add one
gallery images

შეიქმნას სპეციალური ტექნიკის გაცემის სერვისი.

ზოგიერთ სტუდენტს არ აქვს წვდომა კომპიუტერთან ან არ გააჩნია გარკვეული ტექნიკა. გარდა ამისა, Covid-19 გამო ზოგიერთ სტუდენტს გაუჩნდა პრობლემა, რადგან ლაბოლატორიული  ან სხვა ტიპის სწავლება  გაუქმნდა ან შეცვლილი ან კიდევ სტუდენტს არ გააჩნდა გარკვეული ტიპის ტექნიკა. ზუსტად ამ პრობლემის გადასაჭრელად შესაძლებელია შემოვიტანოთ ტექნიკის ე.წ გაცემის სერვისი სტუდენტებისთვის. თუ წიგნებთან უკვე  გვაქვს ეს პრაქტიკა, ანუ, ჩვენ შეგვიძლია უპრობლემოდ დროებით გავიტანოთ წიგნი ბიბლიოთეკიდან, მაშინ რატომ არ შეგვიძლია მსგავსი ტიპის სერვისის შევქმნათ, რომლითაც სტუდენტი  დროებით მიიღებს ნოუთბუქს, Microsoft Hololens, VR, სენსორულ ტექნიკას ან სხვა ტიპის ტექნიკას.სერვისი შეიძლება იყოს ფასიანია არა კარანტინის დროს, მაგრამ Covid-19 გარდა თუ რამე ვირუსი გაჩნდება, რომლის გამო სახელმწიფოს მოუწევს გამოაცხადოს კარანტინი, შესაძლებელია ამ სერვისის უფასოდ სრულიად ან ნაწილობრივად გახდეს, რაც ბევრ სტუდენტს დაეხმარება.
gallery images

მოხდეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში გადასახადის გადავადება ან დაფინანსება

ქვეყანაში შექმნილი მწვავე კრიზისული მდომარეობიდან გამომდინარე, მივმართავთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომ მოხდეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მეორე სემესტრის დარჩენილი გადასახადის 3 თვით გადავადება ან დაფინანსდეს იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად!
gallery images

გააუქმონ მეთორმეტე კლასი

იქიდან გამომდინარე,რომ საუბარი დაიწყო გაზაფხულის სემესტრის,აკადემიურ სემესტრად გამოცხადებაზე და ასევე შეგროვდა 20000 ხელმოწერა სრულად.(რაც გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ გაზაფხულის სემესტრის გაუქმება.).ამის გათვალისწინებით სასურველია და თხოვნაა რომ გააუქმოთ მეთორმეტე კლასი,რათა სკოლის მოსწავლეს,რომელიც 12 წელი სწავლობს სკოლაში,არ დაემატოს კიდევ ერთი,მეცამეტე წელი.პატივისცემით,ალექსანდრე ბერუაშვილი
gallery images

არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად 2020 გაზაფხულის სემესტრი

არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად 2020 გაზაფხულის სემესტრი
gallery images

გაუქმდეს 2020 წლის ერთიანი ეროვნიული გამოცდები

მოგეხსენებათ, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიის გამო შეუძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების სრულფასოვნად ჩატარება, ამიტომ გვინდა საქართველოს მთავრობას შევთავაზოთ შოტლანდიის მაგალითი. ამ ქვეყანამ გააუქმა გამოცდები და აბიტურიენტებს შესთავაზა სასურველ უნივერსიტეტებში სკოლის ნიშნებით და მასწავლებლების რეკომენდაციით ჩარიცხვა, ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს მოდელი სამაგალითო უნდა გახდეს ბევრი ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის.
gallery images

არ გამოცხადდეს აკადემიურ სემესტრად 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი!

ვინ ემხრობა გადაწყვეტილებას "2020 წლის გაზაფხულის სემესტრი გამოცხადდეს აკადემიურ სემესტრად?" - სტუდენტთა ის უმცირესობა, რომლისთვისაც უნივერსიტეტში სწავლის 4 წელი, ისედაც აკადემიური ხასიათისაა (ძირითადად ოროსნები, გამათხოვე გოგოები, ჯარში არ წამიყვანო ბიჭები და ა.შ)  სტუდენტთა უმეტესობას, არ გვსურს 2020 წლის გაზახულის სემესტრის აკადემიურ სემესტრად გამოცხადება. ონლაინ სწავლება კომფორტული, სასიამოვნო და ბევრის მომცემიცაა. P.S. თუ ვინმეს არ მოგწონთ სწავლების ეს პლატფორმა, შეგიძლიათ ამ სემესტრში სტატუსი შეიჩეროთ და მაშინ აღიდგინოთ, როცა "სწავლას" დაუბრუნდებით. 
gallery images

