add one
gallery images

თავიდან გასწორდეს ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართულის ნაშრომები

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართულის შედეგებმა აბიტურიენტებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მათი დიდი ნაწილი ფიქრობს რომ მათი ნაშრომები საჭიროებს გასაჩივრებას და ხელახლა გასწორებას, კარგი თუ ცუდი ქულების მიუხედავად. აბიტურიენტების ნაწილი მიიჩნევს რომ აჩქარებული ტემპით გასწორების გამო გამსწორებლებმა კარგად ვერ შეაფასეს ნაწერები და შესაბამისად ქულები დააკლეს აბიტურიენტებს. მივმართავთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს რომ უმოკლეს ვადაში გადაიხედოს ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართულის ნაშრომები, რათა მოხდეს აბიტურიენტთა ნაწერების ზუსტი შეფასება.
gallery images

ყველას ჩაგვეთვალოს 36-ე დავალების 5 ქულა! ვითხოვთ სამართლიანობასა და თანასწორობას!

2018 წლის გეოგრაფიის ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტში იყო დავალება, რომლის სწორი პასუხის შემცველი ინფორმაციის ცოდნა აბიტურიენტს არ მოეთხოვებოდა ,ან და მოეთხოვებოდა ,თუმცა ამის სწავლის შესაძლებლობა წიგნებიდან არ ჰქონდა, საუბარი მაქვს 36-ე დავალებაზე. მართალია ,რომ მოცემული საკითხი (36-ე დავალება) პროგრამული იყო თემიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე უახლესი პროცესების შესახებ, რადგან არცერთ გრიფმინიჭებულ სასკოლო წიგნში არ არის ამის შესახებ პარაგრაფი. ეს გამოწვეულია იმით, რომ ყველა სკოლის წიგნი დაბეჭდილია 2016 წლამდე. 2016 წელს ვახსენებ იმის გამო, რომ ზემოთხსენებულ დავალებაში კითხვა იყო დაკავშირებული ამ წლის მოვლენებთან. შესაბამისად, ჩვენ ვერ გვეცოდინებოდა ამ დავალებაზე პასუხი და საერთო ჯამში, ჩვენ თეორიულად, წიგნებიდან გამომდინარე, 59 ქულის ნაცვლად 54ქულის აღება შეგვეძლო . (აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ სრულიად შესაძლებელი იყო მსგავსი თემიდან კითხვის დასმა წიგნებდან გამომდინარე, თუმცა ეს ასე არ გაკეთდა). ამ ხუთქულიანი დავალების შესრულებაში დაგვეხმარებოდა მხოლოდ მედია და ინტერნეტი, რაც დაუშვებელია, რადაგან პროგრამაში არ არის მითითებული რომ აბიტურიენტები, მასმედიითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ საგამოცდოდ მეცადინეობისას. არ მგონია, გამოცდების ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია იყოს ის, რომ აბიტურიენტი იჯდეს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან და თვალს ადევნებდეს პოლიტიკურ სიახლეებს. მოგეხსენებათ, იქნებოდნენ აბიტურიენტები, რომლებმაც ეს დავალება შეძლებისდაგვარად შეასრულეს მასმედიის წყალობით და ამით ჩვენზე მაღალი ქულის აღება შეძლეს, გამოდის რომ ჩვენ არათანაბარ სიტუაციაში გამოვდიოდით. მოცემულ პრობლემასთან დაავშირებით, აბიტურიენტთა უმრავლესობა პროსტესტს გამოვთქვამთ. იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ამ კონკრეტული დავალების დაძლევა არ გაუჭირდათ, გაუმართლათ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა არჩევით საგნებში მიღებულმა ცოდნამ (კონკრეტულად სამოქალაქოსა და ისტორიაში) მისცა მეტი ქულის აღების საშუალებას. ამასთანავე, გამოცდების წინ არ გაკეთებულა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ტექსტის სტრუქტურაში იკარგებოდა დავალება "ინფოემაციის ტრანსფორმაცია" და გვთავაზობდით "ინფორმაციის ანალიზს" არაანალიზური ტიპის კითხვებით. ასევე,ვერაფრით ვერ გაგვაგებინეს რით იყო შეცვლილო შესაბამისობების დავალებები, აქვე აღვვიშნავ, რომ აბიტურიენტთა უმეტესობას საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებაზე.თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს და სამომავლოდ ველით სახელმძღვანელოს, რომელიც პროგრამას მთლიანად მოიცავს და აღარ გამოიწვევს უთანხმოებას.აღნიშნულიდან გამომდინარე, აბიტურიენტთა ნაწილი ვითხოვთ, რომ გაბათილდეს მოცემული დავალება და ყველა აბიტურიენტს დაეწეროს 5 ქულა 36-ე დავალებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი გახდება უფრო ფართომასშტაბიანი. 
gallery images

როლანდ თოფჩიშვილი სრულ პროფესორად

ადრესატი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროადრესატი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს განათელბისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ  ჩხენკელსივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძეს სტუდენტების წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ როლანდ თოფჩიშვილის მხარდასაჭერადროგორც ცნობილია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარეობდა კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსიტუტის პროფესორის 1 (ერთ) ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი; მას 2012 წლიდან დღემდე უკავია აღნიშნული თანამდებობა. კომისიის სხდომის ოქმი #6 (შემაჯამებელი)-ის შედეგების მიხედვით, ფარული კენჭისყრის შედეგად, როლანდ თოფჩიშვილს მხარი დაუჭირა კომისიის მხოლოდ 1 (ერთმა) წევრმა, ხოლო მეორე კონკურსანტს - 5 (ხუთმა) წევრმა; შესაბამისად, როლანდ თოფჩიშვილმა აღნიშნულ კონკურსში ვერ დაიკავა პროფესორის თანამდებობა.ჩვენ გვსურს, დავაფიქსიროთ შემდეგი:1.      როლანდ თოფჩიშვილი მოქმედ ეთნგოლოგებში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სპეციალისტს, ის, ფაქტობრივად, უკონკურენტოა თავის საქმეში. დღეისათვის გახლავთ  307 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომელთა შორის 44 წიგნია; 44-დან 8 კი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოა ეთნოლოგიაში.2.      როლანდ თოფჩიშვილის მოღვაწეობა საერთაშორისო ასპარეზზეც ძალზედ მნიშვნელოვანია, მისი არაერთი სტატიაა გამოქვეყნებული, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. აგრეთვე, მისი სტატიებიდან 14 დაბეჭდილია თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომებში (იხ.: http://geohistory.humanities.tsu.ge/ge/procedings.htm), რომელიც შეტანილია სამეცნიერო ჟურნალების შემდეგ ევროპულ ბაზაში: ERIH PLUS. რაც, ჰუმანიტარული ტიპის ჟურნალისთვის, უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს.3.      აქვე გვინდა მოვიყვანოთ როლანდ თოფჩიშვილის სამეცნიერო შრომების ციტირების ინდექსის Google Scholar-ისა და Web of Science-ის მონაცემები:  1. Google Scholar (გათვალისწინებულია რუსულენოვანი პუბლიკაციებიც) - ციტირების ინდექსი - 28; H - ინდექსი - 3.;  2. Web of Science - ციტირების ინდექსი - 11; H - ინდექსი - 2.4.      მისი თაოსნობით ექსპედიციები ეწყობა თურქეთში, ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე - ტაო-კლარჯეთში. როლანდ თოფჩიშვილი არის ერთ-ერთი პირველი, ვისი საშუალებითაც მოხდა კავშირის დამყარება ე. წ. თურქეთელ ქართველებთან, დაიწყო მათი ყოფისა და კულტურის სხვადასხვა ელემენტების შესწავლა, გარდა ამისა, როლანდ თოფჩიშვილის დამსახურებით მოხდა არაერთი ისეთი მონაცემის ფიქსაცია, რომელიც დაკარგვის პირას იყო, ვინაიდან, ქრებოდა თურქეთში მცხოვრები ქართველების მეხსიერებიდან. სწორედ მსგავსი ტიპის აქტივობებით, ისინი კავშირში არიან საქართველოსთან, ინარჩუნებენ თვითშეგენბასა და ფესვებს.5.      ბატონმა როლანდმა არაერთ ადამიანის დაუბრუნა ძველი გვარი, მათ შორის არიან ე.წ. თურქეთელი ქართველებიც.6.      აღსანიშნავია, რომ გარდა მეცნიერისა, ის არის შესანიშნავი პედაგოგი, რომელმაც 2006 წლიდან მოყოლებული აღზარდა არაერთი თაობა. ბატონი როლანდი წარმოადგენს უდიდეს მოტივატორს სტუდენტებისათვის, ნებისმიერ მათგანს აძლევს სტიმულს სწავლისა და სხვადასხვა სამეცნიერო საქმიანობის.7.      სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ფართო საზოგადოებისათვის ეთნოლოგიის - როგორც დარგის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ის ტელევიზიისა თუ გაზეთების მეშვეობით პოპულარიზაციას უწევდა და უწევს ეთნოლოგიას. გარდა ამისა, ბატონი როლანდი მცირე ლექციების საშუალებით ცდილობს, რომ სკოლის მოსწავლეებსაც მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული დარგის შესახებ, რათა მოხდეს როგორც მათი ინფორმირება, ისე დაინტერესება.  გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფართო საზოგადოების მცირე ნაწილს თუ მოეხსენება ეთნოლოგიის შესახებ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამ მიმართულებას ძალიან ცოტა სტუდენტი ირჩევდა, სწორედ როლანდ თოფჩიშვილის დამსახურებით დაინტერესდა სტუდენტთა დიდი ნაწილი აღნიშნული პროფესიით.8.      გარდა თეორიული ცოდნისა, მისი წყალობით სტუდენტები სწავლობენ ველზე მუშაობასაც - მის მიერ მოწყობილი სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციების საშუალებით. ის ბავშვებს აჩვევს როგორც ველზე მუშაობას, ისე აცნობს საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს, უშუალოდ აჩვენებს ყოფა-ცხოვრების ყველა იმ ელემენტს, რაც ეთნოლოგისათვის ამდენად მნიშვნელოვანია.9.      მისი ხელმძღვანელობით ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ფარგლებში არსებობს ,,ეთნოლოგიის სამეცნიერო წრე“, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მოწვევითა თუ სხვა აქტივობებით, როლანდ თოფჩიშვილი ცდილობს, სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ეთნოლოგიის და მისი მომიჯნავე დარგების შესახებ. გარდა ამისა, ამავე სივრცეში, სტუდენტები ეჩვევიან სამეცნიერო სტატიების წერასა და საჯარო წარდგენას.10.  აღსანიშნავია ისიც, რომ როლანდ თოფჩიშვილის თაოსნობით სამომავლოდ იგეგმება არაერთი სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიცია თუ პროექტი, რაც ხელს შეუწყობს როგორც დარგის განვითარებას, ისე უნივერსიტეტის პოპულარიზაციას.ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ როლანდ თოფჩიშვილმა არ უნდა დატოვოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ის ობიექტურად იმსახურებს პროფესორობას. ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი როლანდ თოფჩიშვილის ხელმძღვანელობის გარეშე - ის სჭირდება დარგს, სჭირდება სტუდენტებს, არამხოლოდ ეთნოლოგიის, არამედ ფაკულტეტის ფაქტობრივად ყველა მიმართულებიდან, რომლებიც მისი საშუალებით აქტიურად ეცნობიან ეთნოლოგიას, იღებენ უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას.ბოლოს გვსურს, შევეხოთ კომისიის გადაწყვეტილებას და აღვნიშნოთ შემდეგი: მათი შემადგენლობიდან გამომდინარე, თავიდანვე ცხადი იყო, რომ როლანდ თოფჩიშვილი ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორის ვაკანტური ადგილის კონკურსში ვერ გაიმარჯვებდა. ჩვენ, პეტიციის ხელმომწერნი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვითხოვთ:1.      არსებული კომისია გაძლიერდეს სხვა ავტორიტეტული კადრებით; მოხდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ისტიტუტის პროფესორის ვაკანტური ადგილის დასაკავებელი კონკურსის ხელმეორედ, საჯაროდ განხილვა;2.      სტუდენტურმა წარმოამდგენლობამ შეძლოს დასწრება და კონკურსის მსვლელობისათვის თვალის მიდევნება;3.      სტუდენტურ წარმომადგენლობას ჰქონდეს საბუთების წარმოების პროცესზე წვდომა.
gallery images

