add one
gallery images

მოვითხოვთ მედიათეკის გახსნას დიდუბის რაიონში!

არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული თაობა საქართველოსთვის" მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დიდუბეში მედიათეკის გახსნისკენ. განათლება არის ის მეცნიერება, რომელიც თაობათა უკეთესობისკენ შეცვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა, ეს ის გზაა, რომელიც საქართველოს და ქართველ ერს ნათელი მომავლისკენ გაუკაფავს გზას. მედიათეკების დანიშნულება საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში ძალიან დიდია, რადგან მისი მთავარი დანიშნულებაა ითამაშოს განათლების მიღებისერთ-ერთი საშუალების როლი, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ დიდუბის რაიონში მედიათეკის აშენება დიდ გავლენას იქონიებს ახალგაზრდობის, იმ ახალგაზრდობის განვითარებაზე, რომელიც მომავალი ძლიერი საქართველოს ძლიერი ფუნდამენტის ნაწილია. განათლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომლითაც შეგვიძლია სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ და იმედი გვაქვს, რომ არსებული რეალობა პროგრესისკენ მალე შეიცვლება და დაიწყება მედიათეკის აშენება !მოვუწოდებთ საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, რათა მეტი ინტერესი გამოიჩინოს განათლების მეცნიერების კუთხით, რათა სწორედ თანადგომით და განათლებით შეგვიძლია ავაშენოთ ის საქართველო, რომლითაც ჩვენი მომავალი თაობა იამაყებს ! 
gallery images

საქართველოს უნივერსიტეტს !

საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ! მოგმართავთ , საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც  გარკვეულ ხარვეზებს ქმნის,  საუბარია :  my.ug.edu.ge-ზე შეტყობინებისა დასიახლეების მიღებას.  ერთ-ერთ მაგალითად -  31 იანვარს გამოცხადებული რეგისტრაცია , რომელიც რამდენჯერმე გადაიდო მოგვდის შეტყობინება ინტერნეტით , სტუდენტურ საიტზე, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ყველა სტუდენტისთვის. რადგან შეტყობინებების შესამოწმებლად იძულებული ვართ, რომ  24 საათი ვაკონტროლოთ ინტერნეტ ბრაუზერით ,ყველა სტუდენტს არა აქვს საკმარისი დრო 24 საათით მობილიზირდეს კომპიუტერთან და ელოდოს ადმინისტრაციის შეტყობინებას - სისტემურად გაუმართავ საიტზე. ასევე, იმ სტუდენტებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან, ან რაიონიდან ჩამოსულები ცხოვრობენ დედაქალაქში, ყველა სტუდენტი არ არის უზრუნველყოფილი სახლში ჰქონდეს ინტერნეტი და კომპიუტერი. (მეტიც, ისინი ინტერნეტ- კაფეების მეშვეობით რეგისტრირდებიან . ) რაც შეეხება პირველ სართულზე მდგომ კომპიუტერებს ამდენ სტუდენტს ვერ უზრუნველყოფს და ასევე, მანდ არც არის საკმარისი რაოდენობა რომ  24 საათით მობილიზირდეს სტუდენტები კომპიუტერთან (ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფოიეში მდგარი კომპიუტერები არ მუშაობს გამართულად!  ) და ელოდოს ადმინისტრაციის შეტყობინებას, სისტემურად გაუმართავ საიტზე. ჩვენ მოვითხოვთ , რომ აღნიშნულ სისტემაში მოხდეს  ცვლილებები და ნაცვლად სტუდენტურ გვერდზე შეტყობინებების მიღებისა, ამოქმედდეს ახალი სისტემაც და ყველა მნიშვნელოვანი შეტყობინება, როგორიცაა: რეგისტრაციის თარიღი, ფინანსური მონაცემები, აღდგენითი ლექცია და ა.შ მოხდეს სტუდენტის ინფორმირება მობილური კავშირითაც - მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.    (ვითხოვთ, ტელეფონზეც და ელექტრონულადაც მოვიდეს შეტყობინება) ! განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ლექციის აღდგენის შეტყობინება, რომელზეც შესაძლოა ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ქვიზის ქულა დაკარგო, როცა ლექტორის მიზეზის გამო  ,ადმინიატრაცია აღდგენით ლექცია ნიშნავს! იმედია, გულისხმიერებას გამოიჩენთ ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნის მიმართ!
gallery images

გადაიდოს გამოცდა ორშაბათისთვის

გადაიდოს ხვალინდელი გამოცდა ორშაბათისთვის.
gallery images

გთხოვთ, მარიამ მაღლაკელიძე დაუშვათ ფინალურ გამოცდაზე

გთხოვთ, მარიამ მაღლაკელიძე დაუშვათ ფინალურ გამოცდაზე
gallery images

ჩამოვაშოროთ საქართველოს ბანკი "სტუდენტურ ბარათს"

მეგობრებო, რადგან საქართველოს ბანკი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და საერთოდ გაუმართავად მუშაობს, მგონი დროა ჩვენი სათქმელი ვთქვათ მიზეზები მრავლადაა.1. თანხის დროული არ ჩამოჭრა2. გადარიცხვების ლიმიტის გადაჭარბება და დღიური ნორმა3. დაგროვებული ქულების დროული არ ჩარიცხვა და ამას პლიუს მოუგვარებელი ტექნიკური ხარვეზები დროა გამოხვიდეთ იმ კმაყოფილებიდან რასაც 20 თეთრით გატარება ქვია და მოვითხოვოთ გამართული უპრობლემო "სტუდენტური ბარათები" ნაკლები ნერვიულობისა და ხარჯების სწორად გამოთვლისთვის!
gallery images
gallery images

აღადგინეთ ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია''

                                                 "ისტორია - საინტერესო ფაქტები" გთხოვთ აღადგინოთ მხატვრული, ისტორიული, მრავალსერიანი ფილმის პროექტი ,, გააგრძელე საქართველოს ისტორია''.                                          საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს,                                          ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს,                                          საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს.                                                                                     "ისტორია - საინტერესო ფაქტები"-ის                                                               გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ ა ბატონო ვასილ, გილოცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩევას, წარმატებებს გისურვებთ ღიერსეული არხის ღირსეულად მართვაში.   მოგმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პტოექტთან დაკავშირებით. ისტორიული მხატვრულ-დოკუმენტური სერიალი „გააგრძელე საქართველოს ისტორია’’ არის ერთადერთი საინტერესო შემეცნებითი პროდუქტი ქართულ ტელე-ინტერნეტ სივრცეში, რომელიც საშუალებას იძლევა დღევანდელი ეპოქის შესაბამისად გავეცნოთ ჩვენი ქვეყნის წარსულს - მივიღოთ ცოდნა და სიამოვნება პარალელურად. ეს ფილმები ნამდვილად საგანძურია ჩვენთვის, როგორც ისტორიის მოყვარულთათვის. როგორც სოციალურ ქსელში დიდმა გამოხმაურებამ აჩვენა, ეს ტელეპროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში, და არა მარტო, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და ქვეყნის და რეგიონის სიღრმისეულ ცოდნას. წინა სერიები სკოლებშიც კი იყო შეტანილი დამხმარე სახელმძღვანელოდ. დიდმა გამოხმაურებამ ემიგრაციიდან დაადასტურა, რომ ქართველი ემიგრანტებისთვის "გააგრძელე საართველოს ისტორია" ერთგვარი საზრდო და თვითმყობადობის შენარჩუნების საუეთესო საშუალებაა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, აღნიშნულ პროექტს დაფინანსება გაუნახევრეს, რაც გადაცემის დახურვის ტოლფასია. ეს ნიშნავს ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი უალტერნატივო და უკონკურენტო პატრიოტული პროექტის გაჩერებას და ჩვენს რეალობაში ისედაც არსებული მწვავე დეფიციტის გაღრმავებას. ბატონო ვასილ, გთხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან გამოყოთ სახსრები, რათა ეს ხალხისთვის საყვარელი პროექტი არ გაჩერდეს და განაგრძოს იმ საქმის კეთება, რომელიც ბევრ ჩვენთაგანს აცნობს და აყვარებს თავის ქვეყანას.               პატივისცემით                                                                  "ისტორია - საინტერესო ფაქტები"-ის                                                                     დამფუძნებელი დავითი ალავიძე.
gallery images

გადადგეს განათლების მინისტრი ჯეჯელავა

ჩვენ ჯანსაღი, ქართველი  თაობა გვჭირდება
gallery images

პირველკლასელთა რეგისტრაციისას საცხოვრებელ მისამართს მიენიჭოს პრიორიტეტი

მოგესალმებით. პირველკლასელთა რეგისტრაციისას საცხოვრებელ მისამართს პრიორიტეტი მიენიჭოს !!!!  სკოლასა და საბავშვო ბაღში რეგისტრაციის დროს დიდ უკმაყოფილებას იწვევს ე.წ. კომპიუტერის "გაჭედვა", რატომღაც, მოცემული საათის 1 წუთზე უკვე შევსებულია ყველა ადგილი. ვთქვათ, დავიჯერეთ და შეივსო ობიექტურად, ვერ დავაჭირე საათის  2 წამზე, რა გამოდის? 6 წლის ბავშვით დილის 8 საათზე უმძიმესი (ალბათ 5 კგ) სკოლის ჩანთით ვატარო ნახევრად მძინარე ბავშვი რამოდენიმე გაჩერება????? ასეთი დაღლილი მივიყვანო სკოლასა თუ ბაღში???? მერე, ისევ საღამოს, ამ საცობში, 1 საათი მოვანდომოთ სახლში მისვლას? კი, ბატონო, მერე დავწერთ განცხადებას დაკმაყოფილებაზე და პასუხი იქნება - თუ გათავისუფლდება, შეგატყობინებთ!!! არც გათავისუფლდება როგორთი მშობლისთვის !!!! მაგალითად, ჩემი ახლობლის ბავშვი რეგისტრაციის დროს გამცხადებული საათის 2-3 წამზე  "ვერ" მოხვდა კიკვიძის ბაღის ტერიტორიაზე (ნაძალადევი), დაწერა განცხადება, დაურეკეს და ... იცით, სად მოუნახეს ადგილი???? სანზონა-თემქის ასახვევთან, მე-8 საავადმყოფოს ზემოთ. როგორ წარმოგიდგენიათ,  2 წლის ბავშვი მშობელმა ყოველდღე რომ ატაროს ასეთ მანძილზე (4-5 გაჩერება) ?????? იმას აღარ ვამბობ, მერე მშობელს სამსახურში რომ ეჩქარება :)ეს ძალიან ადვილია - მივცეთ პრიორიტეტი ჯერ ახლო მცხოვრებ ბავშვს და, შემდგომ, სხვა მსურველს !!!! ვფიქრობ, ბევრი დამიჭერს მხარს და, ნუ დაველოდებით გაზაფხულს, რეგისტრაციის პერიოდს ! მოვითხოვოთ ცვლილება, დავიცვათ ჩვენი შვილის უფლება, სამინისტრომ კი შეასრულოს მათი მოვალეობა !!!!!!!!!  
gallery images

აზიარეთ სუროგატი დედები და ბავშვები

გთხოვთ, შეცვალეთ სუროგატი დედების, სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების და მათი ბიოლოგიური მშობლების არ ზიარების წესი და აზიარეთ ისინი.  
gallery images

ვითხოვთ ესსეს დედლაინის გადატანას!

თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტები ვითხოვთ პოლიტიკური იდეოლოგიების ესსეს ჩაბარების დედლაინის გადავადებას!ჩვენ ვითხოვთ ბატონი ზვიად ხორგუაშვილისგან, ყოფილი ESM-ელისგან, ჩვენს მდგომარეობაში შესვლას, მძიმე და დაძაბული გრაფიკის გათვალისწინებას და ამის შესაბამისად ესსეს ჩაბარების დედლაინის გადავადებას. ესსეს დაწერა მოითხოვს ღრმად ფილოსოფიური, უცხო ტერმინებით განმსჭვალული, უცხო ენაზე დაწერილი, ვებერთელა ტექსტის სიღრმისეულ ანალიზს, ტექსტის ავტორის აზრებში ჩაწვდომასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ისეთ საკითხებზე, რომლებზეც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებსაც კი გაუჭირდებათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. გამომდინარე ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან და გათვალისწინებით დროის დეფიციტისა, რომელსაც ჩვენ განვიცდით, დავალების ხარისხიანი შესრულება საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ბატონო ზვიად, გთხოვთ შედით ჩვენს მდგომარეობაში და მოგვეცით დამატებითი დრო, რათა შევძლოთ სტატიის სიღრმისეული ანალიზის მომზადება.გათვალისწინებით იმისა, რომ ბატონ ზვიადს თავადაც აქვს განვლილი ამავე ფაკულტეტზე სწავლის მძიმე და სირთულეებით აღსავსე გზა, ვიტოვებთ იმედს, რომ ის შეისმენს ჩვენს თხოვნას.
gallery images

თავისუფალი ჩაცმულობა სკოლებში!

თავისუფალი ჩაცმულობის აკრძალვა სკოლებში არის ბავშვის უფლებების დარღვევა შემდეგი მიზეზების გამო:1. როდესაც ადამიანს ავალდებულებ,რომ შეიცვალოს გარეგნობა ეს შეიძლება იყოს მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.2. არ შეიძლება ბავშვს უთხრა რომ შეიკრას თმა მხოლოდ იმიტომ,რომ ეს დირექტორს არ მოსწონს,როდესაც კრძალავ გარკვეული ტიპის სამოსს უნდა შესთავაზო ამისთვის სკოლის ფორმა და არა "ჯინსების" გახდა.3. ასეთი შეზღუდვები აკნინებს მოსწავლის თავისუფალ აზროვნებას...4. რადგან იგი ექცევა გარკვეულ ჩარჩოში და ეჩვევა შამბლონურ, სწორხაზოვან აზროვნებას, რაც რასაკვირველია ძალიან ცუდია და აქვეითებს მის გონებრივ შესაძლებლობებს.შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ჩვენს Facebook გვერდზე და თვალი ადევნოთ სიახლეებს:  https://www.facebook.com/tavisuflebabavshvebs/
gallery images

ჩამოვიდეს twenty one pilots-ი თბილისში

ჩამოვიდეს twenty one pilots თბილისში მათ თბილისში და ზოგადად საქართველოში ძალიან ბევრი ფანი ჰყავთ და ძალიან გაგვახარებთ :'( <3 
gallery images

აიკრძალოს ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლება!

აიკრძალოს ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლება. გავხადოთ ეს საგანი არჩევითი და მეორეხარისხოვანი.
gallery images

ჩაუტარდეს რეაბილიტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას

     ყველას მივესალმები  და მოკლედ ვიტყვი - გარემონტდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ვგულისხმობ რომ ბიბლიოთეკას მაინც დაემსგავსოს.      შესასვლელი, შიდა ინტერიერი, კიბეები, გარე ფოიე, შიდა ფოიე, დანგრევის პირას არის, არაფერს ვამბობ მეორე სართულზე 20 წლის გაურეცხავ ხალიჩაზე დაგებულ საცალფეხო პარკეტზე.  მოკლედ მე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დავითი ხომასურიძე ვიწყებ ბრძოლას ამისათვის და დარწმუნებული ვარ 16000-ზე მეტი მომხრე გამომიჩნდება რაც სავსებით საკმარისია იმისათვის რომ ჩვენი ხმა სამინისტრომდე მივიდეს და მოგვისმინონ. გმადლობთ ყურადღებისათვის