც შესაძლოა უვადოდ გაგრძელდეს, ამიტომ დაუყოვნებლივ რეაქციას მოვითხოვთ.