უფასო გაცვლითი პროგრამა ევროპაში!

მოვითხოვ უფასო გაცვლით პროგრამას ევროპაში, რომელიც გათვლილი იქნება სკოლის მოსწავლეებზე, ასაკობრივი ზღვარი 15-17 წელი! ახალგაზრდები ვერ ვიღებთ ინფორმაციას ამა თუ იმ პროექტის შსახებ, შსაბამისად მონაწილეობის შანსი არ გვეძლევა. გაცვლითი პროგრამები ჩვენი ასაკისთვის არც თუ ისე მრავლადაა, პროგრამების საჭიროება კი პერსპექტიული განვითრებისთვის დიდია, სწორედ ამიტომ საჭიროა დაწესდეს პროექტები! 
gallery images

განთავსდეს კლასებში და დერეფნებში მზის სისტემის პლაკატები

განთავსდეს კლასებში და დერეფნებში მზის სისტემის პლაკატები. ეს მარტივი ხერხი დააფიქრებს ბავშვებს სიცოცხლის ფილოსოფიურ და თეოლოგიურ საკითხებზე.გაზრდის მათ სულიერ ჰორიზონტს და გონებრივ შესაძლებლობებს.
gallery images

ითარგმნოს ქართულად კვანტური ბიოლოგიის მიღწევები-წიგნები და ვიდეოფილმები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მოხდა რევოლუციური ცვლილებები.კვანტურმა ფიზიკამ და ბიოლოგიამ რადიკალურად შეცვალა წარმოდგენა სამყაროს წარმოქმნის და შინაარსის შესახებ. შეიქმნა ევოლუციის კვანტური თეორია.ამის გარშემო უამრავი ლიტერატურა და ვიდეო მასალაა მსოფლიოში.აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის ქართულად თარგმნა რათა არ ჩამოვრჩეთ განვითარების თანამედროვე დონეს,რათა ახალგაზრდობა ჩავაყენოთ მსოფლიოს მოწინავე მოქალაქეთა რიგებში.გთავაზობთ რამდენიმე ასეთი მნიშვნელოვანი შინაარსის ვიდეო მასალას,რომლის თარგმანაც  ვფიქრობ არ წარმოადგენს დიდ სირთულეს და არც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.Две щелиhttps://www.youtube.com/watch?v=glV782Y_WFc&t=3sКвантовый опыт Юнга, Квантовая запутанность и Нелокальностьhttps://www.youtube.com/watch?v=_jHoIy4arbgКвантовый мир и сознаниеhttps://www.youtube.com/watch?v=kZJQeZpxhRE&t=58sЛанца Роберт, Берман Боб. (Часть - 1) Биоцентризм. Как жизнь создает Вселенную.https://www.youtube.com/watch?v=xXYWsHE7zTo&t=10703s
gallery images

განთავსდეს სკოლის კლასებში და დერეფნებში სათვალთვალო კამერები

სასწრაფოდ გამოინახოს სათანადო თანხები  და აუცილებლად განთავსდეს სკოლების, ინსიტიტუტების კლასებში,აუდიტორიებში და დერეფნებში სათვალთვალო კამერები. ამით განვავითარებთ ახალგაზრდებში თვითკონტროლს და ერთმანეთთან ურთიერთობის ჩვევებს.ეს დაგვეხმარება დანაშაულის პრევენციაში  და დროულ გამოვლენაში.
gallery images

დაიწყოს საჯარო სკოლებში ახალი საგნის ,,ბიოცენტრიზმი“ -ს სწავლება.

ძმებო და დებო, თემა ჩვენ მომავალ თაობას ეხება. დღეს უკვე ფაქტია, რომ თეოლოგიის მოსაზრებას ღმერთის და  სულის იმქვეყნიური არსებობის შესახებ საბუნებისმეტყველო მეცნიერება, კვანტური ბიოლოგიაც შეუერთდა  და სამწუხაროა, რომ ამის შესახებ სკოლებში არაფერს ასწავლიან ბავშვებს. არადა, ღმერთისა და იმ ქვეყნის  მეცნიერულად დამტკიცებული მოსაზრება მთლიანად შეცვლიდა ახალგაზრდების დამოკიდებულებას სიცოცხლის არსის მიმართ, შეცვლიდა მათ ურთიერთობას, განამტკიცებდა ქრისტიანულ ღირებულებებს. დაბეჯითებით  გთხოვთ სკოლებში შემოვიღოთ ახალი დისციპლინა  ,,ბიოცენტრიზმი''.უკვე არსებობს ამ წიგნის ელექტრონული ვერსია https://www.litres.ru/bob-berman-2/biocentrizm-kak-zhizn-sozdaet-vselennuu/ ეს დისციპლინა ხელს შეუწყობდა ახალგაზრდების თეოლოგიური აზროვნების, მსოფლმხედველობის უკეთ ჩამოყალიბებას და გააღრმავებდა მათ ცოდნას მარადიული ღვთაებრივი სიცოცხლის შესახებ, რის  შედეგადაც, ვფიქრობთ, მათი საბუნებისმეტყველო მეცადინეობაც მეტ სიღრმეს შეიძენდა.   ამ თემაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერების მოსაზრებები გაშუქებულია სამეცნიერო ლიტერატურასა და სოციალურ ქსელში. გაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ youtube.com - ზე: 1. გია დვალი - უშვებს მოსაზრებას, რომ ,,ზედამკვირვებელს’’ შეუძლია ახალი სამყაროს შექმნა და ამტკიცებს პარალელური სამყაროების, ბრანების  არსებობას.  იხილეთ - გია დვალი ,,ბავშვი სამყაროები’’ 2. მიხეილ მენსკი - ამტკიცებს, რომ ყველა სამყაროს ჰყავს თავისი ,,დამკვირვებელი ‘’ და ასევე იმას, რომ ადამიანი თავისი რწმენით გადადის სხვა სამყაროში გარდაცვალების შემდეგ. იხილეთ ,,Квантовый Мир и сознание’’ 3. რობერტ ლანცა,ბობ ბერმანი - ამტკიცებენ, რომ სიცოცხლე ქმნის მატერიალურ სამყაროს და არა პირიქით. იხილეთ ,, Robert Lanza:The Theory of  Biocentricm ’’, ,,Биоцентризм''   გაგიკვირდებათ, მაგრამ უკვე სინონიმებად გადაიქცნენ ისეთი სიტყვები, როგორიცაა ,,სამყაროს ზედამკვირვებელი’’კვანტურ ფიზიკაში და ,,ღმერთი’’ თეოლოგიაში. ,,მრავალგანზომილებიანი სამყარო’’, ,,პარალელური სამყარო’’, ,,ბრანები’’ კვანტურ ფიზიკაში და ,,სასუფეველი’’ თეოლოგიაში. ,,ტელეპორტაცია’’კვანტურ ფიზიკაში და ,,გარდაცვალება’’ თეოლოგიაში.   კვანტური მექანიკის ფუძემდებელი მაქს პლანკი წერდა: ,,რელიგია და მეცნიერება სრულიად არ გამორიცხავს ერთმანეთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს’’. ორივე - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის -    (მეცნიერებისთვის) მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს’’.   დღეს სწორედ ეს დრო დადგა, როდესაც საჭიროა, ამ ორი დისციპლინის გაერთიანება. საჭიროა მათი ერთობლივი ფუნდამენტური მონაპოვრები დროულად და გონივრულად ჩავაყენოთ მომავალი თაობის სამსახურში.
gallery images

დაინერგოს სკოლებში ელემენტარული ლოგიკის სწავლება!

•   რა არის ლოგიკა.ლოგიკის, როგორც მეცნიერების, საყოველთაოდ აღიარებული, შეთანხმებული განმარტება არ არსებობს. ყველაზე მარტივად, იგი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც აზროვნების წესებისა და გენერალური კანონზომიერებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დაბრკოლებებისა და გაურკვევლობების გარეშე გვესმოდეს ერთმანეთის და სამყაროსი.უფრო ვრცელი და ამომწურავი განმარტება შემდეგნაირია: ლოგიკა, როგორც მეცნიერება, იკვლევს არგუმენტების სტრუქტურას და  კლასიფიცირებას უკეთებს მათ სპეციალურად შემუშავებული სქემების მიხედვით. მაშასადამე, ლოგიკა შეიძლება ყოვლისმომცველი გახდეს და მასში შედის მოსაზრებანი ალბათობასა და მიზეზ-შედეგობრიობაზე. ლოგიკის სწავლების საგანია, ასევე, მცდარი არგუმენტების სტრუქტურა და პარადოქსები.თავის მხრივ, ელემენტარულ ლოგიკაში მოიაზრება აღნშნული მეცნიერების საფუძვლები. •   რატომ არის მნიშვნელოვანი ლოგიკის, როგორც სხვა მეცნიერებების საუფძვლის ადრეულ ასაკში შესწავლა.საჯარო სკოლებში ლოგიკის საფუძვლების საგნად დანერგვის მნიშვნელოვნება მრავალ გარეომებაში შეიძლება იკვეთებოდეს.შევეცდები ჩამოვთვალო მაშ შორის რამოდენიმე, ყველაზე მთავარი:1.    ლოგიკის საფუძვლების შესწავლება დაეხმარება მოსწავლეს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეს ლოგიკურად მსჯელობის უნარი, შეეძლოს გარკვეულ მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, რაც საგრძნობლად აამაღლებს მის საზოგადოებრივ თვითშეგნებას და გაცილებით მარტივს გახდის კომუნიკაციას სოციუმის სხვა წევრებთან.2.    ნებისმიერი სხვა მეცნიერების ფუნდამენტური გააზრება, რომელიც ისწავლება ასევე საჯარო სკოლებში, მოითხოვს საკმაოდ ძლიერი ლოგიკური აპარატის ქონას."PIRLS წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების მიერ წაკითხულის გააზრების უნარი. PIRLS-ის ტესტები ამოწმებს წაკითხულის გააზრების უნარს-რამდენად იგებს, იაზრებს ამ ასაკის ბავშვი სხვადასხვა ტიპის ტექსტიდან მიღებულ ინფორმაციას, შეუძლია თუ არა ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა, ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა.წიგნიერების უკანსკნელი კვლევის მიხედვით, რომელიც 2016 წლის მონაცემებს ეხება, საქართველოს მაჩვენებელი არ შეცვლილა და კვლავ 488 ქულით განისაზღვრება. საქართველოს იგივე, 488 ქულა ჰქონდა 2011 წელსაც, როცა წიგნიერების წინა კვლევა ჩატარდა. აღნიშნული ქულის გათვალისწინებით საქართველო დაბალ და საშუალო მაჩვენებელს შორისაა."3.    ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტების ვერბალური ნაწილი მთლიანად აგებულია ლოგიკაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აბიტურენტებს მანამდე უშუალო შეხება არ ქონიათ აღნიშნულ მეცნიერებასთან, უწევთ საკმაოდ მსუყე საკითების მოკლე ვადაში, არაეფექტიანი ათვისება. ამასთან, ის აბიტურენტები, რომლებსაც არ აქვთ რეპეტიტორთან მისვლის ფინანსური შესაძლებლობა, ძირითადად, საერთოდ ვერ ახერხებენ სასურველი შედეგის მიღწევას. კონკრეტულად ეს გარემოება განპირობებულია იმით, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებებისაგან განსხვავებით, ტექნიკური მეცნიერებები აუცილებლად მოითხოვს პედაგოგიურ წვლილს, რომელიც სკოლებში, ამ მეცნიერებაში ფაქტობრივად არ არსებობს.•   ჩვენი მოთხოვნა ნახსენები გარემოებების გათვალისწინებით, მიგავჩნია, რომ არსებობს ელემენტარული ლოგიკის საჯარო სკოლებში სწავლების აუცილებლობა. როგორც მოგვეხსენება, ქვეყნის საერთო ინტელექუალური კაპიტალი მჭიდრო კორელაციაშია ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობასთან, ამიტომ, აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საერთო ეკონომიკურ და სოციალურ ფონს.მადლობა. 
gallery images

შეიქმნას "საკორკორაციო სამართლის" ერთიანი სახელმძღვანელო

უკვე რამდენიმე წელია დაიტანჯა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები როდესაც უწევთ 2000 იანი წლების, მოძველებული ლიტერატურით სწავლა, სირბილი მასალის ამობეჭვდაზე და მაგ: 500 გვერდიანი მასალიდან , შესაძლოა 300 იყოს მოძველებული... ამდენი ადამიანი მოღვაწეობს ამ მიამრთულებით და რა გახდა ერთი, ან თუნდაც რამდენიმე ნაწილიანი წიგნის გამოშვება სადაც თავმოყრილი იქნება უახლესი ინფორმაცია? დავიტანჯეთ ხალხო დავიტანჯეთ
gallery images

აღდგეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი ოზურგეთში!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ქალაქ ოზურგეთში გაუქმდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი. ყოველწლიურად საგამოცდო ცენტრით 1000-მდე აბიტურიენტი და 3000- ზე მეტი პედაგოგი სარგებლობდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ივა მინდაძის განმარტებით, აბიტურიენტებს იმ ქალაქებში მოუწევთ ეროვნული გამოცდების ჩაბარება, რომელ ქალაქშიც სურთ უმაღლესი განათლების მიღება.გარდა იმისა, რომ ცენტრში დასაქმებული პერსონალი  სამუშაოს დაკარგავს, ზემოხსენებული გადაწყვეტილება დიდ პრობლემას შეუქმნის აბიტურიენტებს, რაც გამოიხატება მატერიალური დანახარჯების (ტრანსპორტირება, ქალაქში დარჩენა, რისი საშუალებაც ბევრ აბიტურიენტს არ აქვს) ზრდით. ასევე ცვლილება (რაც თავისთავად გულისხმობს ახალ, უცხო გარემოსა და ყოველი გამოცდისთვის მგზავრობით გამოწვეულ დატვირთვას) უარყოფითად აისახება აბიტურიენტების საგამოცდო მობილიზაციაზე.ზემოთ მოყვანილ მსჯელობაზე დაყრდნობით, მოვითხოვთ, აღდგეს ეროვნული გამოცდების ცენტრი ქალაქ ოზურგეთში!
gallery images

გადავარჩინოთ ბიბლიოთეკები!!!

ბატონო კახა,საჯარო ბიბლიოთეკა წარმოადგენს განათლების, კულტურისა და ინფორმაციის საციცოცხლო ძალას. სწორედ წიგნიერებაზე, განათლებაზე, ინტელექტზე დგას სახელმწიფო, ამიტომ ქვეყნის პრიორიტეტი სწორედ განათლება და განათლებული თაობების აღზრდა უნდა იყოს და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ მკითხველი წიგნს დაუბრუნოს.ევროპულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, სადაც ბიბლიოთეკებს უდიდესი ყურადღება ეთმობა, მედიათეკას უმნიშვნელო ადგილი უჭირავს. წიგნს ვერანაირი მედიათეკა ვერ შეცვლის. მეტიც, დასავლეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტრონული წიგნების კითხვამ, მკითხველებს, წიგნის კითხვის სურვილი აღუძრა და შეუცვლელ საგანძურს-წიგნს მიუბრუნა.თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ წლების განმავლობაში არსებული საჯარო ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურა რომ ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, ეს არ უნდა გახდეს ბიბლიოთეკების გაუქმების ან შემცირების მიზეზი!!!!!!გადავარჩინოთ ბიბლიოთეკები!!!შემოგვიერთდით!  
gallery images

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მხარდამჭერი პეტიცია.

            მოგეხსენებათ, რომ თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის ადმინისტრაციასა და რექტორის მიმართ გავრცელდა გარკვეული სახის ბრალდებები. რასაც, რა თქმა უნდა,  ჩვენ, მოქმედი სუდენტები, არ ვეთანხმებით.           ჩვენ მიმართ არასდროს მომხდარა რაიმე სახის ზეწოლა ან შეურაცხყოფა. პირიქით, ჩვენ ვართ მშვიდ და სანდო გარემოში, სადაც ვიღებთ განათლებას მაღალკვალიფიციური ლექტორებისაგან.          ჩვენთვის სემინარია არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც არის სიმშვიდე და სიყვარული! 
gallery images

დეკრეტული ანაზღაურება პედაგოგებს!!!

გთხოვთ მოაწეროთ ხელი მასწავლებელისთვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხს... მხოლოდ პედაგოგებს არ უხდიან ამ თანხას.... და 6 თვე უფასოდ უშვებენ სახლში (ან იძულებულები არიან დატოვონ პატარა ბავშვი და იმუშაონ), კონტრაქტში კი უწერიათ ანაზღაურებადი შვებულება, რაც რეალურად ტყუილია. ყველაფერში მასწავლებლებს რატომ ცაგრავენ ამ ქვეყანაში???? საშველი არ ჩანს არასდროს!
gallery images

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის საქმიანობის განახლება

2017 წლის 29 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს უარი უთხრა ავტორიზაციის მინიჭებაზე და 25 წლიანი საგანმანათლებლო პრაქტიკის მქონე დაწესებულება დახურა.კოლეჯი მორგებული იყო ჩვენი შვილების ინტერესებზე და შესაძლებლობებზე, ფუნქციონირებდა საოლიმპიადო წრეები, მოსწავლეების დიდი ნაწილი სარგებლობდა ფასდაკლებით მიღწევების შესაბამისად, კოლეჯი ჩვენს შვილებს აძლევდა ხელმისაწვდომ, მაღალი ხარისხის განათლებას და იყო ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღწეული გამარჯვებებით.ქვეყანა უნდა ზრუნავდეს თაობების განათლებაზე,  ხელაღებით დაუფიქრებლად და გაანალიზების გარეშე  გადაწყვეტილების მიღებამ  უპირველეს ყოვლისა ამ ქვეყნის მოქალაქეები დაგვაზარალა.გთხოვთ საქართველოს მთავრობამ, განათლების სამინისტრომ იფიქროს, იპოვოს გზები და უზრუნველყოს  დემირელის კერძო კოლეჯის პედკოლექტივის ერთ სივრცეში თავმოყრა და სკოლის ფუნქციონირების აღდგენა ნებისმიერი წესით, რამეთუ ამ სკოლის სწავლების პრაქტიკა და პედაგოგების დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი იყო სამაგალითო და ყურადსაღები ნებისმიერი თავმოყვარე განათლების დაწესებულებისთვის.