add one
gallery images

გაუქმდეს გამოსაშვები გამოცდები ახლანდელი აბიტურიენტებისთვის

გაუქმდეს გამოსაშვები გამოცდები ახლანდელი აბიტურიენტებისთვის 
gallery images

გააუქმეთ მე12 კლასის გამოსაშვები გამოცდები

მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლეს გამოცდები მოეხსნათ მე11 კლასელებს, ხოლო 2020 წლიდან გამოცდები უქმდება როგორც მე11 ასევე მე12 კლასში. მიზეზები, რის გამოცც აღნიშნული რეფორმა გატარდა გასაგებია, თუმცა მხოლოდ მე11 კლასს რომ შეეხო ეს რეფორმა, მე12 კლასელებს მათთან შედარებით გვაყენებს არათანაბარ და უსამართლო სიტუაციაში. ვგულისხმობ იმას, რომ აბიტურიენტები, როგორც მოგეხსენებათ მთელი წელი სტრესულ ვითარებაში ვიმყოფებით,  წლის ბოლოს კი განსაკუთრებით, თან 8 გამოცდის ჩაბარება გვიწევს. შესაბამისად გამოცდების მოხსნა მე12 კლასისთვისაც არ იქნებოდა ურიგო ჩვენი ემოცირური ფონის გათვალისწინებით. შესაბამისად გთხოვთ გაითვალისწინთ ჩვენი მდგომარეობა და ნუ დაგვიტოვებთ უსამართლობის განცდას.
gallery images

გაუქმდეს მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები!

მოგეხსენებათ განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს გაუქმდება მე-11 კლასის საატესტატო გამოცდები და მომავალი წლიდან უკვე მე-12 კლასის გამოცდებიც, თუმცა წლევანდელ აბიტურიენტებს ჩვეულებრივად მოგვიწევს 4 გამოცდის ჩაბარება. უსამართლობაა ის ფაქტი, რომ გვეუბნებიან თითქოს საატესტატო გამოცდები არ არის ეფექტური საშუალება რეალური ცოდნის შესამოწმებლად, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ წელს მაინც გვიწევს 4 გამოცის ჩაბარება. ვფიქრობ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მე-12 კლასელებს ბევრად რთული წელი გვაქვს წელს და გვეუფლება უსამართლობის გრძნობა. არანაირი შური და ბოღმა, უბრალოდ უსამართლოს გრძნობა, რომ ჩვენ ვიჩაგრებით.რათქმაუნდა პეტიცია არ წარმოადგენს არაფრის გარანტიას, თუმცა უბრალოდ დავანახოთ მთავრობას, რომ ჩვენც შეგვიძლია ხმის ამოღება და არ დავუშვებთ უსამართლობას. გაუქმდეს მეთორმეტე კლასის საატესტატო გამოცდებიც!
gallery images

გამოცხადდეს შიდა მობილობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  არადამაჯერებელი არგუმენტების ხარჯზე, უარს აცხადებს გახსნას შიდა მობილობა იურიდიულ ფაკულტეტზე. მათ მიერ არასწორად გადაგმულ ნაბიჯებს კი ჩვენ, სტუდენტები ვეწირებით. ამიტომ თავს უფლებას ვაძლევთ და ვითხოვთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა- როგორც სტუდენტებზე ორიენტირებულმა დაწესებულებამ, გამოყოს გარკვეული რესურსი, რათა ჩვენი შესაძლებლობები მოვახმაროთ იმ პროფესიას, სადაც საკუთარ მომავალს ვხედავთ.   ზემო აღნიშნული საკითხის განსახორციელებლად კი თითოეული თქვენგანის დახმარება გვჭირდება,რათა ერთიანი ძალებით მივაღწიოთ სასურველ შედეგს.
gallery images

გაუქმდეს საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის რომლებიც სწავლობდნენ საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში სწავლის გაგრძელება.

2019 წლის 8 იანვარს საქართველოს განათლების სამინისტრომ დაამტკიცა წესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 1 აკადემიური სემესტრი სწავლობდნენ საზღვარგარეთ, საქართველოს უნივერისიტეტში მობილობის სურვილის შემთხევაში მოუწევთ დამატებით ჩააბარონ უნარების გამოცდა.აღნიშული მოთხოვნა არის ერთ-ერთი ის ბოლო ინციატივა, რითიც სამინისტრო ცდილობს შექმნას ხელოვნური დამაბრკოლებელი გარემოებები საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებსაც სურთ საქართველოში სწავლის გაგრძელება.პირველყოვლისა უნდა აღნიშნოს ის ფაქტი, რომ სამინისტროს არ აქვს სიღრმისეულად გააზრებული საქართველოს მოქალაქეთა სრული ოდენობის რამდენი პროცენტი წარმოადგენს ემიგრანტს, რა სახის სირთულეების გავლა უწევთ მათ ამ სტატუსით სხვა ქვეყანაში ყოფნის დროს, ამ ფონზე, მათთვის დამატებითი ბარიერების შექმნა განათლების მიღებისათვის, ვფიქრობ უბრალოდ სათანადოდ არაა გააზრებული.გარდა მორალური პრინციპებისა, მსგავსი ცვლილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო პაქტს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (მე-13 მუხ.), ევროპის ქარტიას (მე-10 მუხ.), (იხ. ევროპის საბჭო), ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას (იხ. ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ) №1 დამატებითი ოქმით (მე-2 მუხ.), ასევე ბავშვთა უფლებების კონვენციას (28-ემუხ.), და სხვა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლითაც გარანტირებულია განათლების უფლების ხელშეუვალობა და ამ უფლების გამოყენებისას ყველანაირი სახის ჩარევა და დისკრიმინაცია.დისკრიმინაციის ფორმა:·         შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების (N 2119; 03.01.19 წ.) შესაბამისად დისკრიმინაციულ, არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველები. სტუდენტებს, რომლებსაც ჯერ უნივერსიტეტი არ დაუსრულებიათ, მეტიც, ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ერთი სემესტრია, რაც სწავლობს, იძულებულია, ორმაგად გართულებულ ფორმატში ჩააბაროს გამოცდა, და რაც მთავარია, ეროვნული გამოცდების ტესტებისგან განსხვავებით, სადაც ე.წ. ბარიერი, ანუ მინიმალური ზღვარი ზოგადი უნარების გამოცდაზე 26%-მდეა,  საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, იგივე საგამოცდო  ტესტისათვის  განისაზღვრა  მაქსიმალური ქულის 50%-ზე  მეტის  (45-დან მინიმუმ 23 ქულა) დაგროვება. ამხელა ზღვარი სცდება ყოველგვარი ვალიდურობის ფარგლებს.·         ბრძანებიდან იკვეთება, რომ გამოცდა ტარდება ან ერთიანი სამაგისტრო გამოცდის, ან სტუდენტთა საგრანტო გამოცდის სირთულის ფორმატში.·         ხსენებული ბრძანების გამოცემიდან არაოპტიმალურად უმოკლეს დროში - 11 თებერვალს დაინიშნა ზოგადი უნარების გამოცდა, ისე, რომ არ გასაჯაროვდა ტესტების ნიმუშები, რაც სტუდენტს მისცემდა საგამოცდოდ საორიენტაციო მზაობის საშუალებას. გაურკვეველია, რა უშლიდა ხელს ამ ბრძანების უფრო ადრე გამოცემას?! პატივისცემით,მარიკა ლეჟავა
gallery images

დაისაჯოს სისხლის სამართლის კოდექსით ის პირები, რომლებმაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიანიჭა აკრედიტაცია

დაისაჯოს სისხლის სამართლის კოდექსით ის პირები, რომლებმაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიანიჭა აკრედიტაცია
gallery images

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა

ეს პეტიცია ემსახურება მიზანს, რომ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა წარიმართოს სამართლიან, თანაბარ პირობებში. ჩვენთვის ცნობილია, რომ არსებული აკრძალვების მიუხედავად, გამოცდის მონაწილეები ახერხებენ გამოცდის მსვლელობისას ყურსასმენების, ბლუთუზებისა თუ მობილურების გამოყენებას, რაც შეუძლებელს ხდის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს არსებობას. მოვითხოვთ, რომ მოხდეს გამოცდის მონაწილეების მკაცრად შემოწმება,რათა თავიდან ავირიდოთ მსგავსი შემთხვევები.
gallery images

