add one
gallery images

დაუწესდეს შეღავათები მარტოხელა მშობლებს

პანდემიით  გამოწვეული  მძიმე  ეკონომიკური  და  სოციალური  პირობები  განსაკუთრებით  რთული  აღმოჩნდა  მარტოხელა  მშობლებისთვის.  აღნიშული  კი  გახდა  საფუძველი,  რომ  მრავალი  მათგანი  იძულებული  გახდა  ქვეყანა  დაეტოვებინა, რაც  ძალიან  დიდ  პრობლემას  უქმნის  ქვეყნის  დემოგრაფიულ  მდგომარეობას.     იმისათვის,  რომ  შეწყდეს  საქართველოს  მოქალაქეების   მასობრივი  გადინება, მთავრობამ  უნდა  მიიღოს  სათანადო  ზომები და მოვითხოვთ,  რომ  მთავრობამ მარტოხელა  მშობლებისთვის დააწესოს  შემდეგი  სახის  შეღავათები: 1. 1000  ლარამდე  შემოსავლის  მქონე  მარტოხელა  მშობელს  დაუწესდეს  200  ლარის  ოდენობის  დახმარება  თითო  ბავშვზე; 2.  იმ მარტოხელა  მშობლებს,  რომელთაც  არ  გააჩნიათ  საცხოვრებელი,  დაუფინანსდეთ საცხოვრებელი  სახლის ქირავნობის  გადასახადის   50%; 3. კომუნალური  გადასახადების  50 %-ით  დაფინანსება.   ვიმედოვნებთ,  რომ  მთავრობა  დააკმაყოფილებს აღნიშულ  მოთხოვნებს.  
gallery images

შეიცვალოს მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის წესი

დღევანდელი  მძიმე  ვითარების  პირობებში  მარტოხელა  მშობლისთვის  ბავშვის  აღზრდა  მრავალ  სირთულესთან  არის  დაკავშირებული  როგორც  ეკონომიკური,  ისე  სოციალური  თვალსაზრისით.  ამას  ართულებს   ისიც,  რომ  მოქმედი  სამართლებრივი  რეგულაციები  არ  ეხება  იმ პირთა  წრეს, რომელსაც  სრულიად  მარტო  უხდება  არასრულწლოვანი  შვილის/შვილების  აღზრდა.  აღნიშნული  კი  გახლავთ  მიზეზი  იმისა, რომ  ისინი  ვერ სარგებლობენ  სოციალური  შეღავათებით. სამოქალაქო  კოდექსის  1191  პრიმა  მუხლი  ეხება  მარტოხელა  მშობლების  ძალიან  ვიწრო  კატეგორიას  და  ყურადღების  მიღმა  ტოვებს  იმ  მშობლებს,  რომლებსაც  მეუღლე  გარდაცვლილი  ჰყავთ  და  არ  იმყოფებიან  ქორწინებაში  ან   თუ  ბავშვის  მეორე  მშობელს  ჩამორთმეული  აქვს  ამ  ბავშვის  მიმართ  მშობლის  ყველა  უფლება-მოვალეობები  და  შესაბამისად,  მშობელს  სრულიად  მარტო  უხდება  ბავშვის  აღზრდა. მოვითხოვთ,  რომ  სამოქალაქო  კოდექსის  1191  პრიმა  მუხლის  მეორე  და  მესამე  ნაწილები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  სახით: 2. მარტოხელა  დედა  არის  პირი,  რომელსაც  ჰყავს  ქორწინების  გარეშე  დაბადებული  18  წლამდე  ასაკის  შვილი,  თუ  ბავშვის  დაბადების  აქტის ჩანაწერში  არ არის  შეტანილი  ჩანაწერი  ბავშვის  მამის  შესახებ,  ან  თუ  დაბადების  აქტში  არის  ჩანაწერი  ბავშვის  მამის  შესახებ,  მაგრამ  ბავშვის  მამა  არის  გარდაცვლილი  და  დედა  არ  იმყოფება  ქორწინებაში  ან თუ  მამას  ჩამორთმეული  აქვს  ამ  ბავშის  მიმართ  მშობლის  უფლება-მოვალეობები  და  დედა  არ  იმყოფება  ქორწინებაში.   აგრეთვე  პირი,  რომელსაც  ჰყავს  შვილად  აყვანილი  18  წლამდე  ასაკის  ბავშვი  და  რომელიც  ბავშვის  შვილად  აყვანის  მომენტში  არ  იმყოფებოდა  რეგისტრირებულ  ქორწინებაში.   3. მარტოხელა  მამა  არის  პირი,  რომელსაც  ჰყავს  ქორწინების   გარეშე  დაბადებული  18  წლამდე  ასაკის  შვილი,  თუ  ბავშვის  დაბადების  აქტის ჩანაწერში  არ  არის  შეტანილი  ჩანაწერი  ბავშვის  დედის  შესახებ,  ან  თუ  დაბადების  აქტში  არის  ჩანაწერი  ბავშვის  დედის  შესახებ,  მაგრამ  ბავშვის  დედა  არის  გარდაცვლილი  და  მამა არ  იმყოფება  ქორწინებაში  ან  თუ  დედას  ჩამორთმეული  აქვს  ამ  ბავშვის  მიმართ  მშობლის  უფლება-მოვალეობები  და  მამა  არ  იმყოფება  ქორწინებაში.   აგრეთვე  პირი,  რომელსაც  ჰყავს  შვილად  აყვანილი  18  წლამდე  ასაკის  ბავშვი  და  რომელიც  ბავშვის  შვილად  აყვანის  მომენტში  არ  იმყოფებოდა  რეგისტრირებულ  ქორწინებაში.     ვიმედოვნებ,  რომ  პარლამენტი  გაიზიარებს  აღნიშნულ  მოთხოვნას.  
gallery images