გამოცხადდეს აკადემიურ სემესტრად 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი

გამოცხადდეს აკადემიურ სემესტრად 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი !!!ონლაინ სწავლება დიდად არაფრის მომცემი არ არის.
gallery images
gallery images

გამომცემლობა „წყაროსთვალის“ მხარდასაჭერად

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს     როგორც ცნობილია, მიმდინარეობს გრიფირების კონკურსი ახალი სახელმძღვანელოების შესარჩევად.  მუსიკის პედაგოგთა საზოგადოება დიდი ინტერესით ველოდებით მუსიკის მე-8 კლასის სახელმძღვანელოებს, მაგრამ სულ ახლახან შევიტყვეთ,  რომ გრიფირების კონკურსში გამომცემლობა ,,წყაროსთვალის’’ მიერ სახელმძღვანელოების(ავტორები მაია ოთიაშვილი, ირინე მიქაძე)   ელექტრონულად წარდგენისას, მაკეტის სრულად ატვირთვის მიუხედავად, მაინც  წარმოიშვა რეგისტრაციის გავლის პრობლემა.    წლების განმავლობაში ვასწავლით მაია ოთიაშვილისა და ირინე მიქაძის სახელმძღვანელოებით, რომლებშიც გაკვეთილები ყოველთვის საინტერესოდ არის წარმოდგენილი. ეს ავტორები გვთავაზობენ ყველა იმ მასალას, რომლებიც  საჭიროა საგნის სრულყოფილად სწავლებისათვის.     ასევე, წლების განმავლობაში აღნიშნული ავტორების  მიმართ გვაქვს  პროფესიული ნდობა და  თანადგომის იმედი.პროფესიული გამოცდილება გვარწმუნებს,რომ მუსიკის საგნის სწავლებისას მათი დახმარებით შევძლებთ ჩვენ წინაშე წამოჭრილი ნებისმიერი პრობლემის დაძლევასა და  სასურველი შედეგის მიღწევას. მუსიკის პედაგოგები მთელი წელი მოუთმენლად, დიდი ინტერესით ველოდებით მათ მიერ მომზადებულ  სახელმძღვანელოებს, რომლებიც ყოველთვის მრავალფეროვანი და ნოვატორულია.     გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა, გამოიჩინოთ გულისხმიერება და გამომცემლობის „წყაროსთვალი“ მუსიკის მე-8 კლასის სახელმძღვანელო დაუშვათ გრიფირების კონკურსზე.პატივისცემით,მუსიკის მასწავლებლების საინიციატივო ჯგუფის სახელით: ნუკრი კარკაძე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლანინო ქარდავა - პაქსაშვილი - ბორჯომის მუნიციპ. დაბა წაღვერის საჯარო სკოლაიზა ჩაკვეტაძე - ქ.ცაგერის საჯარო სკოლა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის                               სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლანინო ბუჩუკური - ქ.თბილისის 159-ე საჯარო სკოლანანა ჭავჭანიძე - ქ.თბილისის 58-ე საჯარო სკოლა, შპს კერძო სკოლა „ივერონი“მედია ბექაური - ქ.თბილისის 71-ე საჯარო სკოლამაკა ტაბუცაძე - ქ.თბილისის 53-ე და 54-ე საჯარო სკოლათამარ კალაიჩიშვილი - ქ.თბილისის 32-ე და 207-ე საჯარო სკოლაია ურუშაძე - ქ.თბილისის მე-16 და 133-ე საჯარო სკოლანინო ბახტაძე - ქ.თბილისის 120-ე საჯარო სკოლარუსუდან ჩიქავა - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის 1-ლი საჯარო სკოლამაია გულოშვილი - ქ.რუსთავის მე-16 საჯარო სკოლა 
gallery images

