add one
gallery images

უფასო გაცვლითი პროგრამა ევროპაში!

მოვითხოვ უფასო გაცვლით პროგრამას ევროპაში, რომელიც გათვლილი იქნება სკოლის მოსწავლეებზე, ასაკობრივი ზღვარი 15-17 წელი! ახალგაზრდები ვერ ვიღებთ ინფორმაციას ამა თუ იმ პროექტის შსახებ, შსაბამისად მონაწილეობის შანსი არ გვეძლევა. გაცვლითი პროგრამები ჩვენი ასაკისთვის არც თუ ისე მრავლადაა, პროგრამების საჭიროება კი პერსპექტიული განვითრებისთვის დიდია, სწორედ ამიტომ საჭიროა დაწესდეს პროექტები! 
gallery images

განთავსდეს კლასებში და დერეფნებში მზის სისტემის პლაკატები

განთავსდეს კლასებში და დერეფნებში მზის სისტემის პლაკატები. ეს მარტივი ხერხი დააფიქრებს ბავშვებს სიცოცხლის ფილოსოფიურ და თეოლოგიურ საკითხებზე.გაზრდის მათ სულიერ ჰორიზონტს და გონებრივ შესაძლებლობებს.
gallery images

ითარგმნოს ქართულად კვანტური ბიოლოგიის მიღწევები-წიგნები და ვიდეოფილმები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მოხდა რევოლუციური ცვლილებები.კვანტურმა ფიზიკამ და ბიოლოგიამ რადიკალურად შეცვალა წარმოდგენა სამყაროს წარმოქმნის და შინაარსის შესახებ. შეიქმნა ევოლუციის კვანტური თეორია.ამის გარშემო უამრავი ლიტერატურა და ვიდეო მასალაა მსოფლიოში.აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის ქართულად თარგმნა რათა არ ჩამოვრჩეთ განვითარების თანამედროვე დონეს,რათა ახალგაზრდობა ჩავაყენოთ მსოფლიოს მოწინავე მოქალაქეთა რიგებში.გთავაზობთ რამდენიმე ასეთი მნიშვნელოვანი შინაარსის ვიდეო მასალას,რომლის თარგმანაც  ვფიქრობ არ წარმოადგენს დიდ სირთულეს და არც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.Две щелиhttps://www.youtube.com/watch?v=glV782Y_WFc&t=3sКвантовый опыт Юнга, Квантовая запутанность и Нелокальностьhttps://www.youtube.com/watch?v=_jHoIy4arbgКвантовый мир и сознаниеhttps://www.youtube.com/watch?v=kZJQeZpxhRE&t=58sЛанца Роберт, Берман Боб. (Часть - 1) Биоцентризм. Как жизнь создает Вселенную.https://www.youtube.com/watch?v=xXYWsHE7zTo&t=10703s
gallery images

განთავსდეს სკოლის კლასებში და დერეფნებში სათვალთვალო კამერები

სასწრაფოდ გამოინახოს სათანადო თანხები  და აუცილებლად განთავსდეს სკოლების, ინსიტიტუტების კლასებში,აუდიტორიებში და დერეფნებში სათვალთვალო კამერები. ამით განვავითარებთ ახალგაზრდებში თვითკონტროლს და ერთმანეთთან ურთიერთობის ჩვევებს.ეს დაგვეხმარება დანაშაულის პრევენციაში  და დროულ გამოვლენაში.
gallery images

დაიწყოს საჯარო სკოლებში ახალი საგნის ,,ბიოცენტრიზმი“ -ს სწავლება.

ძმებო და დებო, თემა ჩვენ მომავალ თაობას ეხება. დღეს უკვე ფაქტია, რომ თეოლოგიის მოსაზრებას ღმერთის და  სულის იმქვეყნიური არსებობის შესახებ საბუნებისმეტყველო მეცნიერება, კვანტური ბიოლოგიაც შეუერთდა  და სამწუხაროა, რომ ამის შესახებ სკოლებში არაფერს ასწავლიან ბავშვებს. არადა, ღმერთისა და იმ ქვეყნის  მეცნიერულად დამტკიცებული მოსაზრება მთლიანად შეცვლიდა ახალგაზრდების დამოკიდებულებას სიცოცხლის არსის მიმართ, შეცვლიდა მათ ურთიერთობას, განამტკიცებდა ქრისტიანულ ღირებულებებს. დაბეჯითებით  გთხოვთ სკოლებში შემოვიღოთ ახალი დისციპლინა  ,,ბიოცენტრიზმი''.უკვე არსებობს ამ წიგნის ელექტრონული ვერსია https://www.litres.ru/bob-berman-2/biocentrizm-kak-zhizn-sozdaet-vselennuu/ ეს დისციპლინა ხელს შეუწყობდა ახალგაზრდების თეოლოგიური აზროვნების, მსოფლმხედველობის უკეთ ჩამოყალიბებას და გააღრმავებდა მათ ცოდნას მარადიული ღვთაებრივი სიცოცხლის შესახებ, რის  შედეგადაც, ვფიქრობთ, მათი საბუნებისმეტყველო მეცადინეობაც მეტ სიღრმეს შეიძენდა.   ამ თემაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერების მოსაზრებები გაშუქებულია სამეცნიერო ლიტერატურასა და სოციალურ ქსელში. გაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ youtube.com - ზე: 1. გია დვალი - უშვებს მოსაზრებას, რომ ,,ზედამკვირვებელს’’ შეუძლია ახალი სამყაროს შექმნა და ამტკიცებს პარალელური სამყაროების, ბრანების  არსებობას.  იხილეთ - გია დვალი ,,ბავშვი სამყაროები’’ 2. მიხეილ მენსკი - ამტკიცებს, რომ ყველა სამყაროს ჰყავს თავისი ,,დამკვირვებელი ‘’ და ასევე იმას, რომ ადამიანი თავისი რწმენით გადადის სხვა სამყაროში გარდაცვალების შემდეგ. იხილეთ ,,Квантовый Мир и сознание’’ 3. რობერტ ლანცა,ბობ ბერმანი - ამტკიცებენ, რომ სიცოცხლე ქმნის მატერიალურ სამყაროს და არა პირიქით. იხილეთ ,, Robert Lanza:The Theory of  Biocentricm ’’, ,,Биоцентризм''   გაგიკვირდებათ, მაგრამ უკვე სინონიმებად გადაიქცნენ ისეთი სიტყვები, როგორიცაა ,,სამყაროს ზედამკვირვებელი’’კვანტურ ფიზიკაში და ,,ღმერთი’’ თეოლოგიაში. ,,მრავალგანზომილებიანი სამყარო’’, ,,პარალელური სამყარო’’, ,,ბრანები’’ კვანტურ ფიზიკაში და ,,სასუფეველი’’ თეოლოგიაში. ,,ტელეპორტაცია’’კვანტურ ფიზიკაში და ,,გარდაცვალება’’ თეოლოგიაში.   კვანტური მექანიკის ფუძემდებელი მაქს პლანკი წერდა: ,,რელიგია და მეცნიერება სრულიად არ გამორიცხავს ერთმანეთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს’’. ორივე - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის -    (მეცნიერებისთვის) მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს’’.   დღეს სწორედ ეს დრო დადგა, როდესაც საჭიროა, ამ ორი დისციპლინის გაერთიანება. საჭიროა მათი ერთობლივი ფუნდამენტური მონაპოვრები დროულად და გონივრულად ჩავაყენოთ მომავალი თაობის სამსახურში.
gallery images

დაინერგოს სკოლებში ელემენტარული ლოგიკის სწავლება!

•   რა არის ლოგიკა.ლოგიკის, როგორც მეცნიერების, საყოველთაოდ აღიარებული, შეთანხმებული განმარტება არ არსებობს. ყველაზე მარტივად, იგი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც აზროვნების წესებისა და გენერალური კანონზომიერებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დაბრკოლებებისა და გაურკვევლობების გარეშე გვესმოდეს ერთმანეთის და სამყაროსი.უფრო ვრცელი და ამომწურავი განმარტება შემდეგნაირია: ლოგიკა, როგორც მეცნიერება, იკვლევს არგუმენტების სტრუქტურას და  კლასიფიცირებას უკეთებს მათ სპეციალურად შემუშავებული სქემების მიხედვით. მაშასადამე, ლოგიკა შეიძლება ყოვლისმომცველი გახდეს და მასში შედის მოსაზრებანი ალბათობასა და მიზეზ-შედეგობრიობაზე. ლოგიკის სწავლების საგანია, ასევე, მცდარი არგუმენტების სტრუქტურა და პარადოქსები.თავის მხრივ, ელემენტარულ ლოგიკაში მოიაზრება აღნშნული მეცნიერების საფუძვლები. •   რატომ არის მნიშვნელოვანი ლოგიკის, როგორც სხვა მეცნიერებების საუფძვლის ადრეულ ასაკში შესწავლა.საჯარო სკოლებში ლოგიკის საფუძვლების საგნად დანერგვის მნიშვნელოვნება მრავალ გარეომებაში შეიძლება იკვეთებოდეს.შევეცდები ჩამოვთვალო მაშ შორის რამოდენიმე, ყველაზე მთავარი:1.    ლოგიკის საფუძვლების შესწავლება დაეხმარება მოსწავლეს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეს ლოგიკურად მსჯელობის უნარი, შეეძლოს გარკვეულ მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, რაც საგრძნობლად აამაღლებს მის საზოგადოებრივ თვითშეგნებას და გაცილებით მარტივს გახდის კომუნიკაციას სოციუმის სხვა წევრებთან.2.    ნებისმიერი სხვა მეცნიერების ფუნდამენტური გააზრება, რომელიც ისწავლება ასევე საჯარო სკოლებში, მოითხოვს საკმაოდ ძლიერი ლოგიკური აპარატის ქონას."PIRLS წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების მიერ წაკითხულის გააზრების უნარი. PIRLS-ის ტესტები ამოწმებს წაკითხულის გააზრების უნარს-რამდენად იგებს, იაზრებს ამ ასაკის ბავშვი სხვადასხვა ტიპის ტექსტიდან მიღებულ ინფორმაციას, შეუძლია თუ არა ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა, ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა.წიგნიერების უკანსკნელი კვლევის მიხედვით, რომელიც 2016 წლის მონაცემებს ეხება, საქართველოს მაჩვენებელი არ შეცვლილა და კვლავ 488 ქულით განისაზღვრება. საქართველოს იგივე, 488 ქულა ჰქონდა 2011 წელსაც, როცა წიგნიერების წინა კვლევა ჩატარდა. აღნიშნული ქულის გათვალისწინებით საქართველო დაბალ და საშუალო მაჩვენებელს შორისაა."3.    ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტების ვერბალური ნაწილი მთლიანად აგებულია ლოგიკაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აბიტურენტებს მანამდე უშუალო შეხება არ ქონიათ აღნიშნულ მეცნიერებასთან, უწევთ საკმაოდ მსუყე საკითების მოკლე ვადაში, არაეფექტიანი ათვისება. ამასთან, ის აბიტურენტები, რომლებსაც არ აქვთ რეპეტიტორთან მისვლის ფინანსური შესაძლებლობა, ძირითადად, საერთოდ ვერ ახერხებენ სასურველი შედეგის მიღწევას. კონკრეტულად ეს გარემოება განპირობებულია იმით, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებებისაგან განსხვავებით, ტექნიკური მეცნიერებები აუცილებლად მოითხოვს პედაგოგიურ წვლილს, რომელიც სკოლებში, ამ მეცნიერებაში ფაქტობრივად არ არსებობს.•   ჩვენი მოთხოვნა ნახსენები გარემოებების გათვალისწინებით, მიგავჩნია, რომ არსებობს ელემენტარული ლოგიკის საჯარო სკოლებში სწავლების აუცილებლობა. როგორც მოგვეხსენება, ქვეყნის საერთო ინტელექუალური კაპიტალი მჭიდრო კორელაციაშია ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობასთან, ამიტომ, აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საერთო ეკონომიკურ და სოციალურ ფონს.მადლობა. 
gallery images

შეიქმნას "საკორკორაციო სამართლის" ერთიანი სახელმძღვანელო

უკვე რამდენიმე წელია დაიტანჯა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები როდესაც უწევთ 2000 იანი წლების, მოძველებული ლიტერატურით სწავლა, სირბილი მასალის ამობეჭვდაზე და მაგ: 500 გვერდიანი მასალიდან , შესაძლოა 300 იყოს მოძველებული... ამდენი ადამიანი მოღვაწეობს ამ მიამრთულებით და რა გახდა ერთი, ან თუნდაც რამდენიმე ნაწილიანი წიგნის გამოშვება სადაც თავმოყრილი იქნება უახლესი ინფორმაცია? დავიტანჯეთ ხალხო დავიტანჯეთ
gallery images

აღდგეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი ოზურგეთში!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ქალაქ ოზურგეთში გაუქმდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი. ყოველწლიურად საგამოცდო ცენტრით 1000-მდე აბიტურიენტი და 3000- ზე მეტი პედაგოგი სარგებლობდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ივა მინდაძის განმარტებით, აბიტურიენტებს იმ ქალაქებში მოუწევთ ეროვნული გამოცდების ჩაბარება, რომელ ქალაქშიც სურთ უმაღლესი განათლების მიღება.გარდა იმისა, რომ ცენტრში დასაქმებული პერსონალი  სამუშაოს დაკარგავს, ზემოხსენებული გადაწყვეტილება დიდ პრობლემას შეუქმნის აბიტურიენტებს, რაც გამოიხატება მატერიალური დანახარჯების (ტრანსპორტირება, ქალაქში დარჩენა, რისი საშუალებაც ბევრ აბიტურიენტს არ აქვს) ზრდით. ასევე ცვლილება (რაც თავისთავად გულისხმობს ახალ, უცხო გარემოსა და ყოველი გამოცდისთვის მგზავრობით გამოწვეულ დატვირთვას) უარყოფითად აისახება აბიტურიენტების საგამოცდო მობილიზაციაზე.ზემოთ მოყვანილ მსჯელობაზე დაყრდნობით, მოვითხოვთ, აღდგეს ეროვნული გამოცდების ცენტრი ქალაქ ოზურგეთში!
gallery images

გადავარჩინოთ ბიბლიოთეკები!!!

ბატონო კახა,საჯარო ბიბლიოთეკა წარმოადგენს განათლების, კულტურისა და ინფორმაციის საციცოცხლო ძალას. სწორედ წიგნიერებაზე, განათლებაზე, ინტელექტზე დგას სახელმწიფო, ამიტომ ქვეყნის პრიორიტეტი სწორედ განათლება და განათლებული თაობების აღზრდა უნდა იყოს და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ მკითხველი წიგნს დაუბრუნოს.ევროპულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, სადაც ბიბლიოთეკებს უდიდესი ყურადღება ეთმობა, მედიათეკას უმნიშვნელო ადგილი უჭირავს. წიგნს ვერანაირი მედიათეკა ვერ შეცვლის. მეტიც, დასავლეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტრონული წიგნების კითხვამ, მკითხველებს, წიგნის კითხვის სურვილი აღუძრა და შეუცვლელ საგანძურს-წიგნს მიუბრუნა.თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ წლების განმავლობაში არსებული საჯარო ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურა რომ ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, ეს არ უნდა გახდეს ბიბლიოთეკების გაუქმების ან შემცირების მიზეზი!!!!!!გადავარჩინოთ ბიბლიოთეკები!!!შემოგვიერთდით!  
gallery images

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მხარდამჭერი პეტიცია.

            მოგეხსენებათ, რომ თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის ადმინისტრაციასა და რექტორის მიმართ გავრცელდა გარკვეული სახის ბრალდებები. რასაც, რა თქმა უნდა,  ჩვენ, მოქმედი სუდენტები, არ ვეთანხმებით.           ჩვენ მიმართ არასდროს მომხდარა რაიმე სახის ზეწოლა ან შეურაცხყოფა. პირიქით, ჩვენ ვართ მშვიდ და სანდო გარემოში, სადაც ვიღებთ განათლებას მაღალკვალიფიციური ლექტორებისაგან.          ჩვენთვის სემინარია არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც არის სიმშვიდე და სიყვარული! 
gallery images

დეკრეტული ანაზღაურება პედაგოგებს!!!

გთხოვთ მოაწეროთ ხელი მასწავლებელისთვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხს... მხოლოდ პედაგოგებს არ უხდიან ამ თანხას.... და 6 თვე უფასოდ უშვებენ სახლში (ან იძულებულები არიან დატოვონ პატარა ბავშვი და იმუშაონ), კონტრაქტში კი უწერიათ ანაზღაურებადი შვებულება, რაც რეალურად ტყუილია. ყველაფერში მასწავლებლებს რატომ ცაგრავენ ამ ქვეყანაში???? საშველი არ ჩანს არასდროს!
gallery images

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის საქმიანობის განახლება

2017 წლის 29 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს უარი უთხრა ავტორიზაციის მინიჭებაზე და 25 წლიანი საგანმანათლებლო პრაქტიკის მქონე დაწესებულება დახურა.კოლეჯი მორგებული იყო ჩვენი შვილების ინტერესებზე და შესაძლებლობებზე, ფუნქციონირებდა საოლიმპიადო წრეები, მოსწავლეების დიდი ნაწილი სარგებლობდა ფასდაკლებით მიღწევების შესაბამისად, კოლეჯი ჩვენს შვილებს აძლევდა ხელმისაწვდომ, მაღალი ხარისხის განათლებას და იყო ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღწეული გამარჯვებებით.ქვეყანა უნდა ზრუნავდეს თაობების განათლებაზე,  ხელაღებით დაუფიქრებლად და გაანალიზების გარეშე  გადაწყვეტილების მიღებამ  უპირველეს ყოვლისა ამ ქვეყნის მოქალაქეები დაგვაზარალა.გთხოვთ საქართველოს მთავრობამ, განათლების სამინისტრომ იფიქროს, იპოვოს გზები და უზრუნველყოს  დემირელის კერძო კოლეჯის პედკოლექტივის ერთ სივრცეში თავმოყრა და სკოლის ფუნქციონირების აღდგენა ნებისმიერი წესით, რამეთუ ამ სკოლის სწავლების პრაქტიკა და პედაგოგების დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი იყო სამაგალითო და ყურადსაღები ნებისმიერი თავმოყვარე განათლების დაწესებულებისთვის. 
gallery images

დაგვიბრუნეთ შობა-ახალი წელი

როგორც მოგეხსენებათ უნიუვერსიტეტის ადმინისტრაციამ საშობაო არდადეგების სეკვესტრით გადაწყვიტა სტუდენტებს წაართვას უფლება დაისვნენონ სადღესასწაულო დღეებში. უნივერსიტეტის მისია მისცეს განათლება სტუდენტებს და შეუფასოს შესაბამისი ათვლის სისტემით. იქნება დაბალეფექტიანი გამომდინარე შემდეგი მიზეზებისა:1. ლექტორების და სტუდენტების განწყობა იქნება საახალწლო და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საგამოცდო მზაობა2. ლექტორებიც და სტუდენტებიც საახალწლო მზადყოფნაში იქნებიან და მომზადების ხარისხი იქნება დაბალი3. ახალი წელი სასმელის და ბახუსის გარეშე არ არსებობს, შესაბამისად გვაქვს 2 ალტერნატივა უარი 2018 წლის ზეიმზე თუ უარი საუნივერსიტეტო კარიერაზე4. ის სტუდენტები რომლებიც სხვა რეგიონებიდან არიან ჩამოსულები განათლების მისაღებად, მშობლებთან სანათესაოსთან და სამეგობროსთან დროის ტარება მხოლოდ არდადეგებზე შეუძლიათ. ამ გადაწყვეტილებით კი მათ ამ შესაძლებლობასაც ვართმევთ.აკადემია ამ ნაბიჯით ცდილობს ხელოვნურად გამოიწვიოს სტუდენტთა საშუალო ქულების ვარდნა რაც გამოწვეული იქნება სტუდენტების ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩაყენებით.არავის არააქვს უფლება სტუდენტებს წაართვას შობა-ახალი წელი!ამ პეტიციით აკადემიის საბჭოს ვთხოვთ განიხილოს საკითხი და სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მორგებული იქნება სტუდენტებზე, რადგან არ არსებობს უნივერსიტეტი სტუდენტის გარეშე! ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას ვიმუშაოთ თქვენთან ერთად და შემოგთავაზოთ ჩვენი პატერნები.ჯობს 2 კვირით გვიან ვიწყებდეთ შემოდგომის სემესტრს და გვქონდეს შობა თბილ ოჯახებში, აკადმიის ცივი კედლების ნაცვლად!იმედს ვიტოვებთ აკადემიის ადმინისტრაცია შეცვლის ამ ობსკურანტულ დადგენილებას, და მიიღება კოლაბორაციული გადაწყვეტილება, რომელიც შეინარჩუნებს კონსოლიდაციურ ატმოსფეროს აკადემიის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის. არა კონფრონტაციას!აკადემიის სტუდენტები არ ვწყვეტთ მუშაობას და პეტიციის მეშვეობით ვაგრძელებთ სვლას მიზნისკენ ! ჩვენ ვითხოვთ კანონიერად და ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი და ეფექტური !
gallery images

პედაგოგის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ანაზღაურება

უნდა გადაიხედოს თუ არა პედაგოგის ხელფასის გაანგარიშება საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს?(როგორც ცნობილია საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს პედაგოგის ხელფასის გაანგარიშებაში არ შედის სერტიფიცირების დანამატი.გამოდის რომ გარდა იმისა რომ პედაგოგი განიცდის ავად ყოფნას კიდევ უნდა ინერვიულოს ის რომ ხელფასი გაუნახევრდება.ესშეიცავს დისკრიმინაციის ელემენტებს).
gallery images

შეჩერდეს ე.წ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კაბალური სქემის მოქმედება

აღნიშნულ მოთხოვნაზე ხელმოწერას ვთხოვთ პედაგოგებს, მშობლებს და სრულიად საქართველოს, ყველას, ვინც ოდნავ მაინც ზრუნავს  მომავალ თაობაზე პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა იმთავითვე მკვეთრად კრიტიკულად და მიუღებლად შეაფასა ე.წ. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა (შემდეგ: სქემა) ჩვენ ვსაუბრობდით განათლების სისტემის დანგრევისა და შესაბამისად, ახალგაზრდა თაობის სრულყოფილი განათლების მიღმა დარჩენის საშიშროებაზე. ე.წ. სქემის მოქმედების პირობებში უკვე რეალური გახდა, რომ  მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის ოფიციალური სისტემა აღარ არსებობს; პედაგოგთა საზოგადოებაში ადრინდელზე მეტია დაბალ მოტივაცია და ამით გამოწვეული დაბალი კომპეტენციები, პროფესია გახდა არაპრესტიჟული, მასწავლებელი  სოციალურად ახლა უფრო დაუცველია, ხოლო მოსწავლეს წაერთვა უფლება მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება.სქემის მოთხოვნები თავისი ვადებით, მასშტაბურობითა და სიძნელით წინააღმდეგობაში მოდის სქემითვე გათვალისწინებულ მიზნათან, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას.პედაგოგს არ ყოფნის ინტელექტუალური და ფიზიკური ძალა და დრო - გაართვას თავი სქემის მოთხოვნებს, საამისო ტექნიკური, ადამიანური და უფრო მეტად კი დროის  რესურსები არ ყოფნის სკოლებსაც სწორედ ამ ე.წ. სქემის ბრალია, რომ დაეცა სწავლება-სწავლის ხარისხის და სკოლა ვეღარ უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის კონკურენტუნარიანი საბაზო ცოდნის პაკეტის მიწოდებას. ყველაზე მეტად ზარალდება მოსწავლე.ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მივმართავთ მთავრობას და ვითხოვთ სასწრაფოდ შეაჩეროს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ.ამავდროულად, ვითხოვთ, შეუნარჩუნდეთ სახელფასო ანაზღაურების დანამატი იმ პედაგოგებს, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ მოქმედი სქემით განსაზღვრული კონკრეტული სტატუსი;ვითხოვთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩვენთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავოს მასწავლებელთა გადამზადებისა და მოტივაციის ალტერნატიული მოდელი და უკვე ე.წ. ზედა საფეხურის პედაგოგთა ამ მოდელთან თავსებადობის სისტემა; დავით ფერაძეპედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი