add one
gallery images

მისაღები გამოცდები გახდეს უფასო

ვფიქრობ, როდესაც სწავლაში ამდენ ფულს იხდის პირველკურსელი, აბიტურიენტობის დროსაც უამრავი თანხა ეხარჯება, ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია და აპელაცია მაინც უნდა იყოს უფასო. მინიმუმ, თანხა მაინც უნდა დარეგულირდეს და განისაზღვროს მაქსიმუმ 20 ლარით, რაც არც სახელმწიფო შემოსავლისთვის იქნება დამანგრეველი ზიანის მომტანი და აბიტურიენტიც თავისუფლად შეძლებს მის დაფარვას (გავითვალისწინოთ ისიც, რომ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებიც აბარებენ ამ გამოცდებს და მათთვის მითუმეტეს ძალიან რთულია ამ თანხის ოჯახის ბიუჯეტიდან გაღება). რაც შეეხება აპელაციას: როგორ ფიქრობთ, ერთი, ან მაქსიმუმ ორი ფურცლის გადახედვას დამატებითი 50 ლარის გადახდა უნდა ჭირდებოდეს?! როცა ეს თანხა ერთხელ უკვე გავიღე გამოცდაზე რეგისტრაციის დროს. ვფიქრობ ამ თანხების დარეგულირება აბიტურიენტებს მეტ მოტივაციას, ხოლო სახელმწიფოს ჯანსაღ სისტემას მოუტანს.
gallery images

მართვის მოწმობის გამოცდები

მოვითხოვთ, შსს-ის მომსახურების სააგენტომ, მართვის მოწმობის, თეორიულ გამოცდებში გამოასწოროს ხარვეზები. არსებული შედეგის მიხედვით მართვის მოწმობის აღების მსურველი ადამიანები იზეპირებენ ბილეთებს რომლებშუიც განძრახ შეტანილია შეცდომები, რაც უზრუნველყობს წარმატებულად თეორიული საკითხების ჩაბარებას თუმცა, დროთა განამვლობაში ასე და ამგვარად ამახსოვრდებათ წესები და ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას უკვე განძრახ არღვევენ.
gallery images

ბიოლოგიის ტესტში არსებული შეცდომის გამო ყველა აბიტურიენტს მოემატოს 1 ქულა!

მივმართავ განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ბიოლოგიის ტესტში, კერძოდ 45-ე დავალებაში, დაშვებული იყო შეცდომა. სავარაუდო პასუხებში არ ეწერა სწორი პასუხი (პირველი და მეორე) და შესაბამისად, აბიტურიენტს 4 არასწორი პასუხიდან უწევდა ნაკლებად არასწორი პასუხის არჩევა. ყველა ბიოლოგიის მცოდნემ იცის, რომ ციტოპლაზმაში სინთეზდება ნუკლეინის მჟავა პროკარიოტის (უბირთვოს) შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს რომ მოცემულ კითხვაზე სწორი პასუხი ატფ-სთან ერთად არის ნუკლეინის მჟავაც (ვინაიდან კითხვაში დაკონკრეტებული არ იყო პროკარიოტზე იყო საუბარი თუ ეუკარიოტზე და აბიტურიენტი იძულებული იყო განეხილა ორივე შემთხვევა) , თუმცა ეს პასუხი სავარაუდოებში არ ეწერა, რის გამოც ყველა აბიტურიენტს, რომელმაც ბიოლოგია ჩააბარა, მოუწია არასწორი პასუხის დაფიქსირება!  ამიტომ ყველა აბიტურიენტს უნდა მოემატოს 1 ქულა!გარდა ამისა, 48-ე დავალების პასუხი სკოლის წიგნებში არ ეწერა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გვინმარტავს, რომ ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ეყრდნობა სკოლის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს. მოცემულ კითხვაზე პასუხის დადგენა კი სკოლის წიგნებიდან შეუძლებელია. ჩვენ ვითხოვთ, რომ 45-ე დავალება ყველა აბიტურიენტს ჩაეთვალოს სწორად და ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განგვიმარტოს 48-ე დავალებაზე სწორი პასუხი საიდან და რაზე დაყრდნობით უნდა სცოდნოდა აბიტურიენტს. ვიმედოვნებ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სხვა, უფრო კომპეტენტურ პირებთან გადაამოწმებს მოცემულ საკითხებს და აბიტურიენტებს მხარს დაუჭერს.
gallery images

იმ ბავშვებს რომლებმაც ჩააბარეს 3 საგანი და ვერ გადალახეს ქართულში ბარიერი უფელბა მიეცეთ მონაწილეობა მიიღონ სკალირებაში და დაემატოთ გადამსვლელი ქულა

განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრსს მოგმართავთ თხოვნით იმ ბავშვებმა რომლებმაც ჩააბარეს 3 საგანი და ვერ  გადალახეს ქართულში  ბარიერი უფლება მიეცეთ  მონაწილეობა მიიღონ სკალირებაში და დაემატოთ გადამსვლელი ქულა.
gallery images

იმ ბავშვებს რომლებმაც ჩააბარეს 3 საგანი და ვერ გადალახეს უნარებში ბარიერი უფელბა მიეცეთ მონაწილეობა მიიღონ სკალირებაში და დაემატოთ გადამსვლელი ქულა

განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრსს მოგმართავთ თხოვნით იმ ბავშვებმა რომლებმაც ჩააბარეს 3 საგანი და ვერ  გადალახეს უნარებში გათანაბრებული ქულით ბარიერი უფლება მიეცეთ  მონაწილეობა მიიღონ სკალირებაში და დაემატოთ გადამსვლელი ქულა რათა არ გაუცდეთ კიდევ 1 წელი იმ საგნის გამო რომელიც მომავალში აღარ არის სავალდებულო 
gallery images

მეცნიერული ვიდეოების გაქართულება

ჩვენ ვართ სასწავლო ცენტრის, "ახალი ჰორიზონტები" მასწავლებლები. გვაქვს პროექტი, საუკეთესო სამეცნიერო გერმანული იუთუბ არხის, KURZGESAGT "მოკლედ ნათქვამი"-ს თარგმნა და გავრცელება საქართველოში, რისთვისაც გვესაჭიროება თქვენი დახმარება! არხის დამფუძნებელი და შემქმნელი, ფილიპ დეტმერი გვთხოვს, რომ ვაჩვენოთ დაინტერესება და თუ ამას შევძლებთ, ოფიციალურ ნებართვას დაგვრთავს, რომ ვთარგმნოთ და გავავრცელოთ მისი შექმნილი საუკეთესო ვიდეოები მეცნიერების თემაზე! მაგალითი ნახეთ იუთუბ ლინკზე, საცდელი ვერსიაა მხოლოდ. :)
gallery images

მოვითხოვთ,აბიტურიენტებს,რომლებიც ვერ გამოცხადდნენ დროულად გამოცდაზე,მიეცეთ ტესტის შესრულების საშუალება!!!

გამომდინარე მრავალი გარემო ფაქტორისა,ხშირად აბიტურიენტები ვერ ახერხებენ ტესტირებაზე დროულად გამოცხადებას,ამის შემდეგ კი მათ,სამწუხაროდ, აღარ აქვთ უფლება განაგრძონ ბრძოლა უნივერსიტეტში მოხვედრისათვის და კარგავენ 1 აკადემიურ წელს.სწორედ ამიტომ,ჩვენ მოვითხოვთ,რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დანიშნოს დამატებითი გამოცდა,რომლის საშუალებითაც  დაგვიანებული აბიტურიენტები შეძლებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას.დამეთანხმებით,ბავშვი,რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა სასურველი მიზნის მისაღწევად, შეუძლებელია,არ დაიშვას ტესტირებაზე მხოლოდ იმიტომ,რომ სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორის გათვალისწინებით მან საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს გამოცხადება ვერ შეძლო.
gallery images

აეკრძალოს დამკვირვებლებს აბიტურიენტების ნაშრომების უნებართვოდ გასწორება და ამოტრიალება მუშაობის პროცესში

დამკვირვებლები აბიტურიენტებს ნაშრომებს უნებართვოდ გადაადგილებენ,უტრიალებენ მუშაობის პროცესში,რაც ხელს უშლით მათ აზროვნებაში და დრო ეკარგებათ.მოვითხოვთ ეკრძალოს დამკვირვებელს უნებართვოდ(ყოველგვარი მიზეზის და გაფრთხილების გარეშე) ჩვენ ფურცლებთან შეხება/ამოტრიალება.
gallery images

მოხდეს უნარების გადაბრება ან დაიწიოს ბარიერი 15 ქულამდე

მოხდეს უნარების გადაბარება ან დაიწიოს ბარიერი 15 ქულამდე
gallery images

არ უნდა გაუქმდეს უნარების ნამუშევრები!!!

რადგანაც უმცირესობა მოითხოვ რომ გაუქმდეს ნაშრომი, მივცეთ მეორე მხარეს  ხმის დაფიქსირების უფლება. ვინაიდან და რადგანაც აბიტურიენტების უმრავლესობამ იშრომა, რომ გამოცდა ჩაებარებინა უსამართლობაა ერთი ხელის მოსმით უნარების გაუქმება!  არ უნდა გაუქმდეს უნარების გამოცდა ! მხოლოდ გადაბარების  ან ბარიერი დაწევის საშუალება უნდა მისცენ უკმაყოფილოდ დარჩენილ აბიტურიენტებს, რადგან უსამართობის გრძნობა არ იყოს უმრავლესობაში. 
gallery images
gallery images

გახდეს რუსული ენა არჩევითი საგანი სკოლებში

2008 წლის აგვისტოს შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში რუსული ენა ქართულ სკოლებში აკრძალული იყო, თუმცა გაურკვეველია ის მიზეზი, რატომ დაბრუნდა კვლავ აუცილებელ საგანთა შორის. არავის დაუბრუნებია ჩვენთვის ოკუპირებული ტერიტორიები, არავის მოუხდია ბოდიში ჩვენი ქვეყნისთვის და არავის უღიარებია საკუთარი დანაშაული ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე.იმ ფონზე, რომ ამ ქვეყანაში ვერ ნახავთ მოსწავლეს, რომელმაც სკოლაში ისწავლა რუსული, მგონი, მარტივად გასააზრებელია ის ფაქტი, რომ ამ ენასთან წვდომა მხოლოდ და მხოლოდ რუსი წარმომავლობის მქონე მოსწავლეებს აქვთ. თუ გერმანული, ფრანგული და სხვა ენები არჩევითია, რუსული ენის ცოდნა რატომ არის აუცილებელი კრიტერიუმი მოსწავლისთვის ატესტატის მინიჭებისა?!
gallery images

დატოვოს ირაკლი კობახიძემ იურიდიული ფაკულტეტი!

20 ივნისს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია, რომელიც ეხმიანებოდა რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატის - სერგეი გავრილოვის  მიერ საქართველოს პარლამენტის მთავარი სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტათაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის გახსნას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით დაიწყო.სახელმწიფომ მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის, 31 ჟურნალისტი, ხოლო რამდენიმემ მიიღო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაზიანება.ჩვენ, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიგვაჩნია, რომ 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს- ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას, რასაც შედეგად მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალისმიერი დარბევა.მედიასაშუალებებით გავრცელებული პარლამენტის აპარატის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სტუმრების აეროპორტში დახვედრის, მათი დაცვით უზრუნველყოფის, გენერალური ასამბლეის ჩასატარებლად პარლამენტის შენობის მომზადებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების წინასწარ გაწერილი გეგმა თავისი ხელმოწერით დაამტკიცა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და სასწავლო პროგრამის ფარგლებში კითხულობს „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართლის“ კურსს.  გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ირაკლი კობახიძე არ იცნობს/არ იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას და ეჭვქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ევროატლანტიკურ კურსსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას,  ისე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მან მხოლოდ 21 ივნისს, საქართველოს მოქალაქეების დარბევის შემდეგ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვა თანამდებობა.ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მივიჩნევთ, რომ ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს აღარ აქვს უფლება უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ისაუბროს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებულ ღირებულებებზე, რადგან თავად დაშორებულია ამ ღირებულებებს.ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მოვუწოდებთ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას:1.არ მისცეს ირაკლი კობახიძეს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლექციების ჩატარების შესაძლებლობა;2.არ დაუთმოს ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტის სივრცე საჯარო ლექციის, კონფერენციისა და თუ სხვა ღონისძიების გასამართად/მონაწილეობის მისაღებად.  შენიშვნა: წინამდებარე პეტიციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილს და არ წარმოადგენს ფაკულტეტის შეხედულებებს. 
gallery images

გაუქმდეს ეროვნული გამოცდები!

ზაფხულის მოსვლისთან ერთად აბიტურიენტებს დაეკარგათ მოტივაცია, ამიტომ მოვითხოვ გაუქმდეს ეროვნული გამოცდები!
gallery images

გადაიწიოს საგრანტო გამოცდების ჩატარების თარიღი

მოგეხსენებათ ,რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტების საგრანტო გამოცდის დღედ დაასახელა 5 ივლისი . იქიდან გამომდინარე , რომ ივლისის დასაწყისში სტუდენტების უმეტესობას არ აქვს სემესტრი და უნივერსიტეტის ფინალური გამოცდები დასრულებული , მივმართავ განათლების სამინისტროსა და ასევე გამოცდების ეროვნულ ცენტრს თხოვნით , გადაწიონ სტუდენტების საგრანტო კონკურსი და დაუბრუნონ წინა წლებში არჩეულ თარიღს.