1 ივნისი, ნინოობა და ბავშვთა დაცვის დღე გამოცხადდეს უქმედ

სამწუხარო რეალობაა მაგრამ დღეს მშობლები, რომლებიც მუშაობენ ნაკლებ დროს ატარებენ შვილებთან.ვფიქრობთ, როგორც მშობლებს  ასევე ბავშვებს აქვთ უფლება ბავშვთა დაცვის დღე გაატარონ ერთად. ამ დღესთან დაკავშირებით ჩავატარეთ კვლევა, გამოვკითხეთ ბავშვები და კითხვაზე, თუ რა იყო მათთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უმრავლესობის პასუხი იყო, ამ დღის მშობლებთან ერთად გატარება. თუ თქვენც იგივეს ფიქრობთ, შემოგვიერთდით და ერთად ვაჩუქოთ პატარებს და მშობლებს ერთად ყოფნის ერთი დღე. ასევე, პირველი ივნისი არის ნინოობა და ვფიქრობთ საქართველოში ეს დღე უნდა იყოს დასვენება.
gallery images

გაუქმდეს საბანკო საკომისიო გადასახადი კომუნალურზე

ბანკების ანგარიშზე ირიცხება თანხა სხვადასხვა კერძო კომპანიის კომუნალურების გადასახადი, რომელიც ისედაც დიდ მოგებას უტოვებს მათ. კიდევ დამატებით ყველა სააბონენტო გადასახადზე მინიმუმ 0.50 ლარი, ანუ ყოველი მომხმარებლიდან ყოველთვიურად მინიმუმ 2 ლარი (მეტიც) გამრავლებული მომხმარებლის რაოდენობაზე შეადგენს კოლოსალურ თანხას. მოვითხოვთ საკომისიოს გაუქმებას და კიდევ, კონკრეტული ანგარიში ქონდეს ყველა კომპანიას. უშუალოდ, მათ ანგარიშზე მოხდეს თანხის ჩარიცხვა და არა ბანკების „კერძო ინტერესების“ გავლით, რა თქმა უნდა არა სააბონენტოს გაზრდის და ბანკისთვის ე.წ.  „ქეშბექის“ ხარჯზე.
gallery images

დაიგოს დიდი დიღომის რამდენიმე ქუჩაზე მწოლიარე პოლიციელი

დიდი დიღომის მოსახლეობა თბილისის მერიას ვთხოვთ, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის და მირიან მეფის ქუჩაზე მწოლიარე პოლიციელების დაგებას. ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ ღამის საათებში, 23:00-ის შემდეგ, ადამიანები არაფხიზელ მდგომარეობაში მართავენ ავტომობილებს გადამეტებული სიჩქარითა და სიცოცხლისთვის საშიში მანევრებით, რაც შესაბამის ხმაურს და უსიამოვნებას იწვევს. ეს ისახება დიდი დიღომის მოსახელობის ცხოვრების ხარისხზე და დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის საკითხს.
gallery images

თავისუფლება ზურაბ ზვიადაურს

ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს,რომელმაც ბევრჯერ ასახელა ჩენი სამშობლო და ბევრჯერ გაგვახარა ,ახლა მძიმე დღეები უდგას ბრალდებულია ძმის მკვლელის მკვლელობის საქმეში .ზურაბ ზვიადაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მოხდა მძიმე ტრაგედია ,ზურას ყავს ფეხმძიმე მეუღლე ,17 წელი ელოდა ნანატრ  შვილს ,გთხოვთ მოაწეროთ ხელი და წარვუდგინოთ ხელმოწერები პროკურატრას და სასამართლოს რათა ზურაბ ზვიადაურს შეუმსუბუქდეს სასჯელი და გათავისუფლდეს,მას ის ტრაგედიაც ეყოფა რაც მის თვალწინ დატრიალდა.ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა
gallery images

საგზაო მოძრაობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის

ხელოვნური უსწორმასწორობა (მწოლიარე პოლიცია) ქ. თბილისში, დაბა წყნეთში (ვაკის რაიონი, 0179) ხშირია ავტოსაგზაო წესების დარღვევა (დასახლებულ პუნქტში დასაშვებზე მაღალი სიჩქარით მოძრაობა). ეს გარემოება გამოწვეულია რამდენიმე მიზეზის გამო და ძირითად მიზეზად მაინც ის რჩება, რომ წყნეთს როგორც სამთო კლიმატურ საკურორტო ზონას ხშირად სტუმრობენ მძღოლები რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებით, არ იციან წყნეთის ქუჩები და შესაბამისად უპირველესად მათთვის მიზანშეწონილია საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების ინფრასტრუქტურის გამართვა. დიმიტრი ამილახვარისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე მდებარე საზოგადოებრივ პარკში რომელსაც ადგილობრივი მოსახელობა „მემორიალური პარკის სახელით“ იცნობს, სადაც იკრიბებიან და ისვენებენ როგორც უფროსი ასე უმცროსი თაობის წარმომადგენლები დიდი, ავტოსაგზაო საფრთხის წინაშე დგანან რადგან: უშუალოდ დასასვენებელ პარკს არცერთი მხრიდან არ აქვს ზებრა გადასასვლელი დანართი დანართი (ამ ადგილას იდგა გზის ამრეკლავი სარკე სადაც ყველას შეეძლო დაენახა მომავალი ტრანსპორტი, რომელიც დღეს უფრო აუცილებლობას წარმოადგენს რადგან ელექტრო და ნახერადელექტრო მანქანებს არ გააჩნიათ მკაფიო ხმა რის გამოც შუახნის გადაცილებულ ადამიანებს უჭირთ მათი მოახლოების ხმის აღქმა) დანართი მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთის ნიშნები მკაფიოდ, თვალში მოსახვედრად არ ჩანს. არ დგას სტაციონალური სიჩქარის შემზღუდველი ნიშანი; გზაზე საფეხმავლო ხელოვნური უსწორმასწორობა არ არის გამოყენებული; წყნეთის საზოგადოება თავის არჩეული მთავრობისგან მოითხოვს მაღალი პასუხიმგებლობა გამოავლინოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ და დროულად მიიღოს ზომები სანამ ვინმე დაზარალებულა!
gallery images

შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით „მოსახლეობაზე ზრუნვა“

შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით „მოსახლეობაზე ზრუნვა“! გადაადგილების შესაძლებლობის წართმევა გულისხმობს ადამიანების შემოსავლის გარეშე დატოვებას, რასაც არაფერი აქვს საერთო ზრუნვასთან! საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იძულებულია, სხვა, ალტერნატიული გზის არქონის გამო, იმგზავროს დაბინძურებული საზ. ტრანსპორტით, მგზავრობაში დახარჯოს 2-ჯერ, 3-ჯერ მეტი დრო, ვიდრე რეალურად არის საჭირო, არის სწორედ ის ფენა, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს რეალურ ზრუნვას, ზოგადადაც, და, მით უფრო, 2 წლიანი კოვიდ-რეგულაციების ფონზე, რეგულაციებისა, რომლებმაც, პირველ რიგში, სწორედ ამ ფენაზე იმოქმედა, არანაკლებ დამაზიანებლად, ვიდრე კოვიდით დაინფიცირებას შეიძლება ემოქმედა. ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კოვიდ-ინფექცია, არამედ შემოსავლის დაკარგვის შედეგად, ისედაც არასათანადო კვების მეტად გაუარესებით გამოწვეული ათასობით სხვა დაავადება და მარტივად განკურნებადი დაავადებების მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, ისევ და ისევ საკმარისი შემოსავლების არქონის და კოვიდ-შეზღუდვებით კიდევ უფრო შემცირების გამო. შეწყდეს დისკრიმინაცია სოციალური სტატუსით! საზ. ტრანსპორტის გაჩერება სწორედ დისკრიმინაციაა დაბალი სოც. ფენის წარმომადგენლებისა. მხოლოდ ამ ფენის მსხვერპლშეწირვა ხდება „სახალხო ინტერესისთვის“. შედარებით მაღალი სოც. სტატუსის მქონე პირები, პირადი სატრანსპორტო საშუალებებით, რჩებიან ამ შეზღუდვის მიღმა, უპირატეს მდგომარეობაში, მხოლოდ და მხოლოდ პირადი ასს-ის ქონის გამო. ეს მაშინ, როცა თავად ვირუსი არ გვანსხვავებს სოც. სტატუსით და ყველასთვის თანაბარია დაინფიცირების ალბათობა. უდიდეს ნაწილს იმ ფენისა, რომელსაც საზ. ტრანსპორტის გაჩერება ართმევს გადაადგილების შესაძლებლობას, არ აქვს ფუფუნება: დისტანციურად, სახლიდან მუშაობით განაგრძოს შემოსავლის მიღება;  ჰქონდეს დანაზოგი; დამსაქმებელმა უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება სამუშაო ადგილამდე; მხოლოდ მისი, თუნდაც ამ პირობებში შენარჩუნებული ხელფასი ამყოფინოს ოჯახის რამდენიმე წევრს, რომლებსაც ეზღუდებათ მუშაობა; გადაუდებელი მიზეზებით (მაგალითად, ოპერაციის შემდეგ გადახვევებზე, ან სხვა გეგმიურ სამკურნალო კურსებზე მრავალჯერადი ვიზიტისთვის) გადაადგილებისთვის ისარგებლოს ტაქსით. არსებობის, შრომის, სიცოცხლის უფლება, რაც მოიცავს შეუზღუდავი გადაადგილების უფლებასაც, აქვს ყველას თანაბრად! ყველას სიცოცხლე არის თანაბრად ღირებული! სიცოცხლე არ გულისხმობს მხოლოდ კოვიდ-ინფექციისგან თავის არიდებას! ჩვენი თავი ყველაზე მეტად ჩვენ გვიყვარს და, თუ თვლით, რომ საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვაყენებთ საზ. ტრანსპორტით მგზავრობით, ესეიგი, ჩვენთვის, საზ. ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის, სასწორის მეორე პინაზე უფრო დიდი რისკები დევს, რისკები, რომლებიც მაღალი ფენიდან უხილავია, როგორც ჩანს.  
gallery images

გამოუშვას ბეჟანია დამენიამ ნიკა დამენია ხვალ რესტორანში

იმერეთის 86 ნომერში მცხოვრებ ბეჟან დამენიამ გამოუშვას თავის მეურვების ქვეშ მყოფი ნიკა დამენია ხვალ რესტორანში
gallery images

გამკაცრდეს კანონი ღამის საათებში ხმაურთან დაკავშირებით

ცენტრალურ ქუჩებში ცხოვრება უკვე შეუძლებელი გახდა მოტოციკლების, მოპედების და სპორტული მანქანების წყალობით. სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი წერს და ყველას ერთი პრობლემა აქვს. სპეციალურად აქვს ზოგს დაზიანებული მაყუჩები რადგან თვითონ მიიღონ სიამოვნება და ძალიან გთხოვთ გადახედეთ კანონს და გაამკაცრეთ. ქალაქში არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რამ, დასახლებულ პუნქტში. მოგმართავთ თხოვნით, მოსახლეობის სახელით, გადახედეთ კანონს და შეცვალეთ. 
gallery images

მიუერთდეს სოფელი ახალი სამგორი ქალაქ რუსთავს

გარდაბნის რაიონი სოფელი ახალი სამგორის მოსახლეობა მოგმართავთ თხოვნით! და მოთხოვნით, მიგვაერთეთ რუსთავის მუნიციპალიტეტს.  სოფელში წლებია გვაქვს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა წლებია  ვერ დავაყენეთ ფეხზე მეურნეობა სწორედ წყლის პრობლემის გამო, მოსაწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემები გზა, განათება, ინფრასტრუქტურა, სოფელს არ ყავს პატრონი და ძალიან გთხოვთ მოგვცეთ უფლება შევიდეთ რუსთავის ზედამხედველობის ქვეშ იქნებ მაშინ მაინც მოგვექცეს ყურადღება. სამგორს აქვს იმის დიდი პოტენციალი რომ   სოფლის მეურნეობის  განხრით განვითარდეს მაგრამ  გვჭირდება ხელ შეწყობა! 
gallery images

ჩემპიონთა ლიგის ფინალის ღამეს, 29 მაისს, შეჩერდეს კომენდატის საათი

დიდი ხანია ამ ბედნიერებას ველით. ასეთ თამაშს, თუნდაც შინ, მეგობრებთან ერთად უნდა უყურო. გავალთ, ვიზეიმებთ და სახლში დავბრუნდებით.
gallery images

მე მაქვს სიცოცხლის უფლება!

ბატონო გენერალურო პროკურორო, ამ პეტიციით მოგმართავთ პირადად დაზარალებული, ნატო სლეპაკოვა, და დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი დამიჭერს მხარს, ვისაც ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომი ყელში აქვს ამოსული. მე წარმოვადგენ ცხოველთა დამცველს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში ცხოველის კი არა, საკუთარი, ფუნდამენტალური უფლებები მქონია დასაცავი, როგორიცაა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, სიცოცხლის და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები და სხვა...   2020 წლის 10 ივნისს, საღამოს 09:30, ჩემი (თავშესაფრიდან აყვანილი) ძაღლის ათწუთიანი ყეფის გამო მეზობელმა, გიორგი თევდორაძემ, წიხლქვეშ გამიგდო და ცხვირი მომტეხა!!!  ბატონო გენ. პროკურორო, შეგახსენებთ, რომ პროკურატურის საქმიანობებში გაწერილია: "კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და დანაშაულის პრევენციას", და არა - "ხელს უწყობს დანაშაულის რეციდივს". მოვითხოვ, გამოძიებამ და პროკურატურამ მხედველობაში მიიღოს: 1. ამ ფაქტის დროს მიღებულმა დაზიანებებმა წარუშლელი კვალი დამიტოვა სახეზე, მიჭირს სუნთქვა და აღმენიშნება ამ ტრავმასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები. 2. ფაქტის დროს ვიყავი უსუსურ მდგომარეობაში (გავდიოდი მკურნალობას გადატანილი ლაპარატომიის გამო). 3. ბრალდებულს არ შემოუთავაზებია მკურნალობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 4. ბრალდებული ახდენდა მოწმეებზე ზეწოლას და კონფლიქტის შემდგომ ესკალირებას, რაზედაც მაქვს წარდგენილი საპატრულო გამოძახებების ოქმები. 5. ბრალდებული ორჯერ ნასამართლებია ძალადობრივ მუხლებზე, რაც, მიუხედავად გაქარწყლებისა, გაცილებით უკეთ მეტყველებს მის პიროვნულ თვისებებზე, ვიდრე ვინმე მღვდლის დახასიათება. 6. ბრალდებულის მიერ წარდგენილი საბუთები, რომ ოპიოიდების მიღების შედეგად, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა აქვს და ჩანაცვლებით თერაპიას გადის მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს - ჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად, ის სხვადასხვა აკრძალული ნივთიერებების მიღებას განაგრძობს, რაზედაც, თუნდაც, მის წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული საქმე #330510020004056126 მეტყველებს. 7. ბრალდებულს გამოყენებული აქვს ამნისტია, სასარგებლო შრომა და "გამოსწორების" სხვა შანსები და 45 წლამდე ვერ გამოსწორებულა, კანონისადმი მორჩილების მოთხოვნას ის "შევიწროვებად" აღიქვამს, ხოლო ამ საქმეზე წაყენებულ ბრალს - "პროკურატურაზე და გამოძიებაზე ზეწოლად", რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას არც ბრალი აქვს გააზრებული და არც რაიმე სინანული აწუხებს, ხოლო მისი "ვაღიარებ" და მლიქვნელური ბოდიშები მხოლოდ სასჯელის არიდების მცდელობაა. 8. საკუთარი მეუღლის ჩვენების თანახმად, ბრალდებული გაუწონასწორებელი ფსიქიკის მატარებელია და მისი ოჯახის წევრები/ახლობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ "არ გაღიზიანდეს", ხოლო პროკურორი ყანდიაშვილი, რატომღაც დარწმუნებულია, რომ გიორგი თევდორაძე აღარაა საფრთხის მატარებელი. ბატონო პროკურორო, მხოლოდ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების დაცვას ვითხოვ თქვენი სამსახურისგან. მე მარტომ გავზარდე ორი ვაჟკაცი და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ საზოგადოების ღირსეული წევრი ვარ. ბატონო პროკურორო, შეასრულეთ თქვენი პროფესიული მოვალეობა, დამიცავით, რომ თავისუფლად გავაგრძელო ცხოვრება და საქმიანობა - შევძლო დავიცვა ჩემზე სუსტები და დავეხმარო ჩემზე გაჭირვებულებს. 
gallery images

პეტიცია-პოპულაციური მნიშვნელობის აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო წესის დანერგვის შესახებ

პეტიცია-პოპულაციური მნიშვნელობის   აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო წესის დანერგვის შესახებ     მოცემულობა        პერიოდულად სხვადასხვა ვირუსული ინფექციები/დაავადებები საფრთხეს უქმნიან პოპულაციას.     ლოკალურ ვირუსულ აფეთქებებს, ეპიდემიები და ახლა უკვე გლობალური „კოვიდ“ პანდემია დაემატა.   ზოგადად ვაქცინაცია ცივილიზაციური მიღწევა და საზოგადოებრივი სიკეთეა, თუ აცრისთვის განკუთვნილი პრეპარატი ლიცენზირებულია და ის ტარდება დადგენილი წესი/პროტოკოლის შესაბამისად.      რომ არა წითელა, წითურა, ყბაყურა, დიფტერიის, პოლიემილითის და სხვა  გეგმიური აცრების ჩატარება ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის და ზრდასრულთათვის ზემოხსენებული ვერაგი დაავადებები ეპიდემიებს გამოიწვევდა და პოპულაციაში ათასობით ინვალიდიზაციის და ლეტალობის ფაქტს მივიღებდით.     2021 წლის NDI  საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 41-%  არ აპირებს „კოვიდ“ ვაქცინის აცრის ჩატარებას, ხოლო 17-% ჯერ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს.    სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები როდესაც ვაქცინაციის საკითხებს განიხილავენ არა მხოლოდ არაკომპეტენტური ინდივიდები/პირები, არამედ არაკომპეტენტური ინსტიტუტები, რომლის ბაზისიც არა მეცნიერების და ლოგიკის პრიმატს არამედ მითოლოგიურ და ფართო სპეკულატიურ დოგმატებს და სენტენციებს ეფუძნება.      პროექტი     მიმაჩნია რომ ვაქცინაცია არა მხოლოდ უფლება არამედ ვალდებულებაც არის, (როგორს საკუთარი თავის, აგრეთვე სოციუმის მიმართ) რადგან იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდი და პოპულაციის ნაწილი უარს ამბობს საყოველთაო იმუნიზაციაზე ის ეთიშება ჯაჭვს და ქმნის საფრთხეს დაინფიცირდეს და სხვა დააინფიციროს შესაბამისად წარმოადგენს საფრთხეს და ხელს უწყობს პანდემიის, ეპიდემიის მოცემულობის/საფრთხის შენარჩუნებას ან ახალი ტალღის წარმოქმნას ნებსით თუ უნებლიედ.     შესაბამისად მიგვაჩნია, რომ  აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო უნდა გახდეს, თუ ვაქცინა სერთიფიცირებულია ავტორიტეტული საერთაშორისო დარგობრივი ინსტიტუტების მიერ, ვაქცინაცია ხორციელდება შესაბამის პირობებში ყველა სათანადო წესის დაცვით, ხოლო პირს რომელსაც უტარდება იმუნიზაცია არ გააჩნია უკუჩვენება სამედიცინო პრეპარატის  მიმართ.     2021 წლის 23 მარტი                        
gallery images

დაწესდეს მინიმალური ხელფასი საათში 3 $ ექვივალენტის შესაბამისად ეროვნულ ვალუტა ლარში.

 დაწესდეს მინიმალური ხელფასი საათში 3 $  ექვივალენტის შესაბამისად ეროვნულ ვალუტა ლარში.   2021 წლის 20 მარტი გიორგი მკურნალიძე