განახევრდეს ან გაუქმდეს სრულად 2019-2020 წლის საგაზაფხულო სემესტრის გადასახადი

ახალი ვირუსი COVID-19 -ის გამო, მოგეხსენებათ საქართველოში და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეწყვეტილია სამუშაო პროცესები. უამრავი სამსახური დაიკეტა და ფულის დინება გაჩერდა. ჩვენი უნივერსიტეტები კი მაინც გვთხოვენ გადავიხადოთ გრაფიკით განსაზღვრული სწავლის გადასახადი. მაშინ როდესაც ვართ უდიდეს ეკონომიკურ კრიზისში. მივმართავთ თხონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეიმუშავოს სპეციალური გეგმა რომლითაც უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული იქნება სტუდენტების მოთხოვნა, მოხდება მათი უფლებების დაცვა და ამავე დროს მინიმუმამდე იქნება დაყვანილი უნივერსიტეტების ფინანსური ზარალი.
gallery images

რატომ არ უნდა გაუქმდეს მომავლის ბანაკი

გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი მომავლის ბანაკის არ გაუქმებასთან დაკავშირებით
gallery images

მოსწავლეების მობილურით სარგებლობა

აეკრძალოს ყველა  სკოლის მოსწავლეს სასწავლო პროცესში მობილურით სარგებლობა, კლასში შესვლისთანავე ჩამოერთვას, ზარის ხმა გაეთიშოს და კლასში ცალკე გამოყოფილ საცავში შეინახონ ყველამ უკლებლივ მასწავლებელმაც ! გაკვეთილის დროს ერთი ზარიც არ უნდა ისმოდეს ! დასვენებაზე ნახონ შემოსული ზარები.
gallery images

დაიწიოს უნარების გამოცდის ბარიერი

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების (N 2/19; 03.01.19 წ.). შესაბამისად,  ვფიქრობთ,  დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლეში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები. მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის ორმაგად გართულებულ ფორმატში ჩატარდა გამოცდა ზოგად უნარებში, რადგან  აღნიშნული ბრძანების მუხლი 14.1-ის შესაბამისად გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ სტუდენტი შეძლებს მაქსიმალური ქულის 50%-ზე  მეტის  (45-დან მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.  ასეთი ზღვარი არის უმაღლესი სტანდარტი და ვფიქრობთ, სრულიად არავალიდური. ჩვენთვის გასაგებია, რომ ხსენებული რეგულაცია გარკვეულწილად მიმართულია ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგულობისა და მნიშვნელობის შენარჩუნებისკენ, მაგრამ, ამავდროულად სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის უცხოეთში მყოფ ახალგაზრდობას - დაბრუნდნენ საქართველოში. ცხადია, ჩვენ ქვეყანას არ აქვს დასაკარგი ადამიანური რესურსი. ამ გარემოებებმა გამოიწვია საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებში გამოცდის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები. მათში დარჩნენ ძალები, რომლებიც კვლავ გეგმავენ მგავსი აქციების გაგრძელებას, ამჯერად უკვე გამოცდების შედეგების უკანონოდ ცნობის შესახებ. ძირითად ნაწილს კი არ გვსურს სიტუაციის დაძაბავა. მდგომარეობიდან გამოსავალია კონსტრუქციული შეთანხმების მიღწევა, კერძოდ კი, ცვლილების შეტანა ხსენებულ ბრძანებაში, რომლითაც 50%-იანი ბარიერი დაიწევს 30%-იან ზღვრამდე. გთხოვთ, ბრძანების მუხლი 14.1 ჩამოაყალიბოთ შემდეგნაირდ: „გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისათვის  განსაზღვრული  მაქსიმალური ქულის 30%-ზე  მეტის (მინიმუმ 14 ქულა) დაგროვებას.“ პატივისცემით:საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები:
gallery images

გადადგეს პლაგიატი რექტორი

თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ მასალა 2019 წელს რადიო თავისუფლების და სტუდია მონიტორმა მოამზადა, რაც ასევე დადასტურდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნით.მან არ გასცა პასუხი სტუდენტებს, ლექტორებს და დაინტერესებულ მხარეებს.მოვითხოვთ, რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აიღოს პასუხისმგებლობა ამ პლაგიატიზმზე და საზოგადოების, უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების წინაშე ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, დატოვოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა.
gallery images

სტუდენტებმა, რომლებმაც მაინორად გაიარეს მასწავლებლის მოსამზადებელი 60 კრედიტიანი პროგრამა მიენიჭოს მასწავლებლის კვალიფიკაცია

სტუდენტებმა, რომლებმაც მაინორად აირჩიეს მასწავლებლის საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამა და ჩააბარეს საგნის გამოცდა, რითაც დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია, მიენიჭოს უფროსი მასწვალებლის სტატუსი და განთავისუფლედნენ მაძიებლობის პროგრამიდან.