სკოლის ფსიქოლოგების პეტიცია

ინკლუზიური განათლება საქართველოს სკოლებში რამდენიმე წელია, რაც დაინერგა  და მიზნად ისახავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადი (შემდეგ უკვე სკოლამდელი და პროფესიული) განათლების დონეზე. სკოლებში ინკლუზიური განათლების განხორციელებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა, მისი შექმენის დღიდან, ეკისრებოდათ  ფსიქოლოგებსა და სპეციალურ მასწავლებლებს (მათი უმრავლესობა პროფესიით ასევე ფსიქოლოგია), რომლებიც რესურს-ოთახში, საკლასო ოთახებში თუ ინტეგრირებულ კლასებში (რომელებიც აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეთათვის ფუნქციონირებს) მუშაობდნენ სსსმ მოსწავლის აკადემიური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებაზე. საჭიროების შემთხვევაში სკოლას შეეძლო აეყვანა ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი ან ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, რომლებიც ასევე მონაწილეობას იღებდნენ ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაში.  უნდა აღინიშნოს რომ სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული ყველა სპეციალისტს, მიუხედავად სხვადასხვა პოზიციისა,  ერთი და იმავე სამუშაოს შესრულება უწევდა,   სპეციალისტების ანაზღაურება განისაზღვრებოდა თვეში 280 ლარით (ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებისთვის 360 ლარით).საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბრძანება, რომლის საფუძველზე:·         სპეციალური მასწავლებელებისთვის ამუშავდა სპეციალური სქემა, რის შედეგადაც მათი ანაზღაურება გაიზარდა (2018 წლის 17 სექტრემბრიდან). თუმცა მოცემულ სქემაში არ ჩართულან სკოლის ფსიქოლოგები, ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებლები და ფსიქოლოგები, ინკლუზიურ განათლებაზე პასუხისმგებელი სხვა სპეციალისტები ( პირადი ასისტენტი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა), შესაბამისად, მათი ხელფასი არ გაზრდილა. თუ გავითვალისიწნებთ იმას, რომ სპეც. მასწავლებლებს, ფსიქოლოგებსა და სხვა სპეციალისტებს ფაქტობრივად ერთი და იმავე საქმის შესრულება უწევთ, უსამართლობაა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს სხვადასხვა ოდენობით ანაზრაურება.·         სპეციალურ მასწავლებლად მუშაობას შეძლებს მხოლოდ პედაგოგიური განათლების მქონე პირი (2018 წლის 1 ოქტომბრიდან), ფსიქოლოგის განათლების მქონე პირს კი აღარ ექნება სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის უფლება. გამომდინარე იქიდან, რომ სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის მქონე პირთა რაოდენობა საქართველოში ძალიან მცირეა, საჭიროება კი გაცილებით მეტი, გამოდის, რომ ამიერიდან სპეციალურ პედაგოგებად იმუშავებენ საგნის პედაგოგის კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებსაც არა აქვთ სათანადო ცოდნა, გამოცდილება და მიმღებლობა სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) მოსწავლეებთან მუშაობისთვის. არასწორია, რომ პედაგოგიური განათლების მქონე პირს ფსიქოლოგიური განათლების მქონე პირზე მეტი კომპეტენცია აქვს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის.·         სკოლაში ფსიქოლოგის პოზიცია გახდა შტატგარეშე. შესაბამისად, სკოლაში ფსიქოლოგის აყვანა ადმინისტრაციის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. სავარაუდოა, რომ სკოლის დირექტორთა უმრავლესობა არ ჩათვლის საჭიროდ სკოლის ბიუჯეტიდან ხარჯები გამოყოს ფსიქოლოგის ხელფასის ანაზღაურებაზე.ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები უარყოფითად აისახება ინკლუზიური განათლების (და ზოგადად განათლების) სისტემაზე და მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ:·         კვლავ საშტატო გახდეს სკოლაში ფსიქოლოგის პოზიცია;·         ფსიქოლოგების, ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების და სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტების ხელფასი გაუთანაბრდეს სპეციალური მასწავლებლებლის ხელფასს;·         ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონე პირებს მიეცეთ სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის უფლება (მათი სურვილის შემთხვევაში).ასევე, სკოლაში ინკლუზიური განათლების უკეთესი ფუნქციონირებისთვის მოვითხოვთ, რომ ეტაპობრივად განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:·         საჭიროების შემთხვევაში (რასაც შეაფასებს მულტიდისციპლინარული გუნდი), სკოლა ვალდებული იყოს, დაამატოს მეტყველების თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტის და პერსონალური ასისტენტის შტატი;·         ფსიქოლოგის, ლოგოპედის, ოკუპაციური თერაპევტის და პერსონალური ასისტენტისთვის შემუშავდეს ცალკე სექმა/სქემები მათი სამუშაოს სპეცფიკური თავისებურებების გათვალისწინებით. ასევე სამუშაო გამოცდილების დაანგარიშებისას გათვალისწინებული იყოს მათი არა მხოლოდ სკოლაში მუშაობის წლები, არამედ ნებისმიერ დაწესებულებაში სპეციალური საჭიროების მქონდე ბავშვებთან/მოზარდებთან აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის წლები;·         განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ იზრუნოს აღნიშნული პროფესიების (ლოგოპედის ოკუპაციური თერაპევტის და პერსონალური ასისტენტის) პოპულარიზაციაზე და ხელი შეუწყოს შესაბიმის კადრთა გადამზადებას, რათა რეალურად შესაძლებელი გახდეს სკოლებში  ამ პოზიციებზე კვალიფიციური კადრის მიღება.  
gallery images

არ მოვითხოვთ არამედ გთხოვთ დაუშვათ მეორადი ჩარიცხვები

გამარჯობა, მივმართავ საქართველოს მე-4 პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მივმართავ იმ 482 ბავშვის სახელით, რომლებმაც 12 წელი ისწავლეს იმისთვის, რომ გამხდარიყვნენ სტუდენტები იმისთვის, რომ გამხდარიყვნენ ადამიანები და ქვეყნისთვის გამოსადეგი პიროვნებები. ამ ბავშვებმა წარმატებით ჩააბარეს ჯერ სატესტატო გამოცდები, ხოლო შემდეგ ეროვნული გამოცდები, მაგრამ უნივერსიტეტში კონკურენციის გამო ვერ მოხვდნენ. განათლების სამინისტრო გვეუბნება, რომ საკმარისი დრო გქონდათ უნივერსიტეტების უსაზღვრო სიმრავლით ჩასაწერად, მაგრამ იმას არ ფიქრობენ შეეძლოთ თუ არა ამ ბავშვებს ამ უნივერსიტეტებში ამდენი ფულის გადახდა?! შესაძლოა სწორედ ამიტომ არ ჩაწერეს ან თუნდაც იმიტომ, რომ ეგონათ იქ მოხვდებოდნენ სადაც უნდოდათ.ამ აბიტურიენტების ნახევარი 17 წლის არის და გთხოვთ 17-18 წლის ბავშვებს ნუ განსჯით მათი შეცდომის გამო ისინი არ არიან ღირსები ამდენი სწავლის და ნერვიულობის შემდეგ გარეთ დარჩნენ და 1 წელი დაკარგონ ისინი ხომ ახლა იწყებენ თავისი ოცნების ასრულებას.გთხოვთ ბატონო პრეზიდენტო თქვენ ხართ საქართველოს სახე და მისი წინამძღოლი. გთხოვთ დაუშვათ მეორადი ჩარიცხვები რის შემდეგაც ეს 482 ბავშვი გარეთ არ დარჩება და 1 წელს არ დაკარგავს იმიტომ, რომ ახალგაზრდული შეცდომა დაუშვა.გთხოვთ მიუხედავად ნაკლები ხელმოწერისა გადახედოთ ჩვენს განცხადებას და გაითვალისწინოთ ეს ბავშვბი. პატივისცემით თქვენი ერთ-ერთი თანამოქალაქე გივი გელაშვილი.
gallery images

ერთიანი ეროვნული გამცდები და შედეგები

მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს,მთავრობას და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. გთხოვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამო დაუშვათ მეორადი ჩარიცხვები, ვინაიდან უნივერსიტეტის გარეშე დარჩნენ ის 482 ბავშვი, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს, მაგრამ უნივერსიტეტში ვერ მოხვდნენ. სულ უნივერსიტეტებში თავისუფალია 15000-მდე ადგილი და მივიჩნევთ, რომ არასამართლიანი იქნება ამ ბავშვების გარეთ დატოვება. შეიძლება თქვათ, რომ ბავშვებს შეეძლოთ უნივერსიტეტების და ფაკულტეტების შეუზღუდავად ჩაწერა, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ წლევამდელი აბიტურიენტების თითქმის ნახევარი 17 წლისაა, ამიტომ 17-18 წლის ბავშვები ერთი შეცდომის გამო ერთი წლით არ უნდა დაისაჯონ. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი მომართვა. გმადლობთ.
gallery images

მოეთხოვოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს შედეგების გამოცხადება მკაცრად განსაზღვრულ ვადებში

მოგეხსენებათ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად ათასობით აბიტურიენტი აბარებს (2018 წლის მონაცემებით რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა არის 40 500). ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების რაოდენობას ემატებათ საგრანტო კონკურსში მონაწილე პირები და პირები, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება მაგისტრატურის საფეხურზე. 2018 წლის მონაცემებითსაგრანტო კონკურსში რეგისტრირებულთა რაოდენობა 5000-ზე მეტი, ხოლო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრირებულთა რაოდენობა 12 000 -ზე მეტი იყო. ჩვენი თხოვნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ შემდეგნაირია: გვსურს, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჰქონდეს მკაცრად განსაზღვრული ვადები შედეგების დასამუშავებლად. ვფიქრობთ და მიგვაჩნია, რომ უსამართლობაა ის, რა სტრესშიც naec.ge აბიტურიენტებს ამყოფებს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფონს, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაა და ეს ფაქტორი ადამიანისთვის ისედაც სტრესულია.ჩვენი აზრით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოზარდთა უფლებები, არ უნდა შეექმნათ ამ ადამიანებს ხელოვნურად დამატებით სტრესული გარემო, მათ აქვთ უფლება იცოდნენ კონკრეტული თარიღი, თუ როდის გამოცხადდება ჩაბარებულ საგანთა ქულები და ასევე, ჩარიცხვის სიები. ანალოგიური სისტემა უნდა შემუშავდეს საგრანტო და სამაგისტრო გამოცდების შედეგებისთვისაც.გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი და დაუწესოთ გონივრული და მკაცრად განსაზღვრული ვადები ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს.  
gallery images

გაუქმდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს უსამართლო გადაწყვეტილება

 ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით უსამართლოდ შეუზღუდა2018 წლიდან საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი დაიწყო. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 24-27 აპრილს ეწვია ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა განათლების დარგში საერთაშორისო ექსპერტი გაერთიანებული სამეფოდან, პროფესორი ენდი გიბსი.  დოკუმენტაციის ანალიზისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებს: შვიდი სტანდარტიდან (19 ქვესტანდარტი)  უარყოფითად არცერთი შეფასებულა.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20  აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით; ამავდროულად, საბჭომ მიიღო სრულიად ალოგიკური და ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მან უგულებელყო ექსპერტების დადებითი დასკვნა და უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა. შედეგად, 800-მდე სტუდენტის არჩევანი, ესწავლათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში,  იგნორირებულ იქნა,  საბჭომ  ისინი აიძულა გადანაწილებულიყვნენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის სტუდენტების მიღებას, ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში მოქმედი კაანონმდებლობის მიხედვით. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაცხადებული მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა (ჯარიმის ოდენობა ამჟამად 700 000 ლარია და მისი სამართლიანობის შესახებ მიმდინარეობს სასამართლო დავა). ჯარიმიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ქონებას ადევს  ყადაღა. უნივერსიტეტი მზადაა სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში დაფაროს საგადასახადო ჯარიმა. ხაზგასასმელია, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებით (#025-152) გაუქმდა უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა. აღნიშნული დოკუმენტი ავტორიზაციის საბჭოს წარედგინა, თუმცა საბჭომ ეს ფაქტობრივი მდგომარეობა არ გაითვალისწინა. საბჭოს პოზიცია არის უსაფუძვლო და უსამართლო შემდეგი მიზეზების გამო:   პირველი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უძრავი ქონება და სხვა  აქტივები მრავალჯერ აღემატება 700 000 ლარს;  მეორე, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მიმდინარე წელს 2 მილიონ ლარამდე ამცირებს  უნივერსიტეტის შემოსავალს (რაც მრავალფეროვან საგანმანათლებლო მიზნებს  მოემსახურებოდა). ისმის კითხვა, ადეკვატურია თუ არა უნივერსიტეტისათვის შემოსავლის შეზღუდვა მაშინ, როცა, საბჭოს მოსაზრებით, უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა სწორედ მატერიალური არასტაბილურობაა?! გარდა ამისა,  ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნის  მიხედვით უნივერსიტეტის მატერიალური და ფინანსური რესურსები შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. გამოდის, რომ ავტორიზაციის საბჭო იგნორირებას უკეთებს და ეჭვქვეშ აყენებს თავისივე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების კვალიფიციურ შეფასებას.ავტორიზაციის საბჭოს  უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება აფერხებს  საქართველოს ერთ-ერთი  ყველაზე რეიტინგული და საერთაშორისოდ ცნობადი უნივერსიტეტის განვითარებას, რომელსაც აქვს 23 წლიანი წარმატებული საგანამანათლებლო საქმიანობის გამოცდილება, გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი  მაჩვენებლით, თანამშრომლობს მსოფლიოს  60-ზე მეტ უნივერსიტეტთან.  უნივერსიტეტში  ამჟამად სწავლობს 2000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტი, დასაქმებულია 400-მდე კვალიფიციური კადრი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია 
gallery images

სამართლიანი გათანაბრება მესამე და მეოთხე ვარიანტს!

მესამე და მეოთხე ვარიანტის აბიტურიენტები ვფიქრობთ, რომ ჩვენგან უპასუხოდ არ უნდა დარჩეს სრულიად გაუგებარი მეთოდით გათანაბრებული ნედლი ქულები, იმ ფონზე, რომ გაურკვეველ ალგორითმებსა და უმნიშვნელოდ განმასხვავებელ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ზოგ ვარიანტს +5-6-7 ქულა მოემატათ, სისტემამ კი ჩვენ მიმართ სრული უგულებელყოფა და გულგრილობა გამოიჩინა. სწორედ იმ სისტემამ, რომელმაც ჩანასახშივე მოგვისპო სწავლის სურვილი, როცა თავად უნდა გამხდარიყო მთავარი მოტივატორი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გულწრფელი სურვილი და ერთიანი მონდომება, კვლავ თანაბარ პირობებში განვაგრძოთ კონკურსში მონაწილეობა, რეაგირების გარეშე არ დარჩება. #ჩვენგვჯერაცვლილებების 
gallery images

SOS!!! სიახლის წინააღმდეგი მხოლოდ განათლების სამინისტროა!

ელფის გამომცემლობამ გერმანულ გამომცემლობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში წარადგინა ევროპაში წარმატებული ავტორების 1-6 კლასების მათემატიკის სახელმძღვანელოების სერია: „მე მიყვარს მათემატიკა“ და ექსპერტებისაგან უმაღლესი შეფასება (98 ქულა 100-იდან!) დაიმსახურა. წიგნები იხილეთ: https://issuu.com/elf67 პირველად, ამ წიგნებით ჩვენი მოსწავლეები გასცდებიან ქაღალდს და მიიღებენ წიგნის გვერდის თემის შესაბამის ინტერნეტ-თამაშებსა და კომპაქტ-დისკებს (V-VI კლასში)  მასწავლებლები კი -დამხმარე მასალას საგაკვეთილო პროცესის წარმატებით წარმართვისთვის (იხ. www.mathematics.elf.ge). აღარაფერს ვამბობთ, წიგნში მოცემულ თემებზე, თავსატეხებსა და პროექტებზე, რომლებშიც გამოყენებულია თანამედროვე, ევროპაში აპრობირებული, აღმოჩენით სწავლა/სწავლების მეთოდი. ამ წიგნებით ბავშვებს არა მხოლოდ მათემატიკას ვაყვარებთ, არამედ ვასწავლით მათემატიკის ცხოვრებაში გამოყენებას!ამ სახელმძღვანელოების კიდევ უამრავი სხვა ღირსება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სიახლეზე ორიენტირებულ პედაგოგებს, რაც დადასტურდა არჩევანის დროს. ელფის გამომცემლობის წიგნები სკოლებში ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა. სახელმძღვანელო აქტიურად განიხილებოდა სოციალური ქსელებში, სიახლეს ერთხმად იწონებდნენ განათლების სფეროში მოღვაწე საზოგადოება და მშობლები.24 ივლისს ელფის გამომცემლობის მათემატიკის სახელმძღვანელოებს მიენიჭა გრიფი, თუმცა თეიმურაზ მურღულიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს (10 დღის შემდეგ!!!), ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გრიფი მოგვეხსნა.ამ კონკურსისთვის სამინისტრომ დაიქირავა 200 ექსპერტი, დახარჯა უამრავი თანხა! ასევე გამომცემლობამ ითანამშრომლა სამინიტროსთან და ორი წლის განმავლობაში მაქსიმალური რესურსი ჩაიდო ქვეყნისათვის ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეში. თუ ერთ კონკრეტულ სახელმწიფო მოხელეს, ვინც არ უნდა იყოს ის, შეუძლია, რომ საექსპერტო კომისიის დასკვნა თავისი სურვილისამებრ გააბათილოს, მაშინ რა საჭიროა საერთოდ ამ კონკურსის ჩატარება? რა პასუხს სცემს ის იმ პედაგოგებს, რომლებსაც დიდი ხანია მობეზრდათ ძველი სახელმძღვანელოები?..ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის!!!გვერდით დავუდგეთ დაჩაგრულ გამომცემლობას!!!
